სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ჭკვიანი კამერებით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოგაკლდებათ
ე.წ. ჭკვიანი კამერებით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოგაკლდებათ

მძღო­ლებს ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბი მხო­ლოდ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის ჩა­მო­აკ­ლდე­ბათ.

ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­ზე ქუ­ლა­თა სის­ტე­მის მიბ­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მუ­შა­ობს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს რე­ფორ­მე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა არ­ცერთ მძღოლს არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დარ­ღვე­ვა სხვა ფაქ­ტო­რებს და­აბ­რა­ლოს.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე. მე მა­გა­ლი­თად, ხში­რად მო­მის­მე­ნია, რომ არის ქა­ლაქ­ში ბევ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­დაც იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, რომ და­არ­ღვიო მოძ­რა­ო­ბის წესი. სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ ვა­კე­თებთ აქ­ცენტს, რომ ეს ისე­თი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვაა, რო­მელ­საც ვე­რა­ფე­რი დე­და­მი­წის ზურ­გზე ვერ გა­ა­მარ­თლებს და ამას მხო­ლოდ შენი პი­რა­დი შეგ­ნე­ბა გა­ი­ძუ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, შსს-ს რე­ფორ­მე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გან­მარ­ტავს, რომ ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­ზე ქუ­ლა­თა სის­ტე­მის მიბ­მის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, რაც შე­ფას­დე­ბა, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იყო სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე გამ­კაც­რე­ბუ­ლი სან­ქცია.

„პირ­ვე­ლი ეტა­პი და მე­ო­რე ეტა­პი გა­მოჩ­ნდე­ბა მას შემ­დეგ, რაც შე­ვა­ფა­სებთ, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე რამ­დე­ნად იმოქ­მე­და ამან და რამ­დე­ნად მოგ­ვცა შე­დე­გი“, - აღ­ნიშ­ნა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის ჯა­რი­მე­ბი გა­იზ­რდე­ბა. სა­უ­ბა­რია იმ მან­ქა­ნებ­ზე გა­მო­წე­რილ ვი­დე­ო­ჯა­რი­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­შია

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს რე­ფორ­მე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა გა­ნუ­ცხა­და, „ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­ლი­ზინ­გო და სხვა კომ­პა­ნი­ებს ეხე­ბა, შსს-ს უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს.

მე­ო­რე მხრივ, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლი­ათ, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს იმ მძღო­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ა­წო­დოს, რო­მე­ლიც იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის სა­ხელ­ზე რე­გის­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მძღო­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ფაქ­ტობ­რივ განმკარ­გა­ვად ჩა­ით­ვლე­ბა და სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბიც სწო­რედ მას ჩა­მო­აკ­ლდე­ბა.

„სა­ლი­ზინ­გო კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ან ატ­ვირ­თონ ელექტრო­ნუ­ლად დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ კონ­კრე­ტულ ფი­ზი­კურ პირს, სა­ლი­ზინ­გო კომ­პა­ნი­ის­გან ნა­ყი­დი აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლი და ამის შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ბეჭ­დავს მან­ქა­ნის ახალ სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბას, სა­დაც ეთი­თე­ბა ფი­ზი­კუ­რი პი­რის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი განმკარ­გვე­ლის. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ლი­ზინ­გო კომ­პა­ნია რჩე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვამ­დე მან­ქა­ნის მე­სა­კუთ­რედ, თუმ­ცა ჯა­რი­მა, მათ შო­რის ვი­დე­ო­ჯა­რი­მა ეწე­რე­ბა პირს, რომ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბიც და­ტა­ნი­ლია სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბა­ზე. თუმ­ცა ჩვენ დღე­საც გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა ისე­თი, რო­მე­ლიც არაა ატ­ვირ­თუ­ლი სა­ლი­ზინ­გო კომ­პა­ნი­ის მიერ. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს გა­სა­ჩივ­რე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად იყე­ნე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა დრო­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად იწე­ლე­ბა.

ამას­თან, შსს-ს რე­ფორ­მე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ამ­ბობს, რომ სა­მარ­თალ­დარ­ღე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა სან­ქცი­ე­ბის ზრდაც იქ­ნე­ბა.

„როცა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რია ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­სა­კუთ­რე, ამ შემ­თხვე­ვა­ში ნო­მი­ნა­ლუ­რი სან­ქცია კონ­კრე­ტულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე შე­და­რე­ბით მეტი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი ასეთ პრე­ცე­დენ­ტებს იც­ნობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი ინ­ცი­ა­ტი­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა ცოტა მეტი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, თუმ­ცა ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა, თუ სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

„ამა­ზე უბ­რა­ლოდ მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლია სა­უ­ბა­რი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მთავ­რო­ბა­ზეც კი არ გა­სუ­ლა. სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი ვართ, უნდა გა­ვი­ტა­ნოთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი მთავ­რო­ბა­ზე და იქი­დან უნდა წა­ვი­დეს შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ შე­იძ­ლე­ბა ეს სან­ქცი­ე­ბი შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნოს. სან­ქცი­ე­ბი იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ის თან­ხე­ბი, რაც ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში დევს, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად არის თუ არა ეს ასე, უშუ­ა­ლოდ პრაქ­ტი­კა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

ე.წ. ჭკვიანი კამერებით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოგაკლდებათ

ე.წ. ჭკვიანი კამერებით ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოგაკლდებათ

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჩამოაკლდებათ.

ინიციატივაზე, რომელიც ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, სიჩქარის გადაჭარბება არცერთ მძღოლს არ აძლევს საშუალებას, რომ დარღვევა სხვა ფაქტორებს დააბრალოს.

„ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე. მე მაგალითად, ხშირად მომისმენია, რომ არის ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურა, სადაც იძულებული ხარ, რომ დაარღვიო მოძრაობის წესი. სიჩქარის გადაჭარბებაზე მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს ისეთი სამართალდარღვევაა, რომელსაც ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ გაამართლებს და ამას მხოლოდ შენი პირადი შეგნება გაიძულებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმის პროცესის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყდება, რაც შეფასდება, რამდენად ეფექტური იყო სიჩქარის გადაჭარბებაზე გამკაცრებული სანქცია.

„პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც შევაფასებთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე რამდენად იმოქმედა ამან და რამდენად მოგვცა შედეგი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, სიჩქარის გადაჭარბებაზე იურიდიული პირებისთვის ჯარიმები გაიზრდება. საუბარია იმ მანქანებზე გამოწერილ ვიდეოჯარიმებზე, რომლებიც კომპანიების მფლობელობაშია

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა განუცხადა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები, რომელიც სალიზინგო და სხვა კომპანიებს ეხება, შსს-ს უკვე მომზადებული აქვს.

მეორე მხრივ, ლილუაშვილის თქმით, კომპანიას შეუძლიათ, მომსახურების სააგენტოს იმ მძღოლის მონაცემები მიაწოდოს, რომელიც იურიდიული პირის სახელზე რეგისტირებულ ავტომობილს მართავს. ასეთ შემთხვევაში, მძღოლი ავტომანქანის ფაქტობრივ განმკარგავად ჩაითვლება და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მართვის მოწმობაზე ქულებიც სწორედ მას ჩამოაკლდება.

„სალიზინგო კომპანიებს შეუძლიათ მომსახურების სააგენტოში ან ატვირთონ ელექტრონულად დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ ფიზიკურ პირს, სალიზინგო კომპანიისგან ნაყიდი აქვს ავტომობილი და ამის შემდეგ მომსახურების სააგენტო ბეჭდავს მანქანის ახალ სარეგისტრაციო მოწმობას, სადაც ეთითება ფიზიკური პირის მონაცემები, როგორც ავტომობილის ფაქტობრივი განმკარგველის. ამ შემთხვევაში სალიზინგო კომპანია რჩება ხელშეკრულების ამოწურვამდე მანქანის მესაკუთრედ, თუმცა ჯარიმა, მათ შორის ვიდეოჯარიმა ეწერება პირს, რომლის მონაცემებიც დატანილია სარეგისტრაციო მოწმობაზე. თუმცა ჩვენ დღესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ძალიან ბევრი ხელშეკრულებაა ისეთი, რომელიც არაა ატვირთული სალიზინგო კომპანიის მიერ. ამ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრების ინსტრუმენტი, რომელსაც კომპანიები ძალიან ხშირად იყენებენ“, - განაცხადა ლილუაშვილმა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრირება დროში გარკვეულწილად იწელება.

ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ სამართალდარღევების პრევენციის ერთ-ერთი საშუალება სანქციების ზრდაც იქნება.

„როცა იურიდიული პირია ავტომობილის მესაკუთრე, ამ შემთხვევაში ნომინალური სანქცია კონკრეტულ სამართალდარღვევაზე შედარებით მეტი იქნება. ჩვენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ასეთ პრეცედენტებს იცნობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ინციატივიდან გამომდინარე იურიდიული პირების შემთხვევაში სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმის ოდენობა ცოტა მეტი იქნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა, თუმცა ჯარიმის ოდენობა, თუ სადამდე შეიძლება გაიზარდოს საჯარიმო სანქციები არ დაუკონკრეტებია.

„ამაზე უბრალოდ მიზანშეუწონელია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ინიციატივა მთავრობაზეც კი არ გასულა. სამინისტროში ჩამოყალიბებულები ვართ, უნდა გავიტანოთ კანონპროექტი მთავრობაზე და იქიდან უნდა წავიდეს შემდეგ პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანომ შეიძლება ეს სანქციები შეგვაცვლევინოს. სანქციები იქნება ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის თანხები, რაც ინიციატივაში დევს, პრევენციული ეფექტის მატარებელია, თუმცა რეალურად არის თუ არა ეს ასე, უშუალოდ პრაქტიკაში გამოჩნდება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს