სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქალი, რომელიც უკრაინის პირველი ლედი ხდება და რა ქონებას ფლობენ ზელენსკები
ვინ არის ქალი, რომელიც უკრაინის პირველი ლედი ხდება და რა ქონებას ფლობენ ზელენსკები

ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ გა­ი­მარ­ჯვა. მან ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 73.2% მი­ი­ღო, ხოლო მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ კი 25.3%. ეს უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რია. პირ­ველ ტურ­ში უფრო მეტი ხმა ასე­ვე ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ მი­ი­ღო.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი კო­მი­კო­სის, შო­უ­მე­ნი­სა და კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის ზე­ლენ­სკის წარ­მა­ტე­ბა დიდ­წი­ლად მის­მა ცოლ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი სკო­ლის ასაკ­ში შეხ­ვდა და დღემ­დე ძლი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებთ ერ­თმა­ნეთ­თან.

ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის დედა ინ­ჟი­ნე­რი იყო, მამა - პრო­ფე­სო­რი. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მან კრი­ვოი-რო­გის ეკო­ნო­მი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­ი­ღო და სტუ­დენ­ტო­ბის დროს გახ­და მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის წევ­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას სა­კუ­თა­რი იუ­მო­რის­ტუ­ლი შოუს შექ­მნა შეს­თა­ვა­ზეს და დგამ­და სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მას, სა­დაც თა­ვად იყო მსა­ხი­ო­ბიც, რე­ჟი­სო­რიც, იდე­ო­ლო­გიც და ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რიც.

რა ქო­ნე­ბას ფლობს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი

ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი ვალ­დე­ბუ­ლია, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სოს. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ის ფლობს სახ­ლს კი­ევ­თან ახ­ლოს, 5 ბი­ნას კი­ევ­ში, ასე­ვე - აქვს ბინა ლონ­დონ­ში, რო­მე­ლიც 42 მი­ლი­ონ გრივ­ნად შე­ი­ძი­ნა. აპარ­ტა­მენ­ტი ინ­გლი­სის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს. ამ­ჟა­მად ზე­ლენ­სკი ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად კი­ე­ვი­დან 30 კმ-ს და­შო­რე­ბით, და­სახ­ლე­ბა ივან­კო­ვი­ჩი­ში ცხოვ­რობს. სახ­ლის ფარ­თი 353 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია და ის და­ახ­ლო­ე­ბით 120 ათას აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. სახ­ლში პო­ლი­ტი­კოსს სპორტდარ­ბა­ზიც აქვს.

ზე­ლენ­სკის ან­გა­რიშ­ზე ახლა 750 ათა­სი აშშ დო­ლა­რი და 1.5 მლნ გრივ­ნაა.

ოჯახს რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა ჰყავს, თა­ვად ზე­ლენ­სკი „ლენდ რო­ვე­რით“ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მისი ცოლი კი BMW X5-ით.

სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში და­ი­წყო

ცოლი, ელე­ნა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნო. რო­მა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ, 2003 წელს გა­და­წყვი­ტეს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

წყვილს ახლა ორი შვი­ლი ჰყავს - 14 წლის ალექ­სან­დრე და 5 წლის კი­რი­ლი.

ელე­ნას სპე­ცი­ა­ლო­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რაა, თუმ­ცა არ­ქი­ტექ­ტო­რად არა­სო­დეს უმუ­შა­ვია - ის ქმრის იუ­მო­რის­ტულ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ე­ბა. სცე­ნა­რის­ტის როლი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად მო­ირ­გო. საქ­მი­ა­ნო­ბას მხო­ლოდ 2013 წელს ჩა­მო­შორ­და, რო­დე­საც მე­ო­რე შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა.

ვლა­დი­მი­რი ცო­ლის მი­მართ გრძნო­ბებს სა­ჯა­როდ ხში­რად გა­მო­ხა­ტავს - მან აღ­ნიშ­ნა, რომ ტურ­ნეს დროს მის გა­რე­შე ძი­ლიც კი უჭირს.

ერ­თად უკვე 20 წელ­ზე მე­ტია ცხოვ­რო­ბენ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გრძნო­ბენ თავს.

ავტორი:

ვინ არის ქალი, რომელიც უკრაინის პირველი ლედი ხდება და რა ქონებას ფლობენ ზელენსკები

ვინ არის ქალი, რომელიც უკრაინის პირველი ლედი ხდება და რა ქონებას ფლობენ ზელენსკები

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 25.3%. ეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. პირველ ტურში უფრო მეტი ხმა ასევე ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.

ჟურნალისტები წერენ, რომ უკრაინელი კომიკოსის, შოუმენისა და კინომსახიობის ზელენსკის წარმატება დიდწილად მისმა ცოლმა განაპირობა, რომელსაც მსახიობი სკოლის ასაკში შეხვდა და დღემდე ძლიერი სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან.

ვლადიმირ ზელენსკის დედა ინჟინერი იყო, მამა - პროფესორი. უმაღლესი განათლება მან კრივოი-როგის ეკონომიკურ ინსტიტუტში მიიღო და სტუდენტობის დროს გახდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი.

მოგვიანებით მას საკუთარი იუმორისტული შოუს შექმნა შესთავაზეს და დგამდა სხვადასხვა გადაცემას, სადაც თავად იყო მსახიობიც, რეჟისორიც, იდეოლოგიც და ტექსტების ავტორიც.

რა ქონებას ფლობს პრეზიდენტობის კანდიდატი

ვლადიმირ ზელენსკი ვალდებულია, ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს. დოკუმენტის მიხედვით, ის ფლობს სახლს კიევთან ახლოს, 5 ბინას კიევში, ასევე - აქვს ბინა ლონდონში, რომელიც 42 მილიონ გრივნად შეიძინა. აპარტამენტი ინგლისის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს. ამჟამად ზელენსკი ცოლთან და შვილებთან ერთად კიევიდან 30 კმ-ს დაშორებით, დასახლება ივანკოვიჩიში ცხოვრობს. სახლის ფართი 353 კვადრატული მეტრია და ის დაახლოებით 120 ათას აშშ დოლარად შეიძინა. სახლში პოლიტიკოსს სპორტდარბაზიც აქვს.

ზელენსკის ანგარიშზე ახლა 750 ათასი აშშ დოლარი და 1.5 მლნ გრივნაა.

ოჯახს რამდენიმე მანქანა ჰყავს, თავად ზელენსკი „ლენდ როვერით“ გადაადგილდება, მისი ცოლი კი BMW X5-ით.

სიყვარული, რომელიც სკოლაში დაიწყო

ცოლი, ელენა ვლადიმირ ზელენსკიმ სკოლაში სწავლის დროს გაიცნო. რომანი, დაახლოებით, 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, 2003 წელს გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ.

წყვილს ახლა ორი შვილი ჰყავს - 14 წლის ალექსანდრე და 5 წლის კირილი.

ელენას სპეციალობა არქიტექტურაა, თუმცა არქიტექტორად არასოდეს უმუშავია - ის ქმრის იუმორისტულ პროექტებში ჩაება. სცენარისტის როლი საკმაოდ წარმატებულად მოირგო. საქმიანობას მხოლოდ 2013 წელს ჩამოშორდა, როდესაც მეორე შვილი გააჩინა.

ვლადიმირი ცოლის მიმართ გრძნობებს საჯაროდ ხშირად გამოხატავს - მან აღნიშნა, რომ ტურნეს დროს მის გარეშე ძილიც კი უჭირს.

ერთად უკვე 20 წელზე მეტია ცხოვრობენ და განსხვავებული ხასიათების მიუხედავად, არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე