პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია
რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას 2 800-ზე მეტი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ავ­სებს.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ - პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, მი­ნის­ტრებს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს, მე­რებ­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ეკა ბე­სე­ლია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მან ცოტა ხნის წინ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ტო­ვა, რის მი­ზე­ზა­დაც მან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბის სია და­ა­სა­ხე­ლა. ახლა კი იმა­ზეც მი­დის სა­უ­ბა­რი, რომ შე­საძ­ლოა გუნდში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ტო­ვოს და პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აგ­რძე­ლოს.

მის ქო­ნებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, 2018 წლის 29 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბე­სე­ლია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არ შეც­ვლი­ლა. კერ­ძოდ, დე­პუ­ტა­ტი კვლავ ფლობს 175 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს; 80 კვ. მეტ­რის ბი­ნა­სა და 150 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­ში. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე 16 500 და 10 000 ლარი; ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ხით კი 7 000 დო­ლა­რი ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკა ბე­სე­ლი­ას შე­მო­სავ­ლებს, 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სას 66 465 ლა­რის; ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას 22 000 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია

რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს.

კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია. შეგახსენებთ, რომ მან ცოტა ხნის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რის მიზეზადაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია დაასახელა. ახლა კი იმაზეც მიდის საუბარი, რომ შესაძლოა გუნდში არსებული უთანხმოების გამო უმრავლესობა დატოვოს და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძელოს.

მის ქონებრივ მდგომარეობას რაც შეეხება, 2018 წლის 29 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბესელია უძრავი ქონება არ შეცვლილა. კერძოდ, დეპუტატი კვლავ ფლობს 175 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს; 80 კვ. მეტრის ბინასა და 150 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 16 500 და 10 000 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 7 000 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას შემოსავლებს, 2017 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას 66 465 ლარის; ხოლო საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობისას 22 000 ლარის შემოსავალი მიიღო. წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები