სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამია - სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად...
ნიკა გვარამია - სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად...

სუს-ი ამ­ზა­დებს ჩემი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წერს გა­მო­საგ­დე­ბად... რა­ღაც კომ­ბი­ნა­ცია სხვა­დას­ხვა სა­უბ­რე­ბის”, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და. „რუს­თა­ვი2“ - თან სა­უბ­რი­სას გვა­რა­მია აცხა­დებს, რომ მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წყა­როს­გან აქვს, რომ­ლის­გა­ნაც ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე შე­ვი­და ცი­ხე­ში მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­თან იმის­თვის, რომ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

ნიკა გვა­რა­მია იმ ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არსზეც სა­უბ­რობს, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მისი თქმით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი გეგ­მა­ვენ. მისი თქმით, სა­უ­ბა­რი მას­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის ეხე­ბა ზაზა სა­რა­ლი­ძეს და იმ გეგ­მას, თუ რო­გორ უნდა და­ეხ­მა­რონ მას აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში.

„მე 14-შივე დავ­წე­რე სტა­ტუ­სი, რომ ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე შე­ვი­და ცი­ხე­ში სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჩა­წე­რი­ლი­ყო ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ყალ­ბი, ვი­თომ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. ამა­ში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რი არ არის. ჩვენ გვყავს წყა­რო­ე­ბი ყველ­გან და ეს წყა­რო­ე­ბი გვაწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას მყი­სი­ე­რად. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ვი­ცით მა­გა­ლი­თად ინ­ფორ­მა­ცია, რომ სუს-ი ამ­ზა­დებს ჩემი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­უბ­რის ჩა­ნა­წერს გა­მო­საგ­დე­ბად. რა­ღაც კომ­ბი­ნა­ცია სხვა­დას­ხვა სა­უბ­რე­ბის, იქ და­მა­ტე­ბუ­ლი ხმე­ბის და ა.შ. ამა­ზეც დიდი ხა­ნია ვსა­უბ­რობთ. ეს სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს. დიახ, მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. დიახ, მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი გიგი უგუ­ლა­ვას. დიახ, მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილს. დიახ, მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი პა­ტა­რა ბურ­ჭუ­ლა­ძეს, როცა ის პო­ლი­ტი­კა­ში იყო, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და ა.შ. მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ყვე­ლას, ვის­თა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ ეს სა­ჭი­როა. ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ღია ხაზ­ზე. არა­ფე­რი და­სა­მა­ლი არ მაქვს. არა­ვი­თარ და­ნა­შა­ულს არ ვგეგ­მავ, მაქვს ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი და ან­ტი­პა­თი­ე­ბი. მაქვს ჩემი ხედ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დიახ, ზაზა სა­რა­ლი­ძე იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა ჩვე­ნი სა­უბ­რე­ბის გინ­და მი­შას­თან, გინ­და სხვას­თან და მათ შო­რის ის სა­კი­თხე­ბი, რო­გორ დავ­ხმა­რე­ბო­დით მას აქ­ცი­ებ­ში, რო­გორ დავ­ხმა­რე­ბო­დით მას გა­შუ­ქე­ბა­ში. ეს მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ამ ადა­მი­ან­მა სა­მარ­თა­ლი იპო­ვოს. იმი­ტომ, რომ ჩვენს გარ­და დამ­ხმა­რე არ ჰყავს არა­ვინ ამ ქვე­ყა­ნა­ში. არა­ვის აქვს სურ­ვი­ლი, რომ მას და­ეხ­მა­როს. პი­რი­ქით, ის უწყე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც სი­მარ­თლე უნდა და­ად­გი­ნონ და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნონ მის სა­კი­თხზე, ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ჩა­ფარ­ცხვით და ხე­ლის და­ფა­რე­ბით მკვლე­ლებ­ზე და მათ ნა­თე­სა­ვებ­ზე. ასე რომ, რაც უნ­დათ ის გა­მო­დონ, რაც უნ­დათ ის მო­ი­გო­ნონ და დად­გან. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უკვე ნი­ღა­ბიც ახე­უ­ლი აქვს, სა­ხეც ახე­უ­ლი აქვს და აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბათ. სი­მარ­თლე­საც კი არ და­ი­ჯე­რე­ბენ მათ­სას“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

00:00 / 00:00
ავტორი:

ნიკა გვარამია - სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად...

ნიკა გვარამია - სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად...

სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების”, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარიამ განაცხადა. „რუსთავი2“ - თან საუბრისას გვარამია აცხადებს, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია წყაროსგან აქვს, რომლისგანაც ასევე ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში მირზა სუბელიანთან იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა.

ნიკა გვარამია იმ ჩანაწერის შინაარსზეც საუბრობს, რომლის გამოქვეყნებას მისი თქმით, საგამოძიებო უწყებები გეგმავენ. მისი თქმით, საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.

„მე 14-შივე დავწერე სტატუსი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში სწორედ იმიტომ, რომ ჩაწერილიყო ეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ყალბი, ვითომ ფარული ჩანაწერი. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ. ამაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს საერთოდ არ მაინტერესებს. დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს. დიახ, მე ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას, ვისთანაც მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. მაქვს ჩემი ხედვა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. დიახ, ზაზა სარალიძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრების გინდა მიშასთან, გინდა სხვასთან და მათ შორის ის საკითხები, როგორ დავხმარებოდით მას აქციებში, როგორ დავხმარებოდით მას გაშუქებაში. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანმა სამართალი იპოვოს. იმიტომ, რომ ჩვენს გარდა დამხმარე არ ჰყავს არავინ ამ ქვეყანაში. არავის აქვს სურვილი, რომ მას დაეხმაროს. პირიქით, ის უწყებები, რომლებმაც სიმართლე უნდა დაადგინონ და სამართლიანობა აღადგინონ მის საკითხზე, ბოლომდე ჩართულები არიან მისი შვილის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვით და ხელის დაფარებით მკვლელებზე და მათ ნათესავებზე. ასე რომ, რაც უნდათ ის გამოდონ, რაც უნდათ ის მოიგონონ და დადგან. ამ ხელისუფლებას უკვე ნიღაბიც ახეული აქვს, სახეც ახეული აქვს და აღარაფერი ეშველებათ. სიმართლესაც კი არ დაიჯერებენ მათსას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები