მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების გამოა დაკავებული" - რას ამბობს  დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი
"მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების გამოა დაკავებული" - რას ამბობს  დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

ნაგ­ლი­აშ­ვი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მხო­ლოდ უსა­ფუძ­ვლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, ძი­უ­დოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რის, 22 წლის თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ნანი აბ­რა­მიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ის ნაგ­ლი­აშ­ვი­ლის მხრი­დან მე­უღ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ნაგ­ლი­აშ­ვილს გვან­ცა ფან­გა­ნის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი სექ­ტემ­ბერ­ში ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი და მოქ­მე­დე­ბის ვადა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და.

"თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა. ის ამ­ჟა­მად მო­თავ­სე­ბუ­ლია მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თი­სათ­ვის ის გან­ხი­ლუ­ლი არ არის. ბრა­ლი, რო­მე­ლიც მას აქვს წარ­დგე­ნი­ლი, ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­ტიმ­რო­ბას ერთ წლამ­დე ვა­დით.

ბრალ­დე­ბუ­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და საქ­მე­ში ამ ეტა­პი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს ბრა­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი სექ­ტემ­ბერ­ში ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი, რო­მელ­საც მოქ­მე­დე­ბის ვადა 30 დღე ჰქონ­და. თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვი­ლი კი და­ა­კა­ვეს 2019 წლის მარ­ტში. შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დერს არა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ ჰქონ­და მის და­კა­ვე­ბას­თან. თუკი, გა­მო­ძი­ე­ბას მი­აჩ­ნდა, რომ თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვილ­მა გა­სულ წელს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა ყო­ფილ მე­უღ­ლეს, სექ­ტემ­ბერ­ში და ოქ­ტომ­ბერ­ში შე­ეძ­ლოთ ემ­სჯე­ლათ მის ბრალ­დე­ბა­ზე", - აცხა­დებს აბ­რა­მიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში მხო­ლოდ სპორ­ტსმე­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბა არ­სე­ბობს, სა­დაც ის მე­უღ­ლის მხრი­დან მუ­ქა­რა­ზე სა­უბ­რობს.

"და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­ლდათ 4 მარ­ტის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, სა­დაც თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­უღ­ლე ემუქ­რე­ბო­და და მცხე­თი­დან მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და, რაც სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა. ნაგ­ლი­აშ­ვი­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მცხე­თა­ში და­ა­კა­ვეს.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს.საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა ისე­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა მხო­ლოდ მუ­ქა­რის­გან არ შედ­გე­ბა, ის უა­მა­რა­ვი ქმე­დე­ბის­გან შედ­გე­ბა. ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, საქ­მე­ში არ არის.

ნაგ­ლი­აშ­ვი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მხო­ლოდ უსა­ფუძ­ვლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი არ გა­მო­წე­რი­ლა. ის ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში არაა ბრალ­დე­ბუ­ლი", - აცხა­დებს აბ­რა­მიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თორ­ნი­კე ნაგ­ლი­აშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის გაგ­ზავ­ნილ მუ­ქა­რის შემ­ცველ მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლით და 126 პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, მუ­ქა­რა­სა და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

"მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების გამოა დაკავებული" - რას ამბობს  დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

"მეუღლის უსაფუძვლო შეტყობინების გამოა დაკავებული" - რას ამბობს  დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

ნაგლიაშვილი დაზარალებულის მხოლოდ უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში არ არსებობს მუქარის შემცველი შეტყობინება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრის, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილის ადვოკატმა, ნანი აბრამიშვილმა განუცხადა.

ის ნაგლიაშვილის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი და მოქმედების ვადა ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა.

"თორნიკე ნაგლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ის ამჟამად მოთავსებულია მე-8 დაწესებულებაში. აღკვეთის ღონისძიება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში. ჩემი ინფორმაციით, ამ წუთისათვის ის განხილული არ არის. ბრალი, რომელიც მას აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს პატიმრობას ერთ წლამდე ვადით.

ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საქმეში ამ ეტაპისათვის არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

შემაკავებელი ორდერი სექტემბერში ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც მოქმედების ვადა 30 დღე ჰქონდა. თორნიკე ნაგლიაშვილი კი დააკავეს 2019 წლის მარტში. შემაკავებელ ორდერს არანაირი გავლენა არ ჰქონდა მის დაკავებასთან. თუკი, გამოძიებას მიაჩნდა, რომ თორნიკე ნაგლიაშვილმა გასულ წელს მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა ყოფილ მეუღლეს, სექტემბერში და ოქტომბერში შეეძლოთ ემსჯელათ მის ბრალდებაზე", - აცხადებს აბრამიშვილი.

მისივე განმარტებით, საქმეში მხოლოდ სპორტსმენის ყოფილი მეუღლის განცხადება არსებობს, სადაც ის მეუღლის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

"დაკავების საფუძველი გახლდათ 4 მარტის შეტყობინება, სადაც თორნიკე ნაგლიაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მეუღლე ემუქრებოდა და მცხეთიდან მისი მიმართულებით მიდიოდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა. ნაგლიაშვილი საცხოვრებელ სახლში, მცხეთაში დააკავეს.

მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებას საფუძვლად დაედო, საქმეში არ არსებობს.საქმეში არ მოიპოვება ისეთი შეტყობინება, რომელიც მოიცავს დანაშაულის ნიშნებს. დანაშაულებრივი ქმედება მხოლოდ მუქარისგან არ შედგება, ის უამარავი ქმედებისგან შედგება. ქმედება, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმეში არ არის.

ნაგლიაშვილი დაზარალებულის მხოლოდ უსაფუძვლო შეტყობინების საფუძველზეა დაკავებული. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საქმეში არ არსებობს მუქარის შემცველი შეტყობინება.

ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით მის მიმართ შემაკავებელი ორდერი არ გამოწერილა. ის ფიზიკურ ძალადობაში არაა ბრალდებული", - აცხადებს აბრამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ნაგლიაშვილი ყოფილი მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარასა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს