პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ნავთობს ეძებენ - "ისე გადაბურღავენ აქაურობას, რუსიც აღარ მოისურვებს დასასვენებლად ჩამოსვლას..."
აფხაზეთში ნავთობს ეძებენ - "ისე გადაბურღავენ აქაურობას, რუსიც აღარ მოისურვებს დასასვენებლად ჩამოსვლას..."

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ახა­ლი დი­ლე­მის წი­ნა­შე დგას - ბოლო ხა­ნე­ბია ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, არის თუ არა რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნავ­თო­ბი. abkhaz-auto.ru დმიტ­რი სტა­ტი­ე­ნო­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ აფხა­ზეთ­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და პრო­ექ­ტიც შე­იქ­მნა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც აფხა­ზე­თის სა­ნა­პი­რო­ზე 22 ჭა­ბურ­ღი­ლი გა­თხა­რეს...

რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლო­ე­ბა ში­შით უყუ­რებს ინი­ცი­ა­ტი­ვას, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ნავ­თო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მის მო­პო­ვე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით ვერ შეძ­ლე­ბენ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით უნდა მოხ­დეს რაც პირ­და­პირ ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თი მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო სარ­გე­ბელს ნა­ხავს. "დაზ­ვერ­ვით" და სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლით სა­მუ­შა­ო­ებს "Роснефть"-თან ერ­თად, "Апсны-ойл" აწარ­მო­ებს, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ფორ­მა­ლუ­რი მხა­რეა, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა არც ერთ კომ­პა­ნი­ას არ სჭირ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა, სხვე­ბის­თვის ეს ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რად­გან ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი კი არა, უკონ­ტრო­ლო თევ­ზჭე­რამ არა­ერ­თი პრო­ტეს­ტი­სა და აქ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო.

აფხა­ზი უხუ­ცე­სე­ბის თქმით, საბ­ჭო­თა წლებ­ში არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, რომ ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოქუმ­ში, 2 900 მეტ­რის სიღ­რმე­ზე კარ­გი ხა­რის­ხის ნავ­თო­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ჭა­ბურ­ღი­ლის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც და­ი­წყო, თუმ­ცა პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა 90-იან წლებ­ში და­წყე­ბუ­ლი ომის გამო ვერ გაგ­რძელ­და.

2010 წელს აფხა­ზეთ­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა ისევ აქ­ტუ­ლუ­რი გახ­და, მაგ­რამ მა­შინ­დელ­მა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა სა­კი­თხი ეკო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბის გამო ჩა­აგ­დო და რუ­სუ­ლი და აფხა­ზუ­რი მხა­რე­ე­ბის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა რამ­დე­ნი­მე წლით შე­ჩერ­და.

მიმ­დი­ნა­რე წელს სა­კი­თხი რუ­სე­თის და კონ­კრე­ტუ­ლად მისი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მონ­დო­მე­ბით, ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში იმ­დე­ნად მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია, შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცას მარ­თლა სჯე­რო­დეს, რომ ეს პრო­ექ­ტი "ქვე­ყა­ნას სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს მო­უ­ტანს, რად­გან უკვე და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვთ", თუმ­ცა, ვი­ღა­ცე­ბი ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლე­ბო­ბას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ.

სა­კი­თხის სა­ბო­ლოო გან­ხილ­ვა­ზე სი­ტყვა ითხო­ვა აფხა­ზე­თის ე.წ. დე­პუ­ტატ­მა და "ექს პრე­ზი­დენ­ტმა" ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა. "რკი­ნის ალი­კას" თქმით, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მა ekhokavkaza.com ავ­რცე­ლებს, ის საბ­ჭო­თა წლე­ბი­დან მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო და შე­სა­ბა­მი­სად საკ­მა­ოდ ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს ნავ­თო­ბის სა­ბა­დოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ან­ქვა­ბის თქმით, შე­უძ­ლია გარ­კვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს მუ­შა­ო­ბას.

სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: ყო­ფი­ლი ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვა­ლე­რი ბგან­ბა, "პრე­ზი­დენ­ტის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ბეს­ლან ბარ­ცი­ცი, ე.წ. წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დმიტ­რი შამ­ბა, "ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი" ად­გურ არ­ძინ­ბა და ყო­ფი­ლი "მი­ნის­ტრი" და­ვიდ ირო­დი­ა­ნი. ასე­ვე, ეკო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის "დი­რექ­ტო­რი" რო­მან დბა­რი და სხვე­ბი. რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის გარ­და, არც ერთ მათ­განს, პრო­ექ­ტის მი­მართ პრო­ტეს­ტი არ გა­მო­უ­ხა­ტავს.

მო­სახ­ლე­ო­ბა ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბას და შემ­დეგ მის რე­ა­ლა­ზი­ცი­ას ეჭ­ვით უყუ­რებს.

"ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი ახ­ლავს თან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ხე­ლის გულ­ზე გვი­დევს არა­ერ­თი სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის ჩა­ვარ­დნის მა­გა­ლი­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ლა­მის ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი ზღვა, პლა­ჟი, მთა, ჰა­ე­რი და სხვა ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი გვაქვს, ეს სფე­რო მა­ინც ვერ გან­ვი­თარ­და, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ვერ მუ­შა­ო­ბენ" - წერს ირაკ­ლი სა­ლია.

"ყველ­გან კო­რუფ­ცი­აა: გზებ­ზე ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იხო­ცე­ბა და მა­ინც ქრთა­მით გას­ცე­მენ მარ­თვის მოწ­მო­ბას, საგ­ზაო წე­სებს არა­ვინ იცავს და "გაი" ფულს იღებს; ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს იჭე­რენ, ფულს არ­თმე­ვენ და შემ­დეგ ისევ ქუ­ჩა­ში უშ­ვე­ბენ - ამის მერე რო­გორ მჯე­რო­დეს, რომ ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად მოხ­დე­ბა და სი­რი­ას არ და­ვემ­სგავ­სე­ბით?! მგო­ნი, ისე გა­და­ბურ­ღა­ვენ აქა­უ­რო­ბას, ის რამ­დე­ნი­მე ათა­სი რუ­სიც აღარ მო­ი­სურ­ვებს აქ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მოს­ვლას" - წერს მერი სა­დი­ოღ­ლი.

"საქ­მე ის არის, რომ ჩვენ ერ­თი­ა­ნი აზრი არას­დროს გვაქვს - სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ყვე­ლა აპ­რო­ტეს­ტებ­და ამ პრო­ექტს, მაგ­რამ აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და მი­ლი­ცი­ის ათამ­დე თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ვი­და. ეს კარ­გად იცი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა და შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაც იყე­ნე­ბენ. დიახ, ასე­თი სა­ხის პრო­ექ­ტი სა­რის­კოა ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა, არა იმ­დე­ნად, რომ მისი ჩა­ვარ­დნის ან ჩა­რე­ვის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­დეს" - წერს ვა­ლენ­ტინ ვოლ­კო­გო­ნი­ვი.

"ასეთ სა­კი­თხებს წე­სით რე­ფე­რენ­დუ­მით უნდა წყვეტ­დნენ. ეს არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ავად­მყო­ფი ცუ­დად გახ­დო­მის შემ­თხვე­ვა­ში აქა­ურ ექიმ­თან არ მი­დის, რად­გან არ ენ­დო­ბა - სამ­კურ­ნა­ლოდ მე­გობ­რე­ბის რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს ან ქვეყ­ნი­დან მი­დის და ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ აქ ნავ­თობს მო­ი­პო­ვე­ბენ და ამით ეკო­ნო­მი­კას უშ­ვე­ლი­ან?" - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ავტორი:

აფხაზეთში ნავთობს ეძებენ - "ისე გადაბურღავენ აქაურობას, რუსიც აღარ მოისურვებს დასასვენებლად ჩამოსვლას..."

აფხაზეთში ნავთობს ეძებენ - "ისე გადაბურღავენ აქაურობას, რუსიც აღარ მოისურვებს დასასვენებლად ჩამოსვლას..."

აფხაზეთის მოსახლეობა ახალი დილემის წინაშე დგას - ბოლო ხანებია ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, არის თუ არა რეგიონის ტერიტორიაზე ნავთობი. abkhaz-auto.ru დმიტრი სტატიენოვის მიერ მომზადებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს, რომ აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე საუბარი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში მიმდინარეობდა და პროექტიც შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის სანაპიროზე 22 ჭაბურღილი გათხარეს...

რეგიონის მოსახლოება შიშით უყურებს ინიციატივას, რადგან დარწმუნებულია, რომ ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის მოპოვებას ადგილობრივი რესურსებით ვერ შეძლებენ, ეს აუცილებლად რუსეთის დახმარებით უნდა მოხდეს რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ აფხაზეთი მხოლოდ უმნიშვნელო სარგებელს ნახავს. "დაზვერვით" და სიტუაციის შესწავლით სამუშაოებს "Роснефть"-თან ერთად, "Апсны-ойл" აწარმოებს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს პრაქტიკულად ფორმალური მხარეა, რადგან აბსოლუტურად არაკონკურენტულ გარემოში რაიმე განსაკუთრებული მუშაობა არც ერთ კომპანიას არ სჭირდება.

ადგილობრივების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, სხვებისთვის ეს ეკოლოგიურ კატასტროფასთან ასოცირდება, რადგან ნავთობის მოპოვებაზე კონტროლი კი არა, უკონტროლო თევზჭერამ არაერთი პროტესტისა და აქციის მიუხედავად, წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო.

აფხაზი უხუცესების თქმით, საბჭოთა წლებში არსებობდა ინფორმაცია იმაზე, რომ ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში, 2 900 მეტრის სიღრმეზე კარგი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს. ჭაბურღილის სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა პროექტის გაგრძელება 90-იან წლებში დაწყებული ომის გამო ვერ გაგრძელდა.

2010 წელს აფხაზეთში ნავთობის მოპოვება ისევ აქტულური გახდა, მაგრამ მაშინდელმა ე.წ. პარლამენტმა საკითხი ეკოლოგიური რისკების გამო ჩააგდო და რუსული და აფხაზური მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება რამდენიმე წლით შეჩერდა.

მიმდინარე წელს საკითხი რუსეთის და კონკრეტულად მისი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსების მონდომებით, ისევ აქტუალური გახდა. აფხაზური მედიის ცნობით, რეგიონში იმდენად მძიმე სოციალური ფონია, შესაძლოა, ვიღაცას მართლა სჯეროდეს, რომ ეს პროექტი "ქვეყანას სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს, რადგან უკვე დასაკარგი არაფერი აქვთ", თუმცა, ვიღაცები ნავთობის მოპოვების შესაძლებობას ეჭვის თვალით უყურებენ და არც თუ უსაფუძვლოდ.

საკითხის საბოლოო განხილვაზე სიტყვა ითხოვა აფხაზეთის ე.წ. დეპუტატმა და "ექს პრეზიდენტმა" ალექსანდრე ანქვაბმა. "რკინის ალიკას" თქმით, რომელსაც გამოცემა ekhokavkaza.com ავრცელებს, ის საბჭოთა წლებიდან მაღალ თანამდებობაზე იყო და შესაბამისად საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ფლობს ნავთობის საბადოსთან დაკავშირებით. ანქვაბის თქმით, შეუძლია გარკვეული დახმარება გაუწიოს კომისიას, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას.

საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ: ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა, "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ბარციცი, ე.წ. წარმომადგენელი დმიტრი შამბა, "ეკონომიკის მინისტრი" ადგურ არძინბა და ყოფილი "მინისტრი" დავიდ იროდიანი. ასევე, ეკოლოგიის ინსტიტუტის "დირექტორი" რომან დბარი და სხვები. რამდენიმე დეპუტატის გარდა, არც ერთ მათგანს, პროექტის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს.

მოსახლეობა ნავთობის მოპოვებას და შემდეგ მის რეალაზიციას ეჭვით უყურებს.

"ეს არის პროექტი, რომელსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ახლავს თან, თუნდაც იმიტომ, რომ ხელის გულზე გვიდევს არაერთი საკურორტო სეზონის ჩავარდნის მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლამის ყველაზე უკეთესი ზღვა, პლაჟი, მთა, ჰაერი და სხვა ბუნებრივი პირობები გვაქვს, ეს სფერო მაინც ვერ განვითარდა, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ მუშაობენ" - წერს ირაკლი სალია.

"ყველგან კორუფციაა: გზებზე ამდენი ადამიანი იხოცება და მაინც ქრთამით გასცემენ მართვის მოწმობას, საგზაო წესებს არავინ იცავს და "გაი" ფულს იღებს; ნარკორეალიზატორებს იჭერენ, ფულს ართმევენ და შემდეგ ისევ ქუჩაში უშვებენ - ამის მერე როგორ მჯეროდეს, რომ ნავთობის მოპოვება სამართლიანად, მოწესრიგებულად მოხდება და სირიას არ დავემსგავსებით?! მგონი, ისე გადაბურღავენ აქაურობას, ის რამდენიმე ათასი რუსიც აღარ მოისურვებს აქ დასასვენებლად ჩამოსვლას" - წერს მერი სადიოღლი.

"საქმე ის არის, რომ ჩვენ ერთიანი აზრი არასდროს გვაქვს - სოციალურ სივრცეში ყველა აპროტესტებდა ამ პროექტს, მაგრამ აქციაზე რამდენიმე ადამიანი და მილიციის ათამდე თანამშრომელი მივიდა. ეს კარგად იციან დაინტერესებულმა მხარეებმა და შესანიშნავადაც იყენებენ. დიახ, ასეთი სახის პროექტი სარისკოა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, თუმცა, არა იმდენად, რომ მისი ჩავარდნის ან ჩარევისგან გამოწვეული პრობლემის შემთხვევაში მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდეს" - წერს ვალენტინ ვოლკოგონივი.

"ასეთ საკითხებს წესით რეფერენდუმით უნდა წყვეტდნენ. ეს არის ქვეყანა, სადაც ავადმყოფი ცუდად გახდომის შემთხვევაში აქაურ ექიმთან არ მიდის, რადგან არ ენდობა - სამკურნალოდ მეგობრების რჩევას ითვალისწინებს ან ქვეყნიდან მიდის და ვინმეს წარმოუდგენია, რომ აქ ნავთობს მოიპოვებენ და ამით ეკონომიკას უშველიან?" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

1-ლი მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან - მედია