პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ" - რას წერს შობის წინ მეუფე ზენონი "ფეისბუქზე"
"ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ" - რას წერს შობის წინ მეუფე ზენონი "ფეისბუქზე"

ქვის ტაძ­რე­ბი ვა­შე­ნეთ, სუ­ლის ტა­ძა­რი კი უკი­დუ­რე­სად ვძარ­ცვეთ, - ამის შე­სა­ხებ დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

მე­უ­ფე ზე­ნო­ნი მრევლს ქრის­ტეს შო­ბის დღე­სას­წა­ულს ულო­ცავს და ადა­მი­ა­ნურ სი­სუს­ტე­ებ­სა და იმ მან­კი­ერ თვი­სე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რაც მისი თქმით დღეს ქვე­ყა­ნა­შია.

„ქრის­ტე იშვა ბეთ­ლემ­ში. ღა­რი­ბე­ბო, ქრის­ტე იშვა სი­ღა­რი­ბე­ში! მდიდ­რე­ბო, ქრის­ტე იშვა სი­ღა­რი­ბის სიმ­დიდ­რე­ში! მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბო, ქრის­ტე იშვა თავ­მდაბ­ლო­ბის სი­დი­ა­დე­ში! ქვი­თა და ოქ­რო­ვერ­ცხლით, ხე­ლით ქმნი­ლი ტაძ­რის მა­შე­ნებ­ლე­ბო, ქრის­ტე იშვა პი­რუ­ტყვთა სად­გომ­ში! სრა-სა­სახ­ლე­თა მე­ხოტ­ბე­ნო, ქრის­ტე იშვა ფიც­რულ ბა­გა­ში! სა­სუ­ლი­ე­რო­ნო, ქრის­ტე იშვა მოკ­რძა­ლე­ბა­ში, სიყ­ვა­რუ­ლის მორ­ჩი­ლე­ბა­ში! ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, ქრის­ტე იშვა მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მსა­ჯუ­ლის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში! მაგ­რამ, იშვა ქრის­ტე ჩვენს გულ­ში?! თით­ქმის ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი ვდღე­სას­წა­უ­ლობთ შო­ბის ბრწყინ­ვა­ლე­ბას, მაგ­რამ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ღა­რიბ-ღა­ტაკ­თა და­უ­ცხრო­მე­ლი ქო­მა­გი, გან­საც­დელ­ში და მწუ­ხა­რე­ბა­ში მყოფ­თა თა­ნამ­წუ­ხა­რე, მგლო­ვი­ა­რე­თა თა­ნამ­გლო­ვი­ა­რე, უსახ­ლკა­რო­თა თა­ნა­უ­სახ­ლკა­რო, მში­ერ­თა, სა­მოს­ლის არმ­ქო­ნე­თა თა­ნამ­ში­ე­რი და შიშ­ვე­ლი. თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თილ­თა თა­ნა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თი­ლი, დამ­ცი­რე­ბულ­თა თა­ნა­დამ­ცი­რე­ბუ­ლი, გა­რი­ყულ­თა თა­ნა­გა­რი­ყუ­ლი, მი­ტო­ვე­ბულ­თა თა­ნა­მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ყო­ველ­წუ­თი­ე­რად და­დის ქრის­ტე ჩვენს შო­რის. ესა­ია წი­ნას­წრმე­ტყვე­ლის ბა­გემ აღ­მოთ­ქვა ქრის­ტეს შო­ბამ­დე მისი შობა და მის­მა ბა­გემ აღ­მოთ­ქვა ეს სი­ტყვე­ბიც: "ის­მი­ნე ცაო და ყუ­რა­დი­ღე ქვე­ყა­ნავ, რად­გან უფა­ლი ლა­პა­რა­კა­ობს: ტერ­ფი­დან თხე­მამ­დე საღი ად­გი­ლი აღარ შეგ­რჩათ; ყველ­გან ჭრი­ლო­ბა და წყლუ­ლი გაქვთ მა­ლა­მო­თი და­უ­ა­მე­ბე­ლი. თქვე­ნი ზე­ი­მე­ბი შე­ი­ძუ­ლა ჩემ­მა სულ­მა, ტვირ­თად და­მაწ­ვა, და­ვი­ღა­ლე მათი ზიდ­ვით. ხე­ლებს რომ აღა­პყრობთ, თვალს გა­რი­დებთ; ლოც­ვებ­საც რომ მიმ­რავ­ლებთ, არ ვის­მენ; ის­წავ­ლეთ სი­კე­თის კე­თე­ბა, ეძე­ბეთ სა­მარ­თა­ლი, გა­კი­ცხეთ მჩაგ­ვრე­ლი, სა­მარ­თა­ლი გა­უ­ჩი­ნეთ უმა­მო ბავ­შვს, ქვრივს გა­მო­ე­სარ­ჩლეთ. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ქრთა­მის მოყ­ვა­რუ­ლია და ძღვენს არის და­ხარ­ბე­ბუ­ლი. ის, რაც სა­წყალს ძარ­ცვით წა­არ­თვით, სახ­ლებ­ში ინა­ხავთ. რა­ტომ ჩაგ­რავთ ჩემს ხალ­ხს და ავიწ­რო­ებთ სა­წყლებს? ვაი მათ, ვინც ბო­როტს მარ­თლად აცხა­დებს და მარ­თალს სი­მარ­თლეს არ­თმევს!". ამ­პარ­ტავ­ნო­ბის ტყვე­ო­ბა­ში, თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და ურ­თი­ერთ ჩა­საფ­რე­ბა­ში, მე­ვახ­შე­ო­ბა-ან­გა­რე­ბის, გა­მორ­ჩე­ნი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა­სა და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ში, სხვი­სი უბე­დუ­რე­ბი­სა და შუ­რის მსა­ხუ­რე­ბა­ში არ იდი­დე­ბა ყო­ველ­თა დამ­ბა­დე­ბე­ლი მა­ცხო­ვა­რი. რამ­დე­ნი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე დარ­ჩა უსახ­ლკა­რო, რამ­დე­ნი იქცა ხიზ­ნად, რამ­დენს და­ენგრა ოჯა­ხი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას. რამ­დენ­მა მო­იკ­ლა თავი, სუ­ლი­ე­რი თუ ფი­ზი­კუ­რი გან­საც­დე­ლის სიმ­ძი­მით. რამ­დე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი და მო­ზარ­დი შევ­მა­ტეთ ქვე­ყა­ნას, რამ­დენს წა­ვარ­თვით ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი გა­ღა­ტაკ­და უსინ­დი­სო­თა გა­სამ­დიდ­რებ­ლად. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი და ეუ­ლად ქცე­უ­ლი ვერ შეძ­ლებს ვერც ქვეყ­ნის პრო­დუქ­ტი­ულ მო­ქა­ლა­ქო­ბას და ვერც ღმერ­თის დი­დე­ბას, რად­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი და ღო­ნე­მიხ­დი­ლი ადა­მი­ა­ნი სუ­ლი­ე­რად კვდე­ბა. ასე გა­და­ვაქ­ცი­ეთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ ცხე­დარ­თა სამ­ყო­ფე­ლად. რამ­დე­ნი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მუ­ლეც იქნა გამ­წა­რე­ბუ­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ათწლე­უ­ლო­ბის მან­ძილ­ზე ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში, იმ­დე­ნი ქვა და­ი­დო ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის. ეს ქვე­ბი იქცა ჯერ ლო­დე­ბად, ხოლო შემ­დეგ ცა­თამ­ბრჯენ წი­ნა­ღო­ბად, რო­გორც პი­რად, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ქვის ტაძ­რე­ბი ვა­შე­ნეთ, სუ­ლის ტა­ძა­რი კი უკი­დუ­რე­სად ვძარ­ცვეთ. თუ სუ­ლის ტა­ძა­რი ზი­ან­დე­ბა, მა­შინ რო­მე­ლი ტა­ძა­რი შენ­დე­ბა?! ქრის­ტეს შო­ბას გი­ლო­ცავთ ჩვილ­შო­ბი­ლის მსა­სო­ე­ბელ­ნო!“, - წერს მე­უ­ფე ზე­ნო­ნი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
1

მხოლობითში ილაპარაკეთ პატივცემულო,მხოლობითში...

ირმა
1

100 %

ავტორი:

"ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ" - რას წერს შობის წინ მეუფე ზენონი "ფეისბუქზე"

"ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ" - რას წერს შობის წინ მეუფე ზენონი "ფეისბუქზე"

ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მეუფე ზენონი მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს და ადამიანურ სისუსტეებსა და იმ მანკიერ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით დღეს ქვეყანაშია.

„ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში! მართლმადიდებლებო, ქრისტე იშვა თავმდაბლობის სიდიადეში! ქვითა და ოქროვერცხლით, ხელით ქმნილი ტაძრის მაშენებლებო, ქრისტე იშვა პირუტყვთა სადგომში! სრა-სასახლეთა მეხოტბენო, ქრისტე იშვა ფიცრულ ბაგაში! სასულიერონო, ქრისტე იშვა მოკრძალებაში, სიყვარულის მორჩილებაში! ხელისუფალნო, ქრისტე იშვა მიუკერძოებელი მსაჯულის სამართლიანობაში! მაგრამ, იშვა ქრისტე ჩვენს გულში?! თითქმის ყოველი ჩვენგანი ვდღესასწაულობთ შობის ბრწყინვალებას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ღარიბ-ღატაკთა დაუცხრომელი ქომაგი, განსაცდელში და მწუხარებაში მყოფთა თანამწუხარე, მგლოვიარეთა თანამგლოვიარე, უსახლკაროთა თანაუსახლკარო, მშიერთა, სამოსლის არმქონეთა თანამშიერი და შიშველი. თავისუფლება აღკვეთილთა თანათავისუფლება აღკვეთილი, დამცირებულთა თანადამცირებული, გარიყულთა თანაგარიყული, მიტოვებულთა თანამიტოვებული, ყოველწუთიერად დადის ქრისტე ჩვენს შორის. ესაია წინასწრმეტყველის ბაგემ აღმოთქვა ქრისტეს შობამდე მისი შობა და მისმა ბაგემ აღმოთქვა ეს სიტყვებიც: "ისმინე ცაო და ყურადიღე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკაობს: ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ; ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ მალამოთი დაუამებელი. თქვენი ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს, ქვრივს გამოესარჩლეთ. ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენს არის დახარბებული. ის, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ. რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს? ვაი მათ, ვინც ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!". ამპარტავნობის ტყვეობაში, თვითკმაყოფილებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში, ცილისწამებასა და ურთიერთ ჩასაფრებაში, მევახშეობა-ანგარების, გამორჩენისა და გამოყენების, უსიყვარულობასა და უპატივცემულობაში, სხვისი უბედურებისა და შურის მსახურებაში არ იდიდება ყოველთა დამბადებელი მაცხოვარი. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა უსახლკარო, რამდენი იქცა ხიზნად, რამდენს დაენგრა ოჯახი, რამდენი ადამიანი მივიდა სულიერი და ფიზიკური განადგურების პირას. რამდენმა მოიკლა თავი, სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელის სიმძიმით. რამდენი მზრუნველობას მოკლებული ბავშვი და მოზარდი შევმატეთ ქვეყანას, რამდენს წავართვით ცხოვრება. რამდენი გაღატაკდა უსინდისოთა გასამდიდრებლად. სასოწარკვეთილი და ეულად ქცეული ვერ შეძლებს ვერც ქვეყნის პროდუქტიულ მოქალაქობას და ვერც ღმერთის დიდებას, რადგან დასუსტებული და ღონემიხდილი ადამიანი სულიერად კვდება. ასე გადავაქციეთ ჩვენი სამშობლო სულიერ და ფიზიკურ ცხედართა სამყოფელად. რამდენი ჩვენი თანამემულეც იქნა გამწარებული და გაუბედურებული ათწლეულობის მანძილზე ჩვენს თანამედროვეობაში, იმდენი ქვა დაიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ცხოვრების წარუმატებლობისთვის. ეს ქვები იქცა ჯერ ლოდებად, ხოლო შემდეგ ცათამბრჯენ წინაღობად, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ. თუ სულის ტაძარი ზიანდება, მაშინ რომელი ტაძარი შენდება?! ქრისტეს შობას გილოცავთ ჩვილშობილის მსასოებელნო!“, - წერს მეუფე ზენონი.