პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენიტენციური სამსახური 134 პირის დასაქმებას გეგმავს - გაეცანით ვაკანსიების ჩამონათვალს
პენიტენციური სამსახური 134 პირის დასაქმებას გეგმავს - გაეცანით ვაკანსიების ჩამონათვალს

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში მოქ­მე­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი 134 ვა­კან­სი­ა­ზე ღია კონ­კურსს აცხა­დებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

„სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და მსჯავ­რდე­ბულ­თა რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. იმი­სათ­ვის რომ, წარ­სუ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დე­პარ­ტა­მენ­ტი შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის მქო­ნე პი­რე­ბით და­კომ­პლექტდეს, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის 23 ვა­კან­სი­ა­ზე ღია კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და.

ასე­ვე, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში ორად გა­ი­ყო გარე დაც­ვი­სა და ბად­რა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო. მათ ნაც­ვლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და გარე დაც­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო და ეს­კორ­ტი­რე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო, ხოლო ამ უკა­ნას­კნელს შე­უ­ერ­თდა ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო. შე­დე­გად, ეს­კორ­ტის ოფი­ცერ­თა (ყო­ფი­ლი ბარ­და­გე­ბი/გუ­შა­გე­ბი) კორ­პუ­სი გა­ი­ზარ­და და მათი ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრა 555 საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლით, რო­მელ­თა­გან 60-მდე პო­ზი­ცია კონ­კურ­სის წე­სით შე­ივ­სო, 400-მდე საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და­კომ­პლექტდა, ხოლო 111 ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე ღია კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და. აქე­დან 89 ეს­კორ­ტის ოფიც­რის, ხოლო 22 ეს­კორ­ტის ოფი­ცე­რი მძღო­ლის ვა­კან­სი­აა. მო­ცე­მულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა და სი­ახ­ლე­ებ­მა სა­ბო­ლო­ოდ თა­ვი­დან უნდა აგ­ვა­ცი­ლოს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის ჩაშ­ლა ან გა­და­დე­ბა ხდე­ბო­და პა­ტი­მარ­თა ბად­რა­გი­რე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბის გამო,“-გან­მარ­ტა­ვენ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, 134-ვე პო­ზი­ცი­ა­ზე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლას, ვინც მო­თხოვ­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ეს­კორ­ტის ოფიც­რებს სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მით და კვე­ბით (24-სა­ა­თი­ა­ნი მო­რი­გე­ო­ბი­სას).

უშუ­ა­ლოდ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:ნა­ხეთ სრუ­ლად

ავტორი:

პენიტენციური სამსახური 134 პირის დასაქმებას გეგმავს - გაეცანით ვაკანსიების ჩამონათვალს

პენიტენციური სამსახური 134 პირის დასაქმებას გეგმავს - გაეცანით ვაკანსიების ჩამონათვალს

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამსახური ავრცელებს.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი. იმისათვის რომ, წარსულისგან განსხვავებით, დეპარტამენტი შესაბამისი განათლებისა და პროფესიის მქონე პირებით დაკომპლექტდეს, სოციალური მუშაკის 23 ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.

ასევე, რეორგანიზაციის ფარგლებში ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა ყოფილი სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო. შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო 111 ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოცხადდა. აქედან 89 ესკორტის ოფიცრის, ხოლო 22 ესკორტის ოფიცერი მძღოლის ვაკანსიაა. მოცემულმა ცვლილებებმა და სიახლეებმა საბოლოოდ თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო,“-განმარტავენ პენიტენციურ სამსახურში. მათივე ცნობით, 134-ვე პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ესკორტის ოფიცრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური ფორმით და კვებით (24-საათიანი მორიგეობისას).

უშუალოდ ვაკანტურ ადგილებს რაც შეეხება, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:ნახეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები