მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ მათ სოსისი მიიღეს" - ექიმი მოწამლულ ბავშვებზე კომენტარს აკეთებს
"ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ მათ სოსისი მიიღეს" - ექიმი მოწამლულ ბავშვებზე კომენტარს აკეთებს

ზუგ­დიდ­ში მო­წამ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლი ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ პა­თო­ლო­გი­ა­თა ცენ­ტრ „ლჯ და კომ­პა­ნი­ა­ში“ 7 ბავ­შვია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ექი­მის თე­მურ ნა­დი­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„კა­ტას­ტრო­ფის ჯგუფ­მა ზუგ­დი­დი­დან 7 ბავ­შვი შე­მო­იყ­ვა­ნა. და­ფიქ­სირ­და კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ბავ­შვე­ბის თან­მხლე­ბი ქალი ამ­ბობს, რომ ბავ­შვებ­მა სო­სი­სი მი­ი­ღეს და ყვე­ლას ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ერ­თნა­ი­რი ნიშ­ნე­ბი აქვს. მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა“, –გა­ნა­ცხა­და თე­მურ ნა­დი­რა­ძემ.

მისი თქმით, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა ბავ­შვე­ბის დე­დაც. კლი­ნი­კა­ში კი­დევ 2 ბავ­შვს ელო­დე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბით 10 ბავ­შვი შე­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ერთი შვი­დი თვის გო­გო­ნა. ბავ­შვე­ბი ზუგ­დიდ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, უწყე­ბა­ში შე­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2019 წლის 8 აპ­რილს მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც თან ახ­ლდა 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

„შს სა­მი­ნის­ტროს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, 10-ვე ბავ­შვი ამ ქალ­ბა­ტო­ნის შვი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას. 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა გა­ა­ჩი­ნა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ი­ცავ­და ტრე­ფი­კინ­გის ნიშ­ნებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 143 პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა - ტრე­ფი­კინ­გი), რის ფარ­გლებ­შიც ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა დად­გინ­დეს ხომ არ აქვს ად­გი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქტს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გო­რია მო­წამ­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და რა უთხრა ექი­მებს მათ­მა თან­მხლებ­მა ქალ­მა? - ნა­წი­ლი ქუ­თა­ის­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ მათ სოსისი მიიღეს" - ექიმი მოწამლულ ბავშვებზე კომენტარს აკეთებს

"ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ მათ სოსისი მიიღეს" - ექიმი მოწამლულ ბავშვებზე კომენტარს აკეთებს

ზუგდიდში მოწამლული ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“ 7 ბავშვია მოთავსებული.

ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კატასტროფის ჯგუფმა ზუგდიდიდან 7 ბავშვი შემოიყვანა. დაფიქსირდა კვებითი ინტოქსიკაცია. ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ ბავშვებმა სოსისი მიიღეს და ყველას ინტოქსიკაციის ერთნაირი ნიშნები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, –განაცხადა თემურ ნადირაძემ.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფება ბავშვების დედაც. კლინიკაში კიდევ 2 ბავშვს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: როგორია მოწამლული ბავშვების მდგომარეობა და რა უთხრა ექიმებს მათმა თანმხლებმა ქალმა? - ნაწილი ქუთაისში არიან გადაყვანილები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი