მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში "ბორჯომის გმირები" გამოავლინეს
პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში "ბორჯომის გმირები" გამოავლინეს

ბორ­ჯომ­ში ტყის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. 13 ოქ­ტომ­ბერს, სა­შე­მოდ­გო­მო რგვე­ბი პლა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ბრენ­დი „ბორ­ჯო­მის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით, პლა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 1850 ნერ­გი და­ირ­გო. ამას­თან, გა­ი­მარ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა "ბორ­ჯო­მის გმი­რი ", სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო გა­და­ე­ცათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ტყის ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

კომ­პა­ნია „IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის ნიცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის თქმით, „ბორ­ჯო­მის გმი­რე­ბის“ ღო­ნის­ძი­ე­ბა ერთჯე­რა­დი არ იქ­ნე­ბა და ის მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა:

ბორ­ჯო­მი" არის ინი­ცი­ა­ტო­რი "ბორ­ჯო­მის გმი­რე­ბის" ნო­მი­ნა­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი. წელს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ჩემი კო­ლე­გე­ბი და სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ვა­ჯილ­დო­ვეთ ამ წო­დე­ბით, რომ­ლე­ბიც მუხლჩა­უხ­რე­ლად ას­რუ­ლებ­დნენ თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას აქ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ხან­ძრის დროს.

„ბორ­ჯო­მის გმი­რის“ წო­დე­ბა ასე­ვე მი­ე­ნი­ჭა ბორ­ჯომ­ში, ხან­ძრის ჩაქ­რო­ბი­სას და­ღუ­პულ რე­ინ­ჯერს ივა­ნე კუპ­რა­ძეს, რო­მელ­საც 2018 წლის 5 სექ­ტემ­ბერს თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ხე და­ე­ცა. ივა­ნეს ოჯახს კომ­პა­ნია „ბორ­ჯომ­მა“ ჯილ­დოს­თან ერ­თად 5 000 ლარი გა­დას­ცა.

„სწო­რედ გა­რე­მოს დაც­ვას, ბუ­ნე­ბის დაც­ვას, თი­თო­ე­უ­ლი ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩემი მე­უღ­ლე და ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად დიდი პა­ტი­ვია მის ღვაწ­ლი, რომ ასე აფა­სე­ბენ და პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მის ხსოვ­ნას. ამის­თვის მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო კომ­პა­ნია ბორ­ჯომს. ეს ჯილ­დო ყო­ველ­თვის შე­მახ­სე­ნებს, რომ ჩემი მე­უღ­ლე საქ­ვეყ­ნო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მას სუ­ლი­თა და გუ­ლით უყ­ვარ­და ის, რა­საც აკე­თებ­და და თი­თო­ე­ულ ხეზე შეს­ტკი­ო­და გული,“ - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი რე­ინ­ჯე­რის მე­უღ­ლე ნა­თია მუ­ლა­ძე.

“ბორ­ჯო­მის გმი­რი”-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე­ვე და­ჯილ­დოვ­დნენ: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, 112, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტა­ცია და ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა.

მო­ხა­ლი­სე­ე­ბი: და­ვით აბ­რა­მაშ­ვი­ლი და თენ­გიზ კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი - „IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლოს“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ფო­ტოგ­რა­ფი: გი­ორ­გი კა­კუ­ლია

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ასე­ვე მათი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი: “რუს­თა­ვი2“, „იმე­დი“, „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი“, „მა­ესტრო“, „TV პირ­ვე­ლი“, „იბე­რია“, ახალ­ცი­ხის "მე­ცხრე არხი“ და „ბორ­ჯო­მის ტე­ლე­ვი­ზია“.

"ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტის შემ­სწრე­ნი ვი­ყა­ვით და ვცდი­ლობ­დით, რომ თავი არ დაგ­ვე­ზო­გა და მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ობი­ექ­ტუ­რად და სწრა­ფად ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ თუ რა ხდე­ბო­და იმ დრო­ის­თვის ბორ­ჯომ­ში", - აღ­ნიშ­ნა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­ლო­მე ქო­ქი­აშ­ვილ­მა.

ბორ­ჯომ­ში ხან­ძრი­სას სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თხმად გა­ნა­ცხა­დეს, რომ იქ, იმ მო­მენ­ტში ისე ას­რუ­ლებ­დნენ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას, რომ სი­ცო­ცხლე­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე არც უფიქ­რი­ათ.

და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლებს შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თემო გე­ლაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. შარ­შან მომ­ხდა­რი ხან­ძრის დროს თემო გე­ლაშ­ვილს ნი­ჩა­ბი არ ჰქონ­და, თუმ­ცა ის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ებ­რძდა სტი­ქი­ას.

სწო­რედ ამის გამო გე­ლაშ­ვი­ლი 2018 წლის ბორ­ჯო­მის გმი­რად და­სა­ხელ­და.

ბორ­ჯო­მის ტყის აღ­დგე­ნის კამ­პა­ნია მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ბრენ­დის – „ბორ­ჯო­მის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ეგი­დით #ბორ­ჯო­მი­ბუ­ნე­ბის­გულ­შე­მატ­კი­ვა­რი 2015 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამი ჰექ­ტა­რი ტყის აღ­დგე­ნა და 7 500 ხის დარ­გვა მო­ხერ­ხდა.

#ბორ­ჯო­მი­ბუ­ნე­ბის­გულ­შე­მატ­კი­ვა­რი #ბორ­ჯო­მის­გმი­რე­ბი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში "ბორჯომის გმირები" გამოავლინეს

პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში "ბორჯომის გმირები" გამოავლინეს

ბორჯომში ტყის აღდგენის პროცესი გრძელდება. 13 ოქტომბერს, საშემოდგომო რგვები პლატოს ტერიტორიაზე განხორციელდა. მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით, პლატოს ტერიტორიაზე 1850 ნერგი დაირგო. ამასთან, გაიმართა დაჯილდოება "ბორჯომის გმირი ", სადაც სპეციალური ჯილდო გადაეცათ ადამიანებს, რომლებიც ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, „ბორჯომის გმირების“ ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება:

ბორჯომი" არის ინიციატორი "ბორჯომის გმირების" ნომინაციისა, რომელიც იქნება ყოველწლიური. წელს ის ადამიანები, ჟურნალისტები, მოხალისეები, ჩემი კოლეგები და სამსახურები დავაჯილდოვეთ ამ წოდებით, რომლებიც მუხლჩაუხრელად ასრულებდნენ თავის საქმიანობას აქ ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს.

„ბორჯომის გმირის“ წოდება ასევე მიენიჭა ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობისას დაღუპულ რეინჯერს ივანე კუპრაძეს, რომელსაც 2018 წლის 5 სექტემბერს თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ცეცხლმოკიდებული ხე დაეცა. ივანეს ოჯახს კომპანია „ბორჯომმა“ ჯილდოსთან ერთად 5 000 ლარი გადასცა.

„სწორედ გარემოს დაცვას, ბუნების დაცვას, თითოეული ხის შენარჩუნებას ემსახურებოდა ჩემი მეუღლე და ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია მის ღვაწლი, რომ ასე აფასებენ და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია ბორჯომს. ეს ჯილდო ყოველთვის შემახსენებს, რომ ჩემი მეუღლე საქვეყნო საქმეს ემსახურებოდა. მას სულითა და გულით უყვარდა ის, რასაც აკეთებდა და თითოეულ ხეზე შესტკიოდა გული,“ - ამბობს გარდაცვლილი რეინჯერის მეუღლე ნათია მულაძე.

“ბორჯომის გმირი”-ის ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, 112, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის აპარატი, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მოხალისეები: დავით აბრამაშვილი და თენგიზ კიკაჩეიშვილი - „IDS ბორჯომი საქართველოს“ თანამშრომლები.

ფოტოგრაფი: გიორგი კაკულია

ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურები, ასევე მათი ჟურნალისტები და ოპერატორები: “რუსთავი2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“, „TV პირველი“, „იბერია“, ახალციხის "მეცხრე არხი“ და „ბორჯომის ტელევიზია“.

"ძალიან მძიმე ფაქტის შემსწრენი ვიყავით და ვცდილობდით, რომ თავი არ დაგვეზოგა და მიგვეწოდებინა ჩვენი მაყურებლისთვის ობიექტურად და სწრაფად ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა იმ დროისთვის ბორჯომში", - აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სალომე ქოქიაშვილმა.

ბორჯომში ხანძრისას სტიქიის ზონაში მომუშავე ადამიანებმა ერთხმად განაცხადეს, რომ იქ, იმ მომენტში ისე ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, რომ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე არც უფიქრიათ.

დაჯილდოებულებს შორის ასაკით ყველაზე პატარა თემო გელაშვილი აღმოჩნდა. შარშან მომხდარი ხანძრის დროს თემო გელაშვილს ნიჩაბი არ ჰქონდა, თუმცა ის შიშველი ხელებით ებრძდა სტიქიას.

სწორედ ამის გამო გელაშვილი 2018 წლის ბორჯომის გმირად დასახელდა.

ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის – „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი 2015 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სამი ჰექტარი ტყის აღდგენა და 7 500 ხის დარგვა მოხერხდა.

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი #ბორჯომისგმირები

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის