პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლები ვუძლებდი დამცირებას... ვცხოვრობდი მანქანაში, არ მიწუწუნია, ოღონდ მეფრინა" - რატომ დატოვა მფრინავმა ქალმა სამხედრო ავიაცია
"წლები ვუძლებდი დამცირებას... ვცხოვრობდი მანქანაში, არ მიწუწუნია, ოღონდ მეფრინა" - რატომ დატოვა მფრინავმა ქალმა სამხედრო ავიაცია

32 წლის ეკა­ტე­რი­ნე ქვლი­ვი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ქა­ლია. 2016 წელს ქვლი­ვი­ძეს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა კა­პიტ­ნის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში შე­დი­ო­და საფ­რე­ნოს­ნო და­ვა­ლე­­ბე­ბი, მე­დე­სან­ტე­ე­ბის კონ­კრე­ტულ წერ­ტილ­ზე გა­დაყ­ვა­ნა და საშ­ტა­ბო საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა. თუმ­ცა, ცოტა ხნის წინ ქვლი­ვი­ძემ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო.

ეკა­ტე­რი­ნე ქვლი­ვი­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცე­ლი პოს­ტი და­წე­რა და ის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტა, რის გა­მოც სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ი­დან წა­მო­ვი­და. მფრი­ნა­ვი ქალი იმ პრობ­ლე­მებ­ზეც სა­უბ­რობს, რაც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­შია.

გთა­ვა­ზობთ ეკა­ტე­რი­ნე ქვლი­ვი­ძის ვრცელ მი­მარ­თვას:

"ქვე­ყა­ნა, სა­დაც ვცხოვ­რობ!

მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვოც­ნე­ბობ­დი ფორ­მის ჩაც­მას, ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სამ­შობ­ლოს დაც­ვას, მა­გა­რი ვაჟ­კა­ცუ­რი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას, ქვეყ­ნის შე­ნე­ბას და ისე, რა­ღაც­ნა­ი­რად გმი­რუ­ლად სიკ­ვდილს. წლე­ბი ვე­ო­მე მყა­რად ფეს­ვგად­გმულ სტე­რე­ო­ტი­პებს და ავიხ­დი­ნე ოც­ნე­ბა, ქალ­მა ჩა­ვიც­ვი ფორ­მა, სი­ა­მა­ყით გა­ვი­ნას­კვე ბა­თინ­კებ­ზე ზონ­რე­ბი (მერე რა რომ მემ­ძი­მა) და იქვე ის ოც­ნე­ბაც მი­ვა­ყო­ლე, ფრე­ნა რომ მინ­დო­და ქარ­თულ ცაში. წლე­ბი ვუძ­ლებ­დი ისეთ დამ­ცი­რე­ბას, სულ ლუ­პით რომ გაკ­ვირ­დე­ბი­ან, გა­უძ­ლებს? ის­წავ­ლის? შეძ­ლებს? გა­იქ­ცე­ვა? გა­და­უვ­ლის?

მხო­ლოდ იმი­ტომ რომ მფრი­ნა­ვი გავმხდა­რი­ყა­ვი და სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ის "მა­დამ კო­კოს" დრო­ინ­დე­ლი ვერ­სი­ით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, მო­მი­წია ორი საღ­სა­ლა­მა­თი კბი­ლის ამო­ღე­ბა და ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი ღია თან­კბილ­ვის გას­წო­რე­ბა, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ერ­თოდ არა­ფერ­ში არ მიშ­ლი­და ხელს, ისე­ვე, რო­გორც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სი­ის ბლან­კში არ არ­სე­ბო­ბო­და ქა­ლის გრა­ფა (გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი) და ექი­მი ასე ხე­ლით მი­ა­წერ­და ხოლ­მე ქვეშ თა­ვის გრა­ფას, რა­დიო კავ­შირ­ზე გავ­დი­ო­დი (მა­შინ რუ­სუ­ლად ვსუბ­რობ­დით) "პო­ნი­ალ" და არა"პა­ნი­ლა"! საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის მე­თო­დი­კას არ გას­წავ­ლიო, ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა რომ მი­თხრა, იცით რით ახ­სნა, აბა მე რი­ღა­თი ვი­ა­მა­ყო, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ღა­ფე­რი იქ­ნე­ბაო... გა­ვი­გე რა­ღაც­ნა­ი­რად, ყვე­ლას ხომ ჩვენ ჩვე­ნი სა­ზო­მე­ბი გვაქვს.

მხო­ლოდ იმი­ტო, რომ მეფ­რი­ნა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და სამ­შობ­ლოს, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ალ­ბათ ეს სა­სა­ცი­ლო გმი­რო­ბა­ნას თა­მა­შიც არ მას­ვე­ნებ­და, წლე­ბი სა­გა­რე­ჯო­დან მარ­ნე­ულ­ში დავ­დი­ო­დი სამ­სა­ხურ­ში, ხან დღე­ში ორ­ჯერ ჩავ­სულ­ვარ გან­გა­შო­ბებ­ზე, სახ­ლიც ვერ ვი­ქი­რა­ვე და ვერ გა­დავ­სხლდი, მა­შინ გარ­შე­მომ­ყოფ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ერთი კინ­კი­ლა გო­გოს გა­და­სახ­ლე­ბა ასე უპატ­რო­ნოდ ნა­მე­ტა­ნი დიდ ტვირ­თად მო­მეჩ­ვე­ნა. მთე­ლი ის წლე­ბი ჩემი ხელ­ფა­სი მი­დი­ო­და ხუნ­დე­ბის, ზე­თის შეც­ვლა­ში და საწ­ვავ­ში, ლო­კო­კი­ნა­სა­ვით ვცხოვ­რობ­დი მან­ქა­ნა­ში, ხმა არ ამო­მი­ღია, არ და­მი­წუ­წუ­ნია, ოღონდ მეფ­რი­ნა, ოღონდ ფორ­მა მცმო­და და იმე­დი არ მე­ლე­ო­და, რომ შე­იც­ვლე­ბო­და, რა­მეს კარ­გს გა­ვა­კე­თებ­დი.

მერე გა­ა­ჩე­რეს ერთი თვითმფრი­ნა­ვი, ვის­წავ­ლე მე­ო­რე, და­ვი­წყე, ავე­წყე, გა­ა­ჩე­რეს, ვის­წავ­ლე მე­სა­მე, და­ვი­წყე, ავე­წყე, გა­ა­ჩე­რეს... მერე საშ­ტა­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას მივ­ყა­ვი ხელი, მერე ვი­ღა­ცამ ღიპ­ზე ხელი შე­მო­ი­წყო და მისი საქ­მის კე­თე­ბა და­მა­ვა­ლა, ისე, არც თა­ნამ­დე­ბო­ბა მქონ­და არც ხელ­ფა­სი შე­სა­ბა­მი­სი, მხო­ლოდ ენ­თუ­ზი­აზ­მი და გო­ნე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი. ყო­ველ­დღე სა­კუ­თარ თავს ვა­გო­ნებ­დი, რომ შე­იც­ვლე­ბა, ასე არ შე­იძ­ლე­ბა გა­ჩერ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, ოდეს­მე ვინ­მე ჭკვი­ა­ნი მოვა, მი­ხე­დავს აქა­უ­რო­ბას.

ამა­სო­ბა­ში გა­ვი­და 11 წელი და 4 თვე. სა­ერ­თოდ, რომ გა­ვი­ყი­ნე, აღარც პრო­ფე­სი­უ­ლი, აღარც ადა­მი­ა­ნუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა რომ არ მქონ­და, აი ასე და­უ­გეგ­მა­ვად, გამ­წა­რე­ბულ­მა და ხელ­ჩაქ­ნე­ულ­მა დავ­წე­რე პა­ტა­კი და წა­მო­ვე­დი. სხვა გზა უბ­რა­ლოდ არც იყო. მე­ნა­ნე­ბო­და რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ჩემ­ში იყო, რო­მე­ლიც შე­მეძ­ლო ჩემი ქვეყ­ნის­თვის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის, ხალ­ხის­თვის... არ ვიცი... ეტყო­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ "მე­გო­ნა" და ჩემი ილუ­ზია იყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მე მხო­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის და პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნის­თვის ძვალ­თა კვნე­ტის მეტი ვერა და­ვი­ნა­ხე რა მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რით დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი იცით? თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­სა­მარ­თლო­თი მე­და­ვე­ბა 28 000 ლარს კონ­ტრაქ­ტის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის! წყალ­მა წა­ი­ღო ჩემი ენ­თუ­ზი­აზ­მი, სურ­ვი­ლი, ბრძო­ლა, არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა ჯა­რის­კა­ცის ფასი, არც ის წლე­ბი არ ყო­ფი­ლა არა­ფე­რი, აი ასე სულ­ში ჩა­მა­ფურ­თხეს და ზურ­გზე დიდი ინ­ტე­ლი­გენ­ტი­ვით ნა­ფე­ხუ­რიც მო­მაკ­რეს. ვზი­ვარ და ვამ­ტკი­ცებ იმას, რომ თავ­და­ვის სა­მი­ნის­ტრო არ უნდა იყოს სტრუქ­ტუ­რა სა­დაც, ზის გე­ნე­რა­ლი ქალი, რო­მელ­საც ველ­ზე სწავ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, სა­დაც ნე­პო­ტიზ­მი ყვა­ვის, სა­დაც მი­ნისტრს შე­უძ­ლია ამა­ყად ტრი­ბუ­ნის წი­ნა­შე თქვას, რომ რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას პა­სუ­ხობს "ადეკ­ვა­ტუ­რად", სა­დაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა "ტე­ხავს", სა­დაც მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის 95% ბან­კის ვალი ახ­რჩობს და კი­დევ უამ­რა­ვი რამ....

მე, თა­ვად ვი­ყა­ვი ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლის ოჯა­ხი­დან ოთხი წევ­რი მსა­ხუ­რობ­და სა­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, და ბო­ლოს ემიგ­რან­ტი დედა მი­ნა­ხავ­და, იმი­ტომ რომ ჩემი ხელ­ფა­სი იმ ვალს არ ყოფ­ნი­და, ომის შემ­დგომ ბან­კმა, ყვე­ლა­ზე მა­ღალ რის­კი­ან კლი­ენ­ტში რომ შე­მიყ­ვა­ნა და უზარ­მა­ზა­რი პრო­ცენ­ტით მომ­ცა, ხვალ რომ ისევ ომი იყოს და მოკ­ვდეო... ჩემს დღე­ში ბევ­რია, უბ­რა­ლოდ ხმა­მაღ­ლა არა­ვინ არა­ფერს არ ამ­ბობს, მი­ზეზს რა დიდი კი­თხვა უნდა. არც დი­დად ვინ­მეს თა­ნად­გო­მის იმე­დი არ მაქვს, უბ­რა­ლოდ მჯე­რა რომ სა­ხელ­მწი­ფო თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­გან შედ­გე­ბა და სულ ცოტა უნდა ვი­ცო­დეთ სად და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ!

P.S. ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ჰყავს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სახ­ლის შე­მო­სავ­ლით ცხოვ­რობს, მე ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე უბ­რა­ლოდ აღარ ვჭირ­დე­ბი!" - წერს მფრი­ნა­ვი ქალი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"წლები ვუძლებდი დამცირებას... ვცხოვრობდი მანქანაში, არ მიწუწუნია, ოღონდ მეფრინა" - რატომ დატოვა მფრინავმა ქალმა სამხედრო ავიაცია

"წლები ვუძლებდი დამცირებას... ვცხოვრობდი მანქანაში, არ მიწუწუნია, ოღონდ მეფრინა" - რატომ დატოვა მფრინავმა ქალმა სამხედრო ავიაცია

32 წლის ეკატერინე ქვლივიძე საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. 2016 წელს ქვლივიძეს თავდაცვის მინისტრმა კაპიტნის წოდება მიანიჭა, მის საქმიანობაში შედიოდა საფრენოსნო დავალებები, მედესანტეების კონკრეტულ წერტილზე გადაყვანა და საშტაბო საქმიანობის შესრულება. თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვლივიძემ სამხედრო სამსახური დატოვა, გარკვეული მიზეზების გამო.

ეკატერინე ქვლივიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სამხედრო ავიაციიდან წამოვიდა. მფრინავი ქალი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სამსახურშია.

გთავაზობთ ეკატერინე ქვლივიძის ვრცელ მიმართვას:

"ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ!

მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ფორმის ჩაცმას, ომში მონაწილეობას, სამშობლოს დაცვას, მაგარი ვაჟკაცური საქმეების კეთებას, ქვეყნის შენებას და ისე, რაღაცნაირად გმირულად სიკვდილს. წლები ვეომე მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და ავიხდინე ოცნება, ქალმა ჩავიცვი ფორმა, სიამაყით გავინასკვე ბათინკებზე ზონრები (მერე რა რომ მემძიმა) და იქვე ის ოცნებაც მივაყოლე, ფრენა რომ მინდოდა ქართულ ცაში. წლები ვუძლებდი ისეთ დამცირებას, სულ ლუპით რომ გაკვირდებიან, გაუძლებს? ისწავლის? შეძლებს? გაიქცევა? გადაუვლის?

მხოლოდ იმიტომ რომ მფრინავი გავმხდარიყავი და სამედიცინო კომისიის "მადამ კოკოს" დროინდელი ვერსიით ხელმძღვანელობდნენ, მომიწია ორი საღსალამათი კბილის ამოღება და ეგრეთწოდებული ღია თანკბილვის გასწორება, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არაფერში არ მიშლიდა ხელს, ისევე, როგორც წლების განმავლობაში სამედიცინო კომისიის ბლანკში არ არსებობოდა ქალის გრაფა (გინეკოლოგიური) და ექიმი ასე ხელით მიაწერდა ხოლმე ქვეშ თავის გრაფას, რადიო კავშირზე გავდიოდი (მაშინ რუსულად ვსუბრობდით) "პონიალ" და არა"პანილა"! საბრძოლო დავალების მეთოდიკას არ გასწავლიო, ყოფილმა მეთაურმა რომ მითხრა, იცით რით ახსნა, აბა მე რიღათი ვიამაყო, ჩემი გაკეთებული არაღაფერი იქნებაო... გავიგე რაღაცნაირად, ყველას ხომ ჩვენ ჩვენი საზომები გვაქვს.

მხოლოდ იმიტო, რომ მეფრინა, პროფესიონალი ვყოფილიყავი და სამშობლოს, ხალხის სიყვარული და ალბათ ეს სასაცილო გმირობანას თამაშიც არ მასვენებდა, წლები საგარეჯოდან მარნეულში დავდიოდი სამსახურში, ხან დღეში ორჯერ ჩავსულვარ განგაშობებზე, სახლიც ვერ ვიქირავე და ვერ გადავსხლდი, მაშინ გარშემომყოფ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ერთი კინკილა გოგოს გადასახლება ასე უპატრონოდ ნამეტანი დიდ ტვირთად მომეჩვენა. მთელი ის წლები ჩემი ხელფასი მიდიოდა ხუნდების, ზეთის შეცვლაში და საწვავში, ლოკოკინასავით ვცხოვრობდი მანქანაში, ხმა არ ამომიღია, არ დამიწუწუნია, ოღონდ მეფრინა, ოღონდ ფორმა მცმოდა და იმედი არ მელეოდა, რომ შეიცვლებოდა, რამეს კარგს გავაკეთებდი.

მერე გააჩერეს ერთი თვითმფრინავი, ვისწავლე მეორე, დავიწყე, ავეწყე, გააჩერეს, ვისწავლე მესამე, დავიწყე, ავეწყე, გააჩერეს... მერე საშტაბო საქმიანობას მივყავი ხელი, მერე ვიღაცამ ღიპზე ხელი შემოიწყო და მისი საქმის კეთება დამავალა, ისე, არც თანამდებობა მქონდა არც ხელფასი შესაბამისი, მხოლოდ ენთუზიაზმი და გონება გენეტიკური. ყოველდღე საკუთარ თავს ვაგონებდი, რომ შეიცვლება, ასე არ შეიძლება გაჩერდეს ყველაფერი, ოდესმე ვინმე ჭკვიანი მოვა, მიხედავს აქაურობას.

ამასობაში გავიდა 11 წელი და 4 თვე. საერთოდ, რომ გავიყინე, აღარც პროფესიული, აღარც ადამიანური განვითარების არანაირი საშუალება რომ არ მქონდა, აი ასე დაუგეგმავად, გამწარებულმა და ხელჩაქნეულმა დავწერე პატაკი და წამოვედი. სხვა გზა უბრალოდ არც იყო. მენანებოდა რესურსი, რომელიც ჩემში იყო, რომელიც შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის გამომეყენებინა, მომავალი თაობისთვის, ხალხისთვის... არ ვიცი... ეტყობა ეს ყველაფერი მხოლოდ "მეგონა" და ჩემი ილუზია იყო. ყოველ შემთხვევაში მე მხოლოდ თანამდებობისთვის და პოლიტიკური ნიშნისთვის ძვალთა კვნეტის მეტი ვერა დავინახე რა მთელი ამ ხნის განმავლობაში.

რით დასრულდა ეს ამბავი იცით? თავდაცვის სამინისტრო სასამართლოთი მედავება 28 000 ლარს კონტრაქტის დარღვევისათვის! წყალმა წაიღო ჩემი ენთუზიაზმი, სურვილი, ბრძოლა, არაფერი არ ყოფილა ჯარისკაცის ფასი, არც ის წლები არ ყოფილა არაფერი, აი ასე სულში ჩამაფურთხეს და ზურგზე დიდი ინტელიგენტივით ნაფეხურიც მომაკრეს. ვზივარ და ვამტკიცებ იმას, რომ თავდავის სამინისტრო არ უნდა იყოს სტრუქტურა სადაც, ზის გენერალი ქალი, რომელსაც ველზე სწავლებაში მონაწილეობა არ მიუღია, სადაც ნეპოტიზმი ყვავის, სადაც მინისტრს შეუძლია ამაყად ტრიბუნის წინაშე თქვას, რომ რუსეთის ოკუპაციას პასუხობს "ადეკვატურად", სადაც სავალდებულო სამსახურში წასვლა "ტეხავს", სადაც მომსახურე პერსონალის 95% ბანკის ვალი ახრჩობს და კიდევ უამრავი რამ....

მე, თავად ვიყავი ჯარისკაცი, რომლის ოჯახიდან ოთხი წევრი მსახურობდა სახედრო შეიარაღებულ ძალებში, და ბოლოს ემიგრანტი დედა მინახავდა, იმიტომ რომ ჩემი ხელფასი იმ ვალს არ ყოფნიდა, ომის შემდგომ ბანკმა, ყველაზე მაღალ რისკიან კლიენტში რომ შემიყვანა და უზარმაზარი პროცენტით მომცა, ხვალ რომ ისევ ომი იყოს და მოკვდეო... ჩემს დღეში ბევრია, უბრალოდ ხმამაღლა არავინ არაფერს არ ამბობს, მიზეზს რა დიდი კითხვა უნდა. არც დიდად ვინმეს თანადგომის იმედი არ მაქვს, უბრალოდ მჯერა რომ სახელმწიფო თითოეული ჩვენთაგანისგან შედგება და სულ ცოტა უნდა ვიცოდეთ სად და რა მდგომარეობაში ვართ!

P.S. ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც გაქირავებული სახლის შემოსავლით ცხოვრობს, მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე უბრალოდ აღარ ვჭირდები!" - წერს მფრინავი ქალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

"წინა ზოლშია, ყოველ დღე იბრძვის...ძალიან ვნერვიულობ" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს