სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალებისგან გათავისუფლებულ „გაშავებულ" ადამიანებს 5 წელი სესხს არ მისცემენ - "რეზონანსი"
ვალებისგან გათავისუფლებულ „გაშავებულ" ადამიანებს 5 წელი სესხს არ მისცემენ - "რეზონანსი"

ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბი­დან სულ მალე მსეს­ხებ­ლე­ბი შე­საძ­ლოა, ახა­ლი სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და­იტ­ვირ­თონ. არა­ნა­ი­რი გა­რან­ტი არ არ­სე­ბობს, რომ ისი­ნი კრე­დი­ტის აღე­ბას კვლავ არ შე­ეც­დე­ბი­ან. რო­გორც გა­ზე­თი „რე­ზო­ნან­სი" წერს, მარ­თა­ლია, „კრე­დი­ტინ­ფოს" ბაზა მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნა­ხავს და ბან­კე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს სესხს არ მის­ცემს, მაგ­რამ ისი­ნი მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და კერ­ძო მე­ვახ­შე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე ისი­ნი თან­ხის მი­ღე­ბას სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის გვერ­დის ავ­ლით, სა­ნაც­ნო­ბო წრე­ებ­ში შე­ეც­დე­ბი­ან და კი­დევ უფრო და­იტ­ვირ­თე­ბი­ან „პი­რა­დი ვა­ლე­ბით", რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნას. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბა ხდე­ბა უთა­ნას­წო­რო მე­თო­დით, რამ­დე­ნა­დაც ყვე­ლას არ შე­ე­ხო და ჩა­მო­ე­წე­რა მა­თაც, რომ­ლებ­საც საკ­მა­ოდ დიდი მო­ცუ­ლო­ბის სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ.

რო­გორც ბან­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ალექ­სან­დრე ძნე­ლა­ძე ამ­ბობს, ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა შე­საძ­ლოა, დიდი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხებ­საც შე­ხე­ბო­და, თუმ­ცა სა­უ­ბა­რია ხან­დაზ­მულ სეს­ხებ­ზე. ამის შე­სა­ხებ მან „ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, ხან­დაზ­მუ­ლი და დიდი მო­ცუ­ლო­ბის სეს­ხე­ბიც ფონდმა „ქარ­თუმ" შე­ის­ყი­და თუ კო­მერ­ცი­ულ­მა ბან­კებ­მა" „აპა­ტი­ეს" მსეს­ხებ­ლებს. იხი­ლეთ ვრცლად

ავტორი:

ვალებისგან გათავისუფლებულ „გაშავებულ" ადამიანებს 5 წელი სესხს არ მისცემენ - "რეზონანსი"

ვალებისგან გათავისუფლებულ „გაშავებულ" ადამიანებს 5 წელი სესხს არ მისცემენ - "რეზონანსი"

ვალების განულებიდან სულ მალე მსესხებლები შესაძლოა, ახალი სასესხო ვალდებულებებით დაიტვირთონ. არანაირი გარანტი არ არსებობს, რომ ისინი კრედიტის აღებას კვლავ არ შეეცდებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მართალია, „კრედიტინფოს" ბაზა მათ შესახებ ინფორმაციას მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეინახავს და ბანკები ამ ადამიანებს სესხს არ მისცემს, მაგრამ ისინი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მომსახურებით ისარგებლებენ.

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ პირველ ეტაპზე ისინი თანხის მიღებას საფინანსო სექტორის გვერდის ავლით, სანაცნობო წრეებში შეეცდებიან და კიდევ უფრო დაიტვირთებიან „პირადი ვალებით", რამაც შეიძლება, კრიმინოგენული სიტუაცია შექმნას. ისინი ფიქრობენ, რომ ვალების განულება ხდება უთანასწორო მეთოდით, რამდენადაც ყველას არ შეეხო და ჩამოეწერა მათაც, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის სასესხო ვალდებულებები ჰქონდათ.

როგორც ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ვალების ჩამოწერა შესაძლოა, დიდი მოცულობის სესხებსაც შეხებოდა, თუმცა საუბარია ხანდაზმულ სესხებზე. ამის შესახებ მან „ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ხანდაზმული და დიდი მოცულობის სესხებიც ფონდმა „ქართუმ" შეისყიდა თუ კომერციულმა ბანკებმა" „აპატიეს" მსესხებლებს. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ