სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იქნება პარკირების საათობრივი საფასური - "ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე"
რა იქნება პარკირების საათობრივი საფასური - "ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე"

პარ­კი­რე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რი შე­საძ­ლოა, 20 თეთ­რი­დან და­ი­წყოს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხა, რომ შე­დე­გის შე­სა­ბა­მი­სად, ფასი გა­ი­ზარ­დოს.

„ფასი შე­იძ­ლე­ბა 20 თეთ­რი­დან იყოს, თუმ­ცა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ თუ კონ­კრე­ტულ ქუ­ჩებ­ზე იგი­ვე შე­დე­გი დაგ­ვხვდა, სა­დაც ტრან­სპორ­ტი გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სეთ, ე.ი ფასი უნდა გა­ი­ზარ­დოს. ფა­სის ზრდა ან კლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­დეგ­ზე. მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ის ფასი, რაც ახლა არის შე­თავ­ზე­ბუ­ლი - წე­ლი­წად­ში 50 ლარი და 6 თვე­ში 25 ლარი, მაგ­რამ ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის გა­და­სა­ხა­დი გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი ძველ თბი­ლის­სა და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, თუმ­ცა, მა­ინც ვამ­ბობ, რომ ეს უნდა იყოს შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტულ სა­ფა­სურს, რო­მე­ლი იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი, თვი­თონ ექ­სპერ­ტე­ბიც ვერ ამ­ბო­ბენ. ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი­დან შე­მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღოთ, სულ სხვა პრობ­ლე­მა გვაქვს დე­და­ქა­ლაქ­ში“, - ამ­ბობს მუმ­ლა­ძე.

კი­თხვა­ზე: რა პრინ­ცი­პით გა­და­იხ­დი­ან მძღო­ლე­ბი სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სურს? მუმ­ლა­ძე პა­სუ­ხობს: მძღო­ლე­ბი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სურს რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით, ასე­ვე სა­ბან­კო ბა­რა­თით გა­და­იხ­დი­ან.

„იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლი­თაც მძღო­ლე­ბი სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას შეძ­ლე­ბენ. ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის დრო­ის ათ­ვლა და სა­ფა­სუ­რის და­ან­გა­რი­შე­ბა და ან­გა­რი­ში­დან ჩა­მოჭ­რა. ასე­ვე დავ­თვა­ლეთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა იქ­ნე­ბა და ვნა­ხეთ, რომ 200-მდე და­მა­ტე­ბი­თი „ფეი ბოქ­სი“ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რომ და­იდ­გას და ამის სა­შუ­ა­ლე­ბით თან­ხას ჩავ­რი­ცხავთ. „ფეი ბოქ­სე­ბის“ გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა. მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის ად­გი­ლი­დან „ფეი ბოქ­სის“ აპა­რა­ტამ­დე და­შო­რე­ბე­ბი გვინ­და მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს. მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნას რომ გა­ა­ჩე­რებს მძღო­ლი, მაქ­სი­მუ­მი იყოს 25 მეტ­რი, რომ სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დონ. ან ტე­ლე­ფონ­ში ექ­ნე­ბა აპ­ლი­კა­ცია, რომ ერთი თი­თის და­ჭე­რით მო­ახ­დი­ნონ გა­დახ­და“, - აცხა­დებს მუმ­ლა­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცნო­ბი­ლია ქუ­ჩე­ბი სა­ბურ­თა­ლო­სა და ძველ თბი­ლის­ში, სა­დაც პარ­კი­რე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დი და­წეს­დე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რა იქნება პარკირების საათობრივი საფასური - "ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე"

რა იქნება პარკირების საათობრივი საფასური - "ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე"

პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ შედეგის შესაბამისად, ფასი გაიზარდოს.

„ფასი შეიძლება 20 თეთრიდან იყოს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული იქნება. ჩვენ თუ კონკრეტულ ქუჩებზე იგივე შედეგი დაგვხვდა, სადაც ტრანსპორტი გავაუმჯობესეთ, ე.ი ფასი უნდა გაიზარდოს. ფასის ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე. მაცხოვრებლებისთვის იქნება ის ფასი, რაც ახლა არის შეთავზებული - წელიწადში 50 ლარი და 6 თვეში 25 ლარი, მაგრამ ვიზიტორებისთვის გადასახადი გაცილებით მეტი იქნება. შესაძლებელია პარკირების საფასური ძველ თბილისსა და ვაკე-საბურთალოს რაიონში განსხვავებული, დიფერენცირებული იყოს, თუმცა, მაინც ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. კონკრეტულ საფასურს, რომელი იქნება ეფექტური, თვითონ ექსპერტებიც ვერ ამბობენ. ჩვენი მიზანი არ არის პარკირების საფასურიდან შემოსავალი მივიღოთ, სულ სხვა პრობლემა გვაქვს დედაქალაქში“, - ამბობს მუმლაძე.

კითხვაზე: რა პრინციპით გადაიხდიან მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურს? მუმლაძე პასუხობს: მძღოლები პარკირების საფასურს როგორც სპეციალური აპლიკაციით, ასევე საბანკო ბარათით გადაიხდიან.

„იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელითაც მძღოლები საათობრივი პარკირების საფასურის გადახდას შეძლებენ. ტელეფონის საშუალებით შეიძლება საათობრივი პარკირების დროის ათვლა და საფასურის დაანგარიშება და ანგარიშიდან ჩამოჭრა. ასევე დავთვალეთ ის ადგილები, სადაც საათობრივი პარკირება იქნება და ვნახეთ, რომ 200-მდე დამატებითი „ფეი ბოქსი“ იქნება საჭირო, რომ დაიდგას და ამის საშუალებით თანხას ჩავრიცხავთ. „ფეი ბოქსების“ განთავსებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდება. მანქანის გაჩერების ადგილიდან „ფეი ბოქსის“ აპარატამდე დაშორებები გვინდა მინიმალური იყოს. მაგალითად, მანქანას რომ გააჩერებს მძღოლი, მაქსიმუმი იყოს 25 მეტრი, რომ საფასური გადაიხადონ. ან ტელეფონში ექნება აპლიკაცია, რომ ერთი თითის დაჭერით მოახდინონ გადახდა“, - აცხადებს მუმლაძე.

იხილეთ ვიდეო: ცნობილია ქუჩები საბურთალოსა და ძველ თბილისში, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ