მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამ სამეფო ოჯახის ქონება 16-ჯერ მეტია, ვიდრე ბრიტანელი მონარქების - ვინ არიან ტრილიონერი მეფეები და პრინცები
ამ სამეფო ოჯახის ქონება 16-ჯერ მეტია, ვიდრე ბრიტანელი მონარქების - ვინ არიან ტრილიონერი მეფეები და პრინცები

ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 88 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია, თუმ­ცა, რო­გორც CNBC წერს, უინ­ძო­რე­ბი სუ­ლაც არ არი­ან მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მო­ნარ­ქე­ბი - ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხია. ოჯა­ხი, სა­დაც 15 000-მდე წევ­რია (რე­ა­ლუ­რად კი ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის მფლო­ბე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სია), 1.4 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბას ფლობს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 16-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ქო­ნე­ბის ფასს.

ტრი­ლი­ო­ნე­რი არა­ბე­ბი სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს მუდ­მი­ვად ერი­დე­ბი­ან, თუმ­ცა მათი ცხოვ­რე­ბის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სტი­ლის, პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვე­ბის, მდიდ­რუ­ლი იახ­ტე­ბის, შა­ტო­ე­ბი­სა და ოქ­როს ავე­ჯით მორ­თუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო მე­დია ხში­რად წერს.

ამას­თან, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი აფი­ნან­სე­ბენ სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც.

მათ ქო­ნე­ბა ნავ­თო­ბის უდი­დე­სი რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯზე და­აგ­რო­ვეს - ძვირ­ფა­სი წი­ა­ღი­სე­უ­ლი 75-ზე მეტი წლის წინ, მეფე აბ­დუ­ლა­ზიზ იბნ სა­უ­დის ტახ­ტზე ყოფ­ნი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფლობს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ას Saudi Aramco, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 ტრი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია.

ოჯა­ხის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რია სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე სალ­მა­ნი, რო­მელ­მაც ტახ­ტზე ძმა, აბ­დუ­ლა ბინ აბ­დუ­ლა­ზიზ ალ სა­უ­დი შეც­ვა­ლა. აბ­დუ­ლა 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

მეფე სალ­მა­ნი

მე­ფემ ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დიდი ნა­წი­ლი შვილს, მო­მა­ვალ მე­ფეს მო­ჰა­მედ ბინ სალ­მანს გა­და­ა­ბა­რა.

„ნიუ იორკ თა­იმ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ჰა­მედ ბინ სალ­მან­მა ცოტა ხნის წინ და ვინ­ჩის 450 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ტილო, 500 მლნ დო­ლა­რი­ა­ნი იახ­ტა და 300 მლნ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი შატო შე­ი­ძი­ნა. ის, ასე­ვე, ფლობს 2 სახ­ლს ლონ­დონ­ში და ვი­ლას ეს­პა­ნე­თის სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­ზე.

CBS News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პრინცმა გა­ნა­ცხა­და, რომ ქო­ნე­ბა მისი პი­რა­დი საქ­მეა და ხელ­გაშ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის გამო ბო­დი­შის მოხ­დას არ აპი­რებს.

პრინ­ცი მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი

„მე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. არც გან­დი ვარ და არც ნელ­სონ მან­დე­ლა. მე ვარ მმარ­თვე­ლი ოჯა­ხის წევ­რი, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბე­თი და­არ­სე­ბამ­დე ასო­ბით წლით ად­რეც არ­სე­ბობ­და, “ - აღ­ნიშ­ნავს პრინ­ცი მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი.

მისი მტკი­ცე­ბით, ქო­ნე­ბის 51%-ს ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის ხარ­ჯავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ამ სამეფო ოჯახის ქონება 16-ჯერ მეტია, ვიდრე ბრიტანელი მონარქების - ვინ არიან ტრილიონერი მეფეები და პრინცები

ამ სამეფო ოჯახის ქონება 16-ჯერ მეტია, ვიდრე ბრიტანელი მონარქების - ვინ არიან ტრილიონერი მეფეები და პრინცები

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონება დაახლოებით 88 მილიარდი დოლარია, თუმცა, როგორც CNBC წერს, უინძორები სულაც არ არიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მონარქები - ტიტულის მფლობელი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახია. ოჯახი, სადაც 15 000-მდე წევრია (რეალურად კი ქონების დიდი ნაწილის მფლობელი დაახლოებით 2 ათასია), 1.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს, რაც დაახლოებით 16-ჯერ აღემატება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონების ფასს.

ტრილიონერი არაბები საკუთარი ქონების შესახებ საუბარს მუდმივად ერიდებიან, თუმცა მათი ცხოვრების გამაოგნებელი სტილის, პირადი თვითმფრინავების, მდიდრული იახტების, შატოებისა და ოქროს ავეჯით მორთული სასახლეების შესახებ მსოფლიო მედია ხშირად წერს.

ამასთან, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრები აფინანსებენ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასაც.

მათ ქონება ნავთობის უდიდესი რეზერვების ხარჯზე დააგროვეს - ძვირფასი წიაღისეული 75-ზე მეტი წლის წინ, მეფე აბდულაზიზ იბნ საუდის ტახტზე ყოფნისას აღმოაჩინეს. ქვეყნის ხელისუფლება ფლობს ბუნებრივი გაზისა და ნავთობის კომპანიას Saudi Aramco, რომლის ღირებულება 2 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია საუდის არაბეთის მეფე სალმანი, რომელმაც ტახტზე ძმა, აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი შეცვალა. აბდულა 2015 წელს გარდაიცვალა.

მეფე სალმანი

მეფემ ქვეყნის მმართველობის დიდი ნაწილი შვილს, მომავალ მეფეს მოჰამედ ბინ სალმანს გადააბარა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, მოჰამედ ბინ სალმანმა ცოტა ხნის წინ და ვინჩის 450 მილიონ დოლარად შეფასებული ტილო, 500 მლნ დოლარიანი იახტა და 300 მლნ დოლარად ღირებული ფრანგული შატო შეიძინა. ის, ასევე, ფლობს 2 სახლს ლონდონში და ვილას ესპანეთის სამხრეთ სანაპიროზე.

CBS News-თან ინტერვიუში პრინცმა განაცხადა, რომ ქონება მისი პირადი საქმეა და ხელგაშლილი ცხოვრების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი

„მე მდიდარი ადამიანი ვარ. არც განდი ვარ და არც ნელსონ მანდელა. მე ვარ მმართველი ოჯახის წევრი, რომელიც საუდის არაბეთი დაარსებამდე ასობით წლით ადრეც არსებობდა, “ - აღნიშნავს პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი.

მისი მტკიცებით, ქონების 51%-ს ქველმოქმედებისთვის ხარჯავს.

ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში და ფოტოები აზერბაიჯანის პირველი ლედის "ინსტაგრამიდან" - "ჩემმა ძმამ, ერდოღანმა მხარდაჭერა გაგვიწია"

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი