პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ობლობაში გაზრდილი ქართველის მიერ აშენებული სავანე ბულგარეთში - "გრიგოლს ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა"
ობლობაში გაზრდილი ქართველის მიერ აშენებული სავანე ბულგარეთში - "გრიგოლს ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა"

უძ­ვე­ლე­სი თრა­კი­ის მიწა-წყალ­ზე, თა­ნა­მედ­რო­ვე ბულ­გა­რე­თის სამ­ხრეთ­ში, რო­დო­პის მთის კალ­თა­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი, პეტ­რი­წო­ნის ქარ­თველ­თა სა­ვა­ნე მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც რი­ლის მო­ნას­ტრის შემ­დეგ უდი­დე­სი და უძ­ვე­ლე­სი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი მო­ნას­ტე­რია მთელ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში. ცო­ტამ თუ იცის, რომ სა­ვა­ნე, რო­მელ­საც წე­ლი­წად­ში 3-4 მი­ლი­ო­ნი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობს, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ქარ­თველ­მა შექ­მნა და გა­ა­შე­ნა. სა­ვა­ნის და­მა­არ­სე­ბე­ლი წარ­მო­შო­ბით ტა­ო­ე­ლი გრი­გოლ ბა­კუ­რი­ა­ნის ძე იყო. მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს პო­ლი­ტო­ლო­გი და ექ­სპერ­ტი ედი­შერ ჯა­ფა­რი­ძე გვაწ­ვდის:

- პეტ­რი­წო­ნის სა­ვა­ნის და­მა­არ­სე­ბე­ლი და აღმშე­ნე­ბე­ლი ბი­ზან­ტი­ის კე­ის­რის ალექ­სი კომ­ნე­ნის კარ­ზე და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მე-11 სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე, და­სავ­ლე­თის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი ტა­ო­ე­ლი გრი­გოლ ბა­კუ­რი­ა­ნის ძე იყო. ქარ­თუ­ლი სა­ვა­ნის ასა­შე­ნებ­ლად სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩია თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი სო­ფე­ლი პეტ­რი­წო­ნი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბის მრა­ვა­ლი სი­კე­თით უხ­ვად იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. გრი­გოლ­მა ძმას­თან, აბას­თან ერ­თად 1083 წელს ბულ­გა­რეთ­ში (მა­შინ ბი­ზან­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და) აა­შე­ნა პეტ­რი­წო­ნის სა­ვა­ნე, 1084 წელს კი სა­ვა­ნეს ტი­პი­კო­ნი შე­უდ­გი­ნა. იგი გან­კუთ­ვნი­ლი იყო მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ბე­რე­ბი­სათ­ვის და იქ ლოც­ვა-ვედ­რე­ბა მხო­ლოდ ქარ­თულ ენა­ზე უნდა აღევ­ლი­ნათ. გრი­გო­ლის მამა, ერის­თავ­თე­რის­თა­ვი ბა­კუ­რი­ა­ნი, ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­დე­ბულ გვარს ეკუთ­ვნო­და. მას და მის ძმას, ხვას­რო­ვანს, ტა­ო­ში დიდი მა­მუ­ლე­ბი ჰქონ­დათ. ბა­კუ­რი­ანს რამ­დე­ნი­მე ასუ­ლი და ორი ვაჟი, გრი­გო­ლი და აბა­სი ჰყავ­და. გრი­გო­ლის მამა ადრე გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­დამ მთე­ლი ქო­ნე­ბა თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებს მზი­თევ­ში გა­ა­ტა­ნა, გრი­გოლს და აბასს კი არა­ფე­რი და­უ­ტო­ვა. ობ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ნილ ძმებს თა­ვად მო­უხ­დათ ცხოვ­რე­ბა­ში გზის გაკ­ვალ­ვა, თუმ­ცა მათი ნი­ჭის წყა­ლო­ბით ბი­ზან­ტი­ის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მა­ლე­ვე და­წი­ნა­ურ­დნენ. გრი­გო­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ბი­ზან­ტი­ის აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ე­ბის ჯა­რე­ბის მხე­დარ­მთა­ვა­რი იყო, ასე­ვე სხვა­დას­ხვა დროს მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მსა­ხუ­რობ­და.

გრი­გოლ ბა­კუ­რი­ან­მა დიდი როლი ითა­მა­შა ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რის ალექ­სის გა­მე­ფე­ბა­ში, რო­მელ­მაც კომ­ნე­ნოს­თა დი­ნას­ტი­ას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი. მად­ლი­ერ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა მას და­სავ­ლე­თის ანუ ევ­რო­პა­ში იმ­პე­რი­ის ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის თა­ნამ­დე­ბო­ბა უბო­ძა. იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის გრი­გოლს სე­ვას­ტო­სის (პა­ტი­ო­სა­ნი) წო­დე­ბაც ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

- რო­გორ და­ა­არ­სა პეტ­რი­წო­ნის სა­ვა­ნე?

- გრი­გოლს სო­ფე­ლი პეტ­რი­წო­ნი ბი­ზან­ტი­ის კე­ი­სარ­მა ალექ­სი კომ­ნენ­მა თა­ვი­სი მე­ფო­ბის დროს აჩუ­ქა. მორ­წმუ­ნე ქარ­თველ­მა სარ­დალ­მა უფ­ლის სა­დი­დებ­ლად და თა­ვი­სი სუ­ლის სა­ცხო­ნებ­ლად პეტ­რი­წო­ნის სა­ვა­ნე და­ა­არ­სა და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს მი­უ­ძღვნა. მან­ვე შე­უდ­გი­ნა ქარ­თველ­თა მო­ნას­ტერს ტი­პი­კო­ნი ანუ წეს­დე­ბა, რო­მე­ლიც 36 მუხ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. მას­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, თუ რო­გორ უნდა ეცხოვ­რათ და ემარ­თათ მო­ნას­ტე­რი.

ტი­პი­კო­ნი შედ­გე­ნი­ლია ორ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად და ბერ­ძნუ­ლად. ქარ­თუ­ლად იმი­ტომ, რომ ქარ­თველ ბე­რებს წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხმა­მაღ­ლა წა­ე­კი­თხათ და მო­ცე­მუ­ლი გა­ნა­წე­სის მი­ხედ­ვით ემოქ­მე­დათ. ბერ­ძნუ­ლი კი სა­ხელ­მწი­ფო ენა იყო და იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლაც ბერ­ძნულ ტექსტს ენი­ჭე­ბო­და.

გრი­გო­ლის და იმ­პე­რა­ტორ ალექ­სის ძა­ლის­ხმე­ვით პეტ­რი­წო­ნის სა­ვა­ნეს სტავ­რო­პე­გი­უ­ლო­ბის ხა­რის­ხი ებო­ძა, რაც მას გან­სა­კუთ­რე­ბულ პრი­ვი­ლე­გი­ებს ანი­ჭებ­და. კერ­ძოდ, მო­ნას­ტე­რი ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და. გრი­გო­ლის ნა­თე­სა­ვებს და ახ­ლობ­ლებს მო­ნას­ტრის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვა და მისი ქო­ნე­ბი­დან რა­ი­მე წი­ლის მო­თხოვ­ნა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის შემ­დეგ იმ­პე­რი­ა­ში პეტ­რი­წო­ნის სა­ვა­ნე ერთ-ერთ უმძლავ­რეს ცენ­ტრს წა­მო­ად­გენ­და.

უცხო­ე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბის ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ გრი­გოლ ბა­კუ­რი­ანს, მათ შო­რის აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი და თვით თა­მა­რიც. ამას მოწ­მობს გუ­რი­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, მე­წი­ეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი "მარ­ხვა­ნი", სა­დაც და­ვით მეფე აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან, დე­დო­ფალ თა­მარ­თან, ექ­ვთი­მე და გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლებ­თან ერ­თად გრი­გოლ ბა­კუ­რი­ა­ნის-ძეც არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. აქვე უნდა ვთქვა, რომ მო­ნას­ტრის ალა­ყა­ფის კარი და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა აჩუ­ქა.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო ის ფაქ­ტიც, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბულ­გა­რეთ­ში დღე­საც აქ­ტი­უ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს პეტ­რი­წო­ნის სა­ვა­ნე, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია და მთა­ვარ სა­კუ­რორ­ტო ცენ­ტრა­დაა ქცე­უ­ლი. წე­ლი­წად­ში იქ 3-4 მი­ლი­ო­ნი ვი­ზი­ტო­რი ჩა­დის.

პეტ­რი­წო­ნის მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს ერთი დიდი ტა­ძა­რი - ღვთის­მშობ­ლის სა­ხელ­ზე და ორი პა­ტა­რა - წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლი­სა და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხელ­ზე. ასე­ვე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აშე­ნე­ბუ­ლია წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სია. ტაძ­რე­ბი მო­ხა­ტუ­ლია ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის იო­ა­ნე ივე­რო­პუ­ლო­სის (ივე­რი­ე­ლის) მიერ, რო­მე­ლიც მე­თერ­თმე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე­ობ­და.

მო­ნას­ტერ­ში დღემ­დეა დას­ვე­ნე­ბუ­ლი ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი ხატი. გად­მო­ცე­მით, ეს ხატი ლუკა მა­ხა­რებ­ლის და­წე­რი­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი. ღვთის­მშობ­ლის ხატი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა და­მან­გრე­ვე­ლი ხან­ძრის დროს. იგი გა­და­ურ­ჩა თურ­ქთა შე­მო­სე­ვა­საც.

დღეს მთა­ვა­რი ტაძ­რის გუმ­ბათ­ზეა აღ­მარ­თუ­ლი ერთი მეტ­რი სიგ­რძის მო­ოქ­რო­ვი­ლი ვერ­ცხლის ჯვა­რი, რო­მელ­საც ლა­მა­ზი ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რა ამ­შვე­ნებს "იე­სუს ქრის­ტეს ძლე­ვაი". 1999 წლამ­დე მო­ნას­ტერ­ში და­ცუ­ლი იყო წიგ­ნი, სა­დაც ამ ხა­ტის სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ იყო მო­თხრო­ბი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს წიგ­ნი მო­ნას­ტერ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის დროს და­იწ­ვა.

პეტ­რი­წო­ნის მო­ნას­ტე­რი დღეს ყვე­ლა­ზე დიდი ტა­ძა­რია ევ­რო­პის მარ­თმა­დი­დე­ბელ ლავ­რა­თა შო­რის, რო­მე­ლიც ერ­თმორ­წმუ­ნე ბულ­გა­რუ­ლი და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის უნი­კა­ლურ სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
4

ბაკურიანები რომ ბაგ­რა­ტი­ონ­თა გვარს ეკუთ­ვნო­დნენ, ეს რაღაც სიახლეა. თვითონ ბაკურიანი არ ამბობს ამას თავის ანდერძში. „წარმოშობით ვარ აღმოსავლეთი მხარეებიდან, იბერთა უბრწყინვალესი გვარიდან“.

 

ნინო
0

კარგი იქნებოდა, ალაყაფის კარის ფოტოსაც თუ გვაჩვენებდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ობლობაში გაზრდილი ქართველის მიერ აშენებული სავანე ბულგარეთში - "გრიგოლს ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა"

ობლობაში გაზრდილი ქართველის მიერ აშენებული სავანე ბულგარეთში - "გრიგოლს ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა"

უძველესი თრაკიის მიწა-წყალზე, თანამედროვე ბულგარეთის სამხრეთში, როდოპის მთის კალთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პეტრიწონის ქართველთა სავანე მდებარეობს, რომელიც რილის მონასტრის შემდეგ უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტერია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ცოტამ თუ იცის, რომ სავანე, რომელსაც წელიწადში 3-4 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, საუკუნეების წინ ქართველმა შექმნა და გააშენა. სავანის დამაარსებელი წარმოშობით ტაოელი გრიგოლ ბაკურიანის ძე იყო. მის შესახებ საინტერესო ცნობებს პოლიტოლოგი და ექსპერტი ედიშერ ჯაფარიძე გვაწვდის:

- პეტრიწონის სავანის დამაარსებელი და აღმშენებელი ბიზანტიის კეისრის ალექსი კომნენის კარზე დაახლოებული მე-11 საუკუნის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, დასავლეთის ჯარების მთავარსარდალი ტაოელი გრიგოლ ბაკურიანის ძე იყო. ქართული სავანის ასაშენებლად საგანგებოდ შეარჩია თავისი კუთვნილი სოფელი პეტრიწონი, რომელიც ბუნების მრავალი სიკეთით უხვად იყო დაჯილდოებული. გრიგოლმა ძმასთან, აბასთან ერთად 1083 წელს ბულგარეთში (მაშინ ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა) ააშენა პეტრიწონის სავანე, 1084 წელს კი სავანეს ტიპიკონი შეუდგინა. იგი განკუთვნილი იყო მხოლოდ ქართველი ბერებისათვის და იქ ლოცვა-ვედრება მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა აღევლინათ. გრიგოლის მამა, ერისთავთერისთავი ბაკურიანი, ბაგრატიონთა დიდებულ გვარს ეკუთვნოდა. მას და მის ძმას, ხვასროვანს, ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ. ბაკურიანს რამდენიმე ასული და ორი ვაჟი, გრიგოლი და აბასი ჰყავდა. გრიგოლის მამა ადრე გარდაიცვალა.

დედამ მთელი ქონება თავის ქალიშვილებს მზითევში გაატანა, გრიგოლს და აბასს კი არაფერი დაუტოვა. ობლობაში დარჩენილ ძმებს თავად მოუხდათ ცხოვრებაში გზის გაკვალვა, თუმცა მათი ნიჭის წყალობით ბიზანტიის სახელმწიფო სამსახურში მალევე დაწინაურდნენ. გრიგოლი თავდაპირველად ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციების ჯარების მხედარმთავარი იყო, ასევე სხვადასხვა დროს მშობლიურ საქართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.

გრიგოლ ბაკურიანმა დიდი როლი ითამაშა ბიზანტიის იმპერატორის ალექსის გამეფებაში, რომელმაც კომნენოსთა დინასტიას დაუდო საფუძველი. მადლიერმა იმპერატორმა მას დასავლეთის ანუ ევროპაში იმპერიის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა უბოძა. იმ პერიოდისათვის გრიგოლს სევასტოსის (პატიოსანი) წოდებაც ჰქონდა მინიჭებული.

- როგორ დააარსა პეტრიწონის სავანე?

- გრიგოლს სოფელი პეტრიწონი ბიზანტიის კეისარმა ალექსი კომნენმა თავისი მეფობის დროს აჩუქა. მორწმუნე ქართველმა სარდალმა უფლის სადიდებლად და თავისი სულის საცხონებლად პეტრიწონის სავანე დააარსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიუძღვნა. მანვე შეუდგინა ქართველთა მონასტერს ტიპიკონი ანუ წესდება, რომელიც 36 მუხლისაგან შედგება. მასში მითითებული იყო, თუ როგორ უნდა ეცხოვრათ და ემართათ მონასტერი.

ტიპიკონი შედგენილია ორ ენაზე - ქართულად და ბერძნულად. ქართულად იმიტომ, რომ ქართველ ბერებს წელიწადში რამდენჯერმე ხმამაღლა წაეკითხათ და მოცემული განაწესის მიხედვით ემოქმედათ. ბერძნული კი სახელმწიფო ენა იყო და იურიდიული ძალაც ბერძნულ ტექსტს ენიჭებოდა.

გრიგოლის და იმპერატორ ალექსის ძალისხმევით პეტრიწონის სავანეს სტავროპეგიულობის ხარისხი ებოძა, რაც მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა. კერძოდ, მონასტერი ყოველგვარი გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. გრიგოლის ნათესავებს და ახლობლებს მონასტრის საქმეებში ჩარევა და მისი ქონებიდან რაიმე წილის მოთხოვნა ეკრძალებოდათ. კონსტანტინოპოლის შემდეგ იმპერიაში პეტრიწონის სავანე ერთ-ერთ უმძლავრეს ცენტრს წამოადგენდა.

უცხოელი ისტორიკოსების ცნობით, ქართველი მეფეები ხშირად სტუმრობდნენ გრიგოლ ბაკურიანს, მათ შორის აღმაშენებელი და თვით თამარიც. ამას მოწმობს გურიის ერთ-ერთ სოფელში, მეწიეთში აღმოჩენილი "მარხვანი", სადაც დავით მეფე აღმაშენებელთან, დედოფალ თამართან, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებთან ერთად გრიგოლ ბაკურიანის-ძეც არის მოხსენიებული. აქვე უნდა ვთქვა, რომ მონასტრის ალაყაფის კარი დავით აღმაშენებელმა აჩუქა.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ თანამედროვე ბულგარეთში დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს პეტრიწონის სავანე, რომელიც რეაბილიტირებულია და მთავარ საკურორტო ცენტრადაა ქცეული. წელიწადში იქ 3-4 მილიონი ვიზიტორი ჩადის.

პეტრიწონის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს ერთი დიდი ტაძარი - ღვთისმშობლის სახელზე და ორი პატარა - წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის სახელზე. ასევე, მოგვიანებით აშენებულია წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ტაძრები მოხატულია ქართველი მხატვრის იოანე ივეროპულოსის (ივერიელის) მიერ, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა.

მონასტერში დღემდეა დასვენებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ქართული ხატი. გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის დაწერილია და საქართველოდანაა ჩამობრძანებული. ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა დამანგრეველი ხანძრის დროს. იგი გადაურჩა თურქთა შემოსევასაც.

დღეს მთავარი ტაძრის გუმბათზეა აღმართული ერთი მეტრი სიგრძის მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელსაც ლამაზი ქართული ასომთავრული წარწერა ამშვენებს "იესუს ქრისტეს ძლევაი". 1999 წლამდე მონასტერში დაცული იყო წიგნი, სადაც ამ ხატის სასწაულების შესახებ იყო მოთხრობილი. სამწუხაროდ, ეს წიგნი მონასტერში გაჩენილი ხანძრის დროს დაიწვა.

პეტრიწონის მონასტერი დღეს ყველაზე დიდი ტაძარია ევროპის მართმადიდებელ ლავრათა შორის, რომელიც ერთმორწმუნე ბულგარული და ქართული კულტურის უნიკალურ სიმბოლოს წარმოადგენს.