პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში პიკასოს "დონ კიხოტის" ორიგინალი ინახება?
თბილისში პიკასოს "დონ კიხოტის" ორიგინალი ინახება?

თბი­ლის­ში შე­საძ­ლოა პაბ­ლო პი­კა­სოს ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "დონ კი­ხო­ტი" ინა­ხე­ბო­დეს. ნა­ხა­ტი 1955 წელს არის შექ­მნი­ლი და "დონ კი­ხო­ტის" გა­მო­ცე­მის 350 წლის­თავს მი­ე­ძღვნა. იგი მხატ­ვარ­ს ფრან­გუ­ლი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ჟურ­ნა­ლის­თვის (Les Lettres Francase) ცნო­ბილ­მა პრო­ზა­ი­კოს­მა და პო­ეტ­მა ლუი არა­გონ­მა შე­უკ­ვე­თა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი იყო. გა­ზე­თის ეს ნო­მე­რი სერ­ვან­ტე­სის შე­მოქ­მე­დე­ბას და­ეთ­მო, ბოლო გვერ­დზე კი პი­კა­სოს ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი და­ი­ბეჭ­და. გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მალე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ორი­გი­ნა­ლი კი და­ი­კარ­გა...

სწო­რედ ეს ნა­ხა­ტი, შე­საძ­ლოა თბი­ლის­ში ინა­ხე­ბო­დეს. ამის შე­სა­ხებ ეჭვი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე დალი ლე­ბა­ნი­ძეს წლე­ბის წინ გა­უჩ­ნდა. ამ სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს:

- 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ექ­სპერ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გში. სამი ადა­მი­ა­ნი ვმუ­შა­ობ­დით, ნა­მუ­შევ­რებს ვა­მოწ­მებ­დით, მათ რე­ა­ლო­ბას, ორი­გი­ნა­ლო­ბას და ასე შემ­დეგ... სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სპერ­ტი­ზის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლად დგას. არ გვაქვს ლა­ბო­რა­ტო­რია, ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზი, მაგ­რამ არ­სე­ბობს სტი­ლის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ვა­ლა­ლო შეც­დო­მე­ბი არ დაგ­ვიშ­ვია...

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა ნა­ხა­ტის გა­საც­ნო­ბად მი­მიწ­ვია... მას კე­დელ­ზე ჰქონ­და და­კი­დე­ბუ­ლი პი­კა­სოს "სან­ჩო პან­სა და დონ კი­ხო­ტი", პი­კა­სოს ხელ­მო­წე­რით, და­თა­რი­ღე­ბით და ასე შემ­დეგ... ეს არის სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი, გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი... ახ­ლო­ბელს ამ სუ­რა­თის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა აინ­ტე­რე­სებ­და, ვი­ნა­ი­დან მას დიდ ხნის წინ ის სა­ჩუქ­რად საფ­რან­გე­თი­დან ერგო. რო­დე­საც ნა­ხა­ტი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე, ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რა: მე მი­ნა­ხავს ძა­ლი­ან ბევ­რი ანა­ბეჭ­დი, მაგ­რამ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ იყო ისე­თი ლურ­ჯი, რო­გო­რიც მას­თან ვნა­ხე. ქა­ღალ­დიც არის ძა­ლი­ან ძვე­ლი და ისე­თი, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში რომ იყი­დე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში...

პი­კა­სოს ავ­ტო­პორ­ტრე­ტე­ბი 15, 25 და 89 წლის ასაკ­ში

არის ბრწყინ­ვა­ლედ შექ­მნი­ლი გრა­ვი­უ­რა, ლი­თოგ­რა­ფია... მო­გეხ­სე­ნე­ბათ ლი­თოგ­რა­ფია ქვა­ზე სა­ღე­ბა­ვით და ფუნ­ჯით იქ­მნე­ბა. შემ­დეგ ქვი­დან კეთ­დე­ბა ანა­ბეჭ­დე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ანა­ბეჭ­დი შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ქვის აღ­მო­ჩე­ნა, რო­მელ­ზეც შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. ის არის ღი­რე­ბუ­ლი, რად­გან ადას­ტუ­რებს რომ ორი­გი­ნა­ლია... მქონ­და ვერ­სია, ხომ არ იყო ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ორი­გი­ნა­ლი ლი­თოგ­რა­ფია... მო­თხოვ­ნა საფ­რან­გეთ­ში გავ­გზავ­ნეთ პი­კა­სოს ცენ­ტრში და რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, ლი­თოგ­რა­ფი­ის ორი­გი­ნა­ლი არ­სად არ არ­სე­ბობს. ამ­დე­ნად, ვერ­სი­ას, რომ ეს ნა­ხა­ტი შე­საძ­ლოა ორი­გი­ნა­ლი იყოს, არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა აქვს.

- ნამ­დვი­ლო­ბის ან ანა­ბეჭ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კი­დევ რა სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს?

- ნა­ხატ­ზე არის რამ­დე­ნი­მე წინწკა­ლი... ანა­ბეჭ­დი რომ კეთ­დე­ბა, ფუნ­ჯის მოს­მის დროს შე­იძ­ლე­ბა შე­ი­პა­როს მტვრის ნამ­ცე­ცი და დარ­ჩეს. ანა­ბეჭ­დის დროს ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია... ყვე­ლა­ნა­ი­რად თავი რომ და­ვი­ზღვი­ოთ და სუ­ლე­ლე­ბად არ წარ­მოვ­ჩნდეთ, მა­ინც ვფიქ­რობთ, რომ ეს არის ანა­ბეჭ­დი, რო­მე­ლიც ასე­თი ლურ­ჯი ფე­რით არ­სად არ შეგ­ვხვედ­რია. ძი­რი­თა­დად ყველ­გან არის შავ-თეთ­რი, თუმ­ცა რა ფერ­საც ვი­სურ­ვებთ, იმ ფერს დავ­ბეჭ­დავთ და ეს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. უბ­რა­ლოდ, ძი­რი­თა­დად შავ-თეთ­რი იბეჭ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნამ­დვი­ლო­ბის ვერ­სი­ას, ერთი რამ იყო ნა­ხატ­ზე სა­გუ­ლის­ხმო: ნა­ხა­ტი ძა­ლი­ან ჰგავს ფლო­მას­ტე­რით შეს­რუ­ლე­ბულს. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში - 1940-იან წლებ­ში ფლო­მას­ტე­რის გა­მოშ­ვე­ბა იწყე­ბა, პირ­ვე­ლი ფლო­მას­ტე­რე­ბი მა­შინ ჩნდე­ბა და პი­კა­სო ფლო­მას­ტერს ნა­ხატ­ში აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ­სი­ე­ბად რჩე­ბა. და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი არ არ­სე­ბობს - ანა­ბეჭ­დია თუ ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ეს თუ პი­კა­სოს ცენ­ტრმა არ და­გიმ­ტკი­ცა, აქ ვე­რა­ფერს და­ვამ­ტკი­ცებთ.

თუმ­ცა, ეს ნა­მუ­შე­ვა­რი არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი და თა­ვის არ­სე­ბო­ბით კი­თხვებს ბა­დებს! არ არ­სე­ბობს პი­კა­სოს ნა­მუ­შევ­რს დე­და­ნი, არ­სე­ბობს ანა­ბეჭ­დე­ბი. ნა­ხა­ტი არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით ანა­ბეჭ­დია ეს თუ მისი ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?! ჯერ­ჯე­რო­ბით შევ­თან­ხმდით რომ ეს არის ანა­ბეჭ­დი, ოღონდ საფ­რან­გეთ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ის, რომ საფ­რან­გეთ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, ამის თქმა გა­დაჭ­რით შე­იძ­ლე­ბა!

თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ შე­აგ­რო­ვოთ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის ტი­ლო­ე­ბის კო­ლექ­ცია, უკვე შეძ­ლებთ ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას! თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

გა­და­ხე­დეთ 30 დიდი მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბას, შე­არ­ჩი­ეთ თქვე­ნი სა­სურ­ვე­ლი 12 მხატ­ვა­რი, მათი ტი­ლო­ე­ბი და შექ­მე­ნით სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცია. მალე კი, "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხველს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად შე­ი­ძი­ნოს ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ნა­ხა­ტე­ბი და შექ­მნას შე­დევ­რე­ბის სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცია.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ვებ-გვერდს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

თბილისში პიკასოს "დონ კიხოტის" ორიგინალი ინახება?

თბილისში პიკასოს "დონ კიხოტის" ორიგინალი ინახება?

თბილისში შესაძლოა პაბლო პიკასოს ცნობილი ნამუშევარი "დონ კიხოტი" ინახებოდეს. ნახატი 1955 წელს არის შექმნილი და "დონ კიხოტის" გამოცემის 350 წლისთავს მიეძღვნა. იგი მხატვარს ფრანგული ყოველკვირეული სალიტერატურო ჟურნალისთვის (Les Lettres Francase) ცნობილმა პროზაიკოსმა და პოეტმა ლუი არაგონმა შეუკვეთა, რომელიც იმ დროისთვის აღნიშნული გაზეთის რედაქტორი იყო. გაზეთის ეს ნომერი სერვანტესის შემოქმედებას დაეთმო, ბოლო გვერდზე კი პიკასოს ცნობილი ნახატი დაიბეჭდა. გრაფიკული ნამუშევარი მალე ძალიან პოპულარული გახდა, ორიგინალი კი დაიკარგა...

სწორედ ეს ნახატი, შესაძლოა თბილისში ინახებოდეს. ამის შესახებ ეჭვი ხელოვნებათმცოდნე დალი ლებანიძეს წლების წინ გაუჩნდა. ამ საინტერესო შემთხვევის შესახებ, ხელოვნებათმცოდნე AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

- 15 წლის განმავლობაში კულტურის სამინისტროში ექსპერტის თანამდებობაზე ვმუშაობდი, ხელოვნების დარგში. სამი ადამიანი ვმუშაობდით, ნამუშევრებს ვამოწმებდით, მათ რეალობას, ორიგინალობას და ასე შემდეგ... საქართველოში ექსპერტიზის პრობლემა ძალიან რთულად დგას. არ გვაქვს ლაბორატორია, ქიმიური ანალიზი, მაგრამ არსებობს სტილისტიკური ანალიზი და ჯერჯერობით სავალალო შეცდომები არ დაგვიშვია...

რამდენიმე წლის წინ ჩემმა ახლობელმა ნახატის გასაცნობად მიმიწვია... მას კედელზე ჰქონდა დაკიდებული პიკასოს "სანჩო პანსა და დონ კიხოტი", პიკასოს ხელმოწერით, დათარიღებით და ასე შემდეგ... ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, გრაფიკული ნამუშევარი... ახლობელს ამ სურათის ავკარგიანობა აინტერესებდა, ვინაიდან მას დიდ ხნის წინ ის საჩუქრად საფრანგეთიდან ერგო. როდესაც ნახატი დავათვალიერე, ძალიან დამაფიქრა: მე მინახავს ძალიან ბევრი ანაბეჭდი, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო ისეთი ლურჯი, როგორიც მასთან ვნახე. ქაღალდიც არის ძალიან ძველი და ისეთი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში რომ იყიდებოდა საფრანგეთში...

პიკასოს ავტოპორტრეტები 15, 25 და 89 წლის ასაკში

არის ბრწყინვალედ შექმნილი გრავიურა, ლითოგრაფია... მოგეხსენებათ ლითოგრაფია ქვაზე საღებავით და ფუნჯით იქმნება. შემდეგ ქვიდან კეთდება ანაბეჭდები და ძალიან ბევრი ანაბეჭდი შეიძლება გაკეთდეს. ამდენად მნიშვნელოვანია იმ ქვის აღმოჩენა, რომელზეც შესრულებულია. ის არის ღირებული, რადგან ადასტურებს რომ ორიგინალია... მქონდა ვერსია, ხომ არ იყო ხელით შესრულებული, ორიგინალი ლითოგრაფია... მოთხოვნა საფრანგეთში გავგზავნეთ პიკასოს ცენტრში და როგორც აგვიხსნეს, ლითოგრაფიის ორიგინალი არსად არ არსებობს. ამდენად, ვერსიას, რომ ეს ნახატი შესაძლოა ორიგინალი იყოს, არსებობის უფლება აქვს.

- ნამდვილობის ან ანაბეჭდის დამადასტურებელი კიდევ რა საფუძვლები არსებობს?

- ნახატზე არის რამდენიმე წინწკალი... ანაბეჭდი რომ კეთდება, ფუნჯის მოსმის დროს შეიძლება შეიპაროს მტვრის ნამცეცი და დარჩეს. ანაბეჭდის დროს ეს დამახასიათებელია... ყველანაირად თავი რომ დავიზღვიოთ და სულელებად არ წარმოვჩნდეთ, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არის ანაბეჭდი, რომელიც ასეთი ლურჯი ფერით არსად არ შეგვხვედრია. ძირითადად ყველგან არის შავ-თეთრი, თუმცა რა ფერსაც ვისურვებთ, იმ ფერს დავბეჭდავთ და ეს არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ, ძირითადად შავ-თეთრი იბეჭდება.

რაც შეეხება ნამდვილობის ვერსიას, ერთი რამ იყო ნახატზე საგულისხმო: ნახატი ძალიან ჰგავს ფლომასტერით შესრულებულს. სწორედ იმ პერიოდში - 1940-იან წლებში ფლომასტერის გამოშვება იწყება, პირველი ფლომასტერები მაშინ ჩნდება და პიკასო ფლომასტერს ნახატში აქტიურად იყენებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერსიებად რჩება. დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს - ანაბეჭდია თუ ხელით შესრულებული. ეს თუ პიკასოს ცენტრმა არ დაგიმტკიცა, აქ ვერაფერს დავამტკიცებთ.

თუმცა, ეს ნამუშევარი არის შესანიშნავი და თავის არსებობით კითხვებს ბადებს! არ არსებობს პიკასოს ნამუშევრს დედანი, არსებობს ანაბეჭდები. ნახატი არის საქართველოში და ჩვენ დავინტერესდით ანაბეჭდია ეს თუ მისი ხელით შესრულებული?! ჯერჯერობით შევთანხმდით რომ ეს არის ანაბეჭდი, ოღონდ საფრანგეთში შესრულებული. ის, რომ საფრანგეთში შესრულებულია, ამის თქმა გადაჭრით შეიძლება!

თუ გიოცნებიათ შეაგროვოთ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების ტილოების კოლექცია, უკვე შეძლებთ ოცნების ახდენას! თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, შეარჩიეთ თქვენი სასურველი 12 მხატვარი, მათი ტილოები და შექმენით საკუთარი კოლექცია. მალე კი, "კვირის პალიტრის" მკითხველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ ფასად შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი ნახატები და შექმნას შედევრების საკუთარი კოლექცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ