მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდზე - "კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ პროფესიონალურად, ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი!"
ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდზე - "კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ პროფესიონალურად, ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი!"

არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ­მა ტურ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხალ­ხი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ­მა ტურ­მა აჩ­ვე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტებ­მაც ბევ­რი გა­ა­კე­თეს ამ შე­დე­გის­თვის.

"არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ­მა ტურ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხალ­ხი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ნა­წყე­ნია, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტებ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თეს. ის, რომ პრობ­ლე­მე­ბი იყო, ჩან­და. მე პირ­ველ­სა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი ეს ყვე­ლა­ფე­რი და მა­შინ მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა და­ტო­ვა პოს­ტი. ჩან­და პრობ­ლე­მე­ბი, გუნ­დუ­რო­ბა და­ი­კარ­გა, ვერ­ტი­კა­ლი იყო შე­სუს­ტე­ბუ­ლი, პარ­ლა­მენტს და მთავ­რო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ძა­ლი­ან სუს­ტი, გუნ­დის წევ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა იყო ძა­ლი­ან და­ბა­ლი. ეს ხდე­ბო­და რე­გი­ო­ნებ­შიც. პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დგომ მრა­ვალ­ჯე­რა­დი შეხ­ვედ­რა მქონ­და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რებ­თან, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან და იგი­ვე იკ­ვე­თე­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევრ მათ­გან­ში იგ­რძნო­ბო­და მსგავ­სი პრობ­ლე­მა, ურ­თი­ერ­თო­ბის სი­სუს­ტის. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც უხ­ვად აქვს ქვე­ყა­ნას, გუნ­დი გა­ერ­თი­ან­დეს და და­ეხ­მა­რონ ერ­თმა­ნეთს ხალ­ხის­თვის გა­ჭირ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში, ამ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რი მგრძნო­ბე­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს, რომ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა არის მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აქ იყო პრობ­ლე­მე­ბი. მე და­ვი­ნა­ხე და შე­იძ­ლე­ბა ცო­ტაც და­ვაგ­ვი­ა­ნე. ხალ­ხი არის აშ­კა­რად გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი. აშ­კა­რად ჩანს, რომ გუნ­დმა და­კარ­გა გრძნო­ბა­დო­ბა ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის, გაჩ­ნდა ბზა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის, ამას მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტოს გრძნობს, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ემა­ტე­ბა", – გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა რგოლ­სა და შტოს ფლობს, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყო.

"ზედ­მე­ტი თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო იმი­სა, რო­გორც ვი­თარ­დე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამის კარ­გი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყო თუნ­დაც ის, რა შე­დეგ­საც ვე­ლო­დით არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში. გუნ­დი ისე იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში, რომ კვლე­ვე­ბიც კი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ჩა­უ­ტა­რე­ბია - რე­ა­ლუ­რად, პარ­ტი­უ­ლი რე­სურ­სით ახერ­ხებ­დნენ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას - ასე­თი ცდო­მი­ლე­ბა იყო სირ­ცხვი­ლი! იმას რა­საც ელოდ­ნენ, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შემ­დგომ, მეც კი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ეს იყო სირ­ცხვი­ლი. ამა­ზე მეც მქონ­და მკაც­რი სა­უ­ბა­რი.

არა­ვი­თა­რი გრძნო­ბა­დო­ბა, ჰქონ­დათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აც­დე­ნი­ლი მო­ლო­დი­ნი რე­ა­ლო­ბას­თან. 14% სხვა­ო­ბა არის სირ­ცხვი­ლი - ამას კვლე­ვა აღარ ჰქვია! ძა­ლი­ან მიყ­ვარს გა­მო­ნათ­ქვა­მი - ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია. გუნ­დმაც ცივი შხა­პი მი­ი­ღო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აფა­სებს რო­გორ იქ­ცე­ვი და მათ გა­ა­კე­თეს შე­სა­ტყვი­სი რე­აქ­ცია. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა დავ­ტო­ვე და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­და­ვე­დი, ოლიმ­პი­ა­დას ვა­ტა­რებ­დი იმის­თვის, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა... არ­ჩევ­ნებ­ზე რო­გორ უნდა მი­ვი­დეს. ეს ხალ­ხმა კარ­გად გა­ი­გო და კარ­გად აგ­რძნო­ბი­ნა გუნდსაც", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

VIDEO: არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ­მა ტურ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხალ­ხი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდზე - "კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ პროფესიონალურად, ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი!"

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდზე - "კვლევებიც კი არ ჩაუტარებიათ პროფესიონალურად, ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი!"

არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა საზოგადოების განწყობა, თუმცა ოპონენტებმაც ბევრი გააკეთეს ამ შედეგისთვის.

"არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია, ნაწყენია, თუმცა ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს. ის, რომ პრობლემები იყო, ჩანდა. მე პირველსავე ინტერვიუში ვთქვი ეს ყველაფერი და მაშინ მთავრობის მეთაურმა დატოვა პოსტი. ჩანდა პრობლემები, გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო შესუსტებული, პარლამენტს და მთავრობას შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი, გუნდის წევრების ჩართულობა იყო ძალიან დაბალი. ეს ხდებოდა რეგიონებშიც. პირველი ტურის შემდგომ მრავალჯერადი შეხვედრა მქონდა მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და იგივე იკვეთება, რომ ძალიან ბევრ მათგანში იგრძნობოდა მსგავსი პრობლემა, ურთიერთობის სისუსტის. ნაცვლად იმისა, რომ ის პრობლემები, რომელიც უხვად აქვს ქვეყანას, გუნდი გაერთიანდეს და დაეხმარონ ერთმანეთს ხალხისთვის გაჭირვების შემსუბუქებაში, ამ დროს ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა, ხელისუფლებას მაქსიმალური მგრძნობელობა უნდა ჰქონდეს, რომ პრობლემების მოგვარება არის მისი პასუხისმგებლობა. აქ იყო პრობლემები. მე დავინახე და შეიძლება ცოტაც დავაგვიანე. ხალხი არის აშკარად განაწყენებული. აშკარად ჩანს, რომ გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის, გაჩნდა ბზარი ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის, ამას მრავალი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს გრძნობს, თვითდაჯერებულობა ემატება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლსა და შტოს ფლობს, თვითდაჯერებული იყო.

"ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. ამის კარგი გამოხატულება იყო თუნდაც ის, რა შედეგსაც ველოდით არჩევნების პირველ ტურში. გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი, პროფესიონალურად არ ჩაუტარებია - რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევის ჩატარებას - ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი! იმას რასაც ელოდნენ, ეგზიტპოლების შემდგომ, მეც კი გამომიყვანეს. ეს იყო სირცხვილი. ამაზე მეც მქონდა მკაცრი საუბარი.

არავითარი გრძნობადობა, ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი მოლოდინი რეალობასთან. 14% სხვაობა არის სირცხვილი - ამას კვლევა აღარ ჰქვია! ძალიან მიყვარს გამონათქვამი - ზოგი ჭირი მარგებელია. გუნდმაც ცივი შხაპი მიიღო. საზოგადოება აფასებს როგორ იქცევი და მათ გააკეთეს შესატყვისი რეაქცია. როდესაც პოლიტიკა დავტოვე და სამოქალაქო საზოგადოებაში გადავედი, ოლიმპიადას ვატარებდი იმისთვის, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა... არჩევნებზე როგორ უნდა მივიდეს. ეს ხალხმა კარგად გაიგო და კარგად აგრძნობინა გუნდსაც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

VIDEO: არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებული და განაწყენებულია - ბიძინა ივანიშვილი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები