მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ტრიუმფალური ვიზიტი..." - რას წერს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის ევროპულ შეხვედრებზე
"ეს იყო ტრიუმფალური ვიზიტი..." - რას წერს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის ევროპულ შეხვედრებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი მე­დია, რო­გორც წესი, თვალს ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს. ამ­ჯე­რად მათი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის საფ­რან­გეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი და ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან სა­უ­ბარ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პას ტრი­უმ­ფა­ლუ­რად ეწ­ვია" – წერს "Независимая газетa"–ს მი­მომ­ხილ­ვე­ლი იური რო­ქ­სი. ის ევ­რო­პა­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ან­გე­ლა მერ­კელ­თან და პრე­ზი­დენტ ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მე­ირ­თან შეხ­ვედ­რა­საც შე­ე­ხო, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ევ­რო­პა­სა და ნა­ტოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

"მსგავ­სი პროგ­რა­მა მას მშობ­ლი­ურ საფ­რან­გეთ­შიც ჰქონ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვილს შეჰ­პირ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა. საფ­რან­გე­თი ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ის და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და, გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო და პირ­ველ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია... მან საფ­რან­გე­თი 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ტო­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბით წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. წლე­ბი­სა და საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზის გან­ვლის შემ­დეგ, ის საფ­რან­გეთს პრე­ზი­დენ­ტის რან­გში და­უბ­რუნ­და და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი პა­რიზ­ში ვი­ზი­ტი, ტრი­უმ­ფა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა" – წერს რო­ქ­სი.

"Независимაя газетa"–ს ცნო­ბით, გა­მო­ცე­მა Monde-სთან სა­უ­ბარ­ში ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­აკშ­ვი­ლი­სა და მისი პო­ზი­ცი­ის გამ­ტა­რე­ბელ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს.

"მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის შეც­დო­მე­ბის გამო, ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით­ვე, საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს, მის ოპო­ნენ­ტებს რუ­სე­თი­დან პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჰყავ­დათ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი" – წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა.

მათი ცნო­ბით, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პელ და ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად აპი­რებს და ამი­ტო­მაც იგეგ­მე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ამე­რი­კა­ში ვი­ზი­ტი, რათა ტრამ­პი­სა და პუ­ტი­ნის შეხ­ვედ­რამ­დე, რე­გი­ონ­ში მათი პო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­როს.

"თა­ვის მხრივ, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გან სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი არი­ან. საფ­რან­გე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ზიტს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვანს უწო­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რად­გან გერ­მა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო-ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. ასე რომ, ეს ვი­ზი­ტი და მისი გერ­მა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის მცდე­ლო­ბა მისი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის ერ­თგვა­რი ტეს­ტი იქ­ნე­ბა" – წერს გა­მო­ცე­მა.

"საფ­რან­გე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ ფურ­ცელს შლი­ან – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის ვი­ზიტს" - წერს regnum.ru. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ორ ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პი­რებ­მა პო­ლი­ტი­კურ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ სფე­რო­ებს შო­რის კავ­ში­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

"საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა კი­დევ უფრო მეტი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა, რა­ზეც თა­ვის მხრივ, მაკ­რონ­მა მი­უ­გო, რომ საფ­რან­გე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას აღი­ა­რებს" – წერს გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ვი­ზიტს "საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბულს" უწო­დებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

"ეს იყო ტრიუმფალური ვიზიტი..." - რას წერს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის ევროპულ შეხვედრებზე

"ეს იყო ტრიუმფალური ვიზიტი..." - რას წერს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის ევროპულ შეხვედრებზე

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებს რუსული მედია, როგორც წესი, თვალს ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს. ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი და ემანუელ მაკრონთან საუბარში გაკეთებული აქცენტები აღმოჩნდა.

"სალომე ზურაბიშვილი ევროპას ტრიუმფალურად ეწვია" – წერს "Независимая газетa"–ს მიმომხილველი იური როქსი. ის ევროპაში ზურაბიშვილის ანგელა მერკელთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმეირთან შეხვედრასაც შეეხო, რომელიც ქვეყნის ევროპასა და ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებას გულისხმობდა.

"მსგავსი პროგრამა მას მშობლიურ საფრანგეთშიც ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ემანუელ მაკრონი ზურაბიშვილს შეჰპირდა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საფრანგეთი ეს არის ქვეყანა, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, განათლება მიიღო და პირველ წარმატებებს მიაღწია... მან საფრანგეთი 2000-იანი წლების დასაწყისში დატოვა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის თანხმობით წინაპრების სამშობლოში დაბრუნდა. წლებისა და საკმაოდ რთული გზის განვლის შემდეგ, ის საფრანგეთს პრეზიდენტის რანგში დაუბრუნდა და რასაკვირველია, მისი პარიზში ვიზიტი, ტრიუმფალურად გამოიყურება" – წერს როქსი.

"Независимაя газетa"–ს ცნობით, გამოცემა Monde-სთან საუბარში ზურაბიშვილმა სააკშვილისა და მისი პოზიციის გამტარებელ ოპოზიციურ ძალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების შანსი ჯერჯერობით არ აქვს.

"მისივე თქმით, სააკაშვილის შეცდომების გამო, ქვეყანამ დაკარგა წარმატებების მიღწევის შანსი. პრეზიდენტის განცხადებითვე, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მის ოპონენტებს რუსეთიდან პიარის სპეციალისტები ჰყავდათ ჩამოყვანილი" – წერს რუსული გამოცემა.

მათი ცნობით, რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას, საქართველო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აპირებს და ამიტომაც იგეგმება პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტი, რათა ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, რეგიონში მათი პოზიციის შესახებ ისაუბროს.

"თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, რადგან სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროები საიმედო მოკავშირეები არიან. საფრანგეთისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს უფრო მნიშვნელოვანს უწოდებენ სპეციალისტები, რადგან გერმანია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. ასე რომ, ეს ვიზიტი და მისი გერმანიასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და დიპლომატიისთვის ერთგვარი ტესტი იქნება" – წერს გამოცემა.

"საფრანგეთი და საქართველო ურთიერთობის ახალ ფურცელს შლიან – ასე ეხმაურება პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბაშვილის ვიზიტს" - წერს regnum.ru. გამოცემის ცნობით, ორ ქვეყნის პირველმა პირებმა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებს შორის კავშირების განახლების შესახებ ისაუბრეს.

"საფრანგეთში დაბადებულმა საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ უფრო მეტი ურთიერთობების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაზეც თავის მხრივ, მაკრონმა მიუგო, რომ საფრანგეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს" – წერს გამოცემა, რომელიც ვიზიტს "საკმაოდ წარმატებულს" უწოდებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები