პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატიაშვილი: ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები გადაკეთებულია
ხატიაშვილი: ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები გადაკეთებულია

ბოლო პე­რი­ოდ­ში „ომე­გა ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის, ტე­ლე­კო­მა­ნია „რუს­თა­ვი2“-ისა და „იბე­რი­ის“ და მიერ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­ტენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად მე მივ­მარ­თე ლონ­დო­ნის 2 ცნო­ბილ სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს, რო­მელ­თა სან­დო­ო­ბა და ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­ყო­ველ­თა­ო­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და ევ­რო­პა­ში.

წინა კვი­რას ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნეთ ლონ­დო­ნის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს „აუ­დიო ფო­რენ­ზიქ სერ­ვი­სი­ზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 01ოქ­ტომ­ბრის დას­კვნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ბოლო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ე­თე­რე­ბით ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მი­ვე ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი ხე­ლით არის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი, გა­და­კე­თე­ბუ­ლი ან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და რომ სა­მი­ვე ჩა­ნა­წე­რი იძ­ლე­ვა ძალ­ზე მყარ სა­ფუძ­ველს იმის სათ­ქმე­ლად, რომ აუ­დიო-ჩა­ნა­წე­რებ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა წყვე­ტა. უფრო მე­ტიც, ერთ-ერთ 02.06 წუ­თი­ან ჩა­ნა­წერ­ში, აღი­ნიშ­ნე­ბა 8 სხვა­დას­ხვა ჩა­ნა­წე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა და 6 მონ­ტა­ჟი.

ახ­ლა­ხანს ჩვენ მი­ვი­ღეთ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ლონ­დო­ნის სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დი­ლი­ჯენ­სის (Diligence) დას­კვნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თა შო­რის ამე­რი­კის ფე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­რო­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი უი­ლი­ამ უებსტე­რია. დი­ლი­ჯენ­სის 2018 წლის 03 ოქ­ტომ­ბრის ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი პირ­ვე­ლი დას­კვნის იდენ­ტუ­რია და ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ამ ექ­სპერ­ტი­ზით არა­ო­რაზ­როვ­ნად დას­ტურ­დე­ბა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ აუ­დიო-ჩა­ნა­წერ(ებ)ში არ­სე­ბობს წყვე­ტა და 3 აუ­დიო ჩა­ნა­წე­რის ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლია 12 ანო­მა­ლია.

მე დღეს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს გა­ვა­ცა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნე­ბი და ვთხო­ვე მათ, რათა შე­ა­ფა­სონ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მიზ­ნუ­ლად გავ­რცე­ლე­ბის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი.

მე ასე­ვე მივ­მარ­თე „რუს­თა­ვი2“-ს და ტე­ლე­კომ­პა­ნია „იბე­რი­ას“, რომ შე­წყვი­ტონ ყალ­ბი და და­მონ­ტა­ჯე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ლა­ხავს მის რე­პუ­ტა­ცი­ას და არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მისი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ჩვენ უკვე მივ­მარ­თეთ ლონ­დო­ნის ერთ-ერთ წამ­ყვან აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ას, რათა მან და­ად­გი­ნოს ამ უსა­ფუძ­ვლო და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბა.

სა­სა­მარ­თლო და­ვას ჩვენ და­ვი­წყებთ არა მარ­ტო ამ ტე­ლე­კომ­პა­ნო­ე­ბის, არა­მედ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის: ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

ლონ­დო­ნის ორი­ვე სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს ექ­სპერ­ტე­ბი მზად არი­ან და­ეს­წრონ ჩვენს მიერ ინი­ცე­ნი­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და და­დას­ტუ­რონ ჩვე­ნი სი­მარ­თლე.

ასე­ვე ვაფრ­თხი­ლებთ ზაზა ოქუ­აშ­ვილს, რო­მელ­მაც საფ­რან­გე­თი­დან სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დას­კვნის პრე­ზენ­ტა­ცია და­ა­ნონ­სა, ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის თუ ვერ­სი­ის მი­წო­დე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დას­კვნის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მა­სა­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საფ­რან­გე­თის სა­მარ­თლებ­რივ სივ­რცე­ში მო­უ­წევს.

მე ვა­პი­რებ ასე­ვე, რომ ლონ­დო­ნის ორი­ვე სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დას­კვნა გა­საც­ნო­ბად მი­ვა­წო­დო სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის, აშშ-ის, გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ებს.

წინა კვი­რას ჩვენ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ ლონ­დო­ნის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს „აუ­დიო ფო­რენ­ზიქ სერ­ვი­სი­ზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 01ოქ­ტომ­ბრის დას­კვნა. ამ­ჯე­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთა­ვა­ზობთ ლონ­დო­ნის ექ­სპერ­ტზის ბი­უ­როს დი­ლი­ჯენ­სის( Diligence) 03 ოქ­ტომ­ბრის დას­კვნას, მის ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბულ თარ­გმანს და მა­სა­ლას სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი

იხი­ლეთ სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დას­კვნა ქარ­თულ ენა­ზე

იხი­ლეთ სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს დას­კვნა ინ­გლი­სურ ენა­ზე

R

ავტორი:

ხატიაშვილი: ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები გადაკეთებულია

ხატიაშვილი: ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები გადაკეთებულია

ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანია „რუსთავი2“-ისა და „იბერიის“ და მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავტენტურობის დასადგენად მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში.

წინა კვირას ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 01ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბოლო პერიოდში ტელეეთერებით ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული სამივე ფარული აუდიო ჩანაწერი ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული და რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა. უფრო მეტიც, ერთ-ერთ 02.06 წუთიან ჩანაწერში, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი.

ახლახანს ჩვენ მივიღეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლონდონის საექსპერტო ბიუროს დილიჯენსის (Diligence) დასკვნა. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელთა შორის ამერიკის ფერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ბატონი უილიამ უებსტერია. დილიჯენსის 2018 წლის 03 ოქტომბრის ექსპერტიზის შედეგები პირველი დასკვნის იდენტურია და ხაზგასმულია, რომ ამ ექსპერტიზით არაორაზროვნად დასტურდება ის გარემოება, რომ აუდიო-ჩანაწერ(ებ)ში არსებობს წყვეტა და 3 აუდიო ჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარების შედეგად აღმოჩენილია 12 ანომალია.

მე დღეს არასამთავრობო სექტორს გავაცანი აღნიშნული დასკვნები და ვთხოვე მათ, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული მასალების გამიზნულად გავრცელების აღმაშფოთებელი ფაქტები.

მე ასევე მივმართე „რუსთავი2“-ს და ტელეკომპანია „იბერიას“, რომ შეწყვიტონ ყალბი და დამონტაჯებული ფარული ჩანაწერების მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ლახავს მის რეპუტაციას და არის დამაზიანებელი მისი საქმიანობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ ლონდონის ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიას, რათა მან დაადგინოს ამ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანიისაგან მიღებული ზარალის ოდენობა.

სასამართლო დავას ჩვენ დავიწყებთ არა მარტო ამ ტელეკომპანოების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი ხელმძღვანელების: ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ.

ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს ექსპერტები მზად არიან დაესწრონ ჩვენს მიერ ინიცენირებულ სასამართლო პროცესებს და დადასტურონ ჩვენი სიმართლე.

ასევე ვაფრთხილებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც საფრანგეთიდან საექსპერტო ბიუროს დასკვნის პრეზენტაცია დაანონსა, ექსპერტიზისთვის განსხვავებული მასალის თუ ვერსიის მიწოდების და შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, მასალების გაყალბებისთვის მას პასუხისმგებლობა საფრანგეთის სამართლებრივ სივრცეში მოუწევს.

მე ვაპირებ ასევე, რომ ლონდონის ორივე საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასაცნობად მივაწოდო საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს.

წინა კვირას ჩვენ გამოვაქვეყნეთ ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ (Audio Forensic Services) 2018 წლის 01ოქტომბრის დასკვნა. ამჯერად, საზოგადოებას ვთავაზობთ ლონდონის ექსპერტზის ბიუროს დილიჯენსის( Diligence) 03 ოქტომბრის დასკვნას, მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს და მასალას საექსპერტო კომპანიის დამფუძნებლებისა და საქმიანობის შესახებ.

ზაზა ხატიაშვილი, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

იხილეთ საექსპერტო ბიუროს დასკვნა ქართულ ენაზე

იხილეთ საექსპერტო ბიუროს დასკვნა ინგლისურ ენაზე

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის