საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი" - როგორ ულოცავს მარგველაშვილი ზურაბიშვილს
"ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი" - როგორ ულოცავს მარგველაშვილი ზურაბიშვილს

ჩვენ მზად ვართ და­ვი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით საქ­მის გა­და­ბა­რე­ბის სა­კი­თხზე, ასე­ვე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მო­წყო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და დახ­მა­რე­ბა­ზე,- ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

„ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას და აგ­რეთ­ვე მინ­და ვთქვა, რომ რო­გორც კი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლებს პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირს, ჩვენ მზად ვართ და­ვი­წყოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით საქ­მის გა­და­ბა­რე­ბის სა­კი­თხზე, ასე­ვე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მო­წყო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და დახ­მა­რე­ბა­ზე. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო და გა­აძ­ლი­ე­როს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ შეშ­ფო­თე­ბუ­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხა­რის­ხის მკვეთ­რი ვარ­დნის გამო.

„გუ­შინ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მინ­და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოვ­ხა­ტო მე­ო­რე ტურ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხა­რის­ხის მკვეთ­რი ვარ­დნის თა­ო­ბა­ზე და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვთქვა, რომ სა­ქარ­ვე­ლო­ში ასე­თი არ­ჩევ­ნე­ბი მეტი აღარ უნდა ჩა­ტარ­დეს ამ სტან­დარ­ტით“, - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, მად­ლო­ბას გიხ­დით არ­ჩევ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის. თქვენ­მა ასეთ­მა მა­ღალ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ თქვენ­თვის პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა პრინ­ცი­პუ­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლის მოხ­დის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებს, რომ­ლებ­მაც კომ­პე­ტენ­ტუ­რად და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. ასე­ვე მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მე­დი­ას, რო­მე­ლიც ამ არ­ჩევ­ნებს ინ­ტენ­სი­უ­რად და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად აშუ­ქებ­და“, - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თა. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ, ხმე­ბის 100%-ის (3 705 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი) დათ­ვლის შე­დე­გად, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ხმა ამომ­რჩე­ველ­თა 59.52 %-მა მის­ცა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­დატ გრი­გოლ ვა­შა­ძეს კი 40.48 %-მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი" - როგორ ულოცავს მარგველაშვილი ზურაბიშვილს

"ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი" - როგორ ულოცავს მარგველაშვილი ზურაბიშვილს

ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე,- ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს მოქალაქეებო, მადლობას გიხდით არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტიურობამ ნათლად აჩვენა, რომ თქვენთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მადლობა მინდა გადავუხადო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებმაც კომპეტენტურად და მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს თავიანთი საქმიანობა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მედიას, რომელიც ამ არჩევნებს ინტენსიურად და კვალიფიციურად აშუქებდა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გუშინ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.48 %-მა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები