მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია სიგარეტით ხელში და რას თხოვდა ანდერძში სოფიკო ჭიაურელს - 3 უცნობი ამბავი ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებიდან
როგორ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია სიგარეტით ხელში და რას თხოვდა ანდერძში სოფიკო ჭიაურელს - 3 უცნობი ამბავი ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებიდან

არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მხო­ლოდ სა­ხე­ლის წარ­მოთ­ქმაა სა­ჭი­რო, რომ ირ­გვლივ მყო­ფე­ბი მიხ­ვდნენ, ვის­ზეა სა­უ­ბა­რი. სწო­რედ ასეა ამ შემ­თხვე­ვა­ში, იტყვი ვე­რი­კოს და ყვე­ლას გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი წარ­მო­უდ­გე­ბა თვალ­წინ - ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ეპო­ქის უდი­დეს ტრა­გი­კო­სა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

მარ­ტო ის რად ღირს, რომ ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ამ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ქალ მსა­ხი­ობ­თა ათე­ულ­ში და­ა­სა­ხე­ლა. რო­გორც ჰყვე­ბი­ან ქალს, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ა­ში უდი­დე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და მაქ­სი­მა­ლიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სა­ო­ცა­რი უბ­რა­ლო­ე­ბა, თავ­მდაბ­ლო­ბა და ხა­ლა­სი იუ­მო­რი ახა­სი­ა­თებ­და. მის ცხოვ­რე­ბას ბევრ ტრა­გი­კულ ფაქტთან ერ­თად მხი­ა­რუ­ლი ეპი­ზო­დე­ბიც უხ­ვად ახ­ლდა.

უც­ნო­ბი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი

ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე 1900 წლის 23 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და ქუ­თა­ის­ში. თუმ­ცა, ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყე­ნებს ერთი ეპი­ზო­დი ნა­თე­ლა ურუ­შა­ძის მო­ნოგ­რა­ფი­ი­დან "ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე", სა­დაც ასეთ ის­ტო­რი­ას ვკი­თხუ­ლობთ:

"მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის შე­მობ­რძა­ნე­ბა ქუ­თა­ი­სის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ სა­ღო­რი­ას ტყე­ში აღ­ნიშ­ნა, სტუ­მარ­თა შო­რის ბრძან­დე­ბო­და აკა­კი წე­რე­თე­ლი. უეც­რად გა­მოჩ­ნდა პა­ტა­რა გო­გო­ნა. ასაკ­მა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბამ გო­გო­ნა ერ­თბა­შად აქ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრად.

დიდ­მა მგო­სან­მა ხელ­ში აიყ­ვა­ნა იგი და სა­ყო­ველ­თაო დას­ტუ­რი­თა და სი­ხა­რუ­ლით ახა­ლი სა­უ­კუ­ნის კე­თილ ფე­რი­ად გა­მო­ა­ცხა­და: შენ უნდა ასა­ხე­ლო ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სამ­შობ­ლო მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში, კარ­გად და­იხ­სო­მე! ვინ იცო­და მა­შინ, რომ ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა ამ სა­უ­კუ­ნის ლა­მის დამ­ლე­ვამ­დე ივ­ლი­და ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის რთულ გზა­ზე და მთაწ­მინ­და­ზე და­ი­დებ­და სა­ვა­ნეს, რო­გორც უდი­დე­სი მსა­ხი­ო­ბი-მოღ­ვა­წე"...

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი იხ­სე­ნებ­და, რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, როცა დე­დის ნივ­თებს ალა­გებ­და იპო­ვა ფოტო, სა­დაც ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე მშობ­ლებ­თან ერ­თად იყო ასა­ხუ­ლი, ფო­ტო­ზე კი წარ­წე­რა: 1898 წელი, ვე­რი­კო 2 წლის".

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით გა­მო­დის, რომ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე 1898 წელს და­ი­ბა­და.

ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე შვი­ლებ­თან და დე­დას­თან ერ­თად

დღემ­დე არა­ერთ ადა­მი­ანს ახ­სოვს ვე­რი­კოს იუ­ბი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნამ­დვილ დღე­სას­წა­ულს უდ­რი­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო მსა­ხი­ო­ბის 50 წლის იუ­ბი­ლე, რო­დე­საც ფიქ­რის გო­რა­ზე მდე­ბა­რე მათი სახ­ლთან ვე­რი­კო შე­მოს­ვეს "ვი­ლი­სის" სა­ხუ­რავ­ზე და ისე გა­ა­ტა­რეს მთე­ლი ქუჩა. გზად მსა­ხი­ობს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დახ­ვდა, მე­ზობ­ლე­ბი აივ­ნე­ბი­დან ყვა­ვი­ლებს ყრიდ­ნენ, შემ­დეგ გა­ი­ა­რეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და მის საყ­ვა­რელ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან და­ას­რუ­ლეს მსვლე­ლო­ბა, სა­დაც იუ­ბი­ლე გა­ი­მარ­თა.

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი იუ­მო­რით იხ­სე­ნებ­და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ამ­ბავს. იმ პე­რი­ოდ­ში რო­დე­საც ვე­რი­კოს 70 წლის იუ­ბი­ლეს­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­ზა­დი­სი, სა­ხელ­გან­თქმულ პლას­ტი­კურ ქი­რურგს ვახ­ტანგ ხურ­ცი­ძეს (წო­პეს) შე­უ­თა­ვა­ზე­ბია ვე­რი­კოს­თვის სა­ხის გა­და­ჭიმ­ვის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა. ვე­რი­კოს წი­ნა­და­დე­ბა მი­უ­ღია ერთი პი­რო­ბით - ოპე­რა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ით, და­ძი­ნე­ბის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ვე­რი­კო მთე­ლი ოპე­რა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იჯდა სა­ვარ­ძელ­ში და ეწე­ო­და სი­გა­რეტს..

"ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­და­ახ­ვი­ეს დე­და­ჩე­მი და წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სახ­ლში, დაწ­ვა. ჩემს შვილს სან­დროს ჩემ­თან ერ­თად სძი­ნავს, დი­ლით ად­გე­ბო­და თუ არა შერ­ბო­და დე­დას­თან. აუ­ცი­ლე­ბად აკო­ცებ­და ბე­ბი­ა­მისს და გა­მო­ვი­დო­და. დი­ლით შე­დის ბავ­შვი ოთახ­ში და მო­დის ტი­რი­ლით: დე­დი­კო, დე­დი­კო, ბე­ბი­ას მა­გივ­რად ფან­ტო­მა­სი წევ­სო. მარ­თლაც, რომ შე­ვე­დი ოთახ­ში კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი! გა­დახ­ვე­უ­ლი, სახე ბურ­თი­ვით და­ჭი­მუ­ლი, თვა­ლე­ბი არ ჩანს, სა­დღაც ღრმუ­ლე­ბი.. და­ვამ­შვი­დე სან­დრი­კა, სამ-ოთხ დღე­ში ეს და­ცხრა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ რომ ორ­ჯერ მეტი ნა­ო­ჭი გა­უჩ­ნდა ვე­რი­კოს" - იხ­სე­ნებ­და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი.

პენ­სი­ო­ნე­რი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე

იუ­მო­რი ახ­ლავს მსა­ხი­ო­ბის პენ­სი­ა­ში გას­ვლის ამ­ბავ­საც. სა­მო­ცი წლის ვე­რი­კოს­თვის ერთ-ერთ ნაც­ნობს უთ­ქვამს, თუ გა­ვი­დო­და პენ­სი­ა­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და და სხვა­დას­ხვა შე­ღა­ვა­თე­ბით ისარ­გებ­ლებ­და. მსა­ხი­ობს ეს აზრი მოს­წო­ნე­ბია, მი­სუ­ლა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და და­უ­წე­რია გან­ცხა­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, როცა სახ­ლში მი­უ­ტა­ნეს პენ­სი­ო­ნე­რის წიგ­ნა­კი, ვე­რი­კოს გა­და­უშ­ლია, წა­უ­კი­თხავს და ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლა. მა­შინ­ვე და­უ­ხე­ვია და თე­ატ­რში ხე­ლახ­ლა და­უ­წე­რია გან­ცხა­დე­ბა უკან დაბ­რუ­ნე­ბის თხოვ­ნით. ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი, რა თქმა უნდა მა­შინ­ვე და­აბ­რუ­ნეს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში...

ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე 1987 წელს გარ­და­იც­ვა­ლა ინ­სულ­ტით. ის მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში დაკ­რძა­ლეს. მსა­ხი­ო­ბის დაკ­რძალ­ვი­დან ორ­მო­ცი დღის შემ­დეგ, რო­დე­საც სო­ფი­კო დე­დის ნივ­თებს ალა­გებ­და, იპო­ვა კონ­ვერ­ტი, რო­მელ­საც ნაც­ნო­ბი კა­ლიგ­რა­ფი­ით ეწე­რა - სო­ფი­კოს. ეს ვე­რი­კოს ან­დერ­ძი აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც უკვე გვი­ა­ნი იყო...

”თუ დამ­ბლა და­მე­ცე­მა, გა­ფი­ცებ ყვე­ლას - მა­მი­სა დაძ­მის ხსოვ­ნას, შენი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს - ნუ გა­მი­მე­ტებ ტან­ჯვის­თვის. სულ ერ­თია, სი­ცო­ცხლის­კენ რომ მო­მაბ­რუ­ნონ, მა­ინც ხე­ი­ბა­რი დავ­რჩე­ბი - ეს კი მე არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია! ძა­ლით ნუ წა­მიყ­ვან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. აქ, სა­კუ­თარ სა­წოლ­ში, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი. არა­და, რამ­დე­ნი ხა­ნია მინ­და, ჩემი ვა­ჟის გვერ­დით გან­ვის­ვე­ნო. სწო­რედ ამის­თვის არ­სე­ბობს ძლი­ე­რი და­სა­ძი­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - უნდა გა­კეთ­დეს ინექ­ცია, ერთი პა­ტა­რა ნემ­სი! გე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ამით მომ­გვრი სიმ­შვი­დეს. მხო­ლოდ ამას გთხოვ!" - წერ­და ვე­რი­კო ან­დერ­ძში...

მო­ამ­ზა­და ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე; მფლო­ბე­ლე­ბი - და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი, ლე­ი­ლა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე, ქეთი ან­ჯა­ფა­რი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

როგორ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია სიგარეტით ხელში და რას თხოვდა ანდერძში სოფიკო ჭიაურელს - 3 უცნობი ამბავი ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებიდან

როგორ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია სიგარეტით ხელში და რას თხოვდა ანდერძში სოფიკო ჭიაურელს - 3 უცნობი ამბავი ვერიკო ანჯაფარიძის ცხოვრებიდან

არსებობენ ადამიანები, რომელთა მხოლოდ სახელის წარმოთქმაა საჭირო, რომ ირგვლივ მყოფები მიხვდნენ, ვისზეა საუბარი. სწორედ ასეა ამ შემთხვევაში, იტყვი ვერიკოს და ყველას განუმეორებელი ქართველი მსახიობი წარმოუდგება თვალწინ - ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც ეპოქის უდიდეს ტრაგიკოსადაა მიჩნეული.

მარტო ის რად ღირს, რომ ბრიტანეთის ხელოვნების აკადემიამ ვერიკო ანჯაფარიძე მსოფლიოს საუკეთესო ქალ მსახიობთა ათეულში დაასახელა. როგორც ჰყვებიან ქალს, რომელიც პროფესიაში უდიდესი პროფესიონალიზმითა და მაქსიმალიზმით გამოირჩეოდა, რეალურ ცხოვრებაში საოცარი უბრალოება, თავმდაბლობა და ხალასი იუმორი ახასიათებდა. მის ცხოვრებას ბევრ ტრაგიკულ ფაქტთან ერთად მხიარული ეპიზოდებიც უხვად ახლდა.

უცნობი დაბადების თარიღი

ბურუსითაა მოცული ლეგენდარული მსახიობის დაბადების თარიღი. ოფიციალური ინფორმაციით ვერიკო ანჯაფარიძე 1900 წლის 23 სექტემბერს დაიბადა ქუთაისში. თუმცა, ამ ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს ერთი ეპიზოდი ნათელა ურუშაძის მონოგრაფიიდან "ვერიკო ანჯაფარიძე", სადაც ასეთ ისტორიას ვკითხულობთ:

"მეოცე საუკუნის შემობრძანება ქუთაისის ინტელიგენციამ საღორიას ტყეში აღნიშნა, სტუმართა შორის ბრძანდებოდა აკაკი წერეთელი. უეცრად გამოჩნდა პატარა გოგონა. ასაკმა და მომხიბვლელობამ გოგონა ერთბაშად აქცია საზოგადოების ყურადღების ცენტრად.

დიდმა მგოსანმა ხელში აიყვანა იგი და საყოველთაო დასტურითა და სიხარულით ახალი საუკუნის კეთილ ფერიად გამოაცხადა: შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში, კარგად დაიხსომე! ვინ იცოდა მაშინ, რომ ეს პატარა გოგონა ამ საუკუნის ლამის დამლევამდე ივლიდა ქართული თეატრის რთულ გზაზე და მთაწმინდაზე დაიდებდა სავანეს, როგორც უდიდესი მსახიობი-მოღვაწე"...

სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა დედის ნივთებს ალაგებდა იპოვა ფოტო, სადაც ვერიკო ანჯაფარიძე მშობლებთან ერთად იყო ასახული, ფოტოზე კი წარწერა: 1898 წელი, ვერიკო 2 წლის".

ამ ინფორმაციის მიხედვით გამოდის, რომ ვერიკო ანჯაფარიძე 1898 წელს დაიბადა.

ვერიკო ანჯაფარიძე შვილებთან და დედასთან ერთად

დღემდე არაერთ ადამიანს ახსოვს ვერიკოს იუბილეები, რომლებიც ნამდვილ დღესასწაულს უდრიდა. განსაკუთრებული იყო მსახიობის 50 წლის იუბილე, როდესაც ფიქრის გორაზე მდებარე მათი სახლთან ვერიკო შემოსვეს "ვილისის" სახურავზე და ისე გაატარეს მთელი ქუჩა. გზად მსახიობს უამრავი ადამიანი დახვდა, მეზობლები აივნებიდან ყვავილებს ყრიდნენ, შემდეგ გაიარეს რუსთაველის გამზირი და მის საყვარელ მარჯანიშვილის თეატრთან დაასრულეს მსვლელობა, სადაც იუბილე გაიმართა.

წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია

სოფიკო ჭიაურელი იუმორით იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძის პლასტიკური ოპერაციის ამბავს. იმ პერიოდში როდესაც ვერიკოს 70 წლის იუბილესთვის მიმდინარეობდა სამზადისი, სახელგანთქმულ პლასტიკურ ქირურგს ვახტანგ ხურციძეს (წოპეს) შეუთავაზებია ვერიკოსთვის სახის გადაჭიმვის ოპერაციის გაკეთება. ვერიკოს წინადადება მიუღია ერთი პირობით - ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით, დაძინების გარეშე ჩატარებულიყო. ვერიკო მთელი ოპერაციის განმავლობაში იჯდა სავარძელში და ეწეოდა სიგარეტს..

"ოპერაციის შემდეგ გადაახვიეს დედაჩემი და წამოვიყვანეთ სახლში, დაწვა. ჩემს შვილს სანდროს ჩემთან ერთად სძინავს, დილით ადგებოდა თუ არა შერბოდა დედასთან. აუცილებად აკოცებდა ბებიამისს და გამოვიდოდა. დილით შედის ბავშვი ოთახში და მოდის ტირილით: დედიკო, დედიკო, ბებიას მაგივრად ფანტომასი წევსო. მართლაც, რომ შევედი ოთახში კინაღამ გავგიჟდი! გადახვეული, სახე ბურთივით დაჭიმული, თვალები არ ჩანს, სადღაც ღრმულები.. დავამშვიდე სანდრიკა, სამ-ოთხ დღეში ეს დაცხრა ყველაფერი, მაგრამ უნდა გითხრათ რომ ორჯერ მეტი ნაოჭი გაუჩნდა ვერიკოს" - იხსენებდა სოფიკო ჭიაურელი.

პენსიონერი ვერიკო ანჯაფარიძე

იუმორი ახლავს მსახიობის პენსიაში გასვლის ამბავსაც. სამოცი წლის ვერიკოსთვის ერთ-ერთ ნაცნობს უთქვამს, თუ გავიდოდა პენსიაში გადასახადებისგან გათავისუფლდებოდა და სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებდა. მსახიობს ეს აზრი მოსწონებია, მისულა მარჯანიშვილის თეატრში და დაუწერია განცხადება. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა სახლში მიუტანეს პენსიონერის წიგნაკი, ვერიკოს გადაუშლია, წაუკითხავს და ძალიან გაბრაზებულა. მაშინვე დაუხევია და თეატრში ხელახლა დაუწერია განცხადება უკან დაბრუნების თხოვნით. ლეგენდარული მსახიობი, რა თქმა უნდა მაშინვე დააბრუნეს მარჯანიშვილის თეატრში...

ვერიკო ანჯაფარიძე 1987 წელს გარდაიცვალა ინსულტით. ის მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის დაკრძალვიდან ორმოცი დღის შემდეგ, როდესაც სოფიკო დედის ნივთებს ალაგებდა, იპოვა კონვერტი, რომელსაც ნაცნობი კალიგრაფიით ეწერა - სოფიკოს. ეს ვერიკოს ანდერძი აღმოჩნდა, რომლის შესრულებაც უკვე გვიანი იყო...

”თუ დამბლა დამეცემა, გაფიცებ ყველას - მამისა დაძმის ხსოვნას, შენი შვილების სიცოცხლეს - ნუ გამიმეტებ ტანჯვისთვის. სულ ერთია, სიცოცხლისკენ რომ მომაბრუნონ, მაინც ხეიბარი დავრჩები - ეს კი მე არ დამიმსახურებია! ძალით ნუ წამიყვან საავადმყოფოში. აქ, საკუთარ საწოლში, უფრო ადვილი იქნება სიკვდილი. არადა, რამდენი ხანია მინდა, ჩემი ვაჟის გვერდით განვისვენო. სწორედ ამისთვის არსებობს ძლიერი დასაძინებელი საშუალება - უნდა გაკეთდეს ინექცია, ერთი პატარა ნემსი! გეცოდინება, რომ ამით მომგვრი სიმშვიდეს. მხოლოდ ამას გთხოვ!" - წერდა ვერიკო ანდერძში...

მოამზადა ზაურ მირიანაშვილმა

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; მფლობელები - დამანა მდივნიშვილი, ლეილა კიკნაველიძე, ხელოვნების სასახლე, ქეთი ანჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია