მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებენ საზოგადოების ცნობილი სახეები რუსთაველის გამზირზე
რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებენ საზოგადოების ცნობილი სახეები რუსთაველის გამზირზე

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მსვლე­ლო­ბა "გვახ­სოვს 7 ნო­ემ­ბე­რი" გა­ი­მარ­თა.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მსვლე­ლო­ბის მი­ზა­ნია, მო­სა­ხე­ლე­ო­ბას შე­ახ­სე­ნოს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სას­ტი­კად და­არ­ბია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ცრემლსა­დე­ნი გა­ზის, წყლის ჭავ­ლის, ხელ­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ი­სა და სპეც­რაზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით...

მსვლე­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე, მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შე­იკ­რი­ბა, მათ შო­რის: პო­ე­ტი და­ვით მაღ­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბე­ბი კახი კავ­სა­ძე, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი ენ­რი­კო ჯა­ნე­ლი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი ვატო შა­ქა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­ზე ზრუ­ნავ­და. ორი სა­ა­თის­თვის თე­ატ­რი სრუ­ლი­ად გა­და­ი­ჭე­და...

ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თე­ატრს მიღ­მაც აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტო­მაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვის შემ­დეგ, და­ვით მაღ­რა­ძემ თე­ატ­რში შეკ­რე­ბი­ლებს მო­უ­წო­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ქუ­ჩა­ში გა­და­ე­ნაც­ვლა...

AMBEBI.GE აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბილ წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა:

და­ვით მაღ­რა­ძე:

- "ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა! ბევ­რი არ მო­ვი­და არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ზე, რად­გან გულ­გა­ტე­ხი­ლია არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ... ამა­სო­ბა­ში გაჩ­ნდა აგ­რე­სი­უ­ლი რე­ვან­შის საფრ­თხე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაბ­რუ­ნე­ბის სა­ხით. ამი­ტო­მაც უნდა ვუხ­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბას და ჩვე­ნი გუ­ლის­თქმა ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­როთ. ყვე­ლა უნდა გა­მო­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და სა­ბო­ლო­ოდ აღვკვე­თოთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ნი­ა­კა­ლუ­რი ვნე­ბე­ბი...

მათ ძა­ლი­ა­ნაც უნ­დათ ხალ­ხმა და­ი­ვი­წყოს 7 ნო­ემ­ბე­რი, 9-წლი­ა­ნი რე­ჟი­მიც, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ უნდა და­ი­ვი­წყოს ის ყვე­ლა­ფე­რი მო­სახ­ლე­ო­ბამ?! იმი­ტომ, რომ ისი­ნი დაბ­რუნ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში? არა­ვინ არ აპი­რებს მათი სა­დიზ­მის და­ვი­წყე­ბას და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მათ სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემთ! რუ­სეთ­მა თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნა არე­უ­ლო­ბის მო­სა­წყო­ბად, რომ­ლე­ბიც დღეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის – გრი­გოლ ვა­შა­ძის გვერ­დით არი­ან!"

კახი კავ­სა­ძე:

- "ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მი ვის აწყობს, ვის მოს­წონს? მე მგო­ნია არა­ვის! თუ ჩვე­ნი აქ ყოფ­ნით რა­მეს ეშ­ვე­ლე­ბა, აქ ვარ იმის გამო, რომ მშვი­დო­ბა იყოს ქვე­ყა­ნა­ში! ჩემი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მაქვს! ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ლაგ­დეს და გამ­შვე­ნი­ერ­დეს და არა იმ სი­სას­ტი­კით, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­დი­ო­და! მშვი­დად წინ გა­მარ­ჯვე­ბი­სა­კენ".

ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი:

- "დღეს რაც აქ ხდე­ბა, ამის მი­ხედ­ვით ჩემი პროგ­ნო­ზით 10-15 პრო­ცენ­ტით მო­უ­გებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გრი­გოლ ვა­შა­ძეს მე­ო­რე ტურ­ში. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მტრუ­ლად და აგ­რე­სი­უ­ლად გან­ვე­წყოთ გრი­გოლ ვა­შა­ძის ამომ­რჩევ­ლე­ბის მი­მართ. უბ­რა­ლოდ, ახლა იმი­ტომ და­ვი­რაზ­მეთ, რომ ნამ­დვი­ლად ვი­ცით ვისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც არის ბა­ტო­ნი ვა­შა­ძე. ისე, სა­დღაც მად­ლო­ბაც კი უნდა ვუ­თხრათ ოპო­ზი­ცი­ას - ნა­ხეთ რო­გორ გა­მო­ა­ფხიზ­ლეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბაც... ასე ერ­თსუ­ლოვ­ნად შეკ­რუ­ლი ხალ­ხი ერთი მიზ­ნის­კენ დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა!

გოგა ხა­ინ­დრა­ვა:

- "ძა­ლი­ან რთუ­ლია კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი თუ რას ვაპ­რო­ტეს­ტებ დღეს - 7 ნო­ემ­ბე­რია და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რა­საც ვაპ­რო­ტეს­ტებ! ძა­ლა­დო­ბას, უხამ­სო­ბას და ბო­რო­ტე­ბას!"

ლე­ვან გა­ჩე­ჩე­ჩი­ლა­ძე:

- "მინ­და ქარ­თველ ხალ­ხს შე­ვახ­სე­ნო, რომ არა­ფე­რი არ ღირს არც ჩემი და არც სხვი­სი, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სათ­მო­ბად! ამი­ტომ მო­ვე­დი დღეს აქ!

ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი:

- "ცრემ­ლი უნდა დამ­თავ­რდეს ამ ქვე­ყა­ნა­ში და მხო­ლოდ იმა­ზე უნდა იყოს ზრუნ­ვა, ადა­მი­ან­მა პი­რო­ბე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს! რა­ღაც ბრა­ლე­უ­ლო­ბა მი­უ­ძღვის დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პირ­ვე­ლი ტური რომ იმ შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა და და­უ­ყო­ნებ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მოს­წორ­დეს!"

რეზო ამა­შუ­კე­ლი:

- "მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვამ­ბობ, რომ სის­ხლის­მსმე­ლე­ბი უნდა წა­ვიდ­ნენ და გა­და­შენ­დნენ! ამ მთავ­რო­ბას ვე­ტყო­დი, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ამ და­ღუ­პა ეს ქვე­ყა­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და დას­რულ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი წაწლო­ბა! თუ არა, ხალ­ხი ჩა­უდ­გე­ბა ყვე­ლა­ფერს სა­თა­ვე­ში და ვე­რა­ვი­თა­რი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო მა­გათ ვე­ღარ უშ­ვე­ლით!"

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი:

- "იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ მშვი­დო­ბას ვე­ძებ! აქ ისეთ ხალ­ხს ვხე­დავ, ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტია! ჩვენ სა­მარ­თლი­ა­ნად ვიბ­რძვით და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ, ეჭვი ოდ­ნა­ვაც არ მე­პა­რე­ბა".

ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე:

- "დღეს 7 ნო­ემ­ბე­რია და მე უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე ვარ იმ დარ­ბე­ვის, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვის ხალ­ხი გა­ი­მე­ტა! ერთი მახ­სოვს 9 აპ­რი­ლი, რო­დე­საც რუ­სებ­მა გაგ­ვი­მე­ტეს და მე­ო­რე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი­ვე სა­ში­ნე­ლი დღე დად­გა, რო­დე­საც სა­კუ­თარ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხალ­ხს გვეს­რო­ლა! ნამ­დვი­ლი მოწ­მე და მო­ნა­წი­ლე ვარ, თუ რო­გორ მოგ­ვდევ­დნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­ზომ­ბი­რე­ბუ­ლი სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მი ადა­მი­ა­ნებს ეზო­ებ­ში უვარ­დე­ბოდ­ნენ... როცა ჩვენ გვი­კი­ჟი­ნე­ბენ ის ცხრა წელი და­ი­ვი­წყე­თო, იმის და­ვი­წყე­ბა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა! ისი­ნი ვინც ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­დნენ, დღემ­დე და­უს­ჯე­ლად და­დი­ან და ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან კი­დევ თი­თებს გვიქ­ნე­ვენ! შეც­დო­მებს აღარ და­ვუშ­ვებ­თო და ხომ გა­გი­გი­ათ - "არ გა­თეთრდე­ბის ყო­რა­ნი, რაც უნდა ხეხო ქვი­ში­თა".

ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი:

- "მე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ, სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დღეს აქ მა­ინც მო­ვი­დო­დი! ახ­ლაც ვუ­ყუ­რებ­დი 7 ნო­ემ­ბრის კად­რებს და ერთი რამ არ მეს­მის: ამ ხალ­ხს მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს თუ გან­გებ ივი­წყე­ბენ იმ სი­სას­ტი­კეს?! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ არა­ვის არ სურს იმ რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბა! იქ ვდგა­ვარ, სა­დაც მსურს ვიდ­გე, რად­გან ჩვენს შვი­ლებ­ზე და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ ყვე­ლამ. სამი წლის შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და მის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ, რო­გორ სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რებს!

არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვი­და... რა შეც­დო­მებ­საც უშ­ვე­ბენ არც მე არ მომ­წონს, მაგ­რამ ამი­ტომ რომ და­ვუშ­ვათ სა­ში­ნე­ლი რე­ჟი­მის დაბ­რუ­ნე­ბა, ეს ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია! აღარც მინ­და სა­ერ­თოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი... ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს ხალ­ხი წყვეტს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბო­ლოს ყვე­ლა ჭკუ­ას მო­უხ­მობს. ძა­ლი­ან მინ­და ქალი პრე­ზი­დენ­ტი გვყავ­დეს! ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის დიდი სი­კე­თის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებენ საზოგადოების ცნობილი სახეები რუსთაველის გამზირზე

რისთვის შეიკრიბნენ და რას აპროტესტებენ საზოგადოების ცნობილი სახეები რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების მშვიდობიანი მსვლელობა "გვახსოვს 7 ნოემბერი" გაიმართა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მსვლელობის მიზანია, მოსახელეობას შეახსენოს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საპროტესტო აქციები და ტელეკომპანია "იმედი" ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენებით...

მსვლელობის დაწყებამდე, მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის თეატრში შეიკრიბა, მათ შორის: პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობები კახი კავსაძე, ნანული სარაჯიშვილი, მომღერალი ენრიკო ჯანელიძე, პროდიუსერი შალვა რამიშვილი, საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებზე ზრუნავდა. ორი საათისთვის თეატრი სრულიად გადაიჭედა...

ბევრი ადამიანი თეატრს მიღმაც აღმოჩნდა, ამიტომაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, დავით მაღრაძემ თეატრში შეკრებილებს მოუწოდა აქციის მონაწილეებს ქუჩაში გადაენაცვლა...

AMBEBI.GE აქციაზე შეკრებილ საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს გაესაუბრა:

დავით მაღრაძე:

- "ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის მობილიზება! ბევრი არ მოვიდა არჩევნების პირველ ტურზე, რადგან გულგატეხილია არსებული ხელისუფლების მიმართ... ამასობაში გაჩნდა აგრესიული რევანშის საფრთხე "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების სახით. ამიტომაც უნდა ვუხმოთ მოსახლეობას და ჩვენი გულისთქმა ერთმანეთს გავუზიაროთ. ყველა უნდა გამოვიდეთ არჩევნებზე და საბოლოოდ აღვკვეთოთ წინა ხელისუფლების მანიაკალური ვნებები...

მათ ძალიანაც უნდათ ხალხმა დაივიწყოს 7 ნოემბერი, 9-წლიანი რეჟიმიც, მაგრამ საინტერესოა, რატომ უნდა დაივიწყოს ის ყველაფერი მოსახლეობამ?! იმიტომ, რომ ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში? არავინ არ აპირებს მათი სადიზმის დავიწყებას და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მათ საკადრის პასუხს გასცემთ! რუსეთმა თავის თანამშრომლები გამოაგზავნა არეულობის მოსაწყობად, რომლებიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის – გრიგოლ ვაშაძის გვერდით არიან!"

კახი კავსაძე:

- "ძალადობრივი რეჟიმი ვის აწყობს, ვის მოსწონს? მე მგონია არავის! თუ ჩვენი აქ ყოფნით რამეს ეშველება, აქ ვარ იმის გამო, რომ მშვიდობა იყოს ქვეყანაში! ჩემი მოსახლეობის დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს! ურთიერთსიყვარულით შეიძლება ჩვენი ქვეყანა დალაგდეს და გამშვენიერდეს და არა იმ სისასტიკით, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა! მშვიდად წინ გამარჯვებისაკენ".

ვახტანგ ტატიშვილი:

- "დღეს რაც აქ ხდება, ამის მიხედვით ჩემი პროგნოზით 10-15 პროცენტით მოუგებს სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრულად და აგრესიულად განვეწყოთ გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლების მიმართ. უბრალოდ, ახლა იმიტომ დავირაზმეთ, რომ ნამდვილად ვიცით ვისი წარმომადგენელიც არის ბატონი ვაშაძე. ისე, სადღაც მადლობაც კი უნდა ვუთხრათ ოპოზიციას - ნახეთ როგორ გამოაფხიზლეს ხელისუფლება და მოსახლეობაც... ასე ერთსულოვნად შეკრული ხალხი ერთი მიზნისკენ დიდი ხანია არ მინახავს! ყველაფერი კარგად დამთავრდება!

გოგა ხაინდრავა:

- "ძალიან რთულია კითხვაზე პასუხი თუ რას ვაპროტესტებ დღეს - 7 ნოემბერია და თავისთავად ცხადია, რასაც ვაპროტესტებ! ძალადობას, უხამსობას და ბოროტებას!"

ლევან გაჩეჩეჩილაძე:

- "მინდა ქართველ ხალხს შევახსენო, რომ არაფერი არ ღირს არც ჩემი და არც სხვისი, საქართველოს თავისუფლების დასათმობად! ამიტომ მოვედი დღეს აქ!

ზაზა კოლელიშვილი:

- "ცრემლი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მხოლოდ იმაზე უნდა იყოს ზრუნვა, ადამიანმა პირობები გაიუმჯობესოს! რაღაც ბრალეულობა მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებას პირველი ტური რომ იმ შედეგებით დამთავრდა და დაუყონებლივ ყველაფერი უნდა გამოსწორდეს!"

რეზო ამაშუკელი:

- "მთელი ცხოვრება ვამბობ, რომ სისხლისმსმელები უნდა წავიდნენ და გადაშენდნენ! ამ მთავრობას ვეტყოდი, რომ კოჰაბიტაციამ დაღუპა ეს ქვეყანა, აუცილებლად უნდა აღდგეს სამართლიანობა და დასრულდეს პოლიტიკური წაწლობა! თუ არა, ხალხი ჩაუდგება ყველაფერს სათავეში და ვერავითარი ჰააგის სასამართლო მაგათ ვეღარ უშველით!"

ჯემალ ჭკუასელი:

- "იმიტომ მოვედი, რომ მშვიდობას ვეძებ! აქ ისეთ ხალხს ვხედავ, ყველა საქართველოს პატრიოტია! ჩვენ სამართლიანად ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, ეჭვი ოდნავაც არ მეპარება".

ნინელი ჭანკვეტაძე:

- "დღეს 7 ნოემბერია და მე უშუალო მონაწილე ვარ იმ დარბევის, როდესაც ხელისუფლებამ თავის ხალხი გაიმეტა! ერთი მახსოვს 9 აპრილი, როდესაც რუსებმა გაგვიმეტეს და მეორე ჩემს ცხოვრებაში ისეთივე საშინელი დღე დადგა, როდესაც საკუთარმა ხელისუფლებამ ხალხს გვესროლა! ნამდვილი მოწმე და მონაწილე ვარ, თუ როგორ მოგვდევდნენ, ხელისუფლებისგან დაზომბირებული სადამსჯელო რაზმი ადამიანებს ეზოებში უვარდებოდნენ... როცა ჩვენ გვიკიჟინებენ ის ცხრა წელი დაივიწყეთო, იმის დავიწყება არაფრით არ შეიძლება! ისინი ვინც ბრძანებებს გასცემდნენ, დღემდე დაუსჯელად დადიან და ტელევიზორიდან კიდევ თითებს გვიქნევენ! შეცდომებს აღარ დავუშვებთო და ხომ გაგიგიათ - "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა".

ნანული სარაჯიშვილი:

- "მე რუსთაველის თეატრში ვმუშაობ, მაგრამ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, დღეს აქ მაინც მოვიდოდი! ახლაც ვუყურებდი 7 ნოემბრის კადრებს და ერთი რამ არ მესმის: ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს თუ განგებ ივიწყებენ იმ სისასტიკეს?! დარწმუნებული ვარ არავის არ სურს იმ რეჟიმის დაბრუნება! იქ ვდგავარ, სადაც მსურს ვიდგე, რადგან ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე უნდა ვიფიქროთ ყველამ. სამი წლის შვილიშვილი მყავს და მის მომავალზე ვფიქრობ, როგორ საქართველოში იცხოვრებს!

არსებულ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი საერთოდ არ გამოვიდა... რა შეცდომებსაც უშვებენ არც მე არ მომწონს, მაგრამ ამიტომ რომ დავუშვათ საშინელი რეჟიმის დაბრუნება, ეს ყოვლად გაუმართლებელია! აღარც მინდა საერთოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბარი... ყოველთვის ყველაფერს ხალხი წყვეტს და დარწმუნებული ვარ ბოლოს ყველა ჭკუას მოუხმობს. ძალიან მინდა ქალი პრეზიდენტი გვყავდეს! ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები