მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წამებით მოკლული ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს
წამებით მოკლული ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს

სტამ­ბო­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­უ­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ჯა­მალ ხა­შო­გის სა­ცო­ლეს პო­ლი­ცია მუდ­მი­ვად, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ცავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Anadolu ავ­რცე­ლებს.

ხა­შო­გი ბო­ლოს 2 ოქ­ტომ­ბერს სტამ­ბოლ­ში ნა­ხეს, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში შეს­ვლამ­დე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 19 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უარ­ყოფ­და ჟურ­ნა­ლის­ტის სიკ­ვდილს, თუმ­ცა პრინც მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნის მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა 2 დღის წინ აღი­ა­რეს, რომ ხა­შო­გი სა­კონ­სუ­ლო­ში ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ცო­ლე ჰა­ტი­ჩე ჩენ­გი­ზი სტამ­ბოლ­ში დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლობს.

ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლოს­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დგა­ნან. მათ­თვის კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

2 ოქ­ტომ­ბერს, ხა­შო­გის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე სტამ­ბოლ­ში 15 სა­უ­დე­ლი ჩა­ვი­და, მათ შო­რის - რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რიც იყო. თხუთ­მე­ტი­ვე მათ­გა­ნი სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ში მა­შინ შე­ვი­და, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი ჯერ კი­დევ შე­ნო­ბა­ში იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ თურ­ქე­თი და­ტო­ვეს.

თურ­ქი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ აქვთ ვი­დეო და აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ხა­შო­გი სა­უ­დელ­მა აგენ­ტებ­მა სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ში მოკ­ლეს.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­შო­გი სა­უ­დის არა­ბე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­სულ­მა გუნ­დმა ცო­ცხლად და­ა­ნა­წევ­რა. ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტი ყვი­რო­და და შვე­ლას ითხოვ­და, ისი­ნი ყურ­სას­მე­ნე­ბით მუ­სი­კას უს­მენ­დნენ. მისი წა­მე­ბით მკვლე­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აუ­ტოფ­სი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­ჰა­მად ალ-ტუ­ბა­ი­ქი.

ამა­ვე წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის ცხე­და­რი და­ა­ნა­წევ­რეს და 15 ჩან­თა­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მჟა­ვით და­შა­ლეს.

სა­კუ­თა­რი წა­მე­ბა და სიკ­ვდი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხა­შო­გიმ „ეფ­ლის“ სა­ა­თით ჩა­ი­წე­რა. The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქულ­მა პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­ზეთ­მა და­წე­რა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს 59 წლის ჟურ­ნა­ლის­ტის ცხოვ­რე­ბის ბოლო წუ­თე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა აქვთ.

გა­მო­ცე­მა Sabah ამ­ტკი­ცებს, რომ პო­ლი­ცი­ამ სა­ა­თის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ხა­შო­გის iCloud-ზე აიტ­ვირ­თა, „აი­ფო­ნი­დან“ ამო­ი­ღო. ტე­ლე­ფო­ნი ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­კონ­სუ­ლო­ში შეს­ვლამ­დე სა­ცო­ლეს­თან და­ტო­ვა.

მომ­ხდა­რის და­კა­ვე­ბუ­ლია 18 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - 15 სა­უ­დე­ლი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში, ქვეყ­ნის სა­კონ­სუ­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტთან შე­სახ­ვედ­რად გა­ემ­გზავ­რა. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 5 ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი არ არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

წამებით მოკლული ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს

წამებით მოკლული ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს

სტამბოლის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლეს პოლიცია მუდმივად, 24 საათის განმავლობაში დაიცავს, ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ხაშოგი ბოლოს 2 ოქტომბერს სტამბოლში ნახეს, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლამდე. ხელისუფლება 19 დღის განმავლობაში უარყოფდა ჟურნალისტის სიკვდილს, თუმცა პრინც მოჰამედ ბინ სალმანის მთავრობის წევრებმა 2 დღის წინ აღიარეს, რომ ხაშოგი საკონსულოში ფიზიკური დაპირისპირების დროს გარდაიცვალა.

ჟურნალისტის საცოლე ჰატიჩე ჩენგიზი სტამბოლში დოქტურანტურაზე სწავლობს.

ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საუდის არაბეთის საკონსულოსთან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დგანან. მათთვის კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

2 ოქტომბერს, ხაშოგის გაუჩინარებამდე სტამბოლში 15 საუდელი ჩავიდა, მათ შორის - რამდენიმე თანამდებობის პირიც იყო. თხუთმეტივე მათგანი საკონსულოს შენობაში მაშინ შევიდა, როდესაც ჟურნალისტი ჯერ კიდევ შენობაში იყო. მოგვიანებით მათ თურქეთი დატოვეს.

თურქი გამომძიებლები ამბობენ, რომ მათ აქვთ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხაშოგი საუდელმა აგენტებმა საკონსულოს შენობაში მოკლეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხაშოგი საუდის არაბეთიდან სპეციალურად ჩასულმა გუნდმა ცოცხლად დაანაწევრა. ვიდრე ჟურნალისტი ყვიროდა და შველას ითხოვდა, ისინი ყურსასმენებით მუსიკას უსმენდნენ. მისი წამებით მკვლელობას ხელმძღვანელობდა აუტოფსიის სპეციალისტი მუჰამად ალ-ტუბაიქი.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და 15 ჩანთაში გადაანაწილეს, მოგვიანებით კი მჟავით დაშალეს.

საკუთარი წამება და სიკვდილი, სავარაუდოდ, ხაშოგიმ „ეფლის“ საათით ჩაიწერა. The Sun-ის ინფორმაციით, თურქულმა პროსახელისუფლებო გაზეთმა დაწერა, რომ სამართალდამცველებს 59 წლის ჟურნალისტის ცხოვრების ბოლო წუთების ამსახველი ვიდეომასალა აქვთ.

გამოცემა Sabah ამტკიცებს, რომ პოლიციამ საათის ჩანაწერი, რომელიც ხაშოგის iCloud-ზე აიტვირთა, „აიფონიდან“ ამოიღო. ტელეფონი ჟურნალისტმა საკონსულოში შესვლამდე საცოლესთან დატოვა.

მომხდარის დაკავებულია 18 ადამიანი, მათ შორის - 15 საუდელი, რომელიც თურქეთში, ქვეყნის საკონსულოში ჟურნალისტთან შესახვედრად გაემგზავრა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს 5 ოფიციალური პირი. დაკავებულების ვინაობა ცნობილი არ არის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"