პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან მეგონა, ქართულის სწავლისას ყელი მეტკინებოდა..." - 25 წლის იაპონელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ქართულმა ანბანმა ჩამოიყვანა
"თავიდან მეგონა, ქართულის სწავლისას ყელი მეტკინებოდა..." - 25 წლის იაპონელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ქართულმა ანბანმა ჩამოიყვანა

ცოტა ხნის წინ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ბიჭი გა­ვი­ცა­ნი - რი­ო­სეი სუ­გი­ნა­კა კი­ო­ტო­დან. ია­პო­ნე­ლი სტუ­დენ­ტი ვარო - ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით მი­თხრა. გა­ვოც­დი, სა­ი­დან ასე­თი ქარ­თუ­ლი-მეთ­ქი? სა­უ­ბარ­ში შევ­ყე­ვით და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნით მო­ხიბ­ლუ­ლი 25 წლის ია­პო­ნე­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვიც ასე შე­იქ­მნა.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2 წლის წინ ჩა­მო­სუ­ლა. კი­ო­ტო­ში, ია­პო­ნი­ის მე­ო­რე დე­და­ქა­ლაქ­ში მშობ­ლე­ბი, უმ­ცრო­სი ძმა და ძაღ­ლი მყავ­სო. იქ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და და ეს­პა­ნუ­რი ენის გან­ხრით სწავ­ლობს, თუმ­ცა ახლა აკა­დე­მი­უ­რი წელი აქვს აღე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო და ქარ­თუ­ლი ენა ეს­წავ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი კი პირ­ვე­ლად ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა:

"ია­პო­ნი­ა­ში ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შემ­თხვე­ვით ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კის წიგ­ნი ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც ია­პო­ნე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რის მიერ იყო შედ­გე­ნი­ლი და ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა და მი­მი­ზი­და ქარ­თუ­ლი ენის დამ­წერ­ლო­ბამ, ჩემ­თვის ლა­მა­ზი და საყ­ვა­რე­ლი ასო­ე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა ლ; ხ; რ... ასო­ე­ბის მრგვა­ლი ფორ­მა მო­მე­წო­ნა, თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი იყო. ია­პო­ნე­ლებს სხვა­ნა­ი­რი დამ­წერ­ლო­ბა გვაქვს...

თუმ­ცა წიგ­ნი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქარ­თუ­ლი ენის, ან­ბა­ნის და გრა­მა­ტი­კის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, ჩემ­თვის საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი არ იყო. უფრო ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მი მინ­დო­და, რომ კარ­გად მეს­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა... მალე ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შან­სი მო­მე­ცა და აქ ენის შეს­წავ­ლა ჩე­მით და­ვი­წყე. რა თქმა უნდა, აქ უკვე წიგ­ნე­ბიც ვი­შო­ვე და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, სა­ლა­პა­რა­კო ენა ვის­წავ­ლე.

რი­ო­სეი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკლავს" ეს­ტუმ­რა

თა­ვი­დან ქარ­თვე­ლე­ბის სა­უ­ბა­რი რომ მეს­მო­და, ვე­რა­ფერს ვი­გებ­დი, ცოტა ში­შიც მქონ­და - დავძლევ­დი თუ არა ენას, რად­გა­ნაც რბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მო­სათ­ქმე­ლი ბგე­რე­ბის გარ­და, ხორ­ხის­მი­ე­რი და ყე­ლის­მი­ე­რი ბგე­რე­ბიც იყო. ამი­ტომ, მე­გო­ნა, მისი სწავ­ლი­სას ყელი მეტ­კი­ნე­ბო­და, მაგ­რამ ისე ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი, რომ ყელი არ მტკე­ნია. გრა­მა­ტი­კი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ფო­ნე­ტი­კის ნა­წი­ლი მო­მე­წო­ნა, დარ­გი, რო­მე­ლიც ასო-ბგე­რებს სწავ­ლობს. მოკ­ლედ, დიდი მო­ტი­ვა­ცია მქონ­და, მონ­დო­მე­ბა, რაც მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა" - გვე­უბ­ნე­ბა რი­ო­სეი.

წა­ი­კი­თხეთ: "სა­ქარ­თვე­ლო­ში, მგო­ნია, ზღა­პა­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე..." - გა­ი­ცა­ნით ია­პო­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი კაბა აც­ვია და აჭა­რულ ხა­ჭა­პუ­რებს აცხობს

25 წლის სტუ­დენ­ტი ია­პო­ნუ­რი ენის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ქარ­თვე­ლებს ია­პო­ნუ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში ენას ას­წავ­ლის.

"ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი 11 წლი­დან 30-წლამ­დე არი­ან. ია­პო­ნუ­რი ად­ვი­ლი ენა არ არის, სხვა­ნა­ი­რი დამ­წერ­ლო­ბის სის­ტე­მა გვაქვს და ქარ­თუ­ლის­გან შორს არის. სხვა­ნა­ი­რი გრა­მა­ტი­კაც გვაქვს, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, მის შე­სას­წავ­ლად მო­ტი­ვა­ცი­აა მთა­ვა­რი. ამი­ტომ მე და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ეს მო­ტი­ვა­ცია გვაქვს და სწო­რი მე­თო­დით ვსწავ­ლობთ - ასეთ დროს ად­ვილ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ია­პო­ნე­ლი სტუ­დენ­ტი.

ქარ­თუ­ლი ენით მო­ხიბ­ლულ 25 წლის ბიჭს აზრი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზეც ვკი­თხე, თუ რო­გო­რია მისი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო.

"სა­ქარ­თვე­ლო უნი­კა­ლუ­რია ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ასე­ვე უნი­კა­ლუ­რი ბევ­რი რამ არის. კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თუ­ლი მას­პინ­ძლო­ბის კულ­ტუ­რა მომ­წონს. სა­ინ­ტე­რე­სოა ის, თუ რო­გორ მას­პინ­ძლო­ბენ სტუმ­რებს. მარ­თლა ლა­მა­ზი კულ­ტუ­რაა. ქარ­თულ სუფ­რა­ზე ღვი­ნო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლის გე­მოც ძა­ლი­ან მომ­წონს, მაგ­რამ ბევ­რის და­ლე­ვა არ შე­მიძ­ლია. კერ­ძე­ბი­დან ხინ­კა­ლი შე­მიყ­ვარ­და, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია და ქარ­თვე­ლე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი შა­ურ­მაც მომ­წონს, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რია.

ქარ­თვე­ლე­ბი გახ­სნი­ლე­ბი ხართ, მე­გობ­რუ­ლე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა არა, თუმ­ცა ია­პო­ნე­ლებ­თან შე­და­რე­ბით მე­გობ­რუ­ლე­ბი. ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რად და ნე­გა­ტი­უ­რა­დაც ემო­ცი­უ­რე­ბი. ემო­ცი­უ­რე­ბი ჩვენც ვართ, მაგ­რამ ჩვენ სხვა­ნა­ი­რი ემო­ცია ვი­ცით. ქარ­თუ­ლი და ია­პო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ თქვენ ჩხუ­ბი გიყ­ვართ, აქ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ეს ბევ­რჯერ შევ­ნიშ­ნე და ცოტა არ მომ­წონს.

სა­ერ­თოდ, ბევ­რი რა­მაა ჩემ­თვის თქვენს ქვე­ყა­ნა­ში მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ კი­დევ რაც არ მომ­წონს, ეს მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბაა - ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად და­დი­ან. ასე არ შე­იძ­ლე­ბა. აქ მან­ქა­ნებს მძღო­ლე­ბი სა­ხი­ფა­თოდ ატა­რე­ბენ" - გვე­უბ­ნე­ბა რი­ო­სეი სუ­გი­ნა­კა და დას­ძენს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა ქარ­თულ ენა­ზე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნდა, ოღონდ მა­შინ, როცა კი­დევ უფრო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ქარ­თუ­ლად ლა­პა­რაკს.

ბიჭი, რო­მე­ლიც 2 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნი­ი­დან ჩა­მო­ვი­და, გვე­უბ­ნე­ბა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქ ადაპ­ტა­ცი­ის­თვის არ შექ­მნია. უბ­რა­ლოდ, თა­ვი­დან მხო­ლოდ ის უჭირ­და, რომ ქარ­თუ­ლი არ იცო­და და უმე­ტე­სად ინ­გლი­სურ ენა­ზე კონ­ტაქ­ტობ­და ადა­მი­ა­ნებ­თან. ამ­ბობს, რომ რუ­სუ­ლი ენა აქ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა - "რუ­სულ ენა­ზე აქ ვე­რა­ვის ვე­სა­უბ­რე, ეს ცოდ­ნა ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე და ცოტა და­მა­ვი­წყდა კი­დეც" - ამ­ბობს რი­ო­სეი.

ია­პო­ნე­ლი სტუ­დენ­ტი აპ­რილ­ში სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, რად­გან აკა­დე­მი­უ­რი წელი იწუ­რე­ბა. სწავ­ლას რომ და­ამ­თავ­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას კი­დევ აპი­რებს:

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ბევ­რმა ია­პო­ნელ­მა ჯერ კი­დევ არ იცის. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო გა­მორ­ჩე­უ­ლი კულ­ტუ­რის, ლა­მა­ზი და ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა. ქარ­თვე­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ის­ტო­რია მინ­და ბევ­რმა ია­პო­ნელ­მა გა­იც­ნოს და ამ ქვე­ყა­ნა­ზე ბევ­რი შე­ი­ტყონ. ასე­ვე მინ­და, რომ ქარ­თვე­ლებ­მაც იცოდ­ნენ ჩვე­ნი ენა და ამის­თვის ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი", - გვე­უბ­ნე­ბა რი­ო­სეი სუ­გი­ნა­კა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"თავიდან მეგონა, ქართულის სწავლისას ყელი მეტკინებოდა..." - 25 წლის იაპონელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ქართულმა ანბანმა ჩამოიყვანა

"თავიდან მეგონა, ქართულის სწავლისას ყელი მეტკინებოდა..." - 25 წლის იაპონელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ქართულმა ანბანმა ჩამოიყვანა

ცოტა ხნის წინ ერთი საინტერესო ბიჭი გავიცანი - რიოსეი სუგინაკა კიოტოდან. იაპონელი სტუდენტი ვარო - ეს ყველაფერი გამართული ქართულით მითხრა. გავოცდი, საიდან ასეთი ქართული-მეთქი? საუბარში შევყევით და ქართული ანბანით მოხიბლული 25 წლის იაპონელი ბიჭის ამბავიც ასე შეიქმნა.

ჩვენს ქვეყანაში 2 წლის წინ ჩამოსულა. კიოტოში, იაპონიის მეორე დედაქალაქში მშობლები, უმცროსი ძმა და ძაღლი მყავსო. იქ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე და და ესპანური ენის განხრით სწავლობს, თუმცა ახლა აკადემიური წელი აქვს აღებული მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და ქართული ენა ესწავლა.

საქართველო და ქართული ანბანი კი პირველად ასე აღმოაჩინა:

"იაპონიაში ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემთხვევით ქართული ენის გრამატიკის წიგნი ვიპოვე, რომელიც იაპონელი ენათმეცნიერის მიერ იყო შედგენილი და ძალიან დამაინტერესა. განსაკუთრებით მომეწონა და მიმიზიდა ქართული ენის დამწერლობამ, ჩემთვის ლამაზი და საყვარელი ასოები აღმოვაჩინე. განსაკუთრებით მომეწონა ლ; ხ; რ... ასოების მრგვალი ფორმა მომეწონა, თითოეული ძალიან საყვარელი იყო. იაპონელებს სხვანაირი დამწერლობა გვაქვს...

თუმცა წიგნი, რომლის საშუალებითაც ქართული ენის, ანბანის და გრამატიკის შესახებ შევიტყვე, ჩემთვის საკმარისი ინფორმაციის შემცველი არ იყო. უფრო ფუნდამენტური ნაშრომი მინდოდა, რომ კარგად მესწავლა ქართული ენა... მალე ყველაფერი ისე მოხდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შანსი მომეცა და აქ ენის შესწავლა ჩემით დავიწყე. რა თქმა უნდა, აქ უკვე წიგნებიც ვიშოვე და მეგობრებთან ურთიერთობით, სალაპარაკო ენა ვისწავლე.

რიოსეი "საქართველოს ვარსკლავს" ესტუმრა

თავიდან ქართველების საუბარი რომ მესმოდა, ვერაფერს ვიგებდი, ცოტა შიშიც მქონდა - დავძლევდი თუ არა ენას, რადგანაც რბილი და სასიამოვნოდ გამოსათქმელი ბგერების გარდა, ხორხისმიერი და ყელისმიერი ბგერებიც იყო. ამიტომ, მეგონა, მისი სწავლისას ყელი მეტკინებოდა, მაგრამ ისე ვისწავლე ყველაფერი, რომ ყელი არ მტკენია. გრამატიკიდან ყველაზე მეტად ფონეტიკის ნაწილი მომეწონა, დარგი, რომელიც ასო-ბგერებს სწავლობს. მოკლედ, დიდი მოტივაცია მქონდა, მონდომება, რაც მიზნის მიღწევაში ძალიან დამეხმარა" - გვეუბნება რიოსეი.

წაიკითხეთ: "საქართველოში, მგონია, ზღაპარი აღმოვაჩინე..." - გაიცანით იაპონელი გოგონა, რომელსაც ქართული კაბა აცვია და აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს

25 წლის სტუდენტი იაპონური ენის შესწავლით დაინტერესებულ ქართველებს იაპონური კულტურის ცენტრში ენას ასწავლის.

"ჩემი მოსწავლეები 11 წლიდან 30-წლამდე არიან. იაპონური ადვილი ენა არ არის, სხვანაირი დამწერლობის სისტემა გვაქვს და ქართულისგან შორს არის. სხვანაირი გრამატიკაც გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, მის შესასწავლად მოტივაციაა მთავარი. ამიტომ მე და ჩემს მოსწავლეებს ეს მოტივაცია გვაქვს და სწორი მეთოდით ვსწავლობთ - ასეთ დროს ადვილდება ყველაფერი" - უყვება AMBEBI.GE-ს იაპონელი სტუდენტი.

ქართული ენით მოხიბლულ 25 წლის ბიჭს აზრი ჩვენს ქვეყანაზეც ვკითხე, თუ როგორია მისი თვალით დანახული საქართველო.

"საქართველო უნიკალურია ქვეყანაა, სადაც ასევე უნიკალური ბევრი რამ არის. კონკრეტულად ქართული მასპინძლობის კულტურა მომწონს. საინტერესოა ის, თუ როგორ მასპინძლობენ სტუმრებს. მართლა ლამაზი კულტურაა. ქართულ სუფრაზე ღვინო მნიშვნელოვანია, რომლის გემოც ძალიან მომწონს, მაგრამ ბევრის დალევა არ შემიძლია. კერძებიდან ხინკალი შემიყვარდა, აჭარული ხაჭაპური ძალიან გემრიელია და ქართველების გაკეთებული შაურმაც მომწონს, რაღაც სხვანაირია.

ქართველები გახსნილები ხართ, მეგობრულები, მაგრამ ყველა არა, თუმცა იაპონელებთან შედარებით მეგობრულები. ასევე პოზიტიურად და ნეგატიურადაც ემოციურები. ემოციურები ჩვენც ვართ, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ემოცია ვიცით. ქართული და იაპონური ხასიათი ერთმანეთისგან განსხვავდება. უცნაურია, მაგრამ თქვენ ჩხუბი გიყვართ, აქ ცხოვრების მანძილზე ეს ბევრჯერ შევნიშნე და ცოტა არ მომწონს.

საერთოდ, ბევრი რამაა ჩემთვის თქვენს ქვეყანაში მისაღები, მაგრამ კიდევ რაც არ მომწონს, ეს მანქანების მოძრაობაა - ძალიან აგრესიულად დადიან. ასე არ შეიძლება. აქ მანქანებს მძღოლები სახიფათოდ ატარებენ" - გვეუბნება რიოსეი სუგინაკა და დასძენს, რომ საქართველოს ისტორიის შესწავლა ქართულ ენაზე საფუძვლიანად უნდა, ოღონდ მაშინ, როცა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქართულად ლაპარაკს.

ბიჭი, რომელიც 2 წლის წინ საქართველოში იაპონიიდან ჩამოვიდა, გვეუბნება, რომ სერიოზული პრობლემა აქ ადაპტაციისთვის არ შექმნია. უბრალოდ, თავიდან მხოლოდ ის უჭირდა, რომ ქართული არ იცოდა და უმეტესად ინგლისურ ენაზე კონტაქტობდა ადამიანებთან. ამბობს, რომ რუსული ენა აქ ვერ გამოიყენა - "რუსულ ენაზე აქ ვერავის ვესაუბრე, ეს ცოდნა ვერ გამოვიყენე და ცოტა დამავიწყდა კიდეც" - ამბობს რიოსეი.

იაპონელი სტუდენტი აპრილში სამშობლოში ბრუნდება, რადგან აკადემიური წელი იწურება. სწავლას რომ დაამთავრებს, საქართველოში ჩამოსვლას კიდევ აპირებს:

"სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ ბევრმა იაპონელმა ჯერ კიდევ არ იცის. არადა, საქართველო გამორჩეული კულტურის, ლამაზი და ისტორიული ქვეყანაა. ქართველები, ქართული კულტურა, ისტორია მინდა ბევრმა იაპონელმა გაიცნოს და ამ ქვეყანაზე ბევრი შეიტყონ. ასევე მინდა, რომ ქართველებმაც იცოდნენ ჩვენი ენა და ამისთვის ამ 2 წლის განმავლობაში აქ ყველაფერს ვაკეთებდი", - გვეუბნება რიოსეი სუგინაკა.

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო