მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან მიიღებენ 5 წლის ბავშვებს სკოლაში - მარიამ ჯაშის კომენტარი
როდიდან მიიღებენ 5 წლის ბავშვებს სკოლაში - მარიამ ჯაშის კომენტარი

5 წლის ასა­კის ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში მი­ღე­ბის სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნი­ლია. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მა­რი­ამ ჯაშ­მა გა­ნუ­ცხა­და, სკო­ლის და­წყე­ბის ასა­კის ცვლი­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვის პრო­ცეს­ში ორი ძი­რი­თა­დი ბა­რი­ე­რია.

„ეს არის ერთ-ერთი საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხი. ძა­ლი­ან ბევ­რი მშო­ბე­ლი მი­მარ­თავს აღ­ნიშ­ნუ­ლი თხოვ­ნით, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სკო­ლის და­წყე­ბის ასა­კის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პირ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ან თუნ­დაც იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ჯაშ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სკო­ლის ასა­კის ბა­რი­ე­რის მოხ­სნას არა­საკ­მა­რი­სი სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სკო­ლამ­დე მზა­ო­ბის შე­ფა­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტის არარ­სე­ბო­ბა უშ­ლის ხელს.

"პირ­ვე­ლი გახ­ლავთ არა­საკ­მა­რი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სკო­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ქა­ლა­ქებ­ში და პირ­ველ რიგ­ში თბი­ლის­ში. თუ მი­ვი­ღებთ აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ჩვენ უნდა ვი­ყოთ მზად 15-დან 20 ათა­სამ­დე და­მა­ტე­ბი­თი პირ­ველკ­ლა­სე­ლის მი­სა­ღე­ბად - რაც დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით არ არის რე­ა­ლის­ტუ­რი. მე­ო­რე - იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ხდე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი წე­სით არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ასაკ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა, არ­სე­ბობს სას­კო­ლო მზა­ო­ბის შე­ფა­სე­ბე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ინერ­გე­ბა სკო­ლის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, შტა­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო უწყე­ბე­ბის დო­ნე­ზე და მხო­ლოდ ამის შემ­დგომ ხდე­ბა ბავ­შვთა რე­გის­ტრა­ცია სკო­ლებ­ში. აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა მე არ მინ­და შე­იქ­მნას მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯაშ­მა.

ავტორი:

როდიდან მიიღებენ 5 წლის ბავშვებს სკოლაში - მარიამ ჯაშის კომენტარი

როდიდან მიიღებენ 5 წლის ბავშვებს სკოლაში - მარიამ ჯაშის კომენტარი

5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განუცხადა, სკოლის დაწყების ასაკის ცვლილების გადაწყვეტილების გადახედვის პროცესში ორი ძირითადი ბარიერია.

„ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ სენსიტიური საკითხი. ძალიან ბევრი მშობელი მიმართავს აღნიშნული თხოვნით, თუმცა გადაწყვეტილება სკოლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკის შემუშავების პროცესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა დამოკიდებულებაზე ან თუნდაც იმ დამოკიდებულებებზე, რომელიც არსებობს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული გამოცდილებიდან“, - განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, სკოლის ასაკის ბარიერის მოხსნას არასაკმარისი სასკოლო ინფრასტრუქტურა და სკოლამდე მზაობის შეფასების ინსტრუმენტის არარსებობა უშლის ხელს.

"პირველი გახლავთ არასაკმარისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სკოლებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და პირველ რიგში თბილისში. თუ მივიღებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად 15-დან 20 ათასამდე დამატებითი პირველკლასელის მისაღებად - რაც დღევანდელი მდგომარეობით არ არის რეალისტური. მეორე - იმ ქვეყნებში, სადაც ხდება გამონაკლისი წესით არასავალდებულო ასაკში მოსწავლეების მიღება, არსებობს სასკოლო მზაობის შეფასებების ინსტრუმენტები, რომელიც ინერგება სკოლის, მუნიციპალიტეტის, შტატის საგანმანათლებლო უწყებების დონეზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება ბავშვთა რეგისტრაცია სკოლებში. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა მე არ მინდა შეიქმნას მოლოდინები, რომ მიმდინარე წელს ჩვენ შეიძლება გვქონდეს ცვლილებების შესაძლებლობა", - განაცხადა ჯაშმა.

ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"

2020 წლიდან ავტომანქანები გაიაფდება? - ქართველ ავტოდილერებს სომხეთის ბაზარი ეხურებათ

"ეს არის ბომბი... არავინ იცის, როდის დაჩირქდება" - პლასტიკური ქირურგი მძიმე შედეგებზე, რასაც E ვიტამინით ტუჩების და მკერდის გადიდება იწვევს