მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 საათია რიგში ვართ, სრული განუკითხაობაა" - რამ გამოიწვია ქაოსი და აურზაური იუსტიციის სახლში
"4 საათია რიგში ვართ, სრული განუკითხაობაა" - რამ გამოიწვია ქაოსი და აურზაური იუსტიციის სახლში

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მთე­ლი დღეა ტაქ­სის მძღო­ლე­ბის გრძე­ლი რიგი დგას. მძღო­ლებს ტაქ­სის საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­ის მი­სა­ღე­ბად რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა სურთ. რო­გორც ტაქ­სის მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, გრძელ რიგ­ში დი­ლი­დან დგა­ნან. ამას­თან, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო გა­და­ად­გი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბა, თუმ­ცა არ­სად არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ ლი­ცენ­ზი­ის მი­ღე­ბის ბოლო დღე დღეს არის. ზოგს სა­ერ­თოდ არ აქვს კომ­პი­უ­ტე­რი და ელექტრო­ნუ­ლად ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გა­ი­გებ­დნენ. ამი­ტომ არის ასე­თი ამ­ბა­ვი, სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. არც მო­ბი­ლურ­ზე არა­ნა­ი­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მოგ­ვსვლია... სამ­წუ­ხა­როდ, არ არის ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცია, თო­რემ ასე­თი ამ­ბა­ვი არ იქ­ნე­ბო­და... და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თია რიგ­ში ვართ..." - ამ­ბო­ბენ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, რიგ­ში მდგო­მი ტაქ­სის მძღო­ლე­ბი.

VIDEO: "4 სა­ა­თია რიგ­ში ვართ, პა­სუხს არა­ვინ არ გვცემს, ეს არის კა­ტას­ტრო­ფა" - ქა­ო­სი და არე­უ­ლო­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს "უკა­ნას­კნელ მომ­ხმა­რებ­ლამ­დე იმუ­შა­ვე­ბენ".

"დღეს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ჩვე­ულ­ზე მეტი ნა­კა­დია, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია ორი მი­ზე­ზით. პირ­ვე­ლი არის ის, რომ დღეს რე­გის­ტრა­ცი­ის ვადა იწუ­რე­ბა ერთი მხრივ სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში იმ პი­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 381-ე დად­გე­ნი­ლე­ბით სა­შიშ და მავ­ნე პი­რო­ბე­ბი­ან საქ­მი­ა­ნო­ბე­ბეს. დღეს ასე­ვე სრულ­დე­ბა ტაქ­სის საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბის თა­რი­ღი, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ 1-ელი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ არ ექ­ნე­ბათ მათ ლი­ცენ­ზი­ის აღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. უბ­რა­ლოდ, 1-ელი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე ტაქ­სის საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მხო­ლოდ უკა­ნას­კნელ დღეს მოგ­ვმარ­თეს. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი მშვი­დად ახორ­ცი­ე­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა სერ­ვი­სის გა­ცე­მას. დღეს ვმუ­შა­ობთ უკა­ნას­კნელ მომ­ხმა­რებ­ლამ­დე. 18:00 სა­ათ­ზე კარი არ იკე­ტე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აზა­უ­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ტაქ­სე­ბის მძღო­ლებს შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა ეკ­რძა­ლე­ბათ. ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა კი 200 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბის ნე­ბარ­თვის აღე­ბა მსურ­ვე­ლებს მე­რი­ის სპე­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე - "თბი­ლი­სის ტაქ­სი", ასე­ვე, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლსა და 10-ვე რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბა­ში აგ­ვის­ტო­დან შე­ეძ­ლოთ. რე­გის­ტრა­ცი­ის ვადა უკვე იწუ­რე­ბა. მათ შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად მხო­ლოდ 2 დღე დარ­ჩათ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება
ავტორი:

"4 საათია რიგში ვართ, სრული განუკითხაობაა" - რამ გამოიწვია ქაოსი და აურზაური იუსტიციის სახლში

"4 საათია რიგში ვართ, სრული განუკითხაობაა" - რამ გამოიწვია ქაოსი და აურზაური იუსტიციის სახლში

იუსტიციის სახლში მთელი დღეა ტაქსის მძღოლების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს ტაქსის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სურთ. როგორც ტაქსის მძღოლების ნაწილი ამბობს, გრძელ რიგში დილიდან დგანან. ამასთან, მთელი დღის განმავლობაში გართულებული იყო გადაადგილება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"გამოქვეყნებულია ოფიციალური ბრძანება, თუმცა არსად არ არის დაფიქსირებული, რომ ლიცენზიის მიღების ბოლო დღე დღეს არის. ზოგს საერთოდ არ აქვს კომპიუტერი და ელექტრონულად ვადების შესახებ ინფორმაციას ვერ გაიგებდნენ. ამიტომ არის ასეთი ამბავი, სრული განუკითხაობაა. არც მობილურზე არანაირი შეტყობინება არ მოგვსვლია... სამწუხაროდ, არ არის ონლაინ რეგისტრაცია, თორემ ასეთი ამბავი არ იქნებოდა... დაახლოებით 4 საათია რიგში ვართ..." - ამბობენ იუსტიციის სახლში, რიგში მდგომი ტაქსის მძღოლები.

VIDEO: "4 საათია რიგში ვართ, პასუხს არავინ არ გვცემს, ეს არის კატასტროფა" - ქაოსი და არეულობა იუსტიციის სახლში

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღნიშნა, რომ დღეს "უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებენ".

"დღეს იუსტიციის სახლში ჩვეულზე მეტი ნაკადია, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი არის ის, რომ დღეს რეგისტრაციის ვადა იწურება ერთი მხრივ სამეწარმეო რეესტრში იმ პირებისა, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის 381-ე დადგენილებით საშიშ და მავნე პირობებიან საქმიანობებეს. დღეს ასევე სრულდება ტაქსის საქმიანობის ლიცენზირების თარიღი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ ექნებათ მათ ლიცენზიის აღების შესაძლებლობა. უბრალოდ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ლიცენზიის გარეშე ტაქსის საქმიანობის წარმოება შეზღუდულია. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის მოქალაქეებმა მხოლოდ უკანასკნელ დღეს მოგვმართეს. იუსტიციის სახლი მშვიდად ახორციელებს მოქალაქეების მომსახურების ყველა სერვისის გაცემას. დღეს ვმუშაობთ უკანასკნელ მომხმარებლამდე. 18:00 საათზე კარი არ იკეტება", - განაცხადა აზაურაშვილმა.

ცნობისთვის, 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსების მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს მერიის სპეციალურ საიტზე - "თბილისის ტაქსი", ასევე, იუსტიციის სახლსა და 10-ვე რაიონულ გამგეობაში აგვისტოდან შეეძლოთ. რეგისტრაციის ვადა უკვე იწურება. მათ შესაბამისი ნებართვის მისაღებად მხოლოდ 2 დღე დარჩათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ