პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ოქ­ტომ­ბრის ნო­მე­რი #10(94), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

თრუ­სო. სპე­ცი­ა­ლუ­რი ნო­მე­რი

«ის­ტო­რი­ა­ნის» წი­ნამ­დე­ბა­რე ნო­მე­რი მოგ­ვი­თხრობს ძი­რძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის, თრუ­სოს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზობ­ლის წა­ქე­ზე­ბით, მა­ვანს სა­ცი­ლოდ გა­უხ­დია.

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ის­ტო­რი­უ­ლი ხევი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ეთ კა­რიბ­ჭედ და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა მი­იჩ­ნე­ო­და, რომ­ლის დაც­ვა-გა­მაგ­რე­ბა ქარ­თველ მე­ფე­თა უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი გახ­ლდათ. თრუ­სოს ხე­ო­ბაც ხე­ვის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო, მას­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ხე­ო­ბა­ში გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შე­იც­ვა­ლა, და­ი­წყო ოსთა ჩა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თრუ­სო ქარ­თველ მე­ფე­თა მთა­ვარ პლაც­დარმს წარ­მო­ად­გენ­და.

მარ­თა­ლია, ქარ­თულ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში არის ცალ­კე­უ­ლი მცდე­ლო­ბა თრუ­სოს ხე­ო­ბის შეს­წავ­ლი­სა, ეს მა­ინც მო­მავ­ლის საქ­მეა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის მო­წყო­ბა. უკა­ნას­კნელ ხანს, აქ არ­სე­ბუ­ლი მო­ნას­ტრე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ი­სას არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და რამ­დე­ნი­მე ლა­პი­და­რუ­ლი წარ­წე­რის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობთ, თრუ­სოს ხე­ო­ბის კვლე­ვა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში უნდა და­ი­წყოს.

ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

- თრუ­სო, ქარ­თველ­თა გან­სახ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი არე­ა­ლი / “სა­დაც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოსებს ფეხი და­უდ­გამთ, ოსი «სწავ­ლუ­ლე­ბი” ძი­რძველ ოსურ ტე­რი­ტო­რი­ად აცხა­დე­ბენ»

- «თრუ­სოს ხე­ო­ბა». თრუ­სოს თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მა / «დვა­ლეთ­ში შე­მოჭ­რი­ლი ოსე­ბი, რო­გორც დამ­პყრობ­ლე­ბი, იერ­არ­ქი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რის თავ­ში მო­ექ­ცნენ»

- ოსე­ბი თერ­გის ზემო წელ­ში / თრუ­სო­ში მკვიდ­რობ­დნენ წა­ნა­რე­ბი, რო­მელ­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დიდი როლი შე­ას­რუ­ლეს კა­ხე­თის სამ­თავ­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში

- იმ­პე­რი­ის მუ­ქა­რა. აგ­რე­სი­უ­ლი მე­ზობ­ლის ექ­სპან­სი­ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია.

ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სის კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რია ჩრდი­ლო­ე­თი­დან ბუ­ნებ­რი­ვი ზღუ­დე­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. ამი­ტო­მაც ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სა­ზღვა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო. მაგ­რამ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ მო­ა­ხერ­ხა მისი დარ­ღვე­ვა... 1859 წელს დვა­ლე­თი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის გო­რის მაზ­რა­ში შე­დი­ო­და რო­გორც ნა­რას «უჩას­ტკა», თერ­გის ოლქს გა­და­ე­ცა და ამით რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მისი ერთ-ერთი ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე ჩა­მო­ა­ცი­ლა. რუ­სე­თის იმ­პე­რია დღე­საც ცდი­ლობს შეკ­ვე­ცოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი და ამას ოსე­ბის ხე­ლით აკე­თებს. ად­რეც გვი­სა­უბ­რია «ის­ტო­რი­ა­ნის» მკი­თხველ­თან ოს «სწავ­ლულ­თა» ტე­რი­ტო­რი­ულ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძი­რძველ ოსურ მიწა-წყლად აცხა­დებ­დნენ მტკვრის მთელ მარ­ცხე­ნა მხა­რეს და არაგ­ვის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. ამ ბოლო დროს მათ მე­ტად აქ­ტი­უ­რი გა­ხა­დეს თრუ­სოს სა­კი­თხი, რო­მელ­საც აღ­მო­სავ­ლე­თი ოსე­თი უწო­დეს. პირ­და­პირ უნდა ვთქვათ, რომ ებღა­უ­ჭე­ბი­ან იმ ტე­რი­ტო­რი­ებს, რო­მელ­ზე­დაც ოსე­ბი ცხოვ­რობ­დნენ... ოსე­ბი ძი­რძვე­ლი კავ­კა­სი­ე­ლე­ბი არ არი­ან. სა­ნამ კავ­კა­სი­ამ­დე მო­აღ­წევ­დნენ, შუა აზი­ი­დან წა­მო­სუ­ლებ­მა დიდი და ხან­გრძლი­ვი გზა გა­ი­ა­რეს. კავ­კა­სი­ის მთებ­ში მათ მხო­ლოდ მონ­ღოლ­თა შე­მო­სე­ვე­ბის დროს შე­მო­აღ­წი­ეს. თან­და­თან ქარ­თველ­თა გან­სახ­ლე­ბის არე­ალ­შიც შე­მო­ვიდ­ნენ, ჯერ დვა­ლე­თი და­ი­კა­ვეს XVI სა­უ­კუ­ნე­ში, ხოლო XVII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბი­დან შიდა ქარ­თლის მთი­ა­ნე­თი. ჩვენ მიერ ნახ­სე­ნე­ბი თრუ­სოც შიდა ქარ­თლის მთი­ა­ნეთ­ში შე­დის...

ჩუ­კუ­ლის უც­ნო­ბი შე­დევ­რე­ბი

ქვე­მო სვა­ნეთ­ში, ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩუ­კულ­ში, მცი­რე ზო­მის დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სია დგას, რო­მე­ლიც შიდა სივ­რცე­ში უხ­ვად არის შემ­კუ­ლი და კან­კე­ლი­სა და ტრა­პე­ზის ჩათ­ვლით, მთლი­ა­ნად მო­ხა­ტუ­ლია. სა­კურ­თხევ­ლის წინ ქვის სტე­ლა­ზე, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით არის შემ­კუ­ლი, აღ­მარ­თუ­ლია უზარ­მა­ზა­რი ხის ჯვა­რი, რო­მე­ლიც ვერ­ცხლის ფირ­ფი­ტე­ბით უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ჭე­დი­ლი. სტე­ლა­ზე ჯვრის აღ­მარ­თვის ტრა­დი­ცია და თა­ვად მა­სა­ლის სტრუქ­ტუ­რა გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ტა­ძა­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბის ად­რე­ულ ხა­ნას უნდა მი­ე­კუთ­ვნე­ბო­დეს. შე­მორ­ჩე­ნი­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბა ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის მოგ­ვი­ა­ნო პე­რი­ოდს, XVII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და წარ­მო­ად­გენს ამ პე­რი­ო­დის მო­ხა­ტუ­ლო­ბა­თა შო­რის ერთ-ერთ უნი­კა­ლურ ნი­მუშს - რო­გორც მხატ­ვრუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხით, ისე გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბით.

გა­მო­არ­ჩე­ვენ სამი ოს­ტა­ტის ხელს, აქე­დან ერთს პრო­ფე­სი­ულ სამ­ხატ­ვრო სკო­ლას მი­ა­კუთ­ვნე­ბენ, ორ სხვას კი ე.წ. ხალ­ხუ­რი ნა­კა­დის სამ­ხატ­ვრო სკო­ლას უკავ­ში­რე­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ჩუ­კუ­ლის ეკ­ლე­სი­ის ხეში ნაკ­ვე­თი კარი, რო­მე­ლიც XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. აქ მო­ცე­მუ­ლია 22 წმინ­და­ნის ფი­გუ­რა სამ­ხედ­რო და სა­სუ­ლი­ე­რო სა­მო­სით. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ხა­სი­ა­თო ატ­რი­ბუ­ტი­კით არის გა­მო­სა­ხუ­ლი და პორ­ტრე­ტუ­ლია. კარი, რო­გორც ხე­ზეკ­ვე­თი­ლო­ბის ერთ-ერთი უად­რე­სი და მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ნი­მუ­ში, ამ­ჟა­მად სი­მონ ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­შია გა­და­ტა­ნი­ლი.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი ლუდ­სა­ხარ­ში ის­რა­ელ­შია?!

რო­მა­უ­ლი მო­ნე­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა

VII სა­უ­კუ­ნის ბე­ლა­დის ნი­ღაბს ნა­ო­ჭე­ბიც კი ეტყო­ბა

სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც ხე­ოფ­სის პი­რა­მი­და­ზე 2500 წლით ძვე­ლია

ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ი­დუმ­ლო / 12 წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის მო­ნას­ტე­რი მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელ­ში

ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ქარ­თველ­თა ელ­ჩო­ბა ათა­თურ­ქთან ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოჭ­რი­სას

მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის უც­ნო­ბი სა­გან­ძუ­რი

ქარ­თვე­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ. თეთ­რი “გი­ორ­გა­ნე­ლის” უც­ნო­ბი წე­რი­ლე­ბი - გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძის ეპის­ტო­ლე­ე­ბის მი­ხედ­ვით (და­სას­რუ­ლი)

გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლე­ბი. მა­ნას­კერ­ტის ბრძო­ლა და ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის კრა­ხი

შუა­ა­ზი­უ­რი ტრა­გე­დია. შა­ჰი­მარ­და­ნი-1929 / რო­გორ გა­მო­იწ­ვია კო­კან­დის ტრა­გე­დი­ამ ის­ლა­მის არ­მი­ის (ბას­მა­ჩე­ბი) შექ­მნა. ნა­წი­ლი I

ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან. სი­ტყვა თქმუ­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მიერ გა­ე­ნა­თის მო­ნას­ტერ­ში გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სის და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს

ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ოქტომბრის ნომერი #10(94), რომელშიც წაიკითხავთ:

თრუსო. სპეციალური ნომერი

«ისტორიანის» წინამდებარე ნომერი მოგვითხრობს ძირძველი ქართული ტერიტორიის, თრუსოს შესახებ, რომელიც, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წაქეზებით, მავანს საცილოდ გაუხდია.

უძველესი დროიდან ისტორიული ხევი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო. საქართველოს ჩრდილოეთ კარიბჭედ დარიალის ხეობა მიიჩნეოდა, რომლის დაცვა-გამაგრება ქართველ მეფეთა უპირველესი საზრუნავი გახლდათ. თრუსოს ხეობაც ხევის განუყოფელი ნაწილი იყო, მასზე ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებული. მოსახლეობა ამ ხეობაში გვიან შუა საუკუნეებში შეიცვალა, დაიწყო ოსთა ჩამოსახლების პროცესი. მიუხედავად ამისა, თრუსო ქართველ მეფეთა მთავარ პლაცდარმს წარმოადგენდა.

მართალია, ქართულ მეცნიერებაში არის ცალკეული მცდელობა თრუსოს ხეობის შესწავლისა, ეს მაინც მომავლის საქმეა. აუცილებელია კომპლექსური ექსპედიციის მოწყობა. უკანასკნელ ხანს, აქ არსებული მონასტრების რესტავრაციისას არაერთი საინტერესო მასალა აღმოჩნდა. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერის არსებობის შესახებ. ვფიქრობთ, თრუსოს ხეობის კვლევა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

ნომერში წაიკითხავთ:

- თრუსო, ქართველთა განსახლების უძველესი არეალი / “სადაც კი საქართველოში ოსებს ფეხი დაუდგამთ, ოსი «სწავლულები” ძირძველ ოსურ ტერიტორიად აცხადებენ»

- «თრუსოს ხეობა». თრუსოს თავდაცვითი სისტემა / «დვალეთში შემოჭრილი ოსები, როგორც დამპყრობლები, იერარქიული საფეხურის თავში მოექცნენ»

- ოსები თერგის ზემო წელში / თრუსოში მკვიდრობდნენ წანარები, რომელთაც მოგვიანებით დიდი როლი შეასრულეს კახეთის სამთავროს ჩამოყალიბებაში

- იმპერიის მუქარა. აგრესიული მეზობლის ექსპანსიის გრძელვადიანი სტრატეგია.

ქართული ეთნოსის კუთვნილი ტერიტორია ჩრდილოეთიდან ბუნებრივი ზღუდეებით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს საზღვარი, ფაქტობრივად, ხელუხლებელი იყო. მაგრამ რუსეთის იმპერიამ მოახერხა მისი დარღვევა... 1859 წელს დვალეთი, რომელიც თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა როგორც ნარას «უჩასტკა», თერგის ოლქს გადაეცა და ამით რუსეთის იმპერიამ საქართველოს მისი ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე ჩამოაცილა. რუსეთის იმპერია დღესაც ცდილობს შეკვეცოს საქართველოს ტერიტორიული საზღვრები და ამას ოსების ხელით აკეთებს. ადრეც გვისაუბრია «ისტორიანის» მკითხველთან ოს «სწავლულთა» ტერიტორიულ პრეტენზიებზე, რომლებიც ძირძველ ოსურ მიწა-წყლად აცხადებდნენ მტკვრის მთელ მარცხენა მხარეს და არაგვის მარჯვენა მხარეს. ამ ბოლო დროს მათ მეტად აქტიური გახადეს თრუსოს საკითხი, რომელსაც აღმოსავლეთი ოსეთი უწოდეს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ებღაუჭებიან იმ ტერიტორიებს, რომელზედაც ოსები ცხოვრობდნენ... ოსები ძირძველი კავკასიელები არ არიან. სანამ კავკასიამდე მოაღწევდნენ, შუა აზიიდან წამოსულებმა დიდი და ხანგრძლივი გზა გაიარეს. კავკასიის მთებში მათ მხოლოდ მონღოლთა შემოსევების დროს შემოაღწიეს. თანდათან ქართველთა განსახლების არეალშიც შემოვიდნენ, ჯერ დვალეთი დაიკავეს XVI საუკუნეში, ხოლო XVII საუკუნის შუა ხანებიდან შიდა ქართლის მთიანეთი. ჩვენ მიერ ნახსენები თრუსოც შიდა ქართლის მთიანეთში შედის...

ჩუკულის უცნობი შედევრები

ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუკულში, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას, რომელიც შიდა სივრცეში უხვად არის შემკული და კანკელისა და ტრაპეზის ჩათვლით, მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის წინ ქვის სტელაზე, რომელიც, თავის მხრივ, რელიეფური გამოსახულებებით არის შემკული, აღმართულია უზარმაზარი ხის ჯვარი, რომელიც ვერცხლის ფირფიტებით უნდა ყოფილიყო მოჭედილი. სტელაზე ჯვრის აღმართვის ტრადიცია და თავად მასალის სტრუქტურა გვაფიქრებინებს, რომ ტაძარი ქრისტიანობის ადრეულ ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს. შემორჩენილი კედლის მხატვრობა ქართული ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის მოგვიანო პერიოდს, XVII საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება და წარმოადგენს ამ პერიოდის მოხატულობათა შორის ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშს - როგორც მხატვრული შესრულების ხარისხით, ისე განსხვავებულობით.

გამოარჩევენ სამი ოსტატის ხელს, აქედან ერთს პროფესიულ სამხატვრო სკოლას მიაკუთვნებენ, ორ სხვას კი ე.წ. ხალხური ნაკადის სამხატვრო სკოლას უკავშირებენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩუკულის ეკლესიის ხეში ნაკვეთი კარი, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. აქ მოცემულია 22 წმინდანის ფიგურა სამხედრო და სასულიერო სამოსით. თითოეული მათგანი ინდივიდუალური სახასიათო ატრიბუტიკით არის გამოსახული და პორტრეტულია. კარი, როგორც ხეზეკვეთილობის ერთ-ერთი უადრესი და მაღალმხატვრული ნიმუში, ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმშია გადატანილი.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

მსოფლიოს უძველესი ლუდსახარში ისრაელშია?!

რომაული მონეტები რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულებისაა

VII საუკუნის ბელადის ნიღაბს ნაოჭებიც კი ეტყობა

სოფელი, რომელიც ხეოფსის პირამიდაზე 2500 წლით ძველია

ძველი ეკლესიის საიდუმლო / 12 წმინდა მოციქულის მონასტერი მიტოვებულ სოფელში

ქართულ-თურქული ურთიერთობები. ქართველთა ელჩობა ათათურქთან ბოლშევიკების შემოჭრისას

მემკვიდრეობა. ხელოვნების სასახლის უცნობი საგანძური

ქართველები საზღვარგარეთ. თეთრი “გიორგანელის” უცნობი წერილები - გიორგი კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით (დასასრული)

გადამწყვეტი ბრძოლები. მანასკერტის ბრძოლა და ბიზანტიის იმპერიის კრახი

შუააზიური ტრაგედია. შაჰიმარდანი-1929 / როგორ გამოიწვია კოკანდის ტრაგედიამ ისლამის არმიის (ბასმაჩები) შექმნა. ნაწილი I

ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძის მიერ გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს