პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
R.O x KONOBA თბილისში დაბრუნდა
R.O x KONOBA თბილისში დაბრუნდა

ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის საყ­ვა­რე­ლი ბელ­გი­უ­რი დუ­ე­ტი თბი­ლის­შია და 27 ოქ­ტომ­ბერს კი­ნოს­ტუ­დია „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ მე­ხუ­თე პა­ვი­ლი­ონ­ში წარ­სდგე­ბა. სწო­რედ ასე და­ას­რუ­ლებს ტურს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ხვა­ლინ­დე­ლი ლაივ შოუს გარ­და, ქუ­თა­ის­ში გა­მარ­თულ კონ­ცერტს და ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას მო­ი­ცავ­და.

Konoba: “სა­ქარ­თვე­ლო იმ 10 ქვე­ყა­ნას შო­რი­საა, რო­მელ­შიც 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რებთ. თი­თო­ე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­იქ­მნე­ბა ერთი კომ­პო­ზი­ცია. ჩვენ შე­ვაგ­რო­ვეთ ხმე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სწო­რედ ამ მო­ტი­ვებ­ზე შევ­ქმნით ახალ თრექს. ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე ეს უკვე მე­სა­მე ვი­ზი­ტია თბი­ლის­ში. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ აქ ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვართ და უს­მენს ჩვენს მუ­სი­კას. თუმ­ცა ვფიქ­რობთ შემ­დე­გი ვი­ზი­ტი ორ წე­ლი­წად­ზე ადრე არ გვექ­ნე­ბა.”

R.O: “ჩვე­ნი ბოლო ლაივ შოუ თბი­ლის­ში ნამ­დვი­ლად და­უ­ვი­წყა­რი იყო. “On your knees” - ის შეს­რუ­ლე­ბი­სას მი­ვი­ღეთ ემო­ცია, რო­მე­ლიც არ­ცერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ გან­გვიც­დია. დიდი მად­ლო­ბა ქარ­თველ მსმე­ნელს ამის­თვის. ამ ვი­ზიტ­ზე ლაივ შო­უ­ზე მო­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვპირ­დე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ წარ­მოდ­გე­ნას. მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო ხან­გრძლი­ვი პროგ­რა­მა, ამი­ტომ მო­ემ­ზა­დეთ ცეკ­ვის­თვის.”

R.O x Konoba ბრი­უ­სელ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ჟღე­რა­დო­ბის დუოა, რო­მე­ლიც მან­ქა­ნე­ბი­სა და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის, სიზ­მრე­ბი­სა და რე­ა­ლო­ბის, მე­ლან­ქო­ლი­უ­რი ვო­კა­ლი­სა და პოპ მე­ლო­დი­ე­ბის ერ­თო­ბას წარ­მო­ად­გენს.

ისი­ნი პირ­ვე­ლად თბი­ლისს 2017 წლის 25 ნო­ემ­ბერს ეწ­ვივ­ნენ და ქარ­თველ მსმე­ნელს და­უ­ვი­წყა­რი წარ­მოდ­გე­ნა შეს­თა­ვა­ზეს Spacehall-ში. მას შემ­დეგ ბელ­გი­ე­ურ­მა დუ­ეტ­მა კი­დევ უფრო მეტი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი შე­ი­ძი­ნა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და 2018 წლის ზა­ფხულ­ში კვლავ დაბ­რუნ­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­რა­მით Tbilisi Open Air-ის სცე­ნა­ზე. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­და­ი­ღეს ვი­დეო რგო­ლი, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში.

დუ­ეტ­მა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმოგ­ზა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში, ჩა­ი­წე­რა ქარ­თუ­ლი ხმე­ბი და სულ მალე შექ­მნის კომ­პო­ზი­ცი­ას ქარ­თულ მო­ტი­ვებ­ზე. Project 10 -ის ფარ­გლებ­ში ბენ­დი სულ 10 ქვე­ყა­ნას ეწ­ვე­ვა.

Funday Entertainment-ისა და Movement-ის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით, ტუ­რის დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტი 27 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, კი­ნოს­ტუ­დია „ქარ­თუ­ლი ფილ­მის“ მე­ხუ­თე პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ბელ­გი­ელ არ­ტის­ტებ­თან ერ­თად მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ქარ­თუ­ლი ბენ­დე­ბი - LOUDspeakers და Killages წარ­სდგე­ბი­ან. სა­ღა­მოს კი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კით Daniell და Endorphins გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გთხოვთ ეწ­ვი­ოთ

ბი­ლე­თე­ბი შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ

ავტორი:

R.O x KONOBA თბილისში დაბრუნდა

R.O x KONOBA თბილისში დაბრუნდა

ქართველი მსმენელის საყვარელი ბელგიური დუეტი თბილისშია და 27 ოქტომბერს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში წარსდგება. სწორედ ასე დაასრულებს ტურს საქართველოში, რომელიც ხვალინდელი ლაივ შოუს გარდა, ქუთაისში გამართულ კონცერტს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობას მოიცავდა.

Konoba: “საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, რომელშიც 10 თვის განმავლობაში ვიმოგზაურებთ. თითოეული მოგზაურობისას შეიქმნება ერთი კომპოზიცია. ჩვენ შევაგროვეთ ხმები საქართველოში და სწორედ ამ მოტივებზე შევქმნით ახალ თრექს. ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს უკვე მესამე ვიზიტია თბილისში. ძალიან გვიხარია, რომ აქ ხალხს ვუყვარვართ და უსმენს ჩვენს მუსიკას. თუმცა ვფიქრობთ შემდეგი ვიზიტი ორ წელიწადზე ადრე არ გვექნება.”

R.O: “ჩვენი ბოლო ლაივ შოუ თბილისში ნამდვილად დაუვიწყარი იყო. “On your knees” - ის შესრულებისას მივიღეთ ემოცია, რომელიც არცერთ სხვა ქვეყანაში არ განგვიცდია. დიდი მადლობა ქართველ მსმენელს ამისთვის. ამ ვიზიტზე ლაივ შოუზე მოსულ საზოგადოებას ვპირდებით გაუმჯობესებულ წარმოდგენას. მომზადებული გვაქვს ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი პროგრამა, ამიტომ მოემზადეთ ცეკვისთვის.”

R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუოა, რომელიც მანქანებისა და ინსტრუმენტების, სიზმრებისა და რეალობის, მელანქოლიური ვოკალისა და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს.

ისინი პირველად თბილისს 2017 წლის 25 ნოემბერს ეწვივნენ და ქართველ მსმენელს დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზეს Spacehall-ში. მას შემდეგ ბელგიეურმა დუეტმა კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა ჩვენს საზოგადოებაში და 2018 წლის ზაფხულში კვლავ დაბრუნდა განახლებული პროგრამით Tbilisi Open Air-ის სცენაზე. სწორედ ამ პერიოდში გადაიღეს ვიდეო რგოლი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.

დუეტმა ერთი თვის განმავლობაში იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ჩაიწერა ქართული ხმები და სულ მალე შექმნის კომპოზიციას ქართულ მოტივებზე. Project 10 -ის ფარგლებში ბენდი სულ 10 ქვეყანას ეწვევა.

Funday Entertainment-ისა და Movement-ის ერთობლივი ორგანიზებით, ტურის დასკვნითი კონცერტი 27 ოქტომბერს თბილისში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში გაიმართება. ბელგიელ არტისტებთან ერთად მსმენელის წინაშე ქართული ბენდები - LOUDspeakers და Killages წარსდგებიან. საღამოს კი ელექტრონული მუსიკით Daniell და Endorphins გააგრძელებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება