მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთდადერთი ქართველი ქალი, 32 მსოფლიო რეკორდით და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლით - ნინო სალუქვაძის ოჯახური ცხოვრება
ერთდადერთი ქართველი ქალი, 32 მსოფლიო რეკორდით და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლით - ნინო სალუქვაძის ოჯახური ცხოვრება

ლე­გენ­და­რულ­მა ქარ­თველ­მა ტყვი­ის მსრო­ლელ­მა ნინო სა­ლუქ­ვა­ძემ ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ლი­ცენ­ზია პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე მო­ი­პო­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ დარ­ჩა პრი­ზი და რე­გა­ლია, რო­მე­ლიც ქარ­თველ სპორ­ტსმენს მო­პო­ვე­ბუ­ლი არ აქვს, თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, მის­თვის ზე­დი­ზედ მე-9 ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მოს­ვლა არა­ნაკ­ლებ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა და ამ­ჯე­რა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მარ­თე­ბით ემ­ზა­დე­ბა.

ნინო სა­ლუქ­ვა­ძე 1988 წლი­დან უც­ვლე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში და ქალ­თა შო­რის რე­კორდსმე­ნია. ამ­დენ ოლიმ­პი­ა­და­ზე მის გარ­და მხო­ლოდ კა­ნო­ისტ ჯო­ზე­ფა იდემ-გე­რი­ნის (1984-2012) და ნიჩ­ბო­სან ლეს­ლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უას­პა­რე­ზი­ათ.

სა­ლუქ­ვა­ძე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა სინ­ჯის ოლიმ­პი­ურ მე­დალს ფლობს. 1988 წელს, სე­ულ­ში ის ოქ­როს და ვერ­ცხლს და­ე­უფ­ლა, 2008 წელს კი ბრინ­ჯა­ოს.

"რე­გა­ლი­ე­ბი თუ ჩა­მოვ­ყე­ვი, შორს წაგ­ვიყ­ვანს. 32 მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი მაქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი მარ­ტო, მაგ­რამ რად­გან ვრჩე­ბი ამ საქ­მე­ში და ვაგ­რძე­ლებ მოღ­ვა­წე­ო­ბას, ვცდი­ლობ, რომ უფრო მეტი მიღ­წე­ვე­ბი მქონ­დეს. ტყუ­ი­ლად ხომ არ მი­ი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­ჯიბ­რზე. ახლა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მამა არ მახ­ლდა, აღარ ვა­ტა­რებთ, 88 წლი­საა უკვე. ლი­ცენ­ზია, რომ ავი­ღე ჩი­ნეთ­ში, ამის შე­სა­ხებ ძლივს მი­ვაწ­ვდი­ნეთ ხმა სა­ქარ­თვე­ლო­ში. დრო­ში დიდი გან­სხვა­ვე­ბაა და ვა­ხოს ჩემი მე­გობ­რის დე­დამ და­უ­რე­კა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი მიყ­ვე­ბა, რომ მე აქეთ ვტი­რო­დიო და ის - იქე­თო".

- ემ­ზა­დე­ბით 2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის­თვის, რო­გო­რი გან­წყო­ბა და მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- ჩვე­ნი სამ­ზა­დი­სი და­ი­წყო იმით, რომ ლი­ცენ­ზია უნდა ამე­ღო, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ოლიმ­პი­ა­და­ზე. თვი­თონ პი­რო­ბე­ბი ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბის არის ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი. ყო­ველ ჯერ­ზე, ყო­ვე­ლი ახა­ლი ციკ­ლის და­წყე­ბის მერე იც­ვლე­ბა პი­რო­ბე­ბი და უფრო მკაცრ­დე­ბა და მკაცრ­დე­ბა.

სხვა­დას­ხვა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ შე­ვიდ­ნენ ოლიმ­პი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში, იმ ხარ­ჯზე, რომ და­ნარ­ჩე­ნებს და­აკ­ლონ ლი­ცენ­ზი­ე­ბი, ამას­თა­ნა­ვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა იგი­ვე რჩე­ბა. ადრე თუ ასამ­დე მო­ნა­წი­ლე გა­მო­დი­ო­და ჩვენს სა­ხე­ო­ბა­ში, რა­ო­დე­ნო­ბამ თან­და­თან იკლო - ჩა­მო­ვი­და 80-ზე, 60-ზე, ახლა კი 40-ზე, ეს კი ძა­ლი­ან ცო­ტაა, თუ კონ­ტი­ნენტზე გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ.

ევ­რო­პას ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს ამ ლი­ცენ­ზი­ებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ამ მსოფ­ლიო თას­ზე ორი ლი­ცენ­ზია თა­მაშ­დე­ბა. გა­მი­მარ­თლა, რომ ჩი­ნეთ­ში მსოფ­ლიო თას­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­დე­გით ფი­ნალ­ში მოვ­ხვდი, არ იყო ად­ვი­ლი. 4 სპორ­ტსმენს ჰქონ­და ლი­ცენ­ზია და 4 სპორ­ტსმენს - არა.

- კონ­კუ­რენ­ტებ­ზე რას გვე­ტყვით, ყვე­ლა­ზე ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ტად ვის თვლით?

- სულ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ირა­ნე­ლე­ბიც კი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, საკ­მა­ოდ კარ­გად ის­ვრი­ან. ასე­ვე თურ­ქე­ბიც, ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი არი­ან კო­რე­ე­ლე­ბი და ინ­დო­ე­ლე­ბი. ჩი­ნე­ლებ­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი იმი­ტომ, რომ ისი­ნი თა­ვის­თა­ვად ძლი­ე­რე­ბი არი­ან და ამას ემა­ტე­ბა ევ­რო­პი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპორსტმე­ნე­ბი.

ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე უბ­რა­ლო და შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი ვერ ხვდე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი შან­სი აქვს და ყვე­ლა თა­ნაბ­რად კონ­კუ­რენ­ტია. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლა მი­დის, ვინ უფრო გა­უძ­ლებს.

- რო­გო­რია თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის ფორ­მუ­ლა, რას აკე­თებთ შე­ჯიბ­რზე გას­ვლამ­დე?

- ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას, მო­ბი­ლი­ზე­ბას და რაც მთა­ვა­რია, შენ შენი საქ­მე უნდა გა­ა­კე­თო პირ­ნათ­ლად და რო­გორ მოხ­დე­ბა მედ­ლე­ბი­სა და პრი­ზე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, ეგ უკვე სხვა საქ­მეა. ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი ვართ მთე­ლი ოჯა­ხი. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემი მე­უღ­ლე.

ცრურ­წმე­ნებს არ მივ­დევთ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მგზავ­რო­ბის წინ ვა­კე­თებ, ეს არის ის, რომ ლოც­ვის მერე, ვა­მოწ­მებ რამე ხო არ მრჩე­ბა. ერთი ფურ­ცე­ლიც რომ დაგ­რჩეს, პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა.

- თუ მომ­ხდა­რა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი შე­ჯიბ­რე­ბე­ბის დროს?

- იცით, რომ ჩემი მწვრთნე­ლი მა­მა­ჩე­მია და ყო­ველ­თვის მაფრ­თხი­ლებ­და, მე­უბ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტებ­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს შე­ჯიბ­რზე და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე, მაგ­რამ ჩემს კა­რი­ე­რა­ში სულ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბო­და, რომ მა­მა­ჩემს არც და­ე­სიზ­მრე­ბო­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ერთდადერთი ქართველი ქალი, 32 მსოფლიო რეკორდით და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლით - ნინო სალუქვაძის ოჯახური ცხოვრება

ერთდადერთი ქართველი ქალი, 32 მსოფლიო რეკორდით და ყველა სინჯის ოლიმპიური მედლით - ნინო სალუქვაძის ოჯახური ცხოვრება

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველივე ჯერზე მოიპოვა. მოგეხსენებათ, არ დარჩა პრიზი და რეგალია, რომელიც ქართველ სპორტსმენს მოპოვებული არ აქვს, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე გამოსვლა არანაკლებ საპასუხისმგებლოა და ამჯერადაც განსაკუთრებული შემართებით ემზადება.

ნინო სალუქვაძე 1988 წლიდან უცვლელად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და ქალთა შორის რეკორდსმენია. ამდენ ოლიმპიადაზე მის გარდა მხოლოდ კანოისტ ჯოზეფა იდემ-გერინის (1984-2012) და ნიჩბოსან ლესლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უასპარეზიათ.

სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. 1988 წელს, სეულში ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი ბრინჯაოს.

"რეგალიები თუ ჩამოვყევი, შორს წაგვიყვანს. 32 მსოფლიოს რეკორდი მაქვს დამყარებული მარტო, მაგრამ რადგან ვრჩები ამ საქმეში და ვაგრძელებ მოღვაწეობას, ვცდილობ, რომ უფრო მეტი მიღწევები მქონდეს. ტყუილად ხომ არ მიიღებ მონაწილეობას შეჯიბრზე. ახლა შეჯიბრებაზე მამა არ მახლდა, აღარ ვატარებთ, 88 წლისაა უკვე. ლიცენზია, რომ ავიღე ჩინეთში, ამის შესახებ ძლივს მივაწვდინეთ ხმა საქართველოში. დროში დიდი განსხვავებაა და ვახოს ჩემი მეგობრის დედამ დაურეკა. ეს ქალბატონი მიყვება, რომ მე აქეთ ვტიროდიო და ის - იქეთო".

- ემზადებით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის, როგორი განწყობა და მოლოდინი გაქვთ?

- ჩვენი სამზადისი დაიწყო იმით, რომ ლიცენზია უნდა ამეღო, რომ მონაწილეობა მიმეღო ოლიმპიადაზე. თვითონ პირობები ლიცენზიის აღების არის ძალიან შეზღუდული. ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი ციკლის დაწყების მერე იცვლება პირობები და უფრო მკაცრდება და მკაცრდება.

სხვადასხვა სპორტის სახეობები ცდილობენ შევიდნენ ოლიმპიურ მოძრაობაში, იმ ხარჯზე, რომ დანარჩენებს დააკლონ ლიცენზიები, ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა იგივე რჩება. ადრე თუ ასამდე მონაწილე გამოდიოდა ჩვენს სახეობაში, რაოდენობამ თანდათან იკლო - ჩამოვიდა 80-ზე, 60-ზე, ახლა კი 40-ზე, ეს კი ძალიან ცოტაა, თუ კონტინენტზე გადავანაწილებთ.

ევროპას ყველაზე მეტად უჭირს ამ ლიცენზიებზე. სამწუხაროდ, ამ მსოფლიო თასზე ორი ლიცენზია თამაშდება. გამიმართლა, რომ ჩინეთში მსოფლიო თასზე საკმაოდ მაღალი შედეგით ფინალში მოვხვდი, არ იყო ადვილი. 4 სპორტსმენს ჰქონდა ლიცენზია და 4 სპორტსმენს - არა.

- კონკურენტებზე რას გვეტყვით, ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის თვლით?

- სულ მოულოდნელად ირანელებიც კი გააქტიურდნენ, საკმაოდ კარგად ისვრიან. ასევე თურქებიც, ძალიან ძლიერები არიან კორეელები და ინდოელები. ჩინელებზე აღარაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ისინი თავისთავად ძლიერები არიან და ამას ემატება ევროპიდან წარმოდგენილი სპორსტმენები.

ოლიმპიურ თამაშებზე უბრალო და შემთხვევითი ადამიანი ვერ ხვდება. ამიტომ ყველას ერთნაირი შანსი აქვს და ყველა თანაბრად კონკურენტია. ფსიქოლოგიური ბრძოლა მიდის, ვინ უფრო გაუძლებს.

- როგორია თქვენი გამარჯვების ფორმულა, რას აკეთებთ შეჯიბრზე გასვლამდე?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას, მობილიზებას და რაც მთავარია, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო პირნათლად და როგორ მოხდება მედლებისა და პრიზების გადანაწილება, ეგ უკვე სხვა საქმეა. ეკლესიურები ვართ მთელი ოჯახი. განსაკუთრებით ჩემი მეუღლე.

ცრურწმენებს არ მივდევთ. ერთადერთი, რასაც მგზავრობის წინ ვაკეთებ, ეს არის ის, რომ ლოცვის მერე, ვამოწმებ რამე ხო არ მრჩება. ერთი ფურცელიც რომ დაგრჩეს, პრობლემა იქმნება.

- თუ მომხდარა გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეჯიბრებების დროს?

- იცით, რომ ჩემი მწვრთნელი მამაჩემია და ყოველთვის მაფრთხილებდა, მეუბნებოდა სხვადასხვა ვარიანტებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შეჯიბრზე და როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემს კარიერაში სულ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მამაჩემს არც დაესიზმრებოდა. წაიკითხეთ სრულად

ეკატერინე ტიკარაძე მზად არის, საჯაროდ აიცრას, მათ შორის "ასტრაზენეკას" ვაქცინით

"მეგი შეიძლება გახდეს საქართველოში ვაქცინაციისა და კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო" - ეკატერინე ტიკარაძე

"თქვეს, ორშაბათამდე თავს შევიკავებთო..." - ოზურგეთში მედიკოსების ნაწილი ვაქცინაციაზე არ გამოცხადდა