პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ არის "ქართული ოცნების" ლიდერი
ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ არის "ქართული ოცნების" ლიდერი

მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რომ ეს იყო მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თგვა­რი ვენ­დე­ტა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ იმ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე ფი­გუ­რი­რე­ბენ.

ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ცია „ბუ­მე­რან­გი“ და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ბუ­მე­რან­გი­ვით უტ­რი­ალ­დე­ბა ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა, რაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობ­და. ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სის­ტე­მას­თან ბრძო­ლა წა­ა­გო.

„ფაქ­ტობ­რი­ვად, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპე­რა­ცია „ბუ­მე­რან­გი“. ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­შიც ბრალ­დე­ბუ­ლი იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ყვე­ლას მიერ, მათი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ბუ­მე­რან­გი­ვით უტ­რი­ა­ლე­ბენ ახლა ყვე­ლა­ფერს და სამ­წუ­ხა­როდ ამის გარ­კვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლიც იქ­მნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წა­ა­გო ბრძო­ლა სის­ტე­მას­თან. ანუ სის­ტე­მამ გა­ი­მარ­ჯვა უკვე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის მძე­ვა­ლი, სის­ტე­მა უკვე მუ­შა­ობს თა­ვის თავ­ზე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც უკვე აღარ არის ლი­დე­რი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სის­ტე­მის ერთ-ერთი ჭან­ჭი­კი, ერთ-ერთი რი­გი­თი თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რე­ა­გი­რებს კონ­კრე­ტულ საქ­მე­ზე. ვერ ხვდე­ბი­ან მარ­ტივ რა­ღა­ცას, რომ პრობ­ლე­მა სის­ტე­მურ ხა­სი­ათს ატა­რებს და ამას სის­ტე­მუ­რი პა­სუ­ხი სჭირ­დე­ბა და არა რე­ა­გი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, მო­რი­გი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის შე­თხზვა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა „გაპ­რა­ვე­ბის“ მცდე­ლო­ბე­ბი იმ ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე მო­ის­მი­ნა. „ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე დე­პუ­ტა­ტია და კარ­გი, იტყვი­ან დე­პუ­ტატს შეს­ვლა შე­უძ­ლია, მაგ­რამ ის მე­ო­რე კაცი ვინ იყო?! ასე ხდე­ბა ცი­ხე­ში, რომ ვი­ღაც გა­უ­გე­ბა­რი ტი­პე­ბი მი­დი­ან პა­ტი­მარ­თან და ორ­სა­ა­თი­ან მას­ლა­ათს მარ­თა­ვენ?! ეს შეხ­ვედ­რა იყო თუ არა ცი­ხის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა?! ამა­ზე პა­სუ­ხი ააქვთ?! რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­ნა­წერს, მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რომ ეს იყო მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თგვა­რი ვენ­დე­ტა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. მან იფიქ­რა, რომ ის გა­და­აგ­დეს. მას შეჰ­პირ­დნენ რა­ღა­ცას და გა­და­აგ­დეს. ვფიქ­რობ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გაჩ­ნდა უკვე ეჭ­ვის ჭია, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე არის ცუ­დად და ვი­ღა­ცე­ბი ფიქ­რო­ბენ გახ­დნენ ბე­დუ­კა­ძე­ე­ბი უკვე დღეს. სუ­ბე­ლი­ა­ნი ამის არც პირ­ვე­ლი და არც ბოლო პრე­ცე­დენ­ტი არ იქ­ნე­ბა. ჩვენ ბე­დუ­კა­ძე გავ­ხა­დეთ გმი­რი მა­შინ და ბევ­რი მო­ინ­დო­მებს ბე­დუ­კა­ძე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

2013 წელს წა­მო­ვე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ბუნ­დღა არ იყო, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი ვინ იყო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხუ­ხაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც თქვა, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ქა­რის მმარ­თველ გუნდს არ ეში­ა­ნია, თუ მუ­ქა­რა იქ­ნე­ბა. ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, 2012 წელს „რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლი­ა­ნი 9 წელი იყო“, კო­ბა­ხი­ძე ბუჩ­ქებ­ში იჯდა.

„კო­ბა­ხი­ძე ამ ქვე­ყა­ნა­ზე არაა. რო­გორ გა­ვა­კე­თო ამ გა­დამ­წი­ფე­ბულ თი­ნე­ი­ჯერ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი?! ის მარ­თლა აზ­რზე არაა რა ხდე­ბა. ის პლა­კა­ტებ­ზე ამო­კი­თხულ ფრა­ზებს, ამა­ყი სა­ხით ილა­პა­რა­კებს. რა შიში არ ჰქონ­და 2012 წელს, როცა სის­ხლი­ა­ნი 9 წელი იყო, ბუჩ­ქებ­ში იჯდა. 2013 წელს წა­მო­ვე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და მისი ბუნ­დღა არ იყო, სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი ვინ იყო. ახლა მო­აქვს დიდ ვაჟ­კა­ცად და დევ­გმი­რად თავი. გა­ჩუმ­დეს და თავს მი­ხე­დოს ცოტა, თავი მო­ი­წეს­რი­გოს ის ჯო­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ არის "ქართული ოცნების" ლიდერი

ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ არის "ქართული ოცნების" ლიდერი

მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

ხუხაშვილის შეფასებით, ახლა მიმდინარეობს ოპერაცია „ბუმერანგი“ და „ქართულ ოცნებას“ ბუმერანგივით უტრიალდება ყველა ის ბრალდება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში არსებობდა. ხუხაშვილის შეფასებით, მმართველმა პარტიამ სისტემასთან ბრძოლა წააგო.

„ფაქტობრივად, ახლა მიმდინარეობს ოპერაცია „ბუმერანგი“. ყველაფერი ის, რაშიც ბრალდებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას მიერ, მათი მმართველობის პერიოდში, ბუმერანგივით უტრიალებენ ახლა ყველაფერს და სამწუხაროდ ამის გარკვეული საფუძველიც იქმნება. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ბრძოლა სისტემასთან. ანუ სისტემამ გაიმარჯვა უკვე, „ქართული ოცნება“ არის მძევალი, სისტემა უკვე მუშაობს თავის თავზე და ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილეა. „ქართული ოცნება“ რეაგირებს კონკრეტულ საქმეზე. ვერ ხვდებიან მარტივ რაღაცას, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს და ამას სისტემური პასუხი სჭირდება და არა რეაგირების რეჟიმში, მორიგი სისულელეების შეთხზვა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება „გაპრავების“ მცდელობები იმ ჩანაწერებისა, რომელიც საზოგადოებამ უკვე მოისმინა. „ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატია და კარგი, იტყვიან დეპუტატს შესვლა შეუძლია, მაგრამ ის მეორე კაცი ვინ იყო?! ასე ხდება ციხეში, რომ ვიღაც გაუგებარი ტიპები მიდიან პატიმართან და ორსაათიან მასლაათს მართავენ?! ეს შეხვედრა იყო თუ არა ციხის რეჟიმის დარღვევა?! ამაზე პასუხი ააქვთ?! რაც შეეხება ჩანაწერს, მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე. მან იფიქრა, რომ ის გადააგდეს. მას შეჰპირდნენ რაღაცას და გადააგდეს. ვფიქრობ ხელისუფლებაში გაჩნდა უკვე ეჭვის ჭია, ამ ხელისუფლების საქმე არის ცუდად და ვიღაცები ფიქრობენ გახდნენ ბედუკაძეები უკვე დღეს. სუბელიანი ამის არც პირველი და არც ბოლო პრეცედენტი არ იქნება. ჩვენ ბედუკაძე გავხადეთ გმირი მაშინ და ბევრი მოინდომებს ბედუკაძეობას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და ირაკლი კობახიძის ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, - ასე გამოეხმაურა ხუხაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მირზა სუბელიანის მუქარის მმართველ გუნდს არ ეშიანია, თუ მუქარა იქნება. ხუხაშვილის თქმით, 2012 წელს „როდესაც ქვეყანაში სისხლიანი 9 წელი იყო“, კობახიძე ბუჩქებში იჯდა.

„კობახიძე ამ ქვეყანაზე არაა. როგორ გავაკეთო ამ გადამწიფებულ თინეიჯერზე კომენტარები?! ის მართლა აზრზე არაა რა ხდება. ის პლაკატებზე ამოკითხულ ფრაზებს, ამაყი სახით ილაპარაკებს. რა შიში არ ჰქონდა 2012 წელს, როცა სისხლიანი 9 წელი იყო, ბუჩქებში იჯდა. 2013 წელს წამოვედი ხელისუფლებიდან და მისი ბუნდღა არ იყო, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. ახლა მოაქვს დიდ ვაჟკაცად და დევგმირად თავი. გაჩუმდეს და თავს მიხედოს ცოტა, თავი მოიწესრიგოს ის ჯობია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები