მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანასკნელი ლოცვა და ბოლო მესიჯი თავის აფეთქებამდე - სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები
უკანასკნელი ლოცვა და ბოლო მესიჯი თავის აფეთქებამდე - სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები

ინ­ტერ­ნე­ტით ვრცელ­დე­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ლო­ცუ­ლობს შრი-ლან­კე­ლი ტე­რო­რის­ტი, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი მან თავი აი­ფეთ­ქა.

კად­რებ­ში 34 წლის მო­ჰა­მედ ნა­სარ მო­ჰა­მედ აზა­რი ჩანს. ის ლო­ცუ­ლობს, შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნით მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს გზავ­ნის და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ბა­ტი­კა­ლო­ა­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ა­ში თავს იფეთ­ქებს.

აზა­რის მიერ აფეთ­ქე­ბულ­მა ბომბმა 28 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, 70-ზე მეტი კი დაჭ­რა.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი Sky News-მა მო­ი­პო­ვა. ტე­რო­რის­ტი იმ ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მე­ჩეთ­ში ლო­ცუ­ლობს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ მან სა­საკ­ლაო მო­ა­წყო.

ლოც­ვის შემ­დეგ 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აზა­რი ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს და­დის და ტე­ლე­ფონს ამოწ­მებს. ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლამ­დე და სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე აზარ­მა ტე­ლე­ფო­ნი კვლავ აიღო და ბოლო მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­აგ­ზავ­ნა.

ტე­რაქ­ტმა შრი-ლან­კა­ში ასო­ბით ადა­მი­ა­ნი იმხვერ­პლა. თავ­და­პირ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 300-ზე მეტი იყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის შე­დე­გად მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბამ 253 შე­ად­გი­ნა, 500-ზე მეტი კი და­შავ­და.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

უკანასკნელი ლოცვა და ბოლო მესიჯი თავის აფეთქებამდე - სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები

უკანასკნელი ლოცვა და ბოლო მესიჯი თავის აფეთქებამდე - სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები

ინტერნეტით ვრცელდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ლოცულობს შრი-ლანკელი ტერორისტი, რამდენიმე საათის შემდეგ კი მან თავი აიფეთქა.

კადრებში 34 წლის მოჰამედ ნასარ მოჰამედ აზარი ჩანს. ის ლოცულობს, შემდეგ ტელეფონით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გზავნის და რამდენიმე საათში ბატიკალოაში მდებარე ეკლესიაში თავს იფეთქებს.

აზარის მიერ აფეთქებულმა ბომბმა 28 ადამიანი მოკლა, 70-ზე მეტი კი დაჭრა.

სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები Sky News-მა მოიპოვა. ტერორისტი იმ ეკლესიასთან ახლოს მდებარე მეჩეთში ლოცულობს, სადაც რამდენიმე საათის შემდეგ მან სასაკლაო მოაწყო.

ლოცვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში აზარი ეკლესიასთან ახლოს დადის და ტელეფონს ამოწმებს. ეკლესიაში შესვლამდე და სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე აზარმა ტელეფონი კვლავ აიღო და ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა.

ტერაქტმა შრი-ლანკაში ასობით ადამიანი იმხვერპლა. თავდაპირველი მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 300-ზე მეტი იყო, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ტერორისტული აქტების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 253 შეადგინა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე