პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაეღოთ, თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან" - რა განაცხადა მინდია გოგოჭურმა სასამართლო პროცესზე
"გადაეღოთ, თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან" - რა განაცხადა მინდია გოგოჭურმა სასამართლო პროცესზე

"გა­და­ე­ღოთ, თუ რა­ღა­ცას ვყრი­დით აივ­ნი­დან. ამ ბრალ­ში თავს სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ ვთვლი", - ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სი­ძემ, მინ­დია გო­გო­ჭურ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ის იმის გამო და­ა­კა­ვეს, რომ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

"წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ სპე­ცო­პე­რა­ცია მო­მი­წყვეს, შემ­დეგ სახ­ლის ჩხრე­კა მოხ­და, ვე­რა­ფე­რი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვერ იპო­ვეს. შემ­დეგ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მისი ოჯა­ხის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა, რის შემ­დე­გაც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დაგ­ვი­ბა­რეს მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მანდ და­ვუშ­ვით შეც­დო­მა, რომ ამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ვე­ცით ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რაც იმ დღეს მარ­თლა მოხ­და.

ეს ამ­ბა­ვი დას­რულ­და თუ არა, უმოკ­ლეს ვა­და­ში ჩემი მე­გობ­რის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჩა­დე­ბა მოხ­და. სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით ვიცი ეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი "ბირ­ჟა მა­ფი­ას" საქ­მე­შიც იყ­ვნენ. მირ­ზო­ე­ვი, მო­დე­ბა­ძე, მა­ი­სუ­რა­ძე, მამ­რა­ძე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია. ჩემ­თვის მოხ­და ია­რა­ღის ჩა­დე­ბა. არ­ცერთ ია­რაღ­ზე ჩემი დნმ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა. ალ­ბათ, ადა­მი­ანს ია­რა­ღის დაშ­ლის­თვის რა­ღაც დრო მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა.

გა­და­ე­ღოთ თუ რა­ღა­ცას ვყრი­დით აივ­ნი­დან. ამ ბრალ­ში თავს სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ ვთვლი. მე იმას ვთვლი შეც­დო­მად, რომ ამ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჩვე­ნე­ბა მი­ვე­ცი", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ჭურ­მა.

მინ­დია გო­გო­ჭურს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ექ­ვსე ნა­წი­ლე­ბით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ჯგუ­ფუ­რად უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას, გუ­ლის­ხმობს. მას ბრა­ლი ასე­ვე წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს 376-ე მუხ­ლით, რაც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას გუ­ლის­ხმობს.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი რაზ­მა­ძეს, მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ექ­ვსე ნა­წი­ლე­ბით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას, გუ­ლის­ხმობს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მინ­დია გო­გო­ჭურს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქამ­დეც ჰქო­ნია. ის სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით რამ­დენ­ჯერ­მე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს
ავტორი:

"გადაეღოთ, თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან" - რა განაცხადა მინდია გოგოჭურმა სასამართლო პროცესზე

"გადაეღოთ, თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან" - რა განაცხადა მინდია გოგოჭურმა სასამართლო პროცესზე

"გადაეღოთ, თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან. ამ ბრალში თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი", - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ის იმის გამო დააკავეს, რომ გენერალურ პროკურატურაში პოლიციელების მამხილებელი ჩვენება მისცა.

"წელიწადნახევრის წინ სპეცოპერაცია მომიწყვეს, შემდეგ სახლის ჩხრეკა მოხდა, ვერაფერი მართლსაწინააღმდეგო ვერ იპოვეს. შემდეგ ექსპრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მისი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა პოლიციელების მხრიდან ზეწოლა, რის შემდეგაც გენერალურ პროკურატურაში დაგვიბარეს მე და ჩემი მეგობრები. სავარაუდოდ, მანდ დავუშვით შეცდომა, რომ ამ პოლიციელების წინააღმდეგ მივეცით ის ჩვენებები, რაც იმ დღეს მართლა მოხდა.

ეს ამბავი დასრულდა თუ არა, უმოკლეს ვადაში ჩემი მეგობრისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება მოხდა. სახელებით და გვარებით ვიცი ეს პოლიციელები, ეს პოლიციელები "ბირჟა მაფიას" საქმეშიც იყვნენ. მირზოევი, მოდებაძე, მაისურაძე, მამრაძე, რამდენიმე ადამიანია. ჩემთვის მოხდა იარაღის ჩადება. არცერთ იარაღზე ჩემი დნმ არ აღმოჩენილა. ალბათ, ადამიანს იარაღის დაშლისთვის რაღაც დრო მაინც დასჭირდება.

გადაეღოთ თუ რაღაცას ვყრიდით აივნიდან. ამ ბრალში თავს სრულიად უდანაშაულოდ ვთვლი. მე იმას ვთვლი შეცდომად, რომ ამ პოლიციელებზე გენერალურ პროკურატურაში ჩვენება მივეცი", - განაცხადა გოგოჭურმა.

მინდია გოგოჭურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს. მას ბრალი ასევე წაყენებული აქვს 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

რაც შეეხება გიორგი რაზმაძეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭურს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც ჰქონია. ის სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე იყო დაკავებული.

"სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა... გვიან ღამით საწოლში ესროლა" - ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს, რომელთა შორის ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავეა, პატიმრობა შეეფარდა