პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე - შელაპარაკება მდინარაძე-ბესელიას შორის
ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე - შელაპარაკება მდინარაძე-ბესელიას შორის

ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი შენ გაქვს სა­სა­მარ­თლო­ში და­ლა­გე­ბუ­ლი მი­შას დრო­ი­დან დღემ­დე, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ იუ­რი­დი­ულ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს, მას შემ­დეგ რაც მდი­ნა­რა­ძემ ეკა ბე­სე­ლი­ას მისი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით გა­მარ­თუ­ლი კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი ბოლო სხდო­მა გა­იხ­სე­ნა.

„დე­კემ­ბერ­ში, რო­გო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აც არ უნდა მო­ვა­ყო­ლოთ ახლა ამას, კრი­ტი­კის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი იყო ის, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ ყო­ველ­გვა­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­სა და ნორ­მე­ბის გა­რე­შე წარ­მო­ად­გი­ნა სია და ეს იყო ცუდი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმე­ბი ნორ­მე­ბის სა­ხით და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩამ­კე­ტე­ბი. ისე, რო­გორც ბრძა­ნებთ ხოლ­მე, ფურ­ცლის ნაგ­ლე­ჯზე და­წე­რი­ლი სია ვერ გად­მო­ეგ­დო ვე­რა­ვის. შემ­დეგ რო­გორ და­უბ­რუნ­და ეს სია, რა­ტომ და­უბ­რუნ­და, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­დად­გა თუ არ გა­დად­გა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა სა­ერ­თოდ არ და­ე­ნიშ­ნა და არ გა­დამ­დგა­რი­ყო,“ - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ, რო­მელ­საც სი­ტყვა ეკა ბე­სე­ლი­ამ შე­ა­წყვე­ტი­ნა რეპ­ლი­კით „მა­მუ­კა ახლა ამ თე­მას თავი და­ა­ნე­ბე, ნუ ეთა­მა­შე­ბი ამ თე­მას“.

„თქვენ არ გაქვთ მხო­ლოდ ექ­სკლუ­ზი­ვი თე­მებ­ზე ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, ვინ და რას ეთა­მა­შე­ბა თქვენ­თან მო­ი­კი­თხეთ. თქვე­ნი სუ­ბი­ექ­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც და რო­მელ თე­მებს ეთა­მა­შე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

„ამ თე­მას ნუ ეთა­მა­შე­ბი მა­მუ­კა, შენ არ გაქვს ამის უფ­ლე­ბა, შენც იმათ რი­გებ­ში ხარ, რო­მელ­საც გინ­დო­და ამ სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბა. რო­მელ სუ­ბი­ექ­ტურ ინ­ტე­რე­სებ­ზე სა­უბ­რობ, გა­ბე­დე და თქვი? ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი შენ გაქვს სა­სა­მარ­თლო­ში და­ლა­გე­ბუ­ლი მი­შას დრო­ი­დან დღემ­დე. შენ რო­გორ ლა­პა­რა­კობ ამ თე­მა­ზე. იმ ად­ვო­კა­ტე­ბის ჯგუფ­ში იყა­ვი სან­დო ად­ვო­კა­ტებს რომ ეძახ­დნენ. ახლა მო­ის­მი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­მარ­თლის მხო­ლოდ ნა­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ, რა­ზეც მდი­ნა­რა­ძემ თა­ვის მხრივ უპა­სუ­ხა, რომ არ ეგო­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს იკად­რებ­და.

„არ მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს იკად­რებ­დით. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვერ შევ­დი­ო­დი და თუ შე­ვი­დო­დი, თქვენ უკვე იქ მხვდე­ბო­დით. თქვე­ნი თქმით, ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, 2004 წელს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბიც არ იყ­ვნენ და უსა­მარ­თლოდ არა­ვის იჭერ­დნენ თურ­მე. სი­მარ­თლეს რომ იტყვის ადა­მი­ა­ნი, არ უნდა აღელ­დეთ. რა­ტომ და­ნიშ­ნეთ მა­შინ სხდო­მა, იქ­ნებ იმ სიას ვაგ­დებ­დით? ვე­ღარ გა­ვი­გე, რა მო­გე­წო­ნე­ბათ ის ვი­ლა­პა­რა­კო, თუ რაც რე­ა­ლო­ბაა ის?“, - მი­მარ­თა მდი­ნა­რა­ძემ ბე­სე­ლი­ას.

00:00 / 00:00
ავტორი:

ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე - შელაპარაკება მდინარაძე-ბესელიას შორის

ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე - შელაპარაკება მდინარაძე-ბესელიას შორის

ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მამუკა მდინარაძეს, მას შემდეგ რაც მდინარაძემ ეკა ბესელიას მისი თავმჯდომარეობით გამართული კომიტეტის ერთ-ერთი ბოლო სხდომა გაიხსენა.

„დეკემბერში, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მოვაყოლოთ ახლა ამას, კრიტიკის მთავარი საფუძველი იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი კრიტერიუმებისა და ნორმების გარეშე წარმოადგინა სია და ეს იყო ცუდი. კარგი იქნებოდა ყოფილიყო გარკვეული დათქმები ნორმების სახით და საკანონმდებლო ჩამკეტები. ისე, როგორც ბრძანებთ ხოლმე, ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სია ვერ გადმოეგდო ვერავის. შემდეგ როგორ დაუბრუნდა ეს სია, რატომ დაუბრუნდა, კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა თუ არ გადადგა, რომელსაც შეეძლო კომიტეტის სხდომა საერთოდ არ დაენიშნა და არ გადამდგარიყო,“ - განაცხადა მდინარაძემ, რომელსაც სიტყვა ეკა ბესელიამ შეაწყვეტინა რეპლიკით „მამუკა ახლა ამ თემას თავი დაანებე, ნუ ეთამაშები ამ თემას“.

„თქვენ არ გაქვთ მხოლოდ ექსკლუზივი თემებზე ქალბატონო ეკა, ვინ და რას ეთამაშება თქვენთან მოიკითხეთ. თქვენი სუბიექტური ინტერესებიც და რომელ თემებს ეთამაშებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ამ თემას ნუ ეთამაშები მამუკა, შენ არ გაქვს ამის უფლება, შენც იმათ რიგებში ხარ, რომელსაც გინდოდა ამ სხდომის ჩატარება. რომელ სუბიექტურ ინტერესებზე საუბრობ, გაბედე და თქვი? ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე. შენ როგორ ლაპარაკობ ამ თემაზე. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი სანდო ადვოკატებს რომ ეძახდნენ. ახლა მოისმინა საზოგადოებამ სიმართლის მხოლოდ ნაწილი“, - განაცხადა ბესელიამ, რაზეც მდინარაძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ არ ეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდა.

„არ მეგონა, რომ ყველაფერს იკადრებდით. პროკურატურაში ვერ შევდიოდი და თუ შევიდოდი, თქვენ უკვე იქ მხვდებოდით. თქვენი თქმით, ქალბატონო ეკა, 2004 წელს პოლიტიკური პატიმრებიც არ იყვნენ და უსამართლოდ არავის იჭერდნენ თურმე. სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ. რატომ დანიშნეთ მაშინ სხდომა, იქნებ იმ სიას ვაგდებდით? ვეღარ გავიგე, რა მოგეწონებათ ის ვილაპარაკო, თუ რაც რეალობაა ის?“, - მიმართა მდინარაძემ ბესელიას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები