პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, ციხეში დაბრუნდეს
გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, ციხეში დაბრუნდეს

თუკი 4 ნო­ემ­ბრამ­დე „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ საქ­მე­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა არ გა­ფორმ­დე­ბა, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, შე­საძ­ლოა, სა­პა­ტიმ­რო­ში დაბ­რუნ­დეს. ბა­თუ­მის „მაგ­ნო­ლი­ას“ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის 2- წლი­ა­ნი ვადა 4 ნო­ემ­ბერს გა­დის. მომ­დევ­ნო სხდო­მა 24 ოქ­ტომ­ბერ­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­ზეც თუკი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა არ იქ­ნე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ბრალ­დე­ბის მხა­რე დას­კვნით სი­ტყვას იტყვის. ამის შემ­დეგ კი დას­კვნი­თი სი­ტყვით დაც­ვის მხა­რე ისარ­გებ­ლებს და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ბო­ლოო სი­ტყვის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს. თუკი საქ­მე­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, სა­პატ­რიმ­რო­ში დაბ­რუნ­დეს.

საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ საქ­მე­ზე უნდა გა­ფორმ­დეს, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის გარ­და, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს ეხე­ბათ. გა­რი­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბენ და მათ დარ­ჩე­ნი­ლი რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, პი­რო­ბით მსჯავ­რად და­ე­კის­რე­ბათ. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის­თვის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბა და „ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ მშე­ნებ­ლო­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ­თა თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, „ცენ­ტრ პო­ინ­ტის” დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, 31 მარტს, თაღ­ლი­თო­ბი­სა და მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 4-4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ობი­ექტს, მათ შო­რის სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე, კრწა­ნის­ში და წყნე­თის ობი­ექ­ტებს ეხე­ბა.

ამას­თან, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ორ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, რო­მელ­თა­გან ერ­თზე, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­ცაა, გა­ნა­ჩე­ნი შე­საძ­ლოა, 4 ნო­ემ­ბრამ­დე გა­მო­ცხად­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, შე­საძ­ლოა, სა­პა­ტიმ­რო­ში დაბ­რუნ­დეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, ციხეში დაბრუნდეს

გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, ციხეში დაბრუნდეს

თუკი 4 ნოემბრამდე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე სასამართლო განხილვების 2- წლიანი ვადა 4 ნოემბერს გადის. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც თუკი საპროცესო შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე ისარგებლებს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. თუკი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა, საპატრიმროში დაბრუნდეს.

საპროცესო შეთანხმება, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საქმეზე უნდა გაფორმდეს, გუკა რჩეულიშვილის გარდა, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ეხებათ. გარიგების საფუძველზე, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დატოვებენ და მათ დარჩენილი რეალური სასჯელი, პირობით მსჯავრად დაეკისრებათ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის დაუსრულებელი ობიექტების დასრულება და „ცენტრ პოინტის“ მშენებლობისგან დაზარალებულთა თანხმობაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

ამასთან, მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, რომელთაგან ერთზე, რომელზეც ბრალდებული გუკა რჩეულიშვილიცაა, განაჩენი შესაძლოა, 4 ნოემბრამდე გამოცხადდეს.

იხილეთ ვიდეო: გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს

გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძისადმი შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა