მსოფლიო
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს
თინა ხიდაშელი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს

ბევრ თათ­ბირს ვეს­წრე­ბო­დი, ამი­ტომ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზუს­ტად იცო­და, ვინ ტვირ­თავ­და ფა­რულ ვი­დე­ო­ებს, სა­ი­დან და ვინ იდგა მის უკან, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუ­სის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

ხი­და­შელ­მა ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, როცა ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფა­რუ­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რი და მას სწო­რედ ხი­და­შე­ლის სა­ხე­ლი ეწე­რა.

"მა­შინ იყო კონ­კრე­ტუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით, ჩემი მოქ­მე­დე­ბე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით დას­ვლურ ფრონტზე და მათ უნ­დო­დათ რა­ი­მე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ იმის­თვის, რომ ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნათ. მე ფულს არ ვი­პა­რავ­დი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით არ ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, არც ვი­ლებს მჩუქ­ნი­და ვინ­მე, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­გო­ნეს ეს სპექ­ტაკ­ლი, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს დღე, ანა დო­ლი­ძე ამე­რი­კა­ში იყო მა­შინ და დი­ლის 7 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა, თო­რემ ვერც კი გა­ვი­გებ­დი ამის შე­სა­ხებ. და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ჩემი facebook-ის გვერ­დზე იყო ატ­ვირ­თუ­ლი რა­ღაც ვი­დეო, თა­ვი­დან მე და და­თომ რამ­დე­ნი­მე წუთს ვუ­ყუ­რეთ ამ ვი­დე­ოს, შემ­დეგ და­ვუ­რე­კე ვახო გო­მე­ლა­ურს და ვთხო­ვე ვი­დეო არ წა­ე­შა­ლათ, რათა ყვე­ლას ენა­ხა, რომ ეს იყო ორი ადა­მი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვი­დეო გაქ­რა ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცი­დან. ამან გა­ა­ჩი­ნა ჭო­რა­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. შემ­დეგ უკვე იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წა­ქე­ზე­ბით, აქ­ტი­უ­რად აჟი­ტი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ ამ კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი და ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს ჩემი ვი­დე­ოც არ­სე­ბობ­და ბუ­ნე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო და ბევრ თათ­ბირ­ზე უწევ­და დას­წრე­ბა, ამი­ტომ კარ­გად იცის, რომ მა­შინ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა იცოდ­ნენ, თუ ვინ იდგა ამ ყვე­ლაფ­რის უკან.

"ზუს­ტად ამ ფორ­მა­ტებ­ში სა­უბ­რე­ბის დრო­ი­დან ზუს­ტად ვიცი, რომ მათ იცი­ან სქე­მა, თუ სად იტ­ვირ­თე­ბო­და ეს ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მე­ლი ინ­ტერ­ნეტ­კა­ფე­ე­ბი­დან, ვინ ტვირ­თავ­და და ა.შ. მა­შინ ბევ­რი სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნდა, მათ ზუს­ტად იცოდ­ნენ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც და ისი­ნიც, ვინც ამ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის უკან იდ­გნენ", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

თინა ხიდაშელი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს

თინა ხიდაშელი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს

ბევრ თათბირს ვესწრებოდი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს, საიდან და ვინ იდგა მის უკან, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

ხიდაშელმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ინტერნეტში გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი და მას სწორედ ხიდაშელის სახელი ეწერა.

"მაშინ იყო კონკრეტული მოცემულობა, ხელისუფლება იყო ძალიან შეწუხებული ჩემი საქმიანობით, ჩემი მოქმედებებით, განსაკუთრებით დასვლურ ფრონტზე და მათ უნდოდათ რაიმე გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ. მე ფულს არ ვიპარავდი, ხელისუფლებაში ძალაუფლების გადამეტებით არ ვიყავი დაკავებული, არც ვილებს მჩუქნიდა ვინმე, შესაბამისად, მოიგონეს ეს სპექტაკლი, არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, ანა დოლიძე ამერიკაში იყო მაშინ და დილის 7 საათზე დამირეკა, თორემ ვერც კი გავიგებდი ამის შესახებ. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი facebook-ის გვერდზე იყო ატვირთული რაღაც ვიდეო, თავიდან მე და დათომ რამდენიმე წუთს ვუყურეთ ამ ვიდეოს, შემდეგ დავურეკე ვახო გომელაურს და ვთხოვე ვიდეო არ წაეშალათ, რათა ყველას ენახა, რომ ეს იყო ორი ადამიანის შესრულებით დადგმული სპექტაკლი, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე წუთში ვიდეო გაქრა ინტერნეტ-სივრციდან. ამან გააჩინა ჭორაობის საფუძველი. შემდეგ უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წაქეზებით, აქტიურად აჟიტირებული იყვნენ ამ კამპანიაში ჩართული და ამბობდნენ, თითქოს ჩემი ვიდეოც არსებობდა ბუნებაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მაშინ ხელისუფლებაში იყო და ბევრ თათბირზე უწევდა დასწრება, ამიტომ კარგად იცის, რომ მაშინ მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

"ზუსტად ამ ფორმატებში საუბრების დროიდან ზუსტად ვიცი, რომ მათ იციან სქემა, თუ სად იტვირთებოდა ეს ვიდეოები, რომელი ინტერნეტკაფეებიდან, ვინ ტვირთავდა და ა.შ. მაშინ ბევრი სხვადასხვა ფორმატის ვიდეო გამოქვეყნდა, მათ ზუსტად იცოდნენ შემსრულებლებიც და ისინიც, ვინც ამ შემსრულებლების უკან იდგნენ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი მარგველაშვილი - "ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას"

21 თებერვალს მიხეილ კალანდია სასამართლოს დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს - იგი მაღალი ხარისხის პროკურორი გახდება - ადვოკატი

შეხლა-შემოხლა პარლამენტის შესასვლელთან და აქტივისტების პერფორმანსი - რას გეგმავს ხვალ ოპოზიცია