პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეს გვიქმნის ძველი ტელევიზორი, მაცივარი და სხვა გამოუყენებელი ტექნიკა სახლში?
რა საფრთხეს გვიქმნის ძველი ტელევიზორი, მაცივარი და სხვა გამოუყენებელი ტექნიკა სახლში?

გა­დაყ­რი­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი, ელე­მენ­ტე­ბი, მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბი, მა­ცივ­რე­ბი, რა­დიო მიმ­ღე­ბე­ბი და სხვა ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი გა­რე­მო­სა და ჩვენ ჯან­მრთე­ლო­ბას იმა­ზე მე­ტად ვნებს, ვიდ­რე ჩვენ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, ვი­ნა­ი­დან ტექ­ნი­კის ნარ­ჩე­ნე­ბი­დან მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა, საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­შიც მოხ­ვდეს.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის მსგავ­სად, ელექტრო­ნულ ნარ­ჩე­ნებს და­საშ­ლე­ლად ასო­ბით წელი სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტექ­ნი­კა გა­რე­მოს მძი­მე მე­ტა­ლე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბას იწ­ვევს.

სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რა­ო­ბა "დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნინო ჩხო­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნელ-ნელა იზ­რდე­ბა, რად­გან მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არ იცი­ან, სად წა­ი­ღონ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ელე­მენ­ტე­ბი, პა­ტა­რა აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბი, ძვე­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის პრო­ცე­სო­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კა

სა­ინ­ტე­რე­სოა, ებ­რძვის თუ არა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბით გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბას და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ყო­ვე­ლი­ვე ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე?

ჩხო­ბა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნარ­ჩე­ნი გროვ­დე­ბა, რო­მელ­საც ერ­თვის ბავ­შვის სა­ფე­ნე­ბი, ბოთ­ლე­ბი, ქა­ღალ­დე­ბი, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი და ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი, ამ ყვე­ლაფ­რის სე­პა­რა­ცია კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ ხდე­ბა.

"2019-2020 წლი­დან შე­მო­დის მე­წარ­მის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნის შეგ­რო­ვე­ბა­სა და უტი­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. ამის დე­ბუ­ლე­ბა მზად­დე­ბა და სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვის და­ე­კის­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, უცხო­ეთ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე მა­ღა­ზი­ე­ბი, თა­ვად ბრენ­დე­ბი იღე­ბენ," - გან­მარ­ტა ნინო ჩხო­ბა­ძემ.

ნინო ჩხო­ბა­ძე გან­მარ­ტავს, რომ წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტექ­ნი­კა ახ­ლან­დელ­თან შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი იყო, ამი­ტომ ბევ­რი კერ­ძო მე­წარ­მე ტექ­ნი­კას იბა­რებ­და და შლი­და, თუმ­ცა რად­გან ახლა ელექტრო­ნი­კის მო­ჭარ­ბე­ბა იგ­რძნო­ბა, არ­სე­ბობს მათი ჩვე­უ­ლებ­რივ ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზე მოხ­ვედ­რის საფრ­თხე, რაც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის.

"ტე­ლე­ვი­ზო­რებს უფრო შლი­ან, ელე­მენ­ტის სა­კი­თხი კი კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია, იმი­ტომ რომ ცალ­კე არ გროვ­დე­ბა და არა­ვინ მუ­შა­ობს ამა­ზე. ჩვენ ამა­ზე ვფიქ­რობთ, ვე­ლო­დე­ბით დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მუ­შავ­დე­ბა, რომ აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბის რა­ი­მე პუნ­ქტე­ბი მა­ინც გაჩ­ნდეს", - აღ­ნიშ­ნა ნინო ჩხო­ბა­ძემ.

გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლის თქმით, ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი შლის პრო­ცეს­ში ბუ­ნე­ბას მძი­მე მე­ტა­ლე­ბით აბინ­ძუ­რებს.

"შე­დე­გად მჟა­ვა, რო­მე­ლიც ამ ტექ­ნი­კი­დან გა­მო­დის, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას ქმნის, რომ შე­იძ­ლე­ბა, მი­წის ზე­და­პი­რი და­ა­ბინ­ძუ­როს, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში პრო­დუქ­ტებ­სა და წყალ­ში აი­სა­ხე­ბა, პრობ­ლე­მა­ტუ­რი კი იმი­ტო­მაა, რომ იწ­ვევს ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბებს, იქ­მნე­ბა სა­სუნ­თქ და­ა­ვა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თუ პრო­დუქ­ტებ­ზე ალერ­გია, იმი­ტომ რომ ეს მძი­მე მე­ტა­ლე­ბი პორ­დუქ­ტებ­ში გა­და­დის და აკუ­მუ­ლირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საკ­მა­ოდ მავ­ნეა.

მერე გვიკ­ვირს, ტყვია სა­ი­დან გაჩ­ნდა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მომ­ზად­დეს დო­კუ­მენ­ტი და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექსში ამოქ­მედ­დეს ის ჩა­ნა­წე­რი, რა­საც მე­წარ­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნორ­მე­ბი ჰქვია," - გან­მარ­ტა ნინო ჩხო­ბა­ძემ.

პრობ­ლე­მა­ტუ­რია სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კის მო­ნი­ტო­რე­ბიც, რად­გან მის შიგ­ნით ბუ­ნე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა მავ­ნე ელე­მენ­ტია.

"შე­იძ­ლე­ბა მას­ში ისე­თი ტი­პის მძი­მე მე­ტა­ლე­ბი იყოს, რაც და­ბინ­ძუ­რე­ბას იწ­ვევს. ეს მო­ი­თხოვს სე­რი­ო­ზულ უტი­ლი­ზა­ცი­ას ანუ დაშ­ლას, სე­პა­რი­რე­ბას და შემ­დგომ გა­და­მუ­შა­ვე­ბას," - აღ­ნიშ­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტმა.

ეკო­ნო­მი­უ­რი ნა­თუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი უმე­ტე­სო­ბა აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს, ვერ­ცხლის­წყლის შემ­ცვე­ლია, ამ ნივ­თი­ე­რე­ბის გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რაც და­ბინ­ძუ­რე­ბას იწ­ვევს.

"ვერ­ცხლის­წყა­ლი ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა. არ­სე­ბობს და­ნად­გა­რე­ბი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ეკო­ნო­მი­უ­რი ნა­თუ­რე­ბი­დან ვერ­ცხლის­წყლის გა­მო­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მათი ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი ბუ­ნე­ბა­ში მოხ­ვედ­რა უკვე სა­ხი­ფა­თო აღარ არის. დღეს ჩვენ­თან ვერ­ცხლის­წყლის უტი­ლი­ზა­ცია არც ნა­თუ­რე­ბი­დან და არც თერ­მო­მეტ­რი­დან არ ხდე­ბა. ვერ­ცხლის­წყა­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, ბუ­ნე­ბა­ში ხვდე­ბა", - გან­მარ­ტა ნინო ჩხო­ბა­ძემ.

გარ­და ვერ­ცხლის­წყლი­სა, რო­გორც გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი გან­მარ­ტავს, გა­რე­მო­ში ხვდე­ბა სხვა მძი­მე მე­ტა­ლე­ბიც: ტყვია, კად­ნი­უ­მი, ცინ­კი, რკი­ნა, რო­მელ­თა დიდი დო­ზით გავ­რცე­ლე­ბაც საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და რო­გორც სიმ­სივ­ნუ­რი, ისე სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს.

ნინო ჩხო­ბა­ძის თქმით, თუ სახ­ლში ძვე­ლი, არა­სა­სურ­ვე­ლი ტექ­ნი­კა გვაქვს, უნდა ვე­ცა­დოთ, რომ იმ ხე­ლოს­ნებ­სა და ტექ­ნი­კო­სებს მივ­ცეთ, რომ­ლე­ბიც მათ ჯერ კი­დევ იყე­ნე­ბენ.

რამ­დე­ნად სა­ში­შია ძვე­ლი და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ტექ­ნი­კა სახ­ლში?

რო­გორც ბი­ო­ფი­ზი­კო­სი ბე­სიკ ფარ­ცვა­ნია გან­მარ­ტავს, თუ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა სახ­ლში ისევ გაქვთ, ამა­ში სა­ში­ში არა­ფე­რია, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ჯარ­თის სა­ხით მო­ახ­დენთ ან უბ­რა­ლოდ უსას­ყიდ­ლოდ გა­ა­ჩუ­ქებთ, რად­გან მათი ნა­გავ­საყ­რელ­ზე მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან რე­აქ­ცი­ა­ში შე­ვიდ­ნენ, რაც ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აის­ხე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ელე­მენ­ტებს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი ელე­მენ­ტი უნდა გა­და­აგ­დო, რომ ამან გა­რე­მო­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს. ნა­გავ­საყ­რელ­ზე გა­დაყ­რი­ლი ელე­მენ­ტე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იჟან­გე­ბა და არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შიგ­ნი­დან გა­მო­ჟო­ნავს, რაც სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში, თუმ­ცა რა რე­აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რამ­დე­ნად მავ­ნეა გა­რე­მოს­თვის, ეს პირ­და­პირ შეს­წავ­ლი­ლი არ არის. ვერ­ბა­ლურ დო­ნე­ზე შე­გიძ­ლია თქვა, რომ სა­ხი­ფა­თოა, რად­გან ნა­გავ­საყ­რე­ლი თა­ვის­თა­ვად მო­ი­ცავს ქი­მი­ურ რე­აქ­ცი­ებს," - აღ­ნიშ­ნა ბე­სიკ ფარ­ცვა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვერ­ცხლის­წყლის სა­კი­თხიც, რო­მე­ლიც თერ­მო­მეტ­რებ­სა და თუ სხვა ნივ­თე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა­შია და ხში­რად ნა­გავ­საყ­რე­ლებ­ზეც ხვდე­ბა. ვერ­ცხლის­წყა­ლი ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნის თირკმე­ლებ­ში, ღვიძ­ლში, სის­ხლში, ელენ­თა­ში, ტვინ­სა და ძვლებ­ში.

ვერ­ცხლის­წყა­ლი აზი­ა­ნებს სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­საც და იმ­დე­ნად მომ­წვამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რომ შე­იძ­ლე­ბა, სიკ­ვდი­ლიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს, სწო­რედ ამი­ტომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შემ­ცველ ნივ­თებ­თან სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

არამ­ხოლ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის უტი­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი დღემ­დე პრობ­ლე­მა­ტუ­რია. 2017 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში Guardian-ი წერს, რომ 2018 წელს გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი 50 მი­ლი­ო­ნი ტო­ნას მი­აღ­წევს, მათ შო­რის 3 მი­ლი­ო­ნი ტონა მცი­რე ზო­მის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბია და არამ­ხო­ლოდ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კალ­კუ­ლა­ტო­რე­ბი და ლეპ­ტო­პე­ბი, არა­მედ ვიბ­რა­ტო­რე­ბი და სხვა­დას­ხვა მცი­რე ზო­მის სა­ა­ხალ­წლო მო­წყო­ბი­ლო­ბა.

Guardian-ის გან­მარ­ტე­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა შექ­მნეს და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტე­ლე­ფო­ნის ჩა­ბა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თან­ხას მი­ი­ღებთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნი­კის 42% ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­მუ­შა­ვე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, 2020 წლის­თვის კი 85%-ის გა­და­მუ­შა­ვე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებს Eurostat-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015 წელს ბულ­გა­რე­თი შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის 96,5% ამუ­შა­ვებ­და, ელექტრო­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლია ხორ­ვა­ტი­აც 58,3%-ით, ნორ­ვე­გია 50,4%-ს ამუ­შა­ვებ­და, ხოლო შვე­დე­თი 51,6%-ს, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში მომ­წამ­ლა­ვი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის რის­კე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ავტორი:

რა საფრთხეს გვიქმნის ძველი ტელევიზორი, მაცივარი და სხვა გამოუყენებელი ტექნიკა სახლში?

რა საფრთხეს გვიქმნის ძველი ტელევიზორი, მაცივარი და სხვა გამოუყენებელი ტექნიკა სახლში?

გადაყრილი ტელევიზორი, ელემენტები, მაგნიტოფონები, მაცივრები, რადიო მიმღებები და სხვა ელექტრონული ნარჩენები გარემოსა და ჩვენ ჯანმრთელობას იმაზე მეტად ვნებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ვინაიდან ტექნიკის ნარჩენებიდან მავნე ნივთიერებები შეიძლება, საკვებ პროდუქტებშიც მოხვდეს.

პოლიეთილენის მსგავსად, ელექტრონულ ნარჩენებს დასაშლელად ასობით წელი სჭირდება, თუმცა პოლიეთილენისგან განსხვავებით, ტექნიკა გარემოს მძიმე მეტალებით დაბინძურებას იწვევს.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, საქართველოში ელექტრონული ნარჩენების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, რადგან მოქალაქეებმა არ იციან, სად წაიღონ, როგორ გამოიყენონ გამოუსადეგარი ელემენტები, პატარა აკუმულატორები, ძველი მობილური ტელეფონები, კომპიუტერების პროცესორები და სხვადასხვა ტექნიკა

საინტერესოა, ებრძვის თუ არა ჩვენი ქვეყანა ელექტრონული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას და როგორ აისახება ეს ყოველივე ჩვენს ჯანმრთელობაზე?

ჩხობაძის განმარტებით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ბიოლოგიური ნარჩენი გროვდება, რომელსაც ერთვის ბავშვის საფენები, ბოთლები, ქაღალდები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრონული ნარჩენები, ამ ყველაფრის სეპარაცია კი ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ ხდება.

"2019-2020 წლიდან შემოდის მეწარმის გაფართოებული პასუხისმგებლობა, რომელიც ელექტრონული ნარჩენის შეგროვებასა და უტილიზაციას გულისხმობს. ამის დებულება მზადდება და საუბარია იმაზეც, აღნიშნული ვალდებულება ვის დაეკისრება. მაგალითად, უცხოეთში პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მაღაზიები, თავად ბრენდები იღებენ," - განმარტა ნინო ჩხობაძემ.

ნინო ჩხობაძე განმარტავს, რომ წლების წინ საქართველოში ტექნიკა ახლანდელთან შედარებით იშვიათი იყო, ამიტომ ბევრი კერძო მეწარმე ტექნიკას იბარებდა და შლიდა, თუმცა რადგან ახლა ელექტრონიკის მოჭარბება იგრძნობა, არსებობს მათი ჩვეულებრივ ნაგავსაყრელებზე მოხვედრის საფრთხე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის.

"ტელევიზორებს უფრო შლიან, ელემენტის საკითხი კი კატასტროფის ტოლფასია, იმიტომ რომ ცალკე არ გროვდება და არავინ მუშაობს ამაზე. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ველოდებით დებულებას, რომელიც მუშავდება, რომ აკუმულატორების შეგროვების რაიმე პუნქტები მაინც გაჩნდეს", - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

გარემოსდამცველის თქმით, ელექტრონული ნარჩენები შლის პროცესში ბუნებას მძიმე მეტალებით აბინძურებს.

"შედეგად მჟავა, რომელიც ამ ტექნიკიდან გამოდის, იმდენად სერიოზულ პრობლემას ქმნის, რომ შეიძლება, მიწის ზედაპირი დააბინძუროს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში პროდუქტებსა და წყალში აისახება, პრობლემატური კი იმიტომაა, რომ იწვევს ალერგიულ დაავადებებს, იქმნება სასუნთქ დაავადებებთან დაკავშირებული თუ პროდუქტებზე ალერგია, იმიტომ რომ ეს მძიმე მეტალები პორდუქტებში გადადის და აკუმულირდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნეა.

მერე გვიკვირს, ტყვია საიდან გაჩნდა ადამიანის ორგანიზმში. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდეს დოკუმენტი და ნარჩენების მართვის კოდექსში ამოქმედდეს ის ჩანაწერი, რასაც მეწარმის პასუხისმგებლობის ნორმები ჰქვია," - განმარტა ნინო ჩხობაძემ.

პრობლემატურია სხვადასხვა ტექნიკის მონიტორებიც, რადგან მის შიგნით ბუნებისთვის სხვადასხვა მავნე ელემენტია.

"შეიძლება მასში ისეთი ტიპის მძიმე მეტალები იყოს, რაც დაბინძურებას იწვევს. ეს მოითხოვს სერიოზულ უტილიზაციას ანუ დაშლას, სეპარირებას და შემდგომ გადამუშავებას," - აღნიშნა სპეციალისტმა.

ეკონომიური ნათურები, რომლებსაც ჩვენი უმეტესობა აქტიურად იყენებს, ვერცხლისწყლის შემცველია, ამ ნივთიერების გარემოში მოხვედრაც დაბინძურებას იწვევს.

"ვერცხლისწყალი ტოქსიკური ნივთიერებაა. არსებობს დანადგარები, რომლის მეშვეობითაც ეკონომიური ნათურებიდან ვერცხლისწყლის გამოღება და შესაბამისად, მათი ხელმეორედ გამოყენება შეიძლება. ამ შემთხვევაში მისი ბუნებაში მოხვედრა უკვე სახიფათო აღარ არის. დღეს ჩვენთან ვერცხლისწყლის უტილიზაცია არც ნათურებიდან და არც თერმომეტრიდან არ ხდება. ვერცხლისწყალი, რომელიც ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა, ბუნებაში ხვდება", - განმარტა ნინო ჩხობაძემ.

გარდა ვერცხლისწყლისა, როგორც გარემოსდამცველი განმარტავს, გარემოში ხვდება სხვა მძიმე მეტალებიც: ტყვია, კადნიუმი, ცინკი, რკინა, რომელთა დიდი დოზით გავრცელებაც საფრთხის შემცველია და როგორც სიმსივნური, ისე სხვა დაავადებების პროვოცირებას იწვევს.

ნინო ჩხობაძის თქმით, თუ სახლში ძველი, არასასურველი ტექნიკა გვაქვს, უნდა ვეცადოთ, რომ იმ ხელოსნებსა და ტექნიკოსებს მივცეთ, რომლებიც მათ ჯერ კიდევ იყენებენ.

რამდენად საშიშია ძველი და გამოუყენებელი ტექნიკა სახლში?

როგორც ბიოფიზიკოსი ბესიკ ფარცვანია განმარტავს, თუ მოძველებული ტექნიკა სახლში ისევ გაქვთ, ამაში საშიში არაფერია, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ მის რეალიზაციას ჯართის სახით მოახდენთ ან უბრალოდ უსასყიდლოდ გააჩუქებთ, რადგან მათი ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა, სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში შევიდნენ, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისხება.

"რაც შეეხება ელემენტებს, წარმოიდგინეთ, რამდენი ელემენტი უნდა გადააგდო, რომ ამან გარემოზე სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს. ნაგავსაყრელზე გადაყრილი ელემენტები დროთა განმავლობაში იჟანგება და არსებული ნივთიერება შიგნიდან გამოჟონავს, რაც სხვა ნივთიერებებთან შედის რეაქციაში, თუმცა რა რეაქციები მიმდინარეობს და რამდენად მავნეა გარემოსთვის, ეს პირდაპირ შესწავლილი არ არის. ვერბალურ დონეზე შეგიძლია თქვა, რომ სახიფათოა, რადგან ნაგავსაყრელი თავისთავად მოიცავს ქიმიურ რეაქციებს," - აღნიშნა ბესიკ ფარცვანიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვერცხლისწყლის საკითხიც, რომელიც თერმომეტრებსა და თუ სხვა ნივთების შემცველობაშია და ხშირად ნაგავსაყრელებზეც ხვდება. ვერცხლისწყალი ხვდება ადამიანის თირკმელებში, ღვიძლში, სისხლში, ელენთაში, ტვინსა და ძვლებში.

ვერცხლისწყალი აზიანებს სასუნთქ სისტემასაც და იმდენად მომწვამვლელი ნივთიერებაა, რომ შეიძლება, სიკვდილიც კი გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ აღნიშნული ნივთიერების შემცველ ნივთებთან სიფრთხილეა საჭირო.

არამხოლლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული ნარჩენების უტილიზაციის საკითხი დღემდე პრობლემატურია. 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში Guardian-ი წერს, რომ 2018 წელს გლობალური მასშტაბით ელექტრონული ნარჩენები 50 მილიონი ტონას მიაღწევს, მათ შორის 3 მილიონი ტონა მცირე ზომის მოწყობილობებია და არამხოლოდ მობილური ტელეფონები, კალკულატორები და ლეპტოპები, არამედ ვიბრატორები და სხვადასხვა მცირე ზომის საახალწლო მოწყობილობა.

Guardian-ის განმარტებით, დიდ ბრიტანეთში მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნეს დაფინანსების სქემები, რომლის მიხედვითაც ტელეფონის ჩაბარების სანაცვლოდ, თანხას მიიღებთ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მონაცემებით, ელექტრონული ტექნიკის 42% ბრიტანეთში გადამუშავებას ექვემდებარება, 2020 წლისთვის კი 85%-ის გადამუშავებას ვარაუდობენ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს Eurostat-ის მონაცემებით, 2015 წელს ბულგარეთი შეგროვებული ელექტრონული ნარჩენების 96,5% ამუშავებდა, ელექტრონული ნარჩენების ერთ-ერთი აქტიური გადამამუშავებელია ხორვატიაც 58,3%-ით, ნორვეგია 50,4%-ს ამუშავებდა, ხოლო შვედეთი 51,6%-ს, შესაბამისად, აღნიშნულ ქვეყნებში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების რისკები შემცირებულია.

"ბაბუა წარმატებული მზარეული იყო... სულ ვფიქრობ, ცოცხალი რომ იყოს, როგორ შეაფასებდა ჩემს კერძებს" - გაიცანით "ოქროს წინსაფრის" მფლობელი ქეთო ბექაური

გასული საუკუნეების ლამაზმანები - ნახეთ სილამაზე პლასტიკური ქირურგიის გარეშე

ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, მისი დის შვილი იყო - ფიურერის "აკრძალული სიყვარულის" ამბავი