სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცს ცოლი და შვილები ჰყავდა ჩაკეტილი და მოკვლით ემუქრებოდა - შსს განცხადებას ავრცელებს
კაცს ცოლი და შვილები ჰყავდა ჩაკეტილი და მოკვლით ემუქრებოდა - შსს განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და, რომ თბი­ლის­ში, მო­ქა­ლა­ქეს სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­კე­ტი­ლი ჰყავ­და მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, რომ­ლებ­ზეც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­და და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ად­გილ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან უმოკ­ლეს დრო­ში გა­მო­ცხად­ნენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ის არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ქა­ლა­ქე პო­ლი­ცი­ას­თან კავ­შირ­ზე არ გა­მო­დი­ო­და და კარს არ აღებ­და. ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბულ იქნა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა და­მა­ტე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში სპე­ცტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­აღ­წი­ეს და ზ.ჯ. და­ა­კა­ვეს.

ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯახს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის და ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა და 11-პრი­მა 151-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კაცს ცოლი და შვილები ჰყავდა ჩაკეტილი და მოკვლით ემუქრებოდა - შსს განცხადებას ავრცელებს

კაცს ცოლი და შვილები ჰყავდა ჩაკეტილი და მოკვლით ემუქრებოდა - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შს სამინისტროდან აცნობეს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შეტყობინება შემოვიდა, რომ თბილისში, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე პოლიციასთან კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და ზ.ჯ. დააკავეს.

ამ დროისთვის დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს