სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აშენდა ლაბირინთი? - პასუხი კითხვაზე და „ლიბერთინსის“ ლეგენდარული აქციის დაბრუნება
როგორ აშენდა ლაბირინთი? - პასუხი კითხვაზე და „ლიბერთინსის“ ლეგენდარული აქციის დაბრუნება

ოდეს­ღაც სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლი დად­გა.

ტყე­ე­ბი გა­და­იწ­ვა, ტბე­ბი და მდი­ნა­რე­ე­ბი დაშ­რა, ოკე­ა­ნე­ე­ბი კი გა­ი­ზარ­და.

მერე დე­და­მი­წას დიდი უბე­დუ­რე­ბა ეწ­ვია. ვირუს­მა მთე­ლი პლა­ნე­ტა და­ა­ა­ვა­და, ოჯა­ხე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა, ძმას ძმა მო­აკ­ვლე­ვი­ნა. სამ­ყა­როს ძა­ლა­დო­ბა მარ­თავ­და.

მერე კი გა­მოჩ­ნდა უკე­თუ­რი... ისი­ნი პა­სუ­ხებს ეძებ­დნენ. მათ იპო­ვეს იდე­ა­ლუ­რი ბიჭი.

ამ ბიჭს თო­მა­სი ერ­ქვა.

მან გა­ამ­ჟღავ­ნა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი.

ამ­ხი­ლა სიც­რუე.

შე­ი­ტყო არ­ნა­ხუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის ამ­ბე­ბი.

თო­მა­სმა აა­შე­ნა ლა­ბი­რინ­თი და მისი დან­გრე­ვაც მხო­ლოდ მას შე­ეძ­ლო.

მან გა­და­წყვი­ტა წინ აღ­დგო­მო­და უკე­თურს, გა­და­ერ­ჩი­ნა მე­გობ­რე­ბი და თა­ვა­დაც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მაგ­რამ უკე­თუ­რი სხვაგ­ვა­რად ხე­დავ­და თო­მა­სის გა­დარ­ჩე­ნას, მის გზას, მის მი­სი­ას. უკე­თუ­რი კი ყო­ველ­თვის მარ­თლია, უკე­თუ­რი კარ­გია...

ეს ჯე­იმზ დაშ­ნე­რის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რი­ის „ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლის“ მე-5 ნა­წი­ლი „ელ­ვა­რე­ბის კო­დია“. რო­მა­ნი „ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლის“ პრიქ­ვე­ლია. სე­რი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 2009 წელს გა­მო­ი­ცა, ბოლო, მე­ხუ­თე კი - 2016 წელს. ქარ­თულ ენა­ზე ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბის თარ­გმნა „ლი­ბერ­თინსმა“ 4 წლის წინ და­ი­წყო. სწო­რედ ჯე­იმზ დაშ­ნე­რის „ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი“ იყო პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლი­თაც პრო­ექ­ტი „ლი­ბერ­თინ­სი“ 2014 წელს და­ი­წყო. ახალ­გაზ­რდე­ბის მო­ლო­დი­ნი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ მა­შინ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის რიგი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად დად­გა.

26 სექ­ტემ­ბერს კი და­ი­წყე­ბა სე­რი­ის და­სას­რუ­ლის გა­ყიდ­ვა. ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც გას­ცემს პა­სუხს შე­კი­თხვას, თუ რო­გორ აშენ­და ლა­ბი­რინ­თი. 26 სექ­ტემ­ბერს მისი წარ­დგე­ნა „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ (ჭავ­ჭა­ვა­ძის #7) გა­ი­მარ­თე­ბა. ამ დღეს „ელ­ვა­რე­ბის კოდი“ გრან­დი­ო­ზუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა. წარ­დგე­ნა­ზე წიგ­ნი 3.00 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა ხოლო ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლის და­ნარ­ჩენ წიგ­ნებ­ზე, „ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი“, „ცე­ცხლით გა­მოც­და“, „სიკ­ვდი­ლით გან­კურ­ნე­ბა“ და „გა­ნად­გუ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა“, 30%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა იმოქ­მე­დებს.

„ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლი“ არის სე­რია, რომ­ლის სამი ნა­წი­ლი ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლია. ის მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტორს, ჯე­იმზ დაშ­ნე­რი მწერ­ლო­ბა­ზე ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ოც­ნე­ბობ­და. იგი კი­თხუ­ლობ­და ყვე­ლა წიგნს, რო­მე­ლიც კი მოხ­ვდე­ბო­და ხელ­ში, და­წყე­ბუ­ლი "ნარ­ნი­ის ქრო­ნი­კე­ბი­დან" დას­რუ­ლე­ბუ­ლი "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნებ­ლამ­დე". მის მშობ­ლებს ჰქონ­დათ ძვე­ლისძვე­ლი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა, რო­მელ­საც იგი გა­სარ­თო­ბად მო­თხრო­ბე­ბის აკ­რე­ფი­სათ­ვის იყე­ნებ­და. რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნავს, ყვე­ლა წიგ­ნი, რაც კი წა­უ­კი­თხავს, ყვე­ლა ფილ­მი, რაც უნა­ხავს, წარ­მო­ად­გენს მის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როს. მა­გა­ლი­თად, "ლა­ბი­რინთში მორ­ბე­ნა­ლის" და­წე­რი­სა­კენ მას უი­ლი­ამ გოლ­დინ­გის "ბუზ­თა ბა­ტონ­მა" უბიძ­გა.

ავტორი:

როგორ აშენდა ლაბირინთი? - პასუხი კითხვაზე და „ლიბერთინსის“ ლეგენდარული აქციის დაბრუნება

როგორ აშენდა ლაბირინთი? - პასუხი კითხვაზე და „ლიბერთინსის“ ლეგენდარული აქციის დაბრუნება

ოდესღაც სამყაროს აღსასრული დადგა.

ტყეები გადაიწვა, ტბები და მდინარეები დაშრა, ოკეანეები კი გაიზარდა.

მერე დედამიწას დიდი უბედურება ეწვია. ვირუსმა მთელი პლანეტა დააავადა, ოჯახები გაანადგურა, ძმას ძმა მოაკვლევინა. სამყაროს ძალადობა მართავდა.

მერე კი გამოჩნდა უკეთური... ისინი პასუხებს ეძებდნენ. მათ იპოვეს იდეალური ბიჭი.

ამ ბიჭს თომასი ერქვა.

მან გაამჟღავნა საიდუმლოებები.

ამხილა სიცრუე.

შეიტყო არნახული ერთგულების ამბები.

თომასმა ააშენა ლაბირინთი და მისი დანგრევაც მხოლოდ მას შეეძლო.

მან გადაწყვიტა წინ აღდგომოდა უკეთურს, გადაერჩინა მეგობრები და თავადაც გადარჩენილიყო. მაგრამ უკეთური სხვაგვარად ხედავდა თომასის გადარჩენას, მის გზას, მის მისიას. უკეთური კი ყოველთვის მართლია, უკეთური კარგია...

ეს ჯეიმზ დაშნერის გახმაურებული წიგნების სერიის „ლაბირინთში მორბენალის“ მე-5 ნაწილი „ელვარების კოდია“. რომანი „ლაბირინთში მორბენალის“ პრიქველია. სერიის პირველი ნაწილი 2009 წელს გამოიცა, ბოლო, მეხუთე კი - 2016 წელს. ქართულ ენაზე ამ სერიის წიგნების თარგმნა „ლიბერთინსმა“ 4 წლის წინ დაიწყო. სწორედ ჯეიმზ დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი“ იყო პირველი წიგნი, რომელითაც პროექტი „ლიბერთინსი“ 2014 წელს დაიწყო. ახალგაზრდების მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ მაშინ წიგნის მაღაზიებთან თინეიჯერების რიგი საქართველოში პირველად დადგა.

26 სექტემბერს კი დაიწყება სერიის დასასრულის გაყიდვა. ეს არის წიგნი, რომელიც გასცემს პასუხს შეკითხვას, თუ როგორ აშენდა ლაბირინთი. 26 სექტემბერს მისი წარდგენა „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის #7) გაიმართება. ამ დღეს „ელვარების კოდი“ გრანდიოზული ფასდაკლებით გაიყიდება. წარდგენაზე წიგნი 3.00 ლარად გაიყიდება ხოლო ლაბირინთში მორბენალის დანარჩენ წიგნებზე, „ლაბირინთში მორბენალი“, „ცეცხლით გამოცდა“, „სიკვდილით განკურნება“ და „განადგურების ბრძანება“, 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

„ლაბირინთში მორბენალი“ არის სერია, რომლის სამი ნაწილი ეკრანიზებულია. ის მსოფლიოს არაერთ ენაზეა თარგმნილი და თინეიჯერების საყვარელი წიგნია. რაც შეეხება ავტორს, ჯეიმზ დაშნერი მწერლობაზე ადრეული ასაკიდანვე ოცნებობდა. იგი კითხულობდა ყველა წიგნს, რომელიც კი მოხვდებოდა ხელში, დაწყებული "ნარნიის ქრონიკებიდან" დასრულებული "ბეჭდების მბრძანებლამდე". მის მშობლებს ჰქონდათ ძველისძველი საბეჭდი მანქანა, რომელსაც იგი გასართობად მოთხრობების აკრეფისათვის იყენებდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ყველა წიგნი, რაც კი წაუკითხავს, ყველა ფილმი, რაც უნახავს, წარმოადგენს მისთვის შთაგონების წყაროს. მაგალითად, "ლაბირინთში მორბენალის" დაწერისაკენ მას უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონმა" უბიძგა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს