მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცრუ ინფორმაცია და 84-მილიონიანი დავალიანება - "თიბისი" და "საქართველოს ბანკი" ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ
ცრუ ინფორმაცია და 84-მილიონიანი დავალიანება - "თიბისი" და "საქართველოს ბანკი" ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ

ბიზ­ნეს­მენ ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბე­ბით პა­სუ­ხობს ქვეყ­ნის ორი უმ­სხი­ლე­სი ბან­კი - "თი­ბი­სი ბან­კი" და სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი".

შე­გახ­სე­ნებთ, „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ „თი­ბი­სი ბან­კმა" „გა­ხა­რი­ას ზე­წო­ლით, დარ­ღვე­ვე­ბით გას­ცა "ომე­გას" დი­რექ­ტო­რებ­ზე 4 მი­ლი­ო­ნი და ეს თან­ხა ბანკთან­ვე მათ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა ჩა­მო­არ­თვეს“.

"თი­ბი­სი" ბიზ­ნეს­მენს მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

„თი­ბი­სი ბან­კის­თვის“ უმ­თავ­რე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის კლი­ენ­ტე­ბის ნდო­ბა და ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სი­სა და პრო­ცე­დუ­რის დაც­ვა, რო­მე­ლიც კლი­ენ­ტის ფუ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ბან­კი უმაღ­ლე­სი სიმ­კაც­რით იცავს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის­თვის დად­გე­ნილ ყვე­ლა მო­თხოვ­ნას.

ბა­ტო­ნი ოქუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „თი­ბი­სი ბან­კი“ გან­მარ­ტავს, რომ ბან­კში ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცია სრულ­დე­ბა სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში, კლი­ენ­ტის ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნი­სა და წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა წე­სის დაც­ვით. „თი­ბი­სი ბანკს“ გა­აჩ­ნია კა­ნო­ნი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას კლი­ენ­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და სა­ბან­კო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, ამი­ტომ ბან­კის მხრი­დან და­უშ­ვე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ი­სა და კლი­ენ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა.

„თი­ბი­სი ბან­კი“ მი­მარ­თავს ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ზო­მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მას­შტა­ბი­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს", მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ომე­გა ჯგუფს“ ბან­კის მი­მართ აქვს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჯა­მუ­რად 84 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის და მფლო­ბე­ლის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბა, ორ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას შო­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­იყ­ვა­ნოს, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის­თვის“ მი­უ­ღე­ბე­ლია.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მი­მართ „ომე­გა ჯგუფს“ აქვს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჯა­მუ­რად 84 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტს შე­ად­გენს. „ომე­გა ჯგუ­ფი“ ბან­კის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს 2016 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ ას­რუ­ლებს და ამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა. „ომე­გა ჯგუ­ფის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას. ამას­თან „ომე­გა ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის და მფლო­ბე­ლის ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბა, ორ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას შო­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა გა­და­იყ­ვა­ნოს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში - „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის­თვის“ მი­უ­ღე­ბე­ლია. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ კვლავ გა­მო­ი­ყე­ნებს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ამო­ღე­ბის მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბას“, -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

ცრუ ინფორმაცია და 84-მილიონიანი დავალიანება - "თიბისი" და "საქართველოს ბანკი" ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ

ცრუ ინფორმაცია და 84-მილიონიანი დავალიანება - "თიბისი" და "საქართველოს ბანკი" ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს საგანგებო განცხადებებით პასუხობს ქვეყნის ორი უმსხილესი ბანკი - "თიბისი ბანკი" და საქართველოს ბანკი".

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა" „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.

"თიბისი" ბიზნესმენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკისთვის“ უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება.

„თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება "საქართველოს ბანკს", მათი ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფს“ ბანკის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

განცხადების თანახმად, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია.

„საქართველოს ბანკი“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში - „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია. „საქართველოს ბანკი“ კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას“, -ნათქვამია განცხადებაში.

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთოს მძღოლია - მარინა ეზუგბაია