პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი - თუ ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს
სალომე ზურაბიშვილი - თუ ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს

თუკი ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე აღი­ა­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, მო­ვიწ­ვევ გრი­გოლ ვა­შა­ძეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მან გრი­გოლ ვა­შა­ძის მოწ­ვე­ვა­ზე უნდა იფიქ­როს.

კი­თხვა­ზე: იქ­ნე­ბა თუ არა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მიწ­ვე­უ­ლი, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "რა­ტო­მაც არა! მაგ­რამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე პარ­ტი­ე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან მიწ­ვე­უ­ლი, ყვე­ლა იქ­ნე­ბა ცალ-ცალ­კე. გარ­და იმი­სა, რაც არის პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, თუ სხვა პი­რე­ბი, ეს არის ჩემს გა­რე­შე. მე ვად­გენ ჩემი პი­რა­დი სტუმ­რე­ბის სიას",- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გრი­გოლ ვა­შა­ძის მიწ­ვე­ვას ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "უნდა ვი­ფიქ­რო ამ თე­მა­ზე. ხვალ გე­ტყვით". "თუკი ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე აღი­ა­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, იქ­ნე­ბა და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი",- გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ მის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან მო­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "მე დავ­პა­ტი­ჟე ჩემი კო­ლე­გე­ბი იმ დრო­ი­დან, ჩემი პირ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა, მაგ­რამ ჯერ მათი პა­სუ­ხი არ ვიცი. საკ­მა­ოდ მოკ­ლე ვა­დე­ბია და ახ­ლოს იქა­ურ შო­ბას­თან",- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

VIDEO: და­პა­ტი­ჟებს თუ არა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ოპო­ზი­ცი­ას

00:00 / 00:00
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი - თუ ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს

სალომე ზურაბიშვილი - თუ ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს

თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან გრიგოლ ვაშაძის მოწვევაზე უნდა იფიქროს.

კითხვაზე: იქნება თუ არა "პატრიოტთა ალიანსი" ინაუგურაციაზე მიწვეული, ზურაბიშვილმა უპასუხა: "რატომაც არა! მაგრამ ინაუგურაციაზე პარტიები არ იქნებიან მიწვეული, ყველა იქნება ცალ-ცალკე. გარდა იმისა, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, პარლამენტის თანამდებობის პირები, თუ სხვა პირები, ეს არის ჩემს გარეშე. მე ვადგენ ჩემი პირადი სტუმრების სიას",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიწვევას ინაუგურაციაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, "უნდა ვიფიქრო ამ თემაზე. ხვალ გეტყვით". "თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ინაუგურაციაზე ასევე იქნებიან მოპატიჟებული საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. "მე დავპატიჟე ჩემი კოლეგები იმ დროიდან, ჩემი პირველი ცხოვრებიდან, რამდენიმე კოლეგა, მაგრამ ჯერ მათი პასუხი არ ვიცი. საკმაოდ მოკლე ვადებია და ახლოს იქაურ შობასთან",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

VIDEO: დაპატიჟებს თუ არა ზურაბიშვილი საკუთარ ინაუგურაციაზე ოპოზიციას

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები