პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა კენჭისყრამდე, თავად დატოვა
ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა კენჭისყრამდე, თავად დატოვა

ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძემ დი­ას­პო­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი თა­ვად და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ კვა­ჭან­ტი­რა­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ის დღეს აპი­რებ­და, თუმ­ცა, გან­მე­ო­რე­ბით გა­მარ­თულ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე არ მი­იწ­ვი­ეს.

„რო­დე­საც ამ სა­კი­თხზე კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თა, მე გა­ვე­დი პრე­სას­თან და გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გა­დავ­წყვი­ტე დავ­ტო­ვო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. დღეს ხელ­მე­ო­რედ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ბი­უ­რო, სა­დაც მე არ დამ­პა­ტი­ჟეს. მე რომ ბი­უ­რო­ზე მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დაგ­ხვდე­ბო­დათ ჩემი ხელ­მო­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბა. შე­მიძ­ლია ეს გან­ცხა­დე­ბა ახ­ლა­ვე გად­მოგ­ცეთ. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, ვინც თქვე­ნი სინ­დი­სით დღეს იხელ­მძღვა­ნე­ლეთ და მი­ი­ღეთ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რაც მი­ი­ღეს. ჩემი მხრი­დან სა­კი­თხი მოხ­სნი­ლია და ჩათ­ვა­ლეთ, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ვარ წა­სუ­ლი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან“, - გა­ნა­ცხა­და კვა­ჭან­ტი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე დი­ას­პო­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მარ­თუ­ლი კენ­ჭისყ­რი­სას ვერ გა­და­ა­ყე­ნა. კვა­ჭან­ტი­რა­ძის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის მომ­ხრე 67 დე­პუ­ტა­ტი იყო, 8 წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად კვო­რუ­მი 76 იყო.

შე­გახ­სნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძის ბექა ოდი­შა­რი­ა­თი შეც­ვლის სა­კი­თხი მმარ­თველ­მა გუნ­დმა და­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოდი­შა­რი­ას არ­ჩე­ვის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გუ­შინ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მი­ი­ღეს.

ავტორი:

ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა კენჭისყრამდე, თავად დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა კენჭისყრამდე, თავად დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი თავად დატოვა. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განცხადების წარდგენას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.

„როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია და ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან თავდაპირველად გამართული კენჭისყრისას ვერ გადააყენა. კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მომხრე 67 დეპუტატი იყო, 8 წინააღმდეგი წავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმი 76 იყო.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი მმართველმა გუნდმა დააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე ოდიშარიას არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები