პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკორწმინდაში უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს - "ამან შესაძლოა, ტაძრის თარიღზეც იმოქმედოს..."
ნიკორწმინდაში უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს - "ამან შესაძლოა, ტაძრის თარიღზეც იმოქმედოს..."

რა­ჭა­ში, ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას (აღ­მო­სავ­ლე­თი მკლა­ვის სა­ხუ­რა­ვი) ად­რე­უ­ლი რე­ლი­ე­ფის უნი­კა­ლუ­რი ნაშ­თე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა ან­თი­ძე და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნანა კუპ­რაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლე­ბენ.

"ნი­კორ­წმინ­და... კვლავ ახა­ლი რე­ლი­ე­ფე­ბი და ორ­ნა­მენ­ტე­ბი ჩნდე­ბა და ჩნდე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის" - ამ მი­ნა­წე­რით აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის კონ­სერ­ვა­ცი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ნი­კორ­წმინ­დის ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ის ავ­ტო­რი ნანა კუპ­რაშ­ვი­ლი. ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე AMBEBI.GE სწო­რედ მას ესა­უბ­რა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ კი­დევ ერთი ად­რე­უ­ლი რე­ლი­ე­ფე­ბი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც დუ­ღა­ბის ქვეშ იყო და­ფა­რუ­ლი. რა­მის და­დას­ტუ­რე­ბა­ზე ჯერ ად­რეა სა­უ­ბა­რი, რად­გან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა შე­ის­წავ­ლონ! ეს რე­ლი­ე­ფე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, მე-11 სა­უ­კუ­ნი­საა. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის რეს­ტავ­რა­ტორ­თა ჯგუ­ფი აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და ახალ მა­სა­ლა­საც მალე მი­ვაწ­ვდით სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

- რისი ვა­რა­უ­დი შე­იძ­ლე­ბა, სა­ნამ აღ­მო­ჩე­ნას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ძი­რე­უ­ლად შე­ის­წავ­ლი­ან?

- ის, რომ აქამ­დე ჩვენ­თვის უც­ნო­ბი, ად­რე­უ­ლი ნი­კორ­წმინ­დის რე­ლი­ე­ფე­ბის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ეს უკვე ბევ­რს ნიშ­ნავს. და­ნარ­ჩე­ნი, რო­დის და­ი­ფა­რა დუ­ღა­ბით, რო­დის გა­და­კეთ­და და გა­და­ე­წყო, ნი­კორ­წმინ­დის აღ­მო­სავ­ლეთ მკლა­ვი, რა ის­ტო­რი­უ­ლი ეტა­პე­ბი გა­ი­ა­რა, ამას უკვე შეს­წავ­ლა მოგ­ვცემს, რა­საც დრო ჭირ­დე­ბა…

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი - ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე:

"დიდი მი­წისძვრის შემ­დეგ, 1990-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ მას­შტა­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ნი­კორ­წმინ­და­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა... მა­შინ გვახ­სოვს ნი­კორ­წმინ­დის გუმ­ბა­თი გა­მაგრდა და ასე შემ­დეგ... ახლა ყვე­ლა­ზე დიდი მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­დან ბო­ლომ­დე კეთ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია: რო­გორც ქვის კონ­სერ­ვა­ცია, სა­ხუ­რა­ვის მო­წყო­ბა, ია­ტა­კი, მხატ­ვრო­ბა, კა­რე­ბის და სარ­კმლე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი...

მთლი­ა­ნად მო­იხ­სნა სა­ხუ­რა­ვის აღ­მო­სავ­ლე­თის მკლა­ვი, სა­დაც უნდა შევ­ცვა­ლოთ ახა­ლი სა­ხუ­რა­ვით და იქ აღ­მოჩ­ნდა, რომ გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ყო­ფი­ლა გარ­კვე­უ­ლი გა­და­კე­თე­ბა ტაძ­რის, რად­გან გუმ­ბა­თის ყელ­ში აღ­მოჩ­ნდა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, რე­ლი­ე­ფე­ბი, რო­მე­ლიც ფრი­ად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტაძ­რის ის­ტო­რი­ის­თვის! გარ­კვე­ულ­წი­ლად ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სას ჰგავს...

მეც­ნი­ე­რე­ბი და­ი­წყე­ბენ ახლა შეს­წავ­ლას, გა­მო­იკ­ვლე­ვენ თუ რა პე­რი­ოდს შე­იძ­ლე­ბა მი­ე­სა­და­გოს და შე­საძ­ლე­ბე­ლია ამან ნი­კორ­წმინ­დის თა­რიღ­ზეც იმოქ­მე­დოს... პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ, რო­გორ მო­ე­წყოს გა­და­ხურ­ვა ისე, რომ ამ ად­გი­ლის ნახ­ვა ყო­ველ­თვის იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა მი­ნით ან ისე­თი მა­სა­ლით, რომ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ უნი­კა­ლურ ნაშთს შე­ხე­დონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს
ავტორი:

ნიკორწმინდაში უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს - "ამან შესაძლოა, ტაძრის თარიღზეც იმოქმედოს..."

ნიკორწმინდაში უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს - "ამან შესაძლოა, ტაძრის თარიღზეც იმოქმედოს..."

რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას (აღმოსავლეთი მკლავის სახურავი) ადრეული რელიეფის უნიკალური ნაშთები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი ავრცელებენ.

"ნიკორწმინდა... კვლავ ახალი რელიეფები და ორნამენტები ჩნდება და ჩნდება... ეს ყველაფერი არ არის" - ამ მინაწერით აქვეყნებს ფოტოებს სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციის ავტორი ნანა კუპრაშვილი. ახალი აღმოჩენის მნიშვნელობაზე AMBEBI.GE სწორედ მას ესაუბრა.

"მნიშვნელოვანია იმით, რომ კიდევ ერთი ადრეული რელიეფები აღმოჩნდა, რომელიც დუღაბის ქვეშ იყო დაფარული. რამის დადასტურებაზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ! ეს რელიეფები სავარაუდოდ, მე-11 საუკუნისაა. სამხატვრო აკადემიის რესტავრატორთა ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და ახალ მასალასაც მალე მივაწვდით საზოგადოებას.

- რისი ვარაუდი შეიძლება, სანამ აღმოჩენას სპეციალისტები ძირეულად შეისწავლიან?

- ის, რომ აქამდე ჩვენთვის უცნობი, ადრეული ნიკორწმინდის რელიეფების ნახვის საშუალება მოგვეცა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. დანარჩენი, როდის დაიფარა დუღაბით, როდის გადაკეთდა და გადაეწყო, ნიკორწმინდის აღმოსავლეთ მკლავი, რა ისტორიული ეტაპები გაიარა, ამას უკვე შესწავლა მოგვცემს, რასაც დრო ჭირდება…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ ანთიძე:

"დიდი მიწისძვრის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მასშტაბის სამუშაოები ნიკორწმინდაში არ ჩატარებულა... მაშინ გვახსოვს ნიკორწმინდის გუმბათი გამაგრდა და ასე შემდეგ... ახლა ყველაზე დიდი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე კეთდება რეაბილიტაცია: როგორც ქვის კონსერვაცია, სახურავის მოწყობა, იატაკი, მხატვრობა, კარების და სარკმლების სამუშაოები...

მთლიანად მოიხსნა სახურავის აღმოსავლეთის მკლავი, სადაც უნდა შევცვალოთ ახალი სახურავით და იქ აღმოჩნდა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ყოფილა გარკვეული გადაკეთება ტაძრის, რადგან გუმბათის ყელში აღმოჩნდა გამოსახულებები, რელიეფები, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ტაძრის ისტორიისთვის! გარკვეულწილად ადრინდელი პერიოდისას ჰგავს...

მეცნიერები დაიწყებენ ახლა შესწავლას, გამოიკვლევენ თუ რა პერიოდს შეიძლება მიესადაგოს და შესაძლებელია ამან ნიკორწმინდის თარიღზეც იმოქმედოს... პარალელურად ვმუშაობთ, როგორ მოეწყოს გადახურვა ისე, რომ ამ ადგილის ნახვა ყოველთვის იყოს შესაძლებელი. გადახურული იქნება მინით ან ისეთი მასალით, რომ ადამიანებს ყოველთვის ჰქონდეთ საშუალება, ამ უნიკალურ ნაშთს შეხედონ.

"ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ახალ-ახალი ბენეფიციარები და გვიყვებიან ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიას" - ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს უმასპინძლა

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების" ჟიურის წევრი?