სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა - ზოდიაქოს ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები
როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა - ზოდიაქოს ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები

გთა­ვა­ზობთ მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის - კუ­როს, ქალ­წუ­ლის და თხის რქის და­ხა­სი­ა­თე­ბას:

კურო

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რა ხდე­ბა თქვე­ნი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუ­კის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში, ყვე­ლა კუ­რო­ში არის რა­ღაც, რაც მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით გა­ნა­წყობს ადა­მი­ა­ნებს. მყა­რი და სო­ლი­დუ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ, დინ­ჯი და წინ­და­ხე­დუ­ლი, შე­გიძ­ლი­ათ წი­ნას­წარ შე­ა­ფა­სოთ რის­კე­ბი და არა­სო­დეს მი­ი­ღებთ ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მერე სა­ნა­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­გიხ­დეთ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ზო­დი­ა­ქოს სამი ყვე­ლა­ზე "ჰა­ე­რო­ვა­ნი" ნი­შა­ნი - ტყუ­პე­ბის, სას­წო­რი­სა და მერ­წყუ­ლის ყვე­ლა­ზე ზუს­ტი და­ხა­სი­ა­თე­ბა

ზო­დი­ა­ქოს 3 ყვე­ლა­ზე "ცე­ცხლო­ვა­ნი" ნი­შა­ნი - ვერ­ძე­ბის, ლო­მე­ბი­სა და მშვილ­დოს­ნე­ბის ზუს­ტი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი და­ხა­სი­ა­თე­ბა

მთა­ვა­რი თქვენ­თვის სამ­ყა­როს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­არ­სე­ბო­ბაა. გიყ­ვართ კარ­გი ცხოვ­რე­ბა და აფა­სებთ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის წყა­როს - სექ­სი იქ­ნე­ბა ეს, გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი, ყვა­ვი­ლე­ბის სუნი, ლა­მა­ზი ხედი, სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დია თუ უბ­რა­ლოდ კომ­ფორ­ტუ­ლი ბა­ლი­ში. კუ­რო­ე­ბი შეგ­რძნე­ბე­ბით ცხოვ­რო­ბენ, ხუ­თი­ვე გრძნო­ბის ორ­გა­ნო დახ­ვე­წი­ლი და აქ­ტი­უ­რი აქვთ, მე­ექ­ვსე გრძნო­ბა კი… უცხოა მათ­თვის. სჯე­რათ იმის, რა­საც ხე­და­ვენ, ეს­მით, სუნს გრძნო­ბენ, გე­მოს გრძნო­ბენ, ან ეხე­ბი­ან.

როცა მუ­შა­ობთ, მუ­შა­ობთ ბე­ჯი­თად და სრუ­ლი დატ­ვირ­თვით. ვერ ვი­ტყვით, რომ უცებ აკე­თებთ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ აკე­თებთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად, სტა­ბი­ლუ­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად. უსაფრ­თხო­ე­ბა თქვენ­თვის უმ­თავ­რე­სია, მტკი­ცე გა­რან­ტი­ე­ბი გჭირ­დე­ბათ, მოქ­მე­დე­ბა­ში რომ მოხ­ვი­დეთ. ეფექ­ტუ­რი მა­შინ ხართ, როცა ფეხ­ქვეშ მყარ ნი­ა­დაგს გრძნობთ. დღე­ვან­დე­ლი კვერ­ცხი გირ­ჩევ­ნი­ათ ხვა­ლინ­დელ ქა­თამს, რად­გან დღე­ვან­დე­ლი ნაღ­დია, ხვა­ლინ­დე­ლი კი სა­თუო.

მშრო­მე­ლი ხართ, მაგ­რამ მო­ტი­ვა­ცია უნდა გქონ­დეთ და ეს მო­ტი­ვა­ცია არც თა­ნამ­დე­ბო­ბაა, არც სა­ხე­ლი, არც პო­პუ­ლა­რო­ბა…მო­ტი­ვა­ცია არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა – ფული. იტყვით კომ­ფორ­ტი ყვე­ლას უყ­ვარ­სო, მაგ­რამ კუ­როს­თვის კომ­ფორ­ტი იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი ნიშ­ნე­ბის­თვის. კუ­როს­თვის კომ­ფორ­ტი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა.

სწო­რედ სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბის­კენ, კომ­ფორ­ტის­კენ, უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და აქე­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­დინ­ჯე მათ ხში­რად ზარ­მა­ცის იმიჯს უქ­მნის. არა­და სამ­სა­ხუ­რის სა­ა­თე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის­გან გა­მი­ჯვნა ბედ­ნი­ე­რე­ბის უმ­თავ­რე­სი ას­პექ­ტია, რაც თქვენ კარ­გად გეს­მით. არას­დროს მი­გაქვთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში და არც სახ­ლში მო­გაქვთ სამ­სა­ხუ­რი­დან საქ­მე. როცა მუ­შა­ობთ, მუ­შა­ობთ ბო­ლომ­დე და როცა ერ­თო­ბით… არა, კი არ ერ­თო­ბით, ის­ვე­ნებთ… ის­ვე­ნებთ ბო­ლომ­დე.

მზით კურო ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წის ნიშ­ნე­ბი არი­ან, გე­გო­ნე­ბა მი­წა­ში აქვთ გად­გმუ­ლი ფეს­ვე­ბიო, ისე­თი სი­ჯი­უ­ტის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლი­ათ, რა­მის გა­კე­თე­ბა რომ აი­ძუ­ლო, მარ­თლა უნდა ამო­თხა­რო მი­წი­დან. ასე ხდე­ბა მენ­ტა­ლურ დო­ნე­ზეც. იციკ­ლე­ბით მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და ახალ სა­რის­კო წა­მო­წყე­ბებს, კარ­გად დაც­დი­ლი ხერ­ხე­ბით მოქ­მე­დე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ. ეს ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლად და სა­შინ­ლად ჯიუტ ადა­მი­ა­ნად წარ­მო­გა­ჩენთ. გი­ჭირთ ადაპ­ტი­რე­ბა და სი­ახ­ლე­ებს ძა­ლი­ან მძი­მედ ეგუ­ე­ბით.

ხა­სი­ა­თის კი­დევ ერთი, ძი­რი­თა­დი შტრი­ხია მე­სა­კუთ­რე­ო­ბა, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში ავ­ლენთ. თქვენ მოგ­წონთ ფლო­ბა – ნივ­თე­ბი იქ­ნე­ბა ეს თუ ადა­მი­ა­ნე­ბი. გიყ­ვართ, აფა­სებთ და უვ­ლით ყვე­ლა­ფერს, რაც თქვე­ნია - სახ­ლი, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, ბიზ­ნე­სი… თუ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. სიყ­ვა­რულ­ში და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბევ­რს ეს მე­სა­კუთ­რე­ო­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბად ეჩ­ვე­ნე­ბათ ხოლ­მე, არა­და მე­სა­კუთ­რე­ო­ბა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სულ სხვა­დას­ხვა რა­მეა. თქვენ ეჭ­ვი­ა­ნი არ ხართ, უბ­რა­ლოდ ვინც გიყ­ვართ, იმას თქვე­ნად მო­ი­აზ­რებთ და ფიქ­რობთ, რომ ეს უფ­ლე­ბას გაძ­ლევთ იზ­რუ­ნოთ მათ­ზე.

თქვენ დამ­გრო­ვე­ბე­ლი ხართ. ეს კუ­როს არც ცუდი, არც კარ­გი, უბ­რა­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბაა. აგ­რო­ვებთ ყვე­ლა­ფერს სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი იქ­ნე­ბა ეს, მარ­კე­ბის კო­ლექ­ცია, წიგ­ნე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია თუ ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე ხართ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი სახ­ლში მი­გაქვთ. "ოჯა­ხი ხრა­მია". თა­ნაც ამას სა­ო­ცა­რი და­ჟი­ნე­ბით აკე­თებთ, არა­სო­დეს გბეზ­რდე­ბათ. ამა­შიც კი სა­ო­ცა­რი ერ­თგუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა შე­გიძ­ლი­ათ. თა­ნაც ერ­თგუ­ლე­ბა გი­ფას­დე­ბათ – იშ­ვი­ა­თად, რომ კურო ფულს და ნივ­თებს არ იზი­დავ­დეს.

ხართ ეს­თე­ტი და ამა­ვე დროს პრაქ­ტი­კუ­ლი, რაც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კულ საყ­ვარ­ლე­ბად გაქ­ცევთ. სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქესს თქვენ მოს­წონ­ხართ და გა­ფა­სე­ბენ. თქვენ გვერ­დით მშვი­დად და და­ცუ­ლად გრძნო­ბენ თავს, რად­გან სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი ხართ.

მომთმე­ნი ხართ, ამ­ტა­ნი, აღუ­შფოთვე­ლი… თქვე­ნი წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა რთუ­ლია, თუმ­ცა თუ გა­მოხ­ვე­დით, შე­იძ­ლე­ბა მა­გი­და და­ამ­ტვრი­ოთ თავ­ზე ვინ­მეს (ოღონდ ეს თქვე­ნი მა­გი­და არ იქ­ნე­ბა).

და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა სი­ხარ­ბის­კენ, სი­ძუნ­წის­კენ, ღორ­მუ­ცე­ლო­ბის­კენ იყოთ მიდ­რე­კი­ლი, მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ზე ზრუნ­ვით იყოთ და­კა­ვე­ბუ­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცოტა უფრო მოქ­ნი­ლი გახ­დე­ბით, ად­ვი­ლად ადაპ­ტი­რე­ბა­დი და უარს იტყვით სა­ში­ნელ სი­ჯი­უ­ტე­სა და სი­ზარ­მა­ცე­ზე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა - ზოდიაქოს ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები

როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა - ზოდიაქოს ნიშნების სუსტი და ძლიერი მხარეები

გთავაზობთ მიწის სტიქიის წარმომადგენელი ზოდიაქოს ნიშნების - კუროს, ქალწულის და თხის რქის დახასიათებას:

კურო

მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება თქვენი ასტროლოგიური რუკის დანარჩენ ნაწილში, ყველა კუროში არის რაღაც, რაც მათ მიმართ პატივისცემით განაწყობს ადამიანებს. მყარი და სოლიდური ადამიანი ხართ, დინჯი და წინდახედული, შეგიძლიათ წინასწარ შეაფასოთ რისკები და არასოდეს მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მერე სანანებელი შეიძლება გაგიხდეთ.

წაიკითხეთ ასევე: ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ყველაზე ზუსტი დახასიათება

ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება

მთავარი თქვენთვის სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობაა. გიყვართ კარგი ცხოვრება და აფასებთ ნებისმიერი სიამოვნების წყაროს - სექსი იქნება ეს, გემრიელი საჭმელი, ყვავილების სუნი, ლამაზი ხედი, სასიამოვნო მელოდია თუ უბრალოდ კომფორტული ბალიში. კუროები შეგრძნებებით ცხოვრობენ, ხუთივე გრძნობის ორგანო დახვეწილი და აქტიური აქვთ, მეექვსე გრძნობა კი… უცხოა მათთვის. სჯერათ იმის, რასაც ხედავენ, ესმით, სუნს გრძნობენ, გემოს გრძნობენ, ან ეხებიან.

როცა მუშაობთ, მუშაობთ ბეჯითად და სრული დატვირთვით. ვერ ვიტყვით, რომ უცებ აკეთებთ ყველაფერს, მაგრამ აკეთებთ თანმიმდევრულად, სტაბილურად და ნაყოფიერად. უსაფრთხოება თქვენთვის უმთავრესია, მტკიცე გარანტიები გჭირდებათ, მოქმედებაში რომ მოხვიდეთ. ეფექტური მაშინ ხართ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობთ. დღევანდელი კვერცხი გირჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, რადგან დღევანდელი ნაღდია, ხვალინდელი კი სათუო.

მშრომელი ხართ, მაგრამ მოტივაცია უნდა გქონდეთ და ეს მოტივაცია არც თანამდებობაა, არც სახელი, არც პოპულარობა…მოტივაცია არის მატერიალური კეთილდღეობა – ფული. იტყვით კომფორტი ყველას უყვარსო, მაგრამ კუროსთვის კომფორტი იმაზე მეტია, ვიდრე დანარჩენი ნიშნებისთვის. კუროსთვის კომფორტი მამოძრავებელი ძალაა.

სწორედ სიამოვნების მიღებისკენ, კომფორტისკენ, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიდრეკილება და აქედან გამოწვეული სიდინჯე მათ ხშირად ზარმაცის იმიჯს უქმნის. არადა სამსახურის საათების თავისუფალი დროისგან გამიჯვნა ბედნიერების უმთავრესი ასპექტია, რაც თქვენ კარგად გესმით. არასდროს მიგაქვთ პირადი ცხოვრება სამუშაო კაბინეტში და არც სახლში მოგაქვთ სამსახურიდან საქმე. როცა მუშაობთ, მუშაობთ ბოლომდე და როცა ერთობით… არა, კი არ ერთობით, ისვენებთ… ისვენებთ ბოლომდე.

მზით კურო ადამიანები მიწის ნიშნები არიან, გეგონება მიწაში აქვთ გადგმული ფესვებიო, ისეთი სიჯიუტის გამოვლენა შეუძლიათ, რამის გაკეთება რომ აიძულო, მართლა უნდა ამოთხარო მიწიდან. ასე ხდება მენტალურ დონეზეც. იციკლებით მიღებულ გამოცდილებაზე და ახალ სარისკო წამოწყებებს, კარგად დაცდილი ხერხებით მოქმედება გირჩევნიათ. ეს ტრადიციების ერთგულად და საშინლად ჯიუტ ადამიანად წარმოგაჩენთ. გიჭირთ ადაპტირება და სიახლეებს ძალიან მძიმედ ეგუებით.

ხასიათის კიდევ ერთი, ძირითადი შტრიხია მესაკუთრეობა, რომელსაც ცხოვრების ყველა სფეროში ავლენთ. თქვენ მოგწონთ ფლობა – ნივთები იქნება ეს თუ ადამიანები. გიყვართ, აფასებთ და უვლით ყველაფერს, რაც თქვენია - სახლი, შინაური ცხოველები, ბიზნესი… თუ საყვარელი ადამიანები. სიყვარულში და ურთიერთობაში ბევრს ეს მესაკუთრეობა ეჭვიანობად ეჩვენებათ ხოლმე, არადა მესაკუთრეობა და ეჭვიანობა სულ სხვადასხვა რამეა. თქვენ ეჭვიანი არ ხართ, უბრალოდ ვინც გიყვართ, იმას თქვენად მოიაზრებთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებას გაძლევთ იზრუნოთ მათზე.

თქვენ დამგროვებელი ხართ. ეს კუროს არც ცუდი, არც კარგი, უბრალოდ ბუნებრივი თვისებაა. აგროვებთ ყველაფერს საოჯახო ნივთები იქნება ეს, მარკების კოლექცია, წიგნები, ინფორმაცია თუ ადამიანები. ასე ხართ მთელი ცხოვრება. ყველაფერი სახლში მიგაქვთ. "ოჯახი ხრამია". თანაც ამას საოცარი დაჟინებით აკეთებთ, არასოდეს გბეზრდებათ. ამაშიც კი საოცარი ერთგულების გამოჩენა შეგიძლიათ. თანაც ერთგულება გიფასდებათ – იშვიათად, რომ კურო ფულს და ნივთებს არ იზიდავდეს.

ხართ ესთეტი და ამავე დროს პრაქტიკული, რაც ძალიან რომანტიკულ საყვარლებად გაქცევთ. საწინააღმდეგო სქესს თქვენ მოსწონხართ და გაფასებენ. თქვენ გვერდით მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს, რადგან საიმედო პარტნიორი ხართ.

მომთმენი ხართ, ამტანი, აღუშფოთველი… თქვენი წყობილებიდან გამოყვანა რთულია, თუმცა თუ გამოხვედით, შეიძლება მაგიდა დაამტვრიოთ თავზე ვინმეს (ოღონდ ეს თქვენი მაგიდა არ იქნება).

დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სიხარბისკენ, სიძუნწისკენ, ღორმუცელობისკენ იყოთ მიდრეკილი, მხოლოდ მატერიაზე ზრუნვით იყოთ დაკავებული. კარგი იქნება, თუ ცოტა უფრო მოქნილი გახდებით, ადვილად ადაპტირებადი და უარს იტყვით საშინელ სიჯიუტესა და სიზარმაცეზე. წაიკითხეთ სრულად

მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს, ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად და პასუხი კითხვაზე, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო