სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათასობით ჩრილოკორეელ გოგონას ჩინეთში სექსმონად ყიდიან, მათ შორის 9 წლისებიც არიან
ათასობით ჩრილოკორეელ გოგონას ჩინეთში სექსმონად ყიდიან, მათ შორის 9 წლისებიც არიან

ათა­სო­ბით ჩრი­ლო­კო­რე­ელ ქალ­სა და გო­გო­ნას ჩი­ნეთ­ში სექსმო­ნე­ბად „ყი­დი­ან“, ლონ­დო­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ან­გა­რი­შის შე­სა­ხებ BBC წერს.

უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მათ იტა­ცე­ბენ და პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში აბა­მენ, ხში­რად კი ჩი­ნელ კა­ცებ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის შე­დე­გად წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 მლნ დო­ლარს შო­უ­ლო­ბენ.

ქა­ლე­ბი ხში­რად ტყუვ­დე­ბი­ან, რად­გან ჩი­ნე­თი თავ­შე­სა­ფარს აძ­ლევს ჩრი­ლო­კო­რე­ე­ლებს, რო­მელ­თაც სამ­შობ­ლო­ში ცხოვ­რე­ბის­თვის არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი აქვთ.

„მსხვერ­პლს პროს­ტი­ტუ­ცი­ის­თვის 30 ჩი­ნურ იენს უხ­დი­ან ($4.30), ცო­ლად გა­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში 1000 იენს,“ - აღ­ნიშ­ნავს კვლე­ვის ავ­ტო­რი იუნ ჰი-სუნი.

ქა­ლე­ბი იძუ­ლე­ბით ჩაჰ­ყავთ ჩი­ნეთ­ში და შემ­დეგ ყი­დი­ან, ანდა - უკვე ჩი­ნეთ­ში მყოფ ჩრდი­ლო­კო­რე­ელ გო­გო­ნებს იტა­ცე­ბენ. ბევრ მათ­განს რამ­დენ­ჯერ­მეც კი ჰყი­დი­ან.

ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე და­სახ­ლე­ბე­ბის ბორ­დე­ლებ­ში ჰყავთ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი. მსხვერ­პლთა შო­რის 9 წლის ბავ­შე­ბიც არი­ან. ის ქა­ლე­ბი კი, ვინც კი­ბერ­სექ­სინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობს, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სექ­სუ­ა­ლუ­რი აქტი კა­მე­რის წინ შე­ას­რუ­ლონ.

ქა­ლებს კი, რომ­ლე­ბიც ჩი­ნელ კა­ცებს ცო­ლე­ბად მიჰ­ყი­დეს, ქმრე­ბი ხში­რად აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ და მათ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დო­ბენ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჯგუფ­მა ინ­ფორ­მა­ცია ჩი­ნეთ­ში მყო­ფი ქა­ლე­ბის­გან მო­ი­პო­ვა. ისი­ნი, შეხ­ვდნენ, ასე­ვე ჩრდი­ლო­კო­რე­ელ ქა­ლებს, რომ­ლებ­მაც სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გაქ­ცე­ვა და თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

ან­გა­რიშ­ში ერთ-ერთი ქა­ლის ცი­ტა­ტაა მოყ­ვა­ნი­ლი :

„ჩემი თავი 6 სხვა ქალ­თან ერ­თად ბორ­დელს მიჰ­ყი­დეს. გვაძ­ლევ­დნენ ძა­ლი­ან ცოტა საჭ­მელს და სა­შინ­ლად გვე­პყრო­ბოდ­ნენ. 8 თვის შემ­დეგ კვლავ გაგ­ვყი­დეს, შუ­ა­მავ­ლი ძა­ლი­ან ცუ­დად მო­მექ­ცა.

რო­დე­საც ბორ­დელ­ში მი­ვე­დი, სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მქონ­და. ამის შემ­დეგ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა ბრო­კე­რი ცე­მეს და ფე­ხე­ბის არე­ში დაჭ­რეს“.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩი­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი არ­ცერ­თი ჩრდი­ლო­კო­რე­ე­ლი ქალი არ არის და­ცუ­ლი. ჩი­ნე­თის დე­მოგ­რა­ფი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თითო ოჯახ­ში მხო­ლოდ ერთი ბავ­შვის გა­ჩე­ნის უფ­ლე­ბა აქვთ, გენ­დერუ­ლი დის­ბა­ლან­სი გა­მო­იწ­ვია და ქვე­ყა­ნა­ში კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქა­ლე­ბი­სა­ზე ბევ­რად მე­ტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ათასობით ჩრილოკორეელ გოგონას ჩინეთში სექსმონად ყიდიან, მათ შორის 9 წლისებიც არიან

ათასობით ჩრილოკორეელ გოგონას ჩინეთში სექსმონად ყიდიან, მათ შორის 9 წლისებიც არიან

ათასობით ჩრილოკორეელ ქალსა და გოგონას ჩინეთში სექსმონებად „ყიდიან“, ლონდონელი უფლებადამცველების ანგარიშის შესახებ BBC წერს.

უმეტეს შემთხვევაში, მათ იტაცებენ და პროსტიტუციაში აბამენ, ხშირად კი ჩინელ კაცებზე დაქორწინებას აიძულებენ. კრიმინალური ორგანიზაციები ადამიანებით ვაჭრობის შედეგად წელიწადში დაახლოებით 100 მლნ დოლარს შოულობენ.

ქალები ხშირად ტყუვდებიან, რადგან ჩინეთი თავშესაფარს აძლევს ჩრილოკორეელებს, რომელთაც სამშობლოში ცხოვრებისთვის არასათანადო პირობები აქვთ.

„მსხვერპლს პროსტიტუციისთვის 30 ჩინურ იენს უხდიან ($4.30), ცოლად გაყიდვის შემთხვევაში 1000 იენს,“ - აღნიშნავს კვლევის ავტორი იუნ ჰი-სუნი.

ქალები იძულებით ჩაჰყავთ ჩინეთში და შემდეგ ყიდიან, ანდა - უკვე ჩინეთში მყოფ ჩრდილოკორეელ გოგონებს იტაცებენ. ბევრ მათგანს რამდენჯერმეც კი ჰყიდიან.

ქალების ნაწილი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების ბორდელებში ჰყავთ დატყვევებული. მსხვერპლთა შორის 9 წლის ბავშებიც არიან. ის ქალები კი, ვინც კიბერსექსინდუსტრიაში მუშაობს, იძულებულები არიან, სექსუალური აქტი კამერის წინ შეასრულონ.

ქალებს კი, რომლებიც ჩინელ კაცებს ცოლებად მიჰყიდეს, ქმრები ხშირად აუპატიურებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ.

უფლებადამცველმა ჯგუფმა ინფორმაცია ჩინეთში მყოფი ქალებისგან მოიპოვა. ისინი, შეხვდნენ, ასევე ჩრდილოკორეელ ქალებს, რომლებმაც სამხრეთ კორეაში გაქცევა და თავის გადარჩენა შეძლეს.

ანგარიშში ერთ-ერთი ქალის ციტატაა მოყვანილი :

„ჩემი თავი 6 სხვა ქალთან ერთად ბორდელს მიჰყიდეს. გვაძლევდნენ ძალიან ცოტა საჭმელს და საშინლად გვეპყრობოდნენ. 8 თვის შემდეგ კვლავ გაგვყიდეს, შუამავლი ძალიან ცუდად მომექცა.

როდესაც ბორდელში მივედი, სხეულზე დაზიანებები მქონდა. ამის შემდეგ დაჯგუფების წევრებმა ბროკერი ცემეს და ფეხების არეში დაჭრეს“.

ადამიანის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩინეთში მცხოვრები არცერთი ჩრდილოკორეელი ქალი არ არის დაცული. ჩინეთის დემოგრაფიულმა პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც თითო ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვის გაჩენის უფლება აქვთ, გენდერული დისბალანსი გამოიწვია და ქვეყანაში კაცების რაოდენობა ქალებისაზე ბევრად მეტია.

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა