პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადავიღოთ ფოტო ისე, რომ ნამდვილ ვარსკვლავს ვგავდეთ - 9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა
როგორ გადავიღოთ ფოტო ისე, რომ ნამდვილ ვარსკვლავს ვგავდეთ - 9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

გიყ­ვართ სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ხში­რად არ იცით ხოლ­მე, რა პოზა მი­ი­ღოთ ან რო­მე­ლი კუ­თხით გა­და­ი­ღოთ? სტა­ტი­ა­ში მარ­ტივ წე­სებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. უბ­რა­ლოდ, სი­მარ­ჯვე, მოთ­მი­ნე­ბა და ხა­რის­ხი­ა­ნი კა­მე­რა გჭირ­დე­ბათ.

1. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ უკა­ნა ხედს

ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფო­ტოც კი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ფუ­ჭოს ცუდ­მა უკა­ნა ფონ­მა. დე­ტა­ლე­ბი ერთი შე­ხედ­ვით ძნე­ლად შე­სამ­ჩნე­ვია, მაგ­რამ როცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ ფო­ტო­ებს, ნა­ხავთ, რომ ცუდი ფონი მთელ ფო­ტოს ანად­გუ­რებს და აზრს უკარ­გავს. კარ­გი ხე­დის პოვ­ნა კი ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლებ­შიც შე­გიძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ნო­ბის კე­დე­ლიც იყოს. უბ­რა­ლოდ, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ ხოლ­მე მსგავს დე­ტა­ლებ­ზე და მო­მავ­ლის­თვის მო­ემ­ზა­დეთ კი­თხვე­ბის­თვის: "სად გა­და­ი­ღე ასე­თი ფოტო? სად არის ეს ფონი/ხედი?" და ა.შ.

პრინ­ტა­რეა - ჩვენ ვბეჭ­დავთ თქვენს ფან­ტა­ზი­ას

2. მო­ე­რი­დეთ ძა­ლი­ან ახლო ხედს

ახ­ლო­დან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში ხში­რად უს­წორ­მას­წო­რო სახე ჩანს, რაც ნამ­დვი­ლად არ გენ­დო­მე­ბათ, თუ კარ­გი ფო­ტოს გა­და­ღე­ბას ცდი­ლობთ. კა­მე­რა ცოტა შორს მო­ა­თავ­სეთ და ნა­ხავთ, რომ უკე­თე­სი სუ­რა­თი გა­მო­გი­ვათ.

3. სცა­დეთ სხვა­დას­ხვა კუ­თხით გა­და­ღე­ბა

მო­დით, ერ­თმა­ნეთს შე­ვა­და­როთ ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. გვაქვს ფე­რა­დი ატ­რაქ­ცი­ო­ნი და გვყავს ლა­მა­ზი მო­დე­ლი. რო­გორ გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­დით მათ ერთ ფო­ტო­ში? შე­გიძ­ლი­ათ, დად­გეთ ატ­რაქ­ცი­ო­ნის გვერ­დით და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფოტო გა­და­ი­ღოთ, ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით სცა­დოთ სელ­ფის გა­და­ღე­ბა. ასე გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი კრე­ა­ტი­უ­ლია და თან, კა­რუ­სე­ლის თა­ვიც ჩანს. კუ­თხის შეც­ვლით, თით­ქოს, ფოტო უფრო ცო­ცხა­ლი გახ­და. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის.

4. არ მო­ა­თავ­სოთ ობი­ექ­ტი ფო­ტოს ცენ­ტრში

თუ ერთ მარ­ტივ ობი­ექტს უღებთ სუ­რათს, არ მო­ა­თავ­სოთ ის ფო­ტოს ცენ­ტრში. გა­იხ­სე­ნეთ სა­მის კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლი უნდა იყოს ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი და ვერ­ტი­კა­ლუ­რი ხა­ზე­ბის მე­სა­მე კვე­თა­ზე.

5. ის­წავ­ლეთ "კარ­გი გა­ნა­თე­ბის" და­ჭე­რა

კარ­გი გა­ნა­თე­ბა კარ­გი ფო­ტოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტია. ქვე­მოთ მო­ცე­მულ ფო­ტო­ებს შო­რის სხვა­ო­ბა მხო­ლოდ კი­ბის ერთი სა­ფე­ხუ­რია, მაგ­რამ აშ­კა­რად შე­სამ­ჩნე­ვია გან­სხვა­ვე­ბა. კარგ სუ­რათ­ში უკა­ნა ფონი დაჩ­რდი­ლუ­ლია და არა­სა­სურ­ვე­ლი დე­ტა­ლე­ბი არ ჩანს. ამოძ­რა­ვეთ კა­მე­რა და ეცა­დეთ, კარ­გი გა­ნა­თე­ბა და­ი­ჭი­როთ. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმა­საც, რომ გა­ნა­თე­ბის წყა­რო თქვენ წინ უნდა იყოს და არა - უკან.

ზედ­მე­ტი სი­ნათ­ლე სუ­ლაც არაა კარ­გი. დღის შუქ­ზე სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა გა­მოც­დილ ფო­ტოგ­რა­ფებ­საც კი უჭირთ. ამი­ტო­მაც, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, არ გა­და­ი­ღოთ ფო­ტო­ე­ბი მზის აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში. შე­არ­ჩი­ეთ კარ­გი გა­ნა­თე­ბა დი­ლის სა­ა­თებ­ში ან შე­ბინ­დე­ბი­სას.

6. იპო­ვეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ სწო­რი კუ­თხე სელ­ფის­თვის

ბევ­რი ფო­ტოგ­რა­ფის აზ­რით, ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი "სა­უ­კე­თე­სო სა­ხის მხა­რე" აქვს, რო­მე­ლიც სწო­რედ სუ­რა­თებ­ში უნდა აჩ­ვე­ნოთ. თუმ­ცა, ნუ ააჭ­რე­ლებთ სო­ცი­ა­ლურ ქსელს მსგავ­სი, ერთი კუ­თხი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით. ეცა­დეთ, იპო­ვოთ კრე­ა­ტი­უ­ლი გზა თქვე­ნი სი­ლა­მა­ზის ფო­ტო­ზე გად­მო­სა­ცე­მად.

მა­გა­ლი­თად, შე­გიძ­ლი­ათ ზურ­გზე დაწ­ვეთ და ზე­ვი­დან გა­და­ი­ღოთ სუ­რა­თე­ბი.

7. კარ­გი ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ნუ მო­ე­რი­დე­ბით უხერ­ხულ პო­ზებს

თუ მაკ­რო-ფო­ტოს გა­და­ღე­ბა გინ­დათ, ნუ მო­ე­რი­დე­ბით მუხ­ლებ­ზე დად­გო­მას ან ბა­ლახ­ზე და­წო­ლას. რო­მე­ლი უფრო გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას იფიქ­რე­ბენ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი თქვენ­ზე თუ კარ­გი ფო­ტოს გა­და­ღე­ბა?

8. ყვე­ლა ფო­ტოს თა­ვი­სი "სწო­რი კუ­თხე" აქვს

მთლი­ა­ნი სხე­უ­ლით სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა ისე­თი მარ­ტი­ვი არაა, რო­გო­რიც სელ­ფის. თუ გა­და­წყვეტთ ამ ტი­პის ფო­ტოს გა­და­ღე­ბას, სთხო­ვეთ ფო­ტოგ­რაფს, ცოტა დაბ­ლა და­ი­ხა­როს, რომ უფრო მა­ღა­ლი გა­მოჩ­ნდეთ. აქვე ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს ხერ­ხი გა­მო­სა­დე­გია გამ­ხდა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტო­ებს მჯდო­მა­რე პო­ზა­ში, თუ ქვე­ვი­დან გა­და­გი­ღე­ბენ, დიდი შან­სია, რომ უფრო მსუ­ქა­ნი გა­მოჩ­ნდეთ. უკე­თე­სი შე­დე­გი გექ­ნე­ბათ, თუ ამ შემ­თხვე­ვა­ში სუ­რათს ზე­ვი­დან გა­და­ი­ღებთ, თან, ლა­მა­ზი ხე­დიც გა­მოჩ­ნდე­ბა.

დამ­ჯდარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ფო­ტოს გა­და­ღე­ბის დროს, ჯო­ბია გვერ­დუ­ლად იჯ­დეთ და ფეხი ფეხ­ზე გა­და­ი­დოთ. რა­კურ­სი აქაც ოდ­ნავ ქვე­მო­დან ან პირ­და­პირ აი­ღეთ. ასე ფეხი უფრო გრძე­ლი ჩანს.

9. ხა­რის­ხი, ფილტრი და ფო­ტო­ე­დი­თო­რე­ბი

თუ ტე­ლე­ფო­ნით იღებთ, აუ­ცი­ლებ­ლად თქვით უარი ფოტო-აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ფო­ტოს ეფექ­ტებს ადებს. ფოტო გა­და­ი­ღეთ ტე­ლე­ფო­ნის კა­მე­რით.

ფო­ტოს და­სა­ე­დი­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ Snapseed, Facetune და თვი­თონ ინ­სტაგ­რა­მის ფილ­ტე­რე­ბი. VSCO-ეს აპ­ლი­კა­ცია მო­ი­ცავს ასო­ბით ფილტრს, შე­გიძ­ლი­ათ სცა­დოთ.

ეს აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად უკარ­გავს ფო­ტოს ხა­რისხს.

სიმ­კვეთ­რის მო­სა­მა­ტებ­ლად ინ­სტაგ­რამ­ზე სა­შუ­ა­ლოდ აუ­წი­ეთ Sharpen-ს. და­ა­დეთ ფერი (Colour) 30-მდე სიმ­ძლავ­რის. ინ­სტაგ­რა­მის ფილტრი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუ გა­მო­ი­ყე­ნებთ 10 -მდე აუ­წი­ეთ. მეტი უკვე არა­ბუ­ნებ­რი­ვად ჩანს.

პრინ­ტა­რეა - პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ სერ­ვი­სით მო­მუ­შა­ვე ციფ­რუ­ლი სტამ­ბა

9 ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შეც­დო­მა, რო­მელ­საც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის დროს უშ­ვებთ

შე­ხე­ბის იმი­ტი­რე­ბა

პრობ­ლე­მა: თუ ხე­ლე­ბი კა­მე­რის­კენ გექ­ნე­ბათ, დარ­ჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ის ჩარ­ჩო­დან ამომხტა­რია. პირ­ველ ფო­ტო­ზე მო­ცე­მუ­ლი ჟეს­ტი ასე­ვე გა­მო­გი­ჩენთ უფრო პა­ტა­რა სა­ხეს.

გა­და­წყვე­ტა: მე­ო­რე ფო­ტო­ზე მო­ცე­მუ­ლი ჟეს­ტით ხაზს გა­უს­ვამთ თქვენს სა­ხის ნაკ­ვთებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის­წავ­ლოთ, რო­გორ გა­ა­კე­თოთ შე­ხე­ბის იმი­ტი­რე­ბა ისე, რომ უშ­ნოდ არ შე­ე­ხოთ კანს. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც უნდა გახ­სოვ­დეთ, არის ის, რომ არას­დროს ჩა­მა­ლოთ სახე ხე­ლებ­ში და არ მო­ი­კი­დოთ ხე­ლე­ბი თმა­ზე.

ნი­კა­პი წინ

პრობ­ლე­მა: ნე­ბის­მი­ერ ფო­ტო­ში თქვე­ნი კი­სე­რი უნდა დარ­ჩეს ხი­ლუ­ლი. შე­ე­ცა­დეთ, არ და­მა­ლოთ ის, არ გა­მოს­წი­ოთ თავი წინ, თო­რემ თქვე­ნი მზე­რა გახ­დე­ბა მძი­მე და არას­ტუ­მარ­თმოყ­ვა­რე.

გა­და­წყვე­ტა: აწი­ეთ თავი მაღ­ლა. შე­იძ­ლე­ბა, არა­ბუ­ნებ­რი­ვად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ფო­ტო­ში ასე­თი პო­ზი­ცია ელე­გან­ტუ­რო­ბას და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას შეგ­ძენთ.

არ გა­და­აჯ­ვა­რე­დი­ნოთ ხე­ლე­ბი

პრობ­ლე­მა: წინ გად­მოხ­რა არა­ბუ­ნებ­რი­ვია, მხრებს ნაკ­ლე­ბად ლა­მაზს გა­მო­გი­ჩენთ, ხე­ლე­ბის გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბით კი თით­ქოს ფი­გუ­რას ბუნ­დო­ვანს ხდით.

გა­და­წყვე­ტა: როცა კა­მე­რის წინ დგა­ხართ, სხე­უ­ლი ოდ­ნავ შე­ატ­რი­ა­ლეთ რო­მე­ლი­მე მხა­რეს, ჩა­მო­უშ­ვით ხე­ლე­ბი. ასე თქვე­ნი კი­სე­რი უფრო გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და სხე­უ­ლის კონ­ტუ­რე­ბიც უკეთ გა­მოჩ­ნდე­ბა.

აკონ­ტრო­ლეთ პოზა

პრობ­ლე­მა: წელ­ში მოხ­რი­ლო­ბა ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს შეგ­მა­ტებთ, კი­სერ­საც უფრო მსხვილს გა­მო­გი­ჩენთ.

გა­და­წყვე­ტა: გა­შა­ლეთ მხრე­ბი და გა­ი­მარ­თეთ წელ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ოდ­ნავ შეტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით კა­მე­რის­კენ.

შეც­ვა­ლეთ კუ­თხე

პრობ­ლე­მა: როცა ფე­ხე­ბი პირ­და­პირ კა­მე­რის წინ გიდ­გათ, თქვე­ნი სი­ლუ­ე­ტი უფრო დიდი ჩანს. კუ­თხის არას­წო­რად შერ­ჩე­ვამ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ფე­ხე­ბი უფრო მოკ­ლედ და მსუ­ქა­ნი გა­მო­ა­ჩი­ნოს.

გა­და­წყვე­ტა: ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად უბ­რა­ლოდ შე­არ­ჩი­ეთ სწო­რი კუ­თხე, ოდ­ნავ მიტ­რი­ალ­დით კა­მე­რის­კენ, ფე­ხე­ბი და­დეთ ერ­თად, ოღონდ ერთი ოდ­ნავ უფრო მაღ­ლა ას­წი­ეთ.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ხე­ლებს

პრობ­ლე­მა: ხში­რად, როცა ფო­ტოს გა­და­ღე­ბის დროს ვზი­ვართ, არ ვი­ცით, სად წა­ვი­ღოთ ხე­ლე­ბი. გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი ცუდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი კი არა­ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

გა­და­წყვე­ტა: "ქვი­შის სა­ა­თის" ფორ­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი ვერ­სი­აა, როცა ზი­ხართ. ერთი ფეხი მე­ო­რეს გა­და­ა­დეთ და ზედა მუხ­ლზე მსუ­ბუ­ქად და­ი­დეთ იდაყ­ვი. ერთი მკლა­ვი ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გქონ­დეთ, მე­ო­რე - ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ­ში. ეს პოზა ქმნის ელე­გან­ტურ ვი­ზუ­ა­ლურ ხა­ზებს და გა­მოკ­ვეთს თქვენს სა­ხეს და ფი­გუ­რას.

შექ­მე­ნით ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხა­ზე­ბი

პრობ­ლე­მა: ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით დგო­მის ნაც­ვლად, შე­გიძ­ლი­ათ უკე­თე­სი პო­ზე­ბი მი­ი­ღოთ. გარ­და ამი­სა, ზოგი ტან­საც­მე­ლი სწო­რად მდგო­მა­რე პო­ზა­ში უფრო მსუ­ქან ფი­გუ­რას გა­მო­გი­ჩენთ.

გა­და­წყვე­ტა: და­ა­შო­რეთ ხე­ლე­ბი სხე­ულს. სცა­დეთ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სწო­რი ხა­ზე­ბი­სა და კუ­თხე­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რომ­ლე­ბიც ხაზს გა­უს­ვა­მენ თქვენს ფორ­მებს და იმას, რაც მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ ხალ­ვა­თი ტან­საც­მე­ლი

პრობ­ლე­მა: ხალ­ვა­თი ტან­საც­მე­ლი თქვენს ფი­გუ­რას რთუ­ლად შე­სამ­ჩნევს ხდის და ასე­ვე, აფარ­თო­ებს მას.

გა­და­წყვე­ტა: ამ პრობ­ლე­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ხე­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეთ წელ­თან. დარ­წმუნ­დით, რომ წელი ვიწ­რო ჩანს და ერთი ხელი მე­ო­რე­ზე მაღ­ლაა. თუმ­ცა, სა­ერ­თოდ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ გა­და­ღე­ბის დროს ასე­თი ტან­საც­მე­ლი არ ჩა­იც­ვათ.

არ გა­მო­ა­ჩი­ნოთ იდაყ­ვი

პრობ­ლე­მა: კა­მე­რის­კენ მი­მარ­თუ­ლი იდაყ­ვი არა­ბუ­ნებ­რი­ვია. ის არ­ღვევს პრო­პორ­ცი­ის წე­სებს და ფო­ტოს მძი­მეს ხდის.

გა­და­წყვე­ტა: თუ ფო­ტო­ში ხე­ლე­ბი გი­ჩანთ, ის ხაზს უნდა უს­მევ­დეს და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს სხე­უ­ლის და სა­ხის ლა­მა­ზი ნა­წი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თას.

მი­ან­დეთ საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს
ავტორი:

როგორ გადავიღოთ ფოტო ისე, რომ ნამდვილ ვარსკვლავს ვგავდეთ - 9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

როგორ გადავიღოთ ფოტო ისე, რომ ნამდვილ ვარსკვლავს ვგავდეთ - 9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

გიყვართ სურათების გადაღება, მაგრამ ხშირად არ იცით ხოლმე, რა პოზა მიიღოთ ან რომელი კუთხით გადაიღოთ? სტატიაში მარტივ წესებს გაგაცნობთ, რომლებიც პროფესიონალური სურათების გადაღებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, სიმარჯვე, მოთმინება და ხარისხიანი კამერა გჭირდებათ.

1. ყურადღება მიაქციეთ უკანა ხედს

ზოგჯერ ძალიან ლამაზი ფოტოც კი შეიძლება გააფუჭოს ცუდმა უკანა ფონმა. დეტალები ერთი შეხედვით ძნელად შესამჩნევია, მაგრამ როცა მოგვიანებით დაათვალიერებთ ფოტოებს, ნახავთ, რომ ცუდი ფონი მთელ ფოტოს ანადგურებს და აზრს უკარგავს. კარგი ხედის პოვნა კი ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც შეგიძლიათ. მაგალითად, ეს შეიძლება შენობის კედელიც იყოს. უბრალოდ, ყურადღება გაამახვილეთ ხოლმე მსგავს დეტალებზე და მომავლისთვის მოემზადეთ კითხვებისთვის: "სად გადაიღე ასეთი ფოტო? სად არის ეს ფონი/ხედი?" და ა.შ.

პრინტარეა - ჩვენ ვბეჭდავთ თქვენს ფანტაზიას

2. მოერიდეთ ძალიან ახლო ხედს

ახლოდან გადაღებულ ფოტოებში ხშირად უსწორმასწორო სახე ჩანს, რაც ნამდვილად არ გენდომებათ, თუ კარგი ფოტოს გადაღებას ცდილობთ. კამერა ცოტა შორს მოათავსეთ და ნახავთ, რომ უკეთესი სურათი გამოგივათ.

3. სცადეთ სხვადასხვა კუთხით გადაღება

მოდით, ერთმანეთს შევადაროთ ქვემოთ მოცემული ფოტოები. გვაქვს ფერადი ატრაქციონი და გვყავს ლამაზი მოდელი. როგორ გააერთიანებდით მათ ერთ ფოტოში? შეგიძლიათ, დადგეთ ატრაქციონის გვერდით და ჩვეულებრივი ფოტო გადაიღოთ, ან განსხვავებული კუთხით სცადოთ სელფის გადაღება. ასე გადაღებული სურათი კრეატიულია და თან, კარუსელის თავიც ჩანს. კუთხის შეცვლით, თითქოს, ფოტო უფრო ცოცხალი გახდა. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.

4. არ მოათავსოთ ობიექტი ფოტოს ცენტრში

თუ ერთ მარტივ ობიექტს უღებთ სურათს, არ მოათავსოთ ის ფოტოს ცენტრში. გაიხსენეთ სამის კანონი, რომლის თანახმადაც ინტერესის ობიექტი მოთავსებული უნდა იყოს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების მესამე კვეთაზე.

5. ისწავლეთ "კარგი განათების" დაჭერა

კარგი განათება კარგი ფოტოს აუცილებელი ელემენტია. ქვემოთ მოცემულ ფოტოებს შორის სხვაობა მხოლოდ კიბის ერთი საფეხურია, მაგრამ აშკარად შესამჩნევია განსხვავება. კარგ სურათში უკანა ფონი დაჩრდილულია და არასასურველი დეტალები არ ჩანს. ამოძრავეთ კამერა და ეცადეთ, კარგი განათება დაიჭიროთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ განათების წყარო თქვენ წინ უნდა იყოს და არა - უკან.

ზედმეტი სინათლე სულაც არაა კარგი. დღის შუქზე სურათების გადაღება გამოცდილ ფოტოგრაფებსაც კი უჭირთ. ამიტომაც, რეკომენდებულია, არ გადაიღოთ ფოტოები მზის აქტივობის პერიოდში. შეარჩიეთ კარგი განათება დილის საათებში ან შებინდებისას.

6. იპოვეთ და გამოიყენეთ სწორი კუთხე სელფისთვის

ბევრი ფოტოგრაფის აზრით, ყველა ადამიანს თავისი "საუკეთესო სახის მხარე" აქვს, რომელიც სწორედ სურათებში უნდა აჩვენოთ. თუმცა, ნუ ააჭრელებთ სოციალურ ქსელს მსგავსი, ერთი კუთხიდან გადაღებული ფოტოებით. ეცადეთ, იპოვოთ კრეატიული გზა თქვენი სილამაზის ფოტოზე გადმოსაცემად.

მაგალითად, შეგიძლიათ ზურგზე დაწვეთ და ზევიდან გადაიღოთ სურათები.

7. კარგი ფოტოს გადასაღებად ნუ მოერიდებით უხერხულ პოზებს

თუ მაკრო-ფოტოს გადაღება გინდათ, ნუ მოერიდებით მუხლებზე დადგომას ან ბალახზე დაწოლას. რომელი უფრო გაინტერესებთ, რას იფიქრებენ გარშემომყოფები თქვენზე თუ კარგი ფოტოს გადაღება?

8. ყველა ფოტოს თავისი "სწორი კუთხე" აქვს

მთლიანი სხეულით სურათის გადაღება ისეთი მარტივი არაა, როგორიც სელფის. თუ გადაწყვეტთ ამ ტიპის ფოტოს გადაღებას, სთხოვეთ ფოტოგრაფს, ცოტა დაბლა დაიხაროს, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ხერხი გამოსადეგია გამხდარი ადამიანებისთვის.

რაც შეეხება ფოტოებს მჯდომარე პოზაში, თუ ქვევიდან გადაგიღებენ, დიდი შანსია, რომ უფრო მსუქანი გამოჩნდეთ. უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ ამ შემთხვევაში სურათს ზევიდან გადაიღებთ, თან, ლამაზი ხედიც გამოჩნდება.

დამჯდარ მდგომარეობაში ფოტოს გადაღების დროს, ჯობია გვერდულად იჯდეთ და ფეხი ფეხზე გადაიდოთ. რაკურსი აქაც ოდნავ ქვემოდან ან პირდაპირ აიღეთ. ასე ფეხი უფრო გრძელი ჩანს.

9. ხარისხი, ფილტრი და ფოტოედითორები

თუ ტელეფონით იღებთ, აუცილებლად თქვით უარი ფოტო-აპლიკაციებზე, რომლებიც ფოტოს ეფექტებს ადებს. ფოტო გადაიღეთ ტელეფონის კამერით.

ფოტოს დასაედითებლად გამოიყენეთ Snapseed, Facetune და თვითონ ინსტაგრამის ფილტერები. VSCO-ეს აპლიკაცია მოიცავს ასობით ფილტრს, შეგიძლიათ სცადოთ.

ეს აპლიკაციები ნაკლებად უკარგავს ფოტოს ხარისხს.

სიმკვეთრის მოსამატებლად ინსტაგრამზე საშუალოდ აუწიეთ Sharpen-ს. დაადეთ ფერი (Colour) 30-მდე სიმძლავრის. ინსტაგრამის ფილტრი არ გამოიყენოთ. თუ გამოიყენებთ 10 -მდე აუწიეთ. მეტი უკვე არაბუნებრივად ჩანს.

პრინტარეა - პირველი ონლაინ სერვისით მომუშავე ციფრული სტამბა

9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ

შეხების იმიტირება

პრობლემა: თუ ხელები კამერისკენ გექნებათ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჩარჩოდან ამომხტარია. პირველ ფოტოზე მოცემული ჟესტი ასევე გამოგიჩენთ უფრო პატარა სახეს.

გადაწყვეტა: მეორე ფოტოზე მოცემული ჟესტით ხაზს გაუსვამთ თქვენს სახის ნაკვთებს. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ, როგორ გააკეთოთ შეხების იმიტირება ისე, რომ უშნოდ არ შეეხოთ კანს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ არასდროს ჩამალოთ სახე ხელებში და არ მოიკიდოთ ხელები თმაზე.

ნიკაპი წინ

პრობლემა: ნებისმიერ ფოტოში თქვენი კისერი უნდა დარჩეს ხილული. შეეცადეთ, არ დამალოთ ის, არ გამოსწიოთ თავი წინ, თორემ თქვენი მზერა გახდება მძიმე და არასტუმართმოყვარე.

გადაწყვეტა: აწიეთ თავი მაღლა. შეიძლება, არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფოტოში ასეთი პოზიცია ელეგანტურობას და მომხიბვლელობას შეგძენთ.

არ გადააჯვარედინოთ ხელები

პრობლემა: წინ გადმოხრა არაბუნებრივია, მხრებს ნაკლებად ლამაზს გამოგიჩენთ, ხელების გადაჯვარედინებით კი თითქოს ფიგურას ბუნდოვანს ხდით.

გადაწყვეტა: როცა კამერის წინ დგახართ, სხეული ოდნავ შეატრიალეთ რომელიმე მხარეს, ჩამოუშვით ხელები. ასე თქვენი კისერი უფრო გამოიკვეთება და სხეულის კონტურებიც უკეთ გამოჩნდება.

აკონტროლეთ პოზა

პრობლემა: წელში მოხრილობა ზედმეტ კილოგრამებს შეგმატებთ, კისერსაც უფრო მსხვილს გამოგიჩენთ.

გადაწყვეტა: გაშალეთ მხრები და გაიმართეთ წელში. კარგი იქნება, თუ ოდნავ შეტრიალებული იქნებით კამერისკენ.

შეცვალეთ კუთხე

პრობლემა: როცა ფეხები პირდაპირ კამერის წინ გიდგათ, თქვენი სილუეტი უფრო დიდი ჩანს. კუთხის არასწორად შერჩევამ შეიძლება თქვენი ფეხები უფრო მოკლედ და მსუქანი გამოაჩინოს.

გადაწყვეტა: ამის გამოსასწორებლად უბრალოდ შეარჩიეთ სწორი კუთხე, ოდნავ მიტრიალდით კამერისკენ, ფეხები დადეთ ერთად, ოღონდ ერთი ოდნავ უფრო მაღლა ასწიეთ.

ყურადღება მიაქციეთ ხელებს

პრობლემა: ხშირად, როცა ფოტოს გადაღების დროს ვზივართ, არ ვიცით, სად წავიღოთ ხელები. გადაჯვარედინებული ხელები ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს, ჩამოშვებული ხელები კი არაბუნებრივად გამოიყურება.

გადაწყვეტა: "ქვიშის საათის" ფორმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვერსიაა, როცა ზიხართ. ერთი ფეხი მეორეს გადაადეთ და ზედა მუხლზე მსუბუქად დაიდეთ იდაყვი. ერთი მკლავი ვერტიკალურ მდგომარეობაში გქონდეთ, მეორე - ჰორიზონტალურში. ეს პოზა ქმნის ელეგანტურ ვიზუალურ ხაზებს და გამოკვეთს თქვენს სახეს და ფიგურას.

შექმენით ვიზუალური ხაზები

პრობლემა: ჩამოშვებული ხელებით დგომის ნაცვლად, შეგიძლიათ უკეთესი პოზები მიიღოთ. გარდა ამისა, ზოგი ტანსაცმელი სწორად მდგომარე პოზაში უფრო მსუქან ფიგურას გამოგიჩენთ.

გადაწყვეტა: დააშორეთ ხელები სხეულს. სცადეთ მათი გამოყენება სწორი ხაზებისა და კუთხეების შესაქმნელად, რომლებიც ხაზს გაუსვამენ თქვენს ფორმებს და იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

თავიდან აიცილეთ ხალვათი ტანსაცმელი

პრობლემა: ხალვათი ტანსაცმელი თქვენს ფიგურას რთულად შესამჩნევს ხდის და ასევე, აფართოებს მას.

გადაწყვეტა: ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ხელები მიიტანეთ წელთან. დარწმუნდით, რომ წელი ვიწრო ჩანს და ერთი ხელი მეორეზე მაღლაა. თუმცა, საერთოდ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ გადაღების დროს ასეთი ტანსაცმელი არ ჩაიცვათ.

არ გამოაჩინოთ იდაყვი

პრობლემა: კამერისკენ მიმართული იდაყვი არაბუნებრივია. ის არღვევს პროპორციის წესებს და ფოტოს მძიმეს ხდის.

გადაწყვეტა: თუ ფოტოში ხელები გიჩანთ, ის ხაზს უნდა უსმევდეს და ემსახურებოდეს სხეულის და სახის ლამაზი ნაწილების გამოკვეთას.

მიანდეთ საქმე პროფესიონალებს

რატომ მივიდა "მასტერშეფში" და ვინ დააშორა დიმუ მენაბდე თინა მახარაძესთან - "მტკივნეული იყო დაშორება, ძალიან კარგად ვიყავით"

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ