მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც 8 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, სასამართლომ გაამართლა
ქალი, რომელიც 8 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, სასამართლომ გაამართლა

პა­კის­ტა­ნის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ქრის­ტი­ა­ნი ასია ბიბი გა­ა­მარ­თლა, რო­მელ­საც მუ­ჰა­მედ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა.

ტე­ლე­არხ Geo.tv-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასია ბი­ბის მო­ეხ­სნა ყვე­ლა ბრალ­დე­ბა და ის სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

50 წლის ასია ბიბი გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბას 2010 წლი­დან ელო­დე­ბო­და.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2009 წლის ივ­ნის­ში, რო­დე­საც ასია ბიბი მუს­ლიმ ქა­ლებ­თან ერ­თად ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, მას წყლის მო­ტა­ნა სთხო­ვეს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თმა მუს­ლიმ­მა ქალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ქრის­ტი­ა­ნი ქალი დოქს შე­ე­ხე­ბა, წყა­ლი და­ბინ­ძურ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მათ ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ სა­სუ­ლი­ე­რო პირს შეს­ჩივ­ლეს და ასია ბიბი ღვთის გმო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

სა­სა­მარ­თლომ ასია ბი­ბის მუ­ჰა­მედ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა.

გა­ნა­ჩენ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. კერ­ძოდ, 2012 წელს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ ასია ბი­ბის და მის ოჯახს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი შეს­თა­ვა­ზა, პა­რი­ზის მერ­მა კი საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ქალი, რომელიც 8 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, სასამართლომ გაამართლა

ქალი, რომელიც 8 წელი სიკვდილით დასჯას ელოდა, სასამართლომ გაამართლა

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ქრისტიანი ასია ბიბი გაამართლა, რომელსაც მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ტელეარხ Geo.tv-ის ინფორმაციით, ასია ბიბის მოეხსნა ყველა ბრალდება და ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

50 წლის ასია ბიბი განაჩენის აღსრულებას 2010 წლიდან ელოდებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის ივნისში, როდესაც ასია ბიბი მუსლიმ ქალებთან ერთად ყანაში მუშაობდა, მას წყლის მოტანა სთხოვეს, თუმცა ზოგიერთმა მუსლიმმა ქალმა განაცხადა, რომ თუ ქრისტიანი ქალი დოქს შეეხება, წყალი დაბინძურდება. რამდენიმე დღეში მათ ამის შესახებ ადგილობრივ სასულიერო პირს შესჩივლეს და ასია ბიბი ღვთის გმობაში დაადანაშაულეს.

სასამართლომ ასია ბიბის მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

განაჩენმა მთელ მსოფლიოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძოდ, 2012 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ასია ბიბის და მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, პარიზის მერმა კი საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადასვლა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე