სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები" - გორში ვირუსული ინფექციით 25 წლის გოგო გარდაიცვალა
"რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები" - გორში ვირუსული ინფექციით 25 წლის გოგო გარდაიცვალა

გორ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ქსელ „გორ­მე­დის“ ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კა­ში, დღეს დი­ლით 25 წლამ­დე ასა­კის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტი სტა­ცი­ო­ნარ­ში პა­რას­კევს მო­ა­თავ­სეს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით. მას თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბაც აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

„ეს გახ­ლდათ მძი­მე ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დე­ფი­ცი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი, იგი რამ­დენ­ჯერ­მე იყო ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის გამო, კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­თავ­სდა პა­რას­კევს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა“, - აცხა­დებს "გორ­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით ყა­ზა­იშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სტა­ცი­ო­ნარ­ში ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით შე­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა.

"ორი­ვე პა­ცი­ენტს საკ­მა­ოდ მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში იყო გუ­ლის მან­კი და დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, რის გა­მოც პა­ცი­ენ­ტის შე­მოს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ფიქ­სირ­და სიკ­ვდი­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად დად­გინ­და, რომ ეს იყო H1N1. დღე­ვან­დელ შემ­თხვე­ვა­ში კი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, პა­ცი­ენტს რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ოპე­რა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე­ზე“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ყა­ზა­იშ­ვილ­მა.

ავტორი:

"რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები" - გორში ვირუსული ინფექციით 25 წლის გოგო გარდაიცვალა

"რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები" - გორში ვირუსული ინფექციით 25 წლის გოგო გარდაიცვალა

გორში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ცენტრალურ კლინიკაში, დღეს დილით 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი სტაციონარში პარასკევს მოათავსეს ვირუსული ინფექციით. მას თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.

„ეს გახლდათ მძიმე ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტი, იგი რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები თავის ტვინის სიმსივნის გამო, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა პარასკევს, დაუყოვნებლივ დაიწყო ინტენსიური თერაპია, თუმცა, სამწუხაროდ დღეს დილით გარდაიცვალა“, - აცხადებს "გორმედის“ კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი.

მისივე თქმით, სტაციონარში ვირუსული ინფექციით შესული პაციენტის გარდაცვალების ეს მეორე შემთხვევაა.

"ორივე პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. პირველ შემთხვევაში იყო გულის მანკი და დაგვიანებული მომართვიანობა, რის გამოც პაციენტის შემოსვლიდან რამდენიმე საათში დაფიქსირდა სიკვდილი. ამ შემთხვევაში ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ეს იყო H1N1. დღევანდელ შემთხვევაში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პაციენტს რამდენჯერმე ჰქონდა ოპერაცია გაკეთებული თავის ტვინის სიმსივნეზე“, - განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო