მსოფლიო
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები იემენში
85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები იემენში

შიმ­ში­ლი­სა და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან იე­მენ­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 85 ათა­სამ­დე ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია Save the Children იუ­წყე­ბა.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად წამ­ყვან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ 2015 წლის აპ­რილ­სა და 2018 წლის ოქ­ტომ­ბერს შო­რის პე­რი­ოდ­ში შიმ­ში­ლით 84,701 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა.

იე­მენ­ში კონ­ფლიქ­ტი 2015 წელს გამ­წვავ­და, რო­დე­საც ჰუ­სი­ტუ­რი ამ­ბო­ხე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ავი­ა­დარ­ტყმე­ბი და­ი­წყო კო­ა­ლი­ცი­ამ სა­უ­დის არა­ბე­თის მე­თა­უ­რო­ბით. პრე­ზი­დენ­ტი აბდ­რა­ბუჰ მან­სურ ჰადი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი­ყო.

იე­მე­ნის სტრა­ტე­გი­ულ სა­პორ­ტო ქა­ლაქ ჰო­დე­ი­დაჰ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნახ­ლდა, სწო­რედ პორ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებ­დნენ გა­ე­რო და სხვა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ე­ბი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, კო­ა­ლი­ცი­ას ქა­ლა­ქი ბლო­კი­რე­ბუ­ლი აქვს.

ომს, რო­მე­ლიც თით­ქმის 4 წე­ლია გრძელ­დე­ბა, 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, 14 მლნ ადა­მი­ანს შიმ­ში­ლის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზი­სად ფას­დე­ბა.

BBC წერს, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა რთუ­ლია. იე­მენ­ში მო­მუ­შა­ვე მი­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ექი­მებს მი­მარ­თონ, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი გარ­დაც­ვლი­ლის აღ­რი­ცხვა ვერ ხერ­ხდე­ბა.

იე­მენ­ში ვა­ლუ­ტა უფა­სურ­დე­ბა, საკ­ვებ­ზე ფასი კი იზ­რდე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო ომის გამო უამ­რავ ოჯახს შიმ­ში­ლი უწევს.

Save the Children აცხა­დებს, რომ ბლო­კა­დის გამო კი­დევ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იშიმ­ში­ლებს. პორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­საც ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბის 90 % შე­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები იემენში

85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები იემენში

შიმშილისა და სხვადასხვა დაავადებისგან იემენში ბოლო სამი წლის განმავლობაში 85 ათასამდე ბავშვი დაიღუპა, CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაცია Save the Children იუწყება.

გაეროს მონაცემების ანალიზის შედეგად წამყვანმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 2015 წლის აპრილსა და 2018 წლის ოქტომბერს შორის პერიოდში შიმშილით 84,701 ბავშვი გარდაიცვალა.

იემენში კონფლიქტი 2015 წელს გამწვავდა, როდესაც ჰუსიტური ამბოხებული მოძრაობების წინააღმდეგ ავიადარტყმები დაიწყო კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით. პრეზიდენტი აბდრაბუჰ მანსურ ჰადი იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.

იემენის სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ჰოდეიდაჰში საომარი მოქმედებები განახლდა, სწორედ პორტის საშუალებით ახერხებდნენ გაერო და სხვა ჰუმანიტარული მისიები დახმარების მიწოდებას მოსახლეობისთვის, კოალიციას ქალაქი ბლოკირებული აქვს.

ომს, რომელიც თითქმის 4 წელია გრძელდება, 10 ათასი ადამიანი შეეწირა, 14 მლნ ადამიანს შიმშილის საფრთხე ემუქრება, ქვეყანაში შექმნილი ვითარება მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისად ფასდება.

BBC წერს, რომ გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. იემენში მომუშავე მისიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოების მხოლოდ ნახევარი ფუნქციონირებს, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს საშუალება, ექიმებს მიმართონ, შესაბამისად, უამრავი გარდაცვლილის აღრიცხვა ვერ ხერხდება.

იემენში ვალუტა უფასურდება, საკვებზე ფასი კი იზრდება, სამოქალაქო ომის გამო უამრავ ოჯახს შიმშილი უწევს.

Save the Children აცხადებს, რომ ბლოკადის გამო კიდევ უფრო ბევრი ადამიანი იშიმშილებს. პორტის მეშვეობით, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ, ქვეყანაში საკვების 90 % შედის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე