მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეკ შეფერდი საქართველოში ლეგალურად ჩამოვიდა და მკვლელობასთან კავშირი არ აქვს - ადვოკატი
ჯეკ შეფერდი საქართველოში ლეგალურად ჩამოვიდა და მკვლელობასთან კავშირი არ აქვს - ადვოკატი

ჯეკ შე­ფერ­დის გან­ცხა­დე­ბით, როცა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და და ნავი ამოტ­რი­ალ­და, სა­ჭეს­თან ის არ მჯდა­რა და ამის მოწ­მეც ჰყავს. მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის ჯეკ შე­ფერ­დის ად­ვო­კატ­მა, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ჯეკ შე­ფერდს ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლოს ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნეს და ის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­ში. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით­ვე, შე­ფერ­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბო­და, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კი, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

„ეს ადა­მი­ა­ნი გუ­შინ მო­ვი­და ჩვენს იუ­რი­დი­ულ ბი­უ­რო­ში. გა­ნა­ცხა­და, რომ სურ­და ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა. მისი გან­მარ­ტე­ბით, მე­დია არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და მას მკვლელს, დამ­ნა­შა­ვეს უწო­დებს. ის აცხა­დებს, რომ ეს არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და სა­ჭეს­თან ის არ მჯდა­რა როცა ნავი ამოტ­რი­ალ­და და ამის მოწ­მეც ჰყავს. აცხა­დებს, რომ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს იმ ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­თან და დამ­ნა­შა­ვე არ არის.

ის სა­ქარ­თვე­ლოს აფა­რებ­და თავს, მარ­ტში ჩა­მო­ვი­და, ლე­გა­ლუ­რად, თურ­ქე­თის გავ­ლით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­რა­ობ­და ბი­ნას და მოგ­ზა­უ­რობ­და. მას კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჰქონ­და თა­ვის ად­ვო­კატ­თან, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ჰყავს და ელო­დე­ბო­და იქა­უ­რი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან მათ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის ვერ­დიქ­ტი გა­ა­სა­ჩივ­რეს. მას მი­აჩ­ნია, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო გა­ა­მარ­თლებს.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი ვერ­დიქ­ტით მას ბრა­ლი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­ში ედე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

ჯეკ შე­ფერ­დი 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იქ­ნე­ბა მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­სა­მარ­თლო კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხზე ხვალ იმ­სჯე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ჯეკ შე­ფერ­დი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­შია მსჯავ­რდე­ბუ­ლი. უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ფერ­დი სა­კუ­თარ კა­ტერს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო კა­ტე­რი გა­დაბ­რუნ­და, რა­საც მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა. 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.ს.შ. ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში 23 იან­ვარს ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ჯეკ შეფერდი საქართველოში ლეგალურად ჩამოვიდა და მკვლელობასთან კავშირი არ აქვს - ადვოკატი

ჯეკ შეფერდი საქართველოში ლეგალურად ჩამოვიდა და მკვლელობასთან კავშირი არ აქვს - ადვოკატი

ჯეკ შეფერდის განცხადებით, როცა უბედური შემთხვევა მოხდა და ნავი ამოტრიალდა, საჭესთან ის არ მჯდარა და ამის მოწმეც ჰყავს. მისივე თქმით, ადამიანის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის ჯეკ შეფერდის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ჯეკ შეფერდს ბრიტანეთის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და ის დამნაშავედ ცნეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში. ადვოკატის განმარტებითვე, შეფერდი ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი, ის საქართველოში იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი გუშინ მოვიდა ჩვენს იურიდიულ ბიუროში. განაცხადა, რომ სურდა ამ პროცესში ჩართვა და ჩვენების მიცემა. მისი განმარტებით, მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და მას მკვლელს, დამნაშავეს უწოდებს. ის აცხადებს, რომ ეს არის უბედური შემთხვევა და საჭესთან ის არ მჯდარა როცა ნავი ამოტრიალდა და ამის მოწმეც ჰყავს. აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადამიანის სიკვდილთან და დამნაშავე არ არის.

ის საქართველოს აფარებდა თავს, მარტში ჩამოვიდა, ლეგალურად, თურქეთის გავლით. საქართველოში ქირაობდა ბინას და მოგზაურობდა. მას კონსულტაციები ჰქონდა თავის ადვოკატთან, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ჰყავს და ელოდებოდა იქაური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მათ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გაასაჩივრეს. მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გაამართლებს.

ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტით მას ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედება", - განაცხადა კუბლაშვილმა.

ჯეკ შეფერდი 48 საათის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იქნება მოთავსებული, სასამართლო კი, სავარაუდოდ, მისი ექსტრადიციის საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს