პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს - "ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი ვერც გავიგე..."
რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს - "ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი ვერც გავიგე..."

AMBEBI.GE-ს მოს­კო­ვე­ლი გო­გო­ნა, ოლია ნე­ვი­ძიმ­კი­ნა და­უ­კავ­შირ­და და რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში გაც­ნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. რო­გორც ამ­ბობს, მას­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა უც­ნა­ურ ვი­თა­რე­ბა­ში და­შორ­დნენ, ისე რომ მი­ზეზ­თა გამო, ახალ­გაც­ნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლის­თვის სა­ხე­ლი და გვა­რი არ უკი­თხავს.

რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ქარ­თვე­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რავ ჯგუფ­ში და გვერ­დზე და­წე­რა, თუმ­ცა ამ დრომ­დე მის კვალს ვერ მი­აგ­ნო.

აი, რას ყვე­ბა ოლია AMBEBI.GE-სთან:

"5 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ა­თის­თვის, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­დან ევ­რო­პის მო­ედ­ნის­კენ წა­ვე­დი. ბიჭი მო­ვი­და ჩემ­თან და გაც­ნო­ბა მთხო­ვა. მი­თხრა, რამ­დენ­ჯერ­მე გნა­ხე უკვე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს შემ­თხვე­ვით არ მოხ­დე­ბო­და, რა­ღა­ცის ნი­შა­ნი­აო... თა­ვი­დან, მას გაც­ნო­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი, თუმ­ცა, შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო ბიჭი იყო. მეტ­რო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან" ახ­ლოს მდე­ბა­რე ბაღ­ში გა­ვი­სე­ირ­ნეთ, იქი­დან კი, კუს ტბა­ზე გა­დავ­წყვი­ტეთ ას­ვლა...

- ამა­სო­ბა­ში ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ უფრო მეტი არ გა­ი­გეთ?

- დიახ, იმ 25 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მან ჩემს შე­სა­ხებ გა­ი­გო, რომ მოს­კო­ვი­დან ვარ და კომ­პა­ნია "ნო­კი­ა­ში" ასის­ტენ­ტად ვმუ­შა­ობ. თვი­თონ მი­თხრა რომ, გუ­და­ურ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მუ­შა­ობს, მე კი არ მიყ­ვარს სნო­უ­ბორ­დი და თხი­ლა­მუ­რე­ბი. ვუ­თხა­რი, რომ სა­ღა­მოს მოს­კოვ­ში მივფრი­ნავ­დი...

- თქვენ რა გა­ი­გეთ მას­ზე?

- პირ­და­პირ რომ გი­თხრათ, ვერც ვე­რა­ფე­რი, ბევ­რი არა­ფე­რი მი­კი­თხავს. თუმ­ცა, გა­ვი­გე, რომ ის თბი­ლი­სი­დან არის, მუ­შა­ობს გუ­და­უ­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში და ამავდრო­უ­ლად კარ­გად სრი­ა­ლებს. უყ­ვარს ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა. მარ­ტო­ო­ბა - დი­დად არა, ძა­ლი­ან უყ­ვარს გარ­თო­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად და მათ­თან ძა­ლი­ან დიდ დროს ატა­რებს... ასე­ვე ძა­ლი­ან უყ­ვარს, ფრენკ სი­ნატ­რას სიმ­ღე­რა "Strangers in the night"...

ისე უეც­რად დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, მისი სა­ხე­ლი ვერ გა­ვი­გე... არც გვა­რი ვიცი... სას­ტუმ­რო "მა­რი­ოტ­თან" მივ­დი­ო­დით, რო­დე­საც ძვე­ლი ნაც­ნო­ბი შემ­ხვდა, ცოტა უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა და მას­თან კა­მა­თი მო­უ­ვი­და. შე­მე­შინ­და და ისე გა­მო­ვი­ქე­ცი, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი აღარ მი­კი­თხავს...

არ ვიცი, ეს მის პოვ­ნა­ში რა­მე­ნა­ი­რად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა თუ არა, რად­გან ტი­პუ­რი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო, მაგ­რამ მა­ინც გე­ტყვით: მუქი თმა და წვე­რი აქვს, 165-167 სმ სი­მაღ­ლის იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 24-27 წლის... ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო, ღი­მი­ლი­ა­ნი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია.

მინ­და, რომ სწო­რად გა­მი­გოთ, არას­დროს მი­ძებ­ნია ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით, ასე­თი მცი­რეხ­ნი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე, მაგ­რამ ახლა რა­ღაც ში­ნა­გა­ნი ხმა მე­ძა­ხის, რომ უნდა ვი­მოქ­მე­დო. თუ ამას წა­ი­კი­თხავს, გა­მო­მეხ­მა­უ­როს "ფე­ის­ბუქ­ზე" - Olya La.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს - "ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი ვერც გავიგე..."

რუსი გოგონა თბილისში გაცნობილ ბიჭს ეძებს - "ისე უეცრად დავშორდით, მისი სახელი ვერც გავიგე..."

AMBEBI.GE-ს მოსკოველი გოგონა, ოლია ნევიძიმკინა დაუკავშირდა და რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში გაცნობილი ქართველი მამაკაცის მოძებნაში დახმარება სთხოვა. როგორც ამბობს, მასთან რამდენიმე საათი გაატარა, თუმცა უცნაურ ვითარებაში დაშორდნენ, ისე რომ მიზეზთა გამო, ახალგაცნობილი ქართველისთვის სახელი და გვარი არ უკითხავს.

როგორც გვიყვება, ქართველი ბიჭის შესახებ სოციალურ ქსელში უამრავ ჯგუფში და გვერდზე დაწერა, თუმცა ამ დრომდე მის კვალს ვერ მიაგნო.

აი, რას ყვება ოლია AMBEBI.GE-სთან:

"5 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათისთვის, თბილისში, რუსთაველის პროსპექტიდან ევროპის მოედნისკენ წავედი. ბიჭი მოვიდა ჩემთან და გაცნობა მთხოვა. მითხრა, რამდენჯერმე გნახე უკვე, დარწმუნებული ვარ ეს შემთხვევით არ მოხდებოდა, რაღაცის ნიშანიაო... თავიდან, მას გაცნობაზე უარი ვუთხარი, თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ სასიამოვნო ბიჭი იყო. მეტრო "თავისუფლების მოედანთან" ახლოს მდებარე ბაღში გავისეირნეთ, იქიდან კი, კუს ტბაზე გადავწყვიტეთ ასვლა...

- ამასობაში ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი არ გაიგეთ?

- დიახ, იმ 25 წუთის განმავლობაში, მან ჩემს შესახებ გაიგო, რომ მოსკოვიდან ვარ და კომპანია "ნოკიაში" ასისტენტად ვმუშაობ. თვითონ მითხრა რომ, გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს, მე კი არ მიყვარს სნოუბორდი და თხილამურები. ვუთხარი, რომ საღამოს მოსკოვში მივფრინავდი...

- თქვენ რა გაიგეთ მასზე?

- პირდაპირ რომ გითხრათ, ვერც ვერაფერი, ბევრი არაფერი მიკითხავს. თუმცა, გავიგე, რომ ის თბილისიდან არის, მუშაობს გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში და ამავდროულად კარგად სრიალებს. უყვარს ფეხით სეირნობა. მარტოობა - დიდად არა, ძალიან უყვარს გართობა მეგობრებთან ერთად და მათთან ძალიან დიდ დროს ატარებს... ასევე ძალიან უყვარს, ფრენკ სინატრას სიმღერა "Strangers in the night"...

ისე უეცრად დავშორდით ერთმანეთს, მისი სახელი ვერ გავიგე... არც გვარი ვიცი... სასტუმრო "მარიოტთან" მივდიოდით, როდესაც ძველი ნაცნობი შემხვდა, ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა და მასთან კამათი მოუვიდა. შემეშინდა და ისე გამოვიქეცი, მისი სახელი და გვარი აღარ მიკითხავს...

არ ვიცი, ეს მის პოვნაში რამენაირად დაგვეხმარება თუ არა, რადგან ტიპური ქართველი მამაკაცი იყო, მაგრამ მაინც გეტყვით: მუქი თმა და წვერი აქვს, 165-167 სმ სიმაღლის იქნება, დაახლოებით 24-27 წლის... ძალიან გახსნილი, სასიამოვნო, ღიმილიანი და თბილი ადამიანია.

მინდა, რომ სწორად გამიგოთ, არასდროს მიძებნია ადამიანი, განსაკუთრებით, ასეთი მცირეხნიანი ურთიერთობის ფონზე, მაგრამ ახლა რაღაც შინაგანი ხმა მეძახის, რომ უნდა ვიმოქმედო. თუ ამას წაიკითხავს, გამომეხმაუროს "ფეისბუქზე" - Olya La.

"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

"დავეხმაროთ პატარა მზე ბიჭს გამოჯანმრთელებაში" - 4 წლის დემეტრე ჭელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვალვში"